საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს..." - კახა კალაძე კელი დეგნანზე
"ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს..." - კახა კალაძე კელი დეგნანზე

ეს ადა­მი­ა­ნი აგ­რძე­ლებს იმ ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს, რო­მელ­საც ჩვენ ვის­მენ­დით მა­ში­ნაც, რო­დე­საც ელჩი იყო, - ასე შე­ა­ფა­სა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელ­ჩის კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­სუ­ლი სტი­ლის კა­ნო­ნი "ძა­ლით გა­აქვს" და არ გა­უკ­ვირ­დე­ბა, თუ პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე მივა.

კახა კა­ლა­ძის თქმით, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი აც­დე­ნი­ლია ყვე­ლა­ნა­ირ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას.

"ყო­ფი­ლი ელ­ჩის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გო­რი იყო, გვახ­სოვს ყვე­ლას. ის აგ­რძე­ლებს თა­ვის გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს არის აც­დე­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონპ­რო­ექტს, ჩვენ ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გამჭვირ­ვა­ლო­ბა. ერ­თა­დერ­თი, რა­საც მო­ი­თხოვს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, კონ­კრე­ტულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ექ­ნე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ წე­ლი­წად­ში ერთხელ წა­რად­გი­ნონ ფი­ნან­სუ­რი დეკ­ლა­რა­ცია, თუ ვის­გან იღე­ბენ თან­ხებს და რაში იხარ­ჯე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. პი­რი­ქით, გამჭვირ­ვა­ლო­ბა ყო­ველ­თვის ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, ჩვენს ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას და ასე შემ­დეგ. ეს ადა­მი­ა­ნი აგ­რძე­ლებს იმ ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს, რო­მელ­საც ჩვენ ვის­მენ­დით მა­ში­ნაც, რო­დე­საც ელჩი იყო. რო­დე­საც დიპ­ლო­მა­ტი ხარ, პო­ლი­ტი­კა­ში ერე­ვი და აკე­თებ იმ ტი­პის გან­ცხა­დე­ბებს, რა­საც კელი დეგ­ნა­ნი აკე­თებ­და, ძა­ლი­ან მძი­მე და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით არის არ­ჩე­უ­ლი.

"რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან. გა­მოვ­დი­ვართ იქი­დან, რომ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, პრინ­ცი­პუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. შემ­დეგ უკვე სხვა ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი. ჩვენ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვართ, ყო­ველ­თვის ხაზს ვუს­ვამთ იმას, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი არის პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რომ მაგ­რად ვი­ყოთ. ასე­თი ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოდ გვინ­და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ის, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რა ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, ეს არის იმ გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჰქვია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა
10

ბოლო დროს კახის გარეგნობის ხარისხი საზოგადოებას აღარ მოსწონს. უბრალო ხალხივითაა უკვე.

მოქალაქე1
28

ამ ზესტფონელ ფეხბურთლს და ცნობილი დიზაინერის ქმარს არ ყავს მრჩეველი. ვერ ხვდება თუ მოღალატეა მართლა!! რას ბოდავს ყოველ ჯერზე ახლა კელლი დეგნანს ეპაექრება და თურმე ჩვენი პრეზიდენტი და ნაცები გვიფუჭებენ საქმეს და ასეთი უაზრო და არაფრ არაფერს აფუჭებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს..." - კახა კალაძე კელი დეგნანზე

"ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს..." - კახა კალაძე კელი დეგნანზე

ეს ადამიანი აგრძელებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადება, რომლის თქმით, ხელისუფლებას რუსული სტილის კანონი "ძალით გააქვს" და არ გაუკვირდება, თუ პროცესი ბოლომდე მივა.

კახა კალაძის თქმით, კელი დეგნანის განცხადებები აცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას.

"ყოფილი ელჩის დამოკიდებულება როგორი იყო, გვახსოვს ყველას. ის აგრძელებს თავის განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი. რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს აღნიშნული კანონპროექტი, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ. პირიქით, გამჭვირვალობა ყოველთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და ასე შემდეგ. ეს ადამიანი აგრძელებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო. როდესაც დიპლომატი ხარ, პოლიტიკაში ერევი და აკეთებ იმ ტიპის განცხადებებს, რასაც კელი დეგნანი აკეთებდა, ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობით არის არჩეული.

"როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება, პირველ რიგში, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. გამოვდივართ იქიდან, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი. ეს არის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე სხვა ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, რომ მაგრად ვიყოთ. ასეთი ძლიერი სახელმწიფოდ გვინდა ევროპული მომავალი. ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება დაკავშირებული არის "ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროპული მომავალი, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც "ქართული ოცნება“ ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.