საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ფეხბურთელები ახალი კანონის მიღებას აპროტესტებენ, მათ შორის კვარაცხელია..." - რას წერს The Guardian ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა დღევანდელ პოსტებზე
"ქართველი ფეხბურთელები ახალი კანონის მიღებას აპროტესტებენ, მათ შორის კვარაცხელია..." - რას წერს The Guardian ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა დღევანდელ პოსტებზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Guardian წერს. სტა­ტი­ა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე და მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებ­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა ჯაბა კან­კა­ვამ, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ ევრო 2024-ის პირ­ვე­ლი დიდი ტურ­ნი­რის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი მო­ი­პო­ვა, ინ­სტაგ­რამ­ზე აქ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბი ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

ღა­მით პო­ლი­ცი­ა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. აქ­ტი­ვის­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ სა­კა­მა­თო "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, რო­მე­ლიც რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­ა­ფერ­ხებს ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სხვა მო­თა­მა­შე­ებ­მა, მათ შო­რის იტა­ლი­ის სე­რია A-ს კლუბ ნა­პო­ლის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და ეს­პა­ნე­თის ლა ლი­გის ვა­ლენ­სი­ას მე­კა­რე გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა, ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში: "სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­პის­კენ არის. ევ­რო­პუ­ლი გზა გვა­ერ­თი­ა­ნებს!! წინ ევ­რო­პის­კენ!! მშვი­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს“ - აღ­ნიშ­ნავს The Guardian-ი.

სტა­ტი­ა­ში მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძი­სა და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბა­ცაა ნახ­სე­ნე­ბი. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ოთხშა­ბათს 150 დე­პუ­ტა­ტი­დან 83-მა მხა­რი და­უ­ჭი­რა კა­ნონპ­რო­ექტს.

"მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აცხა­დებს, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­ჭი­როა გამჭვირ­ვა­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან და­წე­სე­ბუ­ლი "ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად. კრემ­ლის სპი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა ოთხშა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან.სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც უთან­ხმო­ე­ბაა მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან, მხა­რი და­უ­ჭი­რა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და დაგ­მო შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­გორც "რუ­სუ­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გია" - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
3

ესეც პროვოკაციაა,მაინც წამოაგეს და ბულინგის ფეხბურთელების მიმართ,ფრთხილად ბიჭებო,ყულფში გაგაყოფინეს თავი და არ მოგახრჩონ,თამაშები გაქვთ წინ!

გოჩა
6

ყველამ აკეთოს თავისი საქმე ფეხბურთელმა ბურთი აგორაოს კანონმდებლებმა გამჭირვალობის შესახებ მიიღონ კანონი არა ერთი არამედ რამოდენიმე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ქართველი ფეხბურთელები ახალი კანონის მიღებას აპროტესტებენ, მათ შორის კვარაცხელია..." - რას წერს The Guardian ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა დღევანდელ პოსტებზე

"ქართველი ფეხბურთელები ახალი კანონის მიღებას აპროტესტებენ, მათ შორის კვარაცხელია..." - რას წერს The Guardian ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა დღევანდელ პოსტებზე

საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქართველ ფეხბურთელებზე და მათ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე.

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევრო 2024-ის პირველი დიდი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი მოიპოვა, ინსტაგრამზე აქციის მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა. ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ახალი კანონის მიღებას აპროტესტებენ.

ღამით პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ საკამათო "უცხოური გავლენის“ კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც როგორც ამბობენ, შეაფერხებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეებმა, მათ შორის იტალიის სერია A-ს კლუბ ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიამ და ესპანეთის ლა ლიგის ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, ასევე გამოაქვეყნეს აქციის მონაწილეების მხარდამჭერი შეტყობინებები სოციალურ ქსელში: "საქართველოს გზა ევროპისკენ არის. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“ - აღნიშნავს The Guardian-ი.

სტატიაში მამუკა მდინარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებაცაა ნახსენები. გამოცემა აღნიშნავს, რომ ოთხშაბათს 150 დეპუტატიდან 83-მა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

"მმართველი პარტია "ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონმდებლობა საჭიროა გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საზღვარგარეთიდან დაწესებული "ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების“ წინააღმდეგ საბრძოლველად. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო უცხოური აგენტების კანონპროექტთან.საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც უთანხმოებაა მმართველ პარტიასთან, მხარი დაუჭირა აქციის მონაწილეებს და დაგმო შემოთავაზებული კანონპროექტი, როგორც "რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგია" - ვკითხულობთ სტატიაში.

ნახეთ ასევე: