საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე "ევროვიზიის" პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე..." - რას წერს ნუცა ბუზალაძე?
"ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე "ევროვიზიის" პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე..." - რას წერს ნუცა ბუზალაძე?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ნა­ხე­ვარძმა ამე­რი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რა მოხ­და ზუს­ტად, არა­ვინ იცის, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ის, რომ 40 წლის დათო ბუ­ზა­ლა­ძე 11 მარტს გა­უ­ჩი­ნარ­და და ამის შემ­დეგ მისი ძებ­ნა და­ი­წყეს.

რო­გორც გა­ირ­კვა, ბუ­ზა­ლა­ძე მან­ქა­ნის გა­სა­ყი­დად წა­ვი­და და ამის შემ­დეგ აღა­რა­ვის შეხ­მი­ა­ნე­ბია. ბო­ლოს ბენ­სა­ლემ­ში შე­ნიშ­ნეს და აქე­დან მისი კვა­ლი გაქ­რა. 23 მარტს კი მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. დათო ბუ­ზა­ლა­ძე ნუ­ცას ნა­ხე­ვარძმა იყო.

მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში, მად­რიდ­ში და­გეგ­მილ ევ­რო­ვი­ზი­ის პრო­მო­ტურ­ზე ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა გა­ა­უქ­მა.

"მინ­და ყვე­ლას უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის. ძა­ლი­ან რთუ­ლი დღე­ე­ბი გა­ვი­ა­რე და ალ­ბათ წინ კი­დევ ბევ­რი ასე­თი დღეა, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვიკ­რებ ძა­ლას და გა­ვაგ­რძე­ლებ შრო­მას იმ ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო კონ­კურ­სის­თვის, რაც ევ­რო­ვი­ზი­აა. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის გა­მარ­ჯვე­ბამ ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მა­ის­ში კი­დევ უფრო ღირ­სე­უ­ლად წარ­ვად­გი­ნო და მერ­წმუ­ნეთ, ამის­თვის მთე­ლი ჩემი არ­სე­ბით და­ვი­ხარ­ჯე­ბი.

ჩემი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში, მად­რიდ­ში და­გეგ­მილ ევ­რო­ვი­ზი­ის პრო­მო­ტურ­ზე ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა გა­ვა­უქ­მე, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით ვიმ­ღე­რებ დას­კვნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და ჩემს ძმას ჩემ­თვის ერთ-ერთ საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რას მი­ვუ­ძღვნი. შემ­დე­გი კვი­რი­დან კი სრუ­ლი ძა­ლე­ბით მო­ვემ­ზა­დე­ბი უკვე და­გეგ­მი­ლი პრო­მო ტუ­რე­ბის­თვის. ამ საკ­მა­ოდ რთულ და ემო­ცი­ურ გზა­ზე დამ­ჭირ­დე­ბა თქვე­ნი, ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რის თა­ნად­გო­მა, რო­მელ­საც არა­სო­დეს, არ­ცერთ რთულ მო­მენ­ტში არ მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე იქ­ნე­ბა ახ­ლაც. მიყ­ვარ­ხართ" - წერს ნუცა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
2

პატივი ვცეთ სხვის მწუხარებას. ვიზიარებთ, და წარმატებები. 

.
62

რათქმაუნდა დასანანია, უბრალოდ ცოტა გასაკვირია, თუ თითქმის არ ჰქონდათ ურთიერთობა კონცერტებს რატომ აუქმებს? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე "ევროვიზიის" პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე..." - რას წერს ნუცა ბუზალაძე?

"ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე "ევროვიზიის" პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე..." - რას წერს ნუცა ბუზალაძე?

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალ ნუცა ბუზალაძის ნახევარძმა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს. რა მოხდა ზუსტად, არავინ იცის, თუმცა ცნობილია ის, რომ 40 წლის დათო ბუზალაძე 11 მარტს გაუჩინარდა და ამის შემდეგ მისი ძებნა დაიწყეს.

როგორც გაირკვა, ბუზალაძე მანქანის გასაყიდად წავიდა და ამის შემდეგ აღარავის შეხმიანებია. ბოლოს ბენსალემში შენიშნეს და აქედან მისი კვალი გაქრა. 23 მარტს კი მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძე ნუცას ნახევარძმა იყო.

მომღერალი ამბობს, რომ ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ ევროვიზიის პრომოტურზე ყველა აქტივობა გააუქმა.

"მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მწუხარების გაზიარებისთვის. ძალიან რთული დღეები გავიარე და ალბათ წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად მოვიკრებ ძალას და გავაგრძელებ შრომას იმ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, რაც ევროვიზიაა. ჩვენი ბიჭების გამარჯვებამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩვენი ქვეყანა მაისში კიდევ უფრო ღირსეულად წარვადგინო და მერწმუნეთ, ამისთვის მთელი ჩემი არსებით დავიხარჯები.

ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ ევროვიზიის პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი. შემდეგი კვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომო ტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არცერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ" - წერს ნუცა.

ნახეთ ასევე: