საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტივენ სიგალის ვაჟმა რუს მოდელზე იქორწინა - დახურული წვეულება რუსეთის ელიტარულ სოფელში: "სტივენმა რძალს ვარდების ულამაზესი თაიგული აჩუქა"
სტივენ სიგალის ვაჟმა რუს მოდელზე იქორწინა - დახურული წვეულება რუსეთის ელიტარულ სოფელში: "სტივენმა რძალს ვარდების ულამაზესი თაიგული აჩუქა"

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის სტი­ვენ სი­გა­ლის ვაჟი, რუს ქალ­ზე, ირი­ნა და­ნი­ლო­ვა­ზე და­ქორ­წინ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სი­გა­ლი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს უჭერ­და პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას, ის ახლო მე­გო­ბა­რია დიქ­ტა­ტო­რის და მი­ღე­ბუ­ლი აქვს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

  • ცნო­ბი­ლია, რომ ქორ­წი­ლი რუ­სეთ­ში შედ­გა. ეს იყო და­ხუ­რუ­ლი ცე­რე­მო­ნია ელი­ტა­რულ სო­ფელ ბარ­ვი­ხა­ში. სტუმ­რებს შო­რის იყო თა­ვად პუ­ტი­ნის­ტი სი­გა­ლიც.

"სტი­ვე­ნი ძა­ლი­ან თბი­ლად ესა­უბ­რე­ბო­და ყვე­ლას, რძალს ვარ­დე­ბის ულა­მა­ზე­სი თა­ი­გუ­ლი აჩუ­ქა. ის ნამ­დვი­ლად იწო­ნებს შვი­ლის არ­ჩე­ვანს", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოს­კოვ­ში ერთ-ერთ სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­იც­ნო. თა­ვი­დან ურ­თი­ერ­თო­ბას მა­ლავ­დნენ, მაგ­რამ 2023 წელს ერ­თად გა­მოჩ­ნდნენ მდიდ­რულ რეს­ტო­რან­ში.

მე­დია წერს, რომ სი­გა­ლის ვაჟი, 34 წლის დო­მი­ნი­კი, გეგ­მავს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მოს­კოვ­ში იცხოვ­როს.

ირი­ნე და­ნი­ლო­ვა ცნო­ბი­ლი 2015 წელს სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გახ­და. მო­დელს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თით­ქმის 700 000 გა­მომ­წე­რი ჰყავს. ირი­ნე და­ნი­ლო­ვას დო­მი­ნიკ სი­გალ­მა გა­სულ ზა­ფხულს უთხრა, რომ მოს­კოვ­ში გა­დას­ვლა სურ­და, სა­დაც მა­მა­მისს გარ­კვე­უ­ლი ქო­ნე­ბა აქვს.

„მი­ზი­დავს ამ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა და ქა­ლე­ბის სი­ლა­მა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და სი­გა­ლის ვაჟ­მა.

სტი­ვენ სი­გალს ორი შვი­ლი ჰყავს ია­პო­ნელ მი­ა­კო ფუ­ჯი­ტან­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან, კენ­ტა­როი და აია­კო. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი კელი დებ­როკ­თან 34 წლის დო­მი­ნი­კი, 37 წლის ანა ლიზა და 31 წლის არი­სა.

მსა­ხი­ობს ასე­ვე ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­ვა­ნა, შვი­ლე­ბის ყო­ფილ ძი­ძის­გან. სი­გა­ლი ამ­ჟა­მად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ბა­ცუ­ჰი­ინ ერ­დე­ნე­ტუ­ია­ზე, რო­მელ­თა­ნაც ასე­ვე ორი შვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟუჟუნა
6

ნოდარა მელაძოს სკოლის მოსწავლეებო არიან ავოიე

ლელა
5

რუსეთი დიდი "სარაია" არისო თქვა დეპარდიემ, იქ ცხოვრების მერე. ნეტა სიგალი რას იტყვის ცოტა ხანში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სტივენ სიგალის ვაჟმა რუს მოდელზე იქორწინა - დახურული წვეულება რუსეთის ელიტარულ სოფელში: "სტივენმა რძალს ვარდების ულამაზესი თაიგული აჩუქა"

სტივენ სიგალის ვაჟმა რუს მოდელზე იქორწინა - დახურული წვეულება რუსეთის ელიტარულ სოფელში: "სტივენმა რძალს ვარდების ულამაზესი თაიგული აჩუქა"

ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის სტივენ სიგალის ვაჟი, რუს ქალზე, ირინა დანილოვაზე დაქორწინდა. შეგახსენებთ, რომ სიგალი მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა პუტინის პოლიტიკას, ის ახლო მეგობარია დიქტატორის და მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა.

  • ცნობილია, რომ ქორწილი რუსეთში შედგა. ეს იყო დახურული ცერემონია ელიტარულ სოფელ ბარვიხაში. სტუმრებს შორის იყო თავად პუტინისტი სიგალიც.

"სტივენი ძალიან თბილად ესაუბრებოდა ყველას, რძალს ვარდების ულამაზესი თაიგული აჩუქა. ის ნამდვილად იწონებს შვილის არჩევანს", - წერს რუსული მედია.

წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ მოსკოვში ერთ-ერთ სოციალურ ღონისძიებაზე გაიცნო. თავიდან ურთიერთობას მალავდნენ, მაგრამ 2023 წელს ერთად გამოჩნდნენ მდიდრულ რესტორანში.

მედია წერს, რომ სიგალის ვაჟი, 34 წლის დომინიკი, გეგმავს მეუღლესთან ერთად მოსკოვში იცხოვროს.

ირინე დანილოვა ცნობილი 2015 წელს სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ გახდა. მოდელს სოციალურ ქსელებში თითქმის 700 000 გამომწერი ჰყავს. ირინე დანილოვას დომინიკ სიგალმა გასულ ზაფხულს უთხრა, რომ მოსკოვში გადასვლა სურდა, სადაც მამამისს გარკვეული ქონება აქვს.

„მიზიდავს ამ ქვეყნის კულტურა და ქალების სილამაზე“, - განაცხადა სიგალის ვაჟმა.

სტივენ სიგალს ორი შვილი ჰყავს იაპონელ მიაკო ფუჯიტანთან ქორწინებიდან, კენტაროი და აიაკო. მეორე ქორწინებიდან კი კელი დებროკთან 34 წლის დომინიკი, 37 წლის ანა ლიზა და 31 წლის არისა.

მსახიობს ასევე ჰყავს ქალიშვილი, სავანა, შვილების ყოფილ ძიძისგან. სიგალი ამჟამად დაქორწინებულია ბაცუჰიინ ერდენეტუიაზე, რომელთანაც ასევე ორი შვილი ჰყავს.