საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგანი და ჰარი ამბობენ, რომ ამჯობინებენ ქეით მიდლტონის გარშემო ატეხილი სკანდალისგან თავი შორს დაიჭირონ - მათთან დაახლოებული წყარო კი ამბობს, რომ "ასეთ შეცდომას მეგანი არასდროს დაუშვებდა"
მეგანი და ჰარი ამბობენ, რომ ამჯობინებენ ქეით მიდლტონის გარშემო ატეხილი სკანდალისგან თავი შორს დაიჭირონ - მათთან დაახლოებული წყარო კი ამბობს, რომ "ასეთ შეცდომას მეგანი არასდროს დაუშვებდა"

ქეით მიდლტო­ნის ფო­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა გრძელ­დე­ბა - ამ­ჯე­რად მომ­ხდარს პრინ­ცი ჰარი და მე­გან მარ­კლი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და აღ­ნიშ­ნეს, რომ დრა­მის­გან თა­ვის შორს და­ჭე­რას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ.

ორ­შა­ბათს ამე­რი­კულ­მა ტაბ­ლო­იდ­მა Page Six გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ტერ­ვიუ მე­გა­ნი­სა და ჰა­რის "სან­დო წყა­როს­თან", რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია მსგავს შეც­დო­მას არას­დროს და­უშ­ვებ­და:

”ასეთ შეც­დო­მას მე­გა­ნი არას­დროს და­უშ­ვებ­და... მას მახ­ვი­ლი თვა­ლი აქვს და ყო­ველ დე­ტალს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. ჰა­რი­სა და მე­განს რომ იგი­ვე შეც­დო­მა და­ეშ­ვათ, მე­დია მათ გა­ა­ნად­გუ­რებ­და. წე­სე­ბი ორი­ვე წყვილ­ზე ერ­ნა­ი­რად არ ვრცელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლი, ჰა­რის სპი­კე­რი Page Six-ს და­უ­კავ­შირ­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ე.წ. სან­დო წყა­რო მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი არ იყო.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქეით მიდლტონ­მა შვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეს მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სუ­რა­თია.

საქ­მე ისაა, რომ ფოტო შე­სამ­ჩნე­ვა­დაა რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც სა­მე­ფო წყვი­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის კი­დევ უფრო შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზად იქცა. ფო­ტოს უხეშ რე­დაქ­ტი­რე­ბას ქეით მიდლტო­ნი თა­ვა­დაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. უელ­სის პრინ­ცე­სამ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ინ­ცი­დენ­ტი იმას და­აბ­რა­ლა, რომ "რე­დაქ­ტი­რე­ბა­ში ექ­სპე­რი­მენტს ატა­რებ­და":

"რო­გორც ბევ­რი გა­მო­უც­დე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, მეც ხში­რად ვა­ტა­რებ ფო­ტოს რე­დაქ­ტი­რე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტებს. მინ­და, ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დო იმ დაბ­ნე­უ­ლო­ბის­თვის, რაც ჩვენ­მა ოჯა­ხურ­მა ფო­ტომ გა­მო­იწ­ვია" ,- წერ­და ქე­ი­თი პლატ­ფორ­მა X-ის ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Დუდუხანა
2

Დღეს როგორაა ქეითი მიდლტონი, თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა?! Არ მძინავს ღამეები და თანაც არ მინდა *სნატვორნი" მივიღო. Რედაქცია Დამეხმარეთ! 

ჯგირ
0

უსაქმური კაცის და მახათის ამბავია ამათი საქმე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მეგანი და ჰარი ამბობენ, რომ ამჯობინებენ ქეით მიდლტონის გარშემო ატეხილი სკანდალისგან თავი შორს დაიჭირონ - მათთან დაახლოებული წყარო კი ამბობს, რომ "ასეთ შეცდომას მეგანი არასდროს დაუშვებდა"

მეგანი და ჰარი ამბობენ, რომ ამჯობინებენ ქეით მიდლტონის გარშემო ატეხილი სკანდალისგან თავი შორს დაიჭირონ - მათთან დაახლოებული წყარო კი ამბობს, რომ "ასეთ შეცდომას მეგანი არასდროს დაუშვებდა"

ქეით მიდლტონის ფოტოსთან დაკავშირებული კრიტიკა გრძელდება - ამჯერად მომხდარს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ დრამისგან თავის შორს დაჭერას ამჯობინებენ.

ორშაბათს ამერიკულმა ტაბლოიდმა Page Six გამოაქვეყნა ინტერვიუ მეგანისა და ჰარის "სანდო წყაროსთან", რომელიც ამტკიცებდა, რომ სასექსის ჰერცოგინია მსგავს შეცდომას არასდროს დაუშვებდა:

”ასეთ შეცდომას მეგანი არასდროს დაუშვებდა... მას მახვილი თვალი აქვს და ყოველ დეტალს დიდ ყურადღებას აქცევს. ჰარისა და მეგანს რომ იგივე შეცდომა დაეშვათ, მედია მათ გაანადგურებდა. წესები ორივე წყვილზე ერნაირად არ ვრცელდება", - ნათქვამია ინტერვიუში.

როგორც ცნობილი, ჰარის სპიკერი Page Six-ს დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ ე.წ. სანდო წყარო მასთან დაახლოებული პირი არ იყო.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქეით მიდლტონმა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეს მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი ოფიციალური სურათია.

საქმე ისაა, რომ ფოტო შესამჩნევადაა რედაქტირებული, რაც სამეფო წყვილის გულშემატკივრებისთვის კიდევ უფრო შეშფოთების მიზეზად იქცა. ფოტოს უხეშ რედაქტირებას ქეით მიდლტონი თავადაც გამოეხმაურა. უელსის პრინცესამ ბოდიში მოიხადა და ინციდენტი იმას დააბრალა, რომ "რედაქტირებაში ექსპერიმენტს ატარებდა":

"როგორც ბევრი გამოუცდელი ფოტოგრაფი, მეც ხშირად ვატარებ ფოტოს რედაქტირების ექსპერიმენტებს. მინდა, ბოდიში მოვიხადო იმ დაბნეულობისთვის, რაც ჩვენმა ოჯახურმა ფოტომ გამოიწვია" ,- წერდა ქეითი პლატფორმა X-ის ოფიციალურ ანგარიშზე.

იხილეთ ასევე: