Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიტოვებული სახლებით სავსე სოფლები საქართველოში და ადამიანები, რომლებიც იქაურობას ახალისებენ - "აქ სკოლებში თითო-ოროლა მოსწავლეა... უმეტესად ცივა, თოვლი აპრილამდე იცის"
მიტოვებული სახლებით სავსე სოფლები საქართველოში და ადამიანები, რომლებიც იქაურობას ახალისებენ - "აქ სკოლებში თითო-ოროლა მოსწავლეა... უმეტესად ცივა, თოვლი აპრილამდე იცის"

მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თით­ქმის დაც­ლი­ლია, აქა-იქ, მაგ­რამ სკო­ლე­ბი მა­ინც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და კლას­ში ერთი მოს­წავ­ლეც რომ ჰყავ­დეთ, ზარი სკო­ლა­ში მა­ინც ირე­კე­ბა. ასეთ სოფ­ლებ­ში ზამ­თა­რიც მკაც­რი იცის, თოვ­ლიც ხან­გრძლი­ვად დევს.

  • გვინ­და რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის მა­გა­ლით­ზე, გა­გაც­ნოთ, თუ რა სი­ტუ­ა­ცი­აა ასე­თი სოფ­ლის სკო­ლებ­ში. რა პრობ­ლე­მე­ბის გამ­კლა­ვე­ბა უწევთ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორ არ­თმე­ვენ თავს ამ სირ­თუ­ლე­ებს.

ლუი შა­ნი­ძე ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ღორ­ჯო­მის თე­მის სო­ფელ გორ­გა­ძე­ე­ბის სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. 25 წლის ლუი შა­ნი­ძე ქო­ბუ­ლეთ­ში და­ი­ბა­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა. 8 წელი ბა­თუმ­ში იცხოვ­რა, რად­გან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. მერე სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­და­წყვი­ტა პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში გა­ევ­ლო და ეს სურ­ვი­ლი სწრა­ფად აუს­რულ­და.

ლუი შა­ნი­ძე:

- აქ უმე­ტე­სად ცივა, თოვ­ლი აპ­რი­ლამ­დე იცის. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ძა­ლი­ან მშვი­დად და კომ­ფორ­ტუ­ლად ვარ. თუ იქ ხარ, სა­დაც შენს საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ და ამას აფა­სე­ბენ, მა­შინ ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რი ად­გი­ლი გი­პო­ვია. სკო­ლა, სა­დაც ვმუ­შა­ობ, 9-კლა­სი­ა­ნია, 24 მოს­წავ­ლეა და 13 მას­წავ­ლე­ბე­ლი ვართ. ფი­ზი­კის პე­და­გო­გი არ გვყავს სა­ერ­თოდ და ამ სა­განს ვე­რა­ვინ ითავ­სებს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან ქალი მხო­ლოდ მე ვარ, სულ მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან... მე-5 და მე-6 კლა­სე­ბი შე­ერ­თე­ბუ­ლია, მათი დამ­რი­გე­ბე­ლი ვარ. ერთი მოს­წავ­ლეა მე-6 კლას­ში (ცოტა ხან­ში ისიც სხვა­გან აპი­რებს გა­დას­ვლას) და 3 მოს­წავ­ლე - მე-5-ში. თი­თო­ე­უ­ლი კლა­სი თა­ვის პროგ­რა­მას გა­დის. რად­გან ცოტა ბავ­შვია, ერთ გაკ­ვე­თილ­ზე დროს ორი­ვე კლასს თა­ნაბ­რად ვუ­ნა­წი­ლებ. ასე­ვე ერთი მოს­წავ­ლეა მეშ­ვი­დე კლას­ში.

გა­სულ სას­წავ­ლო წელს, ქო­ბუ­ლეთ­ში სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი, სა­დაც თითო კლას­ში 20 მოს­წავ­ლემ­დე იყო. ბევრ ბავ­შვთან მუ­შა­ო­ბას შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი. აქ თა­ვი­დან დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტის მხრივ ცოტა გა­მი­ჭირ­და. რთუ­ლი იყო, მაგ­რამ უკვე შე­ვე­გუე... მთა­ში ბავ­შვე­ბი სხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან, ესე­ნი გა­ჯე­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. მომ­წონს, როცა სკო­ლა­ში მო­დი­ან და ტე­ლე­ფონ­ში არ აქვთ თავი ჩარ­გუ­ლი. თოვლში სა­გუნ­და­ოდ გა­დი­ან, თუ არა­და, რა­ღაც თა­მა­შო­ბე­ბით ერ­თო­ბი­ან. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბიც არი­ან, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით - ტექ­ნი­კაც აქვთ და კომ­პი­უ­ტე­რიც. საკ­მა­ოდ მდი­და­რი სო­ფე­ლია, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რით არ არი­ან მო­ცუ­ლე­ბი. ჯან­სა­ღი გა­რე­მოა, ბავ­შვე­ბი მშობ­ლებს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. მშობ­ლე­ბი ამ შრო­მას არ აი­ძუ­ლე­ბენ, პა­ტა­რე­ბი თვი­თონ აქ­ტი­უ­რო­ბენ. როცა ხე­და­ვენ, უფ­რო­სებს ამ­დე­ნი საქ­მე აქვთ, თვი­თო­ნაც ერ­თვე­ბი­ან. უყ­ვართ ცხო­ვე­ლე­ბი, ბუ­ნე­ბა...

ლუი შა­ნი­ძე

- ერ­თმოს­წავ­ლი­ან კლასს რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს?

- კარ­გია მოს­წავ­ლის­თვის და მას­წავ­ლებ­ლის­თვის. რე­პე­ტი­ტო­რი­ვით ხარ, ბავ­შვთან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გი­წევს მუ­შო­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი მის­თვის გა­უ­გე­ბა­რი თემა თუ სა­კი­თხი, 45 წუთ­ში შე­გიძ­ლია დე­ტა­ლუ­რად თა­ვი­დან გა­ი­ა­რო და არ გქონ­დეს გან­ცდა, რომ ამ ერ­თის გამო სხვას ყუ­რა­დღე­ბა ვერ მი­აქ­ციე. და­დე­ბი­თი მხა­რე ისი­ცაა, რომ დროს აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტო­ვებთ და კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობთ. წიგნს და კი­თხვას რომ ვაყ­ვა­რებ, მი­ხა­რია. თუმ­ცა ცუ­დია, რომ გვერ­დით თა­ნაკ­ლა­სე­ლი არ ჰყავს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­ე­ლა­პა­რა­კოს, თან ცოტა იღ­ლე­ბა, რად­გან მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი. დღე­ში 6 გაკ­ვე­თი­ლი 13 წლის ბავ­შვის­თვის, როცა მას ამ­დე­ნი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­ტოს უწევს აქ­ტი­უ­რო­ბა, რთუ­ლია. მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­აც არ არის... არ არის თა­მა­შე­ბი ჯგუფ­ში და ამ აქ­ტი­ვო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ნა­ი­რად კი ვა­ხა­ლი­სებ შე­სა­ბა­მი­სი თა­მა­შე­ბით, რომ მარ­ტომ გა­ა­კე­თოს, ასე­ვე ფილ­მებს ვა­ყუ­რე­ბი­ნებ, მაგ­რამ მა­ინც მარ­ტოა...

- სკო­ლა შორ­საა?

- სკო­ლამ­დე მან­ძი­ლი ფე­ხით 15-20 წუთ­ში იფა­რე­ბა. თოვ­ლის გამო სი­ა­რუ­ლი შე­ფერ­ხე­ბუ­ლია... სწავ­ლა ახლა თოვ­ლი­სა და მკაც­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ჩვენ­თან 10 სა­ათ­ზე იწყე­ბა, მარ­ტი­დან - 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­ი­წყე­ბა, აპ­რი­ლი­დან კი უკვე - 9 სა­ათ­ზე. ასეთ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა ალ­ბათ ცოტა მო­სა­წყე­ნია და ალ­ბათ ამის გა­მოა, ასე­თი მიგ­რა­ცი­აც. სამ თვე­ზე მე­ტია, მი­წა­ზე ფეხი არ დაგ­ვიდ­გამს, სულ თოვ­ლია...

უკვე მე­ექ­ვსე თვე და­ი­წყო, აქ ვარ, მაგ­რამ, რო­გორც ვთქვი, პი­რა­დად მე თავს კარ­გად ვგრძნობ. მთა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ვის­თა­ნაც ვარ, იმ ოჯახ­მაც თავი შე­მაყ­ვა­რა...

  • სო­ფე­ლი საკ­რა­უ­ლა, ად­რინ­დე­ლი კიკ­ნა­ვე­ლე­თი, ბაღ­და­თი­დან სა­დღაც 18 კი­ლო­მეტ­რის სა­ვალ­ზეა. მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თით­ქმის დაც­ლილ სო­ფელ­ში, სა­დაც გაზი და ინ­ტერ­ნე­ტი არ არის, ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხი თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს და მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბა. კოტე კიკ­ნა­ვე­ლი­ძე და ანა ქო­ბა­ლია ასე­ვე ორ შვილს ზრდი­ან.

ანა ქო­ბა­ლია:

- საკ­რა­უ­ლა­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მა­ღალმთი­ა­ნი სო­ფე­ლია, მაგ­რამ მა­ღალმთი­ა­ნის სტა­ტუ­სი არა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, არა­და, მთებ­შია ჩა­კარ­გუ­ლი. ძა­ლი­ან გვიყ­ვარს აქა­უ­რო­ბა, ამი­ტომ, მე და ჩემი მე­უღ­ლე სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან არ წა­ვე­დით. არა­და, შეგ­ვეძ­ლო ბარ­ში გვე­ცხოვ­რა და უკე­თე­სად გაგ­ვეკვლია გზა... ძვე­ლი სახ­ლი პა­ტა­რა იყო, შე­რე­მონ­ტე­ბაც სჭირ­დე­ბო­და და ამი­ტომ ახა­ლი ავა­შე­ნეთ. სოფ­ლის სკო­ლა მცირ­ე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია - სულ 19 მოს­წავ­ლემ­დე. ჩემი ბიჭი პირ­ველ კლას­შია და კლას­ში მარ­ტოა. გო­გო­ნას­თან ორნი არი­ან. არის კლას-კომ­პლექ­ტე­ბიც, მაგ­რამ იქაც სამ ბავ­შვზე მეტი არ არის. სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გი მხა­რე და­ვი­ნა­ხო, არ არის ტრა­გე­დია, რომ სკო­ლა­ში ცოტა ბავ­შვია, თუ ადა­მი­ანს სწავ­ლა უნდა, მო­ა­ხერ­ხებს. ჩემს ბიჭს მას­წავ­ლე­ბე­ლი გვერ­დით უზის და ისე მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ... სკო­ლის ბავ­შვე­ბი ერთ გუნ­დად არი­ან შეკ­რუ­ლი.

ჩვენს სო­ფელ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი ბევ­რია, წა­სუ­ლე­ბი არი­ან. ზამ­თა­რი რთუ­ლი გვაქვს, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ მე და ჩემი მე­უღ­ლეც ერ­თნა­ი­რად ვფიქ­რობთ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. არც ერთს არ შეგ­ვიძ­ლია ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა. ჰოდა, აქ ჯან­სა­ღად, სუფ­თა ჰა­ერ­ზე ვართ და სუფ­თა პრო­დუქ­ტით ვიკ­ვე­ბე­ბით...

ბოლო დროს ოდ­ნავ გა­მარ­ტივ­და ცხოვ­რე­ბა, რად­გან ას­ფალ­ტი­ა­ნი გზა გვაქვს და რა­ი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბა აღარ გვი­ჭირს. ვცდი­ლობთ, ბავ­შვე­ბი საქ­მეს მი­ვაჩ­ვი­ოთ და ესე­ნიც სი­ხა­რუ­ლით აკე­თე­ბენ. ცეკ­ვა­ზე ბაღ­დათ­ში დაგ­ვყავს. კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვთ. გოგო უფრო ყო­ჩა­ღობს, ბიჭი წელს შე­ვიყ­ვა­ნეთ. რო­გორც შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. სკო­ლამ­დე შორი მან­ძი­ლია, 2 კი­ლო­მეტ­რია, არი­ან ბავ­შვე­ბი, ვი­საც კი­დევ უფრო მე­ტის გავ­ლა უწევთ.

- სოფ­ლი­დან ბაღ­დათ­ში რით დაგ­ყავთ ბავ­შვე­ბი?

- ხან მან­ქა­ნით, ხან ავ­ტო­ბუ­სით, რო­მე­ლიც 4 ლარი ღირს. კვი­რა­ში 2-ჯერ და­დი­ან, ახლა ჩემი გოგო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ჯგუფ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და და­ე­მა­ტა მე­სა­მე გაკ­ვე­თი­ლი პა­რას­კე­ვო­ბით. კი გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­მოჩ­ნდა, პა­რას­კევს, 3 სა­ათ­ზე რო­გორ მო­ვახ­ვედ­რო იმ გაკ­ვე­თილ­ზე. ამ დროს ვე­რა­ნა­ი­რი ტრან­სპორ­ტი ვერ ემ­თხვე­ვა... მეც ხომ ამ სოფ­ლის სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი, ჩემს დროს აქ ცეკ­ვის წრე იყო. ახლა არა­ფე­რია. მი­ზე­ზად მცი­რე კონ­ტინ­გენტს ასა­ხე­ლე­ბენ, მაგ­რამ ვინც ვართ აქ და არ მივ­დი­ვართ, ჩვენც ხომ გვინ­და რა­ღაც. თუ ასე გაგ­რძელ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა და სო­ფე­ლი სულ და­იც­ლე­ბა. იმ 19 მოს­წავ­ლეს მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს, რომ ეს ხალ­ხიც არ გა­იქ­ცნენ. მაგ­რამ არ ხდე­ბა ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და.

ალექ­სან­დრე ამ­ბობს, მარ­ტო რომ ვზი­ვარ კლას­ში, კარ­გი­აო. მა­გი­და­ზე წიგ­ნი ისე­დაც არ მე­ტე­ვა და სხვა ბავ­შვი რომ მო­მიჯ­დე­ბა გვერ­დით, წიგ­ნე­ბი რო­გორ­ღა და­ვა­ტი­ოო? ჯერ პა­ტა­რაა და ბევ­რი რამ არ ეს­მის. ისე თავი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად რომ არ იგ­რძნონ, სულ იმას ვე­უბ­ნე­ბი, - უკე­თე­სია, უფრო კარ­გად ის­წავ­ლით-მეთ­ქი. გო­გო­ნას - ლი­ლეს თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი უნდა რომ ჰყავ­დეს. ზოგ­ჯერ წიგ­ნებ­ში ჯგუ­ფუ­რად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი რომ აქვთ, ვერ ას­რუ­ლე­ბენ, რად­გან ჯგუ­ფე­ბად ვერ ვი­ყო­ფით, ორნი ვართ და ამ და­ვა­ლე­ბას ვახ­ტე­ბი­თო. დას­ვე­ნე­ბებ­ზე კი მთე­ლი სკო­ლა ერთი კლა­სი­ვი­თაა. ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი არი­ან. ორ-სარ­თუ­ლი­ა­ნი სკო­ლაა და სხვა­თა შო­რის, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი. 15 წლის წინ, ჯერ კი­დევ ჩემი მოს­წავ­ლე­ო­ბის დროს გერ­მა­ნე­ლებ­მა გაგ­ვი­რე­მონ­ტეს. მა­შინ 40-მდე მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვით.

ხა­ტია სუ­ხაშ­ვი­ლი ელე­ნე ბე­ქა­უ­რის დე­დაა. ელე­ნე გუ­და­მაყ­რის სკო­ლის მე­ო­რეკ­ლა­სე­ლია.

- რუს­თავ­ში ვცხოვ­რობ­დით, მერე თბი­ლის­ში და ახლა გუ­და­მა­ყარ­ში წა­მო­ვე­დით, რად­გან გა­დავ­წყვი­ტეთ, აქ საქ­მი­ა­ნო­ბა დაგ­ვე­წყო - ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი გვაქვს. ამი­ტომ სა­ჭი­რო გახ­და, რომ ელე­ნე სკო­ლა­ში გუ­და­მა­ყარ­ში მი­სუ­ლი­ყო და პირ­ველ კლას­ში აქ მი­ვი­და. თვი­თონ პა­ტა­რაა და მის ნაც­ვლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ მი­ვი­ღეთ, რად­გან ოჯა­ხის სი­ტუ­ა­ცი­ამ ასე მო­ი­თხო­ვა.

- და ასე აღ­მოჩ­ნდა გუ­და­მაყ­რის სკო­ლა­ში, ხომ?

- დიახ. ისე, პან­დე­მი­აც დაგ­ვემ­თხვა აქეთ გად­მოს­ვლა­ში. ელე­ნეს სკო­ლა არის სო­ფელ ზან­დუკ­ში, ჩვენ ვცხოვ­რობთ გამსში - სკო­ლამ­დე სა­შუ­ა­ლოდ 2-3 კი­ლო­მეტ­რია. მას სკო­ლის მან­ქა­ნა აკი­თხავს და მიჰ­ყავს. გუ­და­მაყ­რის მას­შტა­ბით ვინც სკო­ლის ასა­კის ბავ­შვია და ასე­თი სულ შვი­დია, მან­ქა­ნა ყვე­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა... ელე­ნეს ერთი თა­ნაკ­ლა­სე­ლი ჰყავს და ერთი მე­ო­თხე კლა­სე­ლი კლას­ში. კლას-კომ­პლექ­ტია შექ­მნი­ლი. როცა 15 ბავ­შვზე ნაკ­ლე­ბია, ასე უწევთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. ბავ­შვებს ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლით. ეს ელე­ნეს­თვის არ არის რთუ­ლი, უბ­რა­ლოდ, სხვა გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს და ამი­ტო­მაც არ აქვს პრე­ტენ­ზია. მან ახლა გა­ი­გო, რომ თურ­მე კლას­ში, შე­იძ­ლე­ბა 25 მოს­წავ­ლეც იყოს. როცა თბი­ლის­ში ჩავ­დი­ვართ და თა­ვის თა­ნა­ტო­ლებს ხვდე­ბა, რომ­ლე­ბიც ასე მცი­რე­რი­ცხო­ვან კლა­სებ­ში არ სწავ­ლო­ბენ, უკ­ვირს ხოლ­მე.

სკო­ლის მი­მართ და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი, დი­ლით ად­გო­მა არ ეზა­რე­ბა. ცო­ტა­ნი რომ არი­ან, სა­მე­ცა­დი­ნოდ მეტი დრო აქვთ. მერე მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად რა­ღაც თა­მა­შე­ბი­თაც ერ­თო­ბა. უხა­რია სკო­ლა­ში წას­ვლა. დას­ვე­ნე­ბებ­ზე მთლი­ა­ნი სკო­ლა იკ­რი­ბე­ბა. დიდ დას­ვე­ნე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზა­ფხულ­ზე და შე­მოდ­გო­მით უხა­რია. ახლა ზამ­თა­რია, ცივა და თოვს. ზოგ­ჯერ თოვლმა სკო­ლის­თვი­საც შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა შექ­მნას, მან­ქა­ნით ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი. წმენ­დენ გზას, მაგ­რამ 2-3 დღე შე­იძ­ლე­ბა ამან მა­ინც შე­ა­ფერ­ხოს და სკო­ლა­ში ვერ წა­ვი­დეს.

ზამ­თა­რი სა­ერ­თოდ დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა. ნო­ემ­ბრი­დან უკვე ყი­ნავს, ხან­და­ხან წყლის და გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მაც იქ­მნე­ბა. გა­ზა­ფხუ­ლი თვე-ნა­ხევ­რით აგ­ვი­ა­ნებს. თბი­ლის­ში ყვე­ლა მცე­ნა­რე რომ ას­რუ­ლებს ყვა­ვი­ლო­ბას, აქ მერე იწყე­ბა ყვა­ვი­ლო­ბა. ზამ­თა­რი აპ­რი­ლის და­სა­წყი­სამ­დეც გრძელ­დე­ბა. ხან­და­ხან მაგ დრო­საც მო­უ­ყი­ნავს. მა­ი­სის ბო­ლომ­დე წყალ­დი­დო­ბე­ბი იცის და არაგ­ვი დიდ­დე­ბა... ელე­ნე წრე­ებ­ზე ვერ დამ­ყავს, რად­გან აქ არ არის. გეგ­მა­ში კი მაქვს, ფა­სა­ნა­ურ­ში ვა­ტა­რო.

გამსში ზამ­თარ­შიც რომ ვრჩე­ბით, ალ­ბათ ჩვენ მე­ხუ­თე ოჯა­ხი ვართ... პე­რი­ო­დუ­ლად თბი­ლის­ში თა­ვის თა­ნა­ტო­ლებ­თან რომ მიგ­ვყავს, იქ კარ­გად ერ­თო­ბა, შო­პინგზე დაგ­ვყავს, პარკში და ასე...

- სკო­ლა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია?

- პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი აქვთ, მე­ო­რე სარ­თულს არ იყე­ნე­ბენ. ელე­ნეს კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს - პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა მას... ელე­ნეს ცხო­ვე­ლე­ბი უყ­ვარს ძა­ლი­ან და აქ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს... ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა ჩვენ­კენ ჯერ­ჯე­რო­ბით და ასეთ პი­რო­ბებ­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგზარი
0

ყველას ტკივილი უნდა იყოს სოფლის განვითარება ძლიერი გლეხი ძლიერი სახელმწიფოა და ძლიერი სახელმწიფო ერის სიმდიდრეა.არ მეგონა ქართველი ადამიანი ქონების და დიდებისათვის საკუთარ ხალხს,ერს ხვთისანაბარად თუ მიატოვებდა. დიდება უფალს მისი მეოხებით და რწმენით .მომავლის იმედით ვცოცხლობთ.

მიმი
0

სოფელი არავის უნდა,ნთელი საქართველო თბილისია,ვეღარ იტევს ეს თბილისი ამდენ ხალხს,ემიგრანტებათ მიდიან იმის გულისთვის რომ თბილისში სახლი იყიდონ,თოხი და ბარი არავის უნდა,ჩამოდიან ბინებს ქირაობენ და გარე მოვაჭრეებად სხდებიან,ნეტა მქონდეს სოფელი ერთი წუთით არ გავჩერდებიდი თბილისში,გაუსაძლისია უკვე ამ საცობებში სიარული

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

მიტოვებული სახლებით სავსე სოფლები საქართველოში და ადამიანები, რომლებიც იქაურობას ახალისებენ - "აქ სკოლებში თითო-ოროლა მოსწავლეა... უმეტესად ცივა, თოვლი აპრილამდე იცის"

მიტოვებული სახლებით სავსე სოფლები საქართველოში და ადამიანები, რომლებიც იქაურობას ახალისებენ - "აქ სკოლებში თითო-ოროლა მოსწავლეა... უმეტესად ცივა, თოვლი აპრილამდე იცის"

მაღალმთიან სოფლებში, რომლებიც მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია, აქა-იქ, მაგრამ სკოლები მაინც ფუნქციონირებს და კლასში ერთი მოსწავლეც რომ ჰყავდეთ, ზარი სკოლაში მაინც ირეკება. ასეთ სოფლებში ზამთარიც მკაცრი იცის, თოვლიც ხანგრძლივად დევს.

  • გვინდა რამდენიმე სოფლის მაგალითზე, გაგაცნოთ, თუ რა სიტუაციაა ასეთი სოფლის სკოლებში. რა პრობლემების გამკლავება უწევთ ადამიანებს, როგორ ართმევენ თავს ამ სირთულეებს.

ლუი შანიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ გორგაძეების სკოლაში ასწავლის. 25 წლის ლუი შანიძე ქობულეთში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. 8 წელი ბათუმში იცხოვრა, რადგან უნივერსიტეტში სწავლობდა. მერე საკუთარი ნებით გადაწყვიტა პედაგოგიური პრაქტიკა მაღალმთიან რეგიონში გაევლო და ეს სურვილი სწრაფად აუსრულდა.

ლუი შანიძე:

- აქ უმეტესად ცივა, თოვლი აპრილამდე იცის. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვარ. თუ იქ ხარ, სადაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და ამას აფასებენ, მაშინ ცხოვრებაში სწორი ადგილი გიპოვია. სკოლა, სადაც ვმუშაობ, 9-კლასიანია, 24 მოსწავლეა და 13 მასწავლებელი ვართ. ფიზიკის პედაგოგი არ გვყავს საერთოდ და ამ საგანს ვერავინ ითავსებს. მასწავლებლებიდან ქალი მხოლოდ მე ვარ, სულ მამაკაცები არიან... მე-5 და მე-6 კლასები შეერთებულია, მათი დამრიგებელი ვარ. ერთი მოსწავლეა მე-6 კლასში (ცოტა ხანში ისიც სხვაგან აპირებს გადასვლას) და 3 მოსწავლე - მე-5-ში. თითოეული კლასი თავის პროგრამას გადის. რადგან ცოტა ბავშვია, ერთ გაკვეთილზე დროს ორივე კლასს თანაბრად ვუნაწილებ. ასევე ერთი მოსწავლეა მეშვიდე კლასში.

გასულ სასწავლო წელს, ქობულეთში სკოლაში ვასწავლიდი, სადაც თითო კლასში 20 მოსწავლემდე იყო. ბევრ ბავშვთან მუშაობას შეჩვეული ვიყავი. აქ თავიდან დროის მენეჯმენტის მხრივ ცოტა გამიჭირდა. რთული იყო, მაგრამ უკვე შევეგუე... მთაში ბავშვები სხვანაირები არიან, ესენი გაჯეტებზე დამოკიდებულები არ არიან. მომწონს, როცა სკოლაში მოდიან და ტელეფონში არ აქვთ თავი ჩარგული. თოვლში საგუნდაოდ გადიან, თუ არადა, რაღაც თამაშობებით ერთობიან. განვითარებულებიც არიან, ყველაფერი ძალიან კარგად ესმით - ტექნიკაც აქვთ და კომპიუტერიც. საკმაოდ მდიდარი სოფელია, მაგრამ მოსწავლეები მხოლოდ კომპიუტერით არ არიან მოცულები. ჯანსაღი გარემოა, ბავშვები მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან. მშობლები ამ შრომას არ აიძულებენ, პატარები თვითონ აქტიურობენ. როცა ხედავენ, უფროსებს ამდენი საქმე აქვთ, თვითონაც ერთვებიან. უყვართ ცხოველები, ბუნება...

ლუი შანიძე

- ერთმოსწავლიან კლასს რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს?

- კარგია მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის. რეპეტიტორივით ხარ, ბავშვთან ინდივიდუალურად გიწევს მუშობა. ნებისმიერი მისთვის გაუგებარი თემა თუ საკითხი, 45 წუთში შეგიძლია დეტალურად თავიდან გაიარო და არ გქონდეს განცდა, რომ ამ ერთის გამო სხვას ყურადღება ვერ მიაქციე. დადებითი მხარე ისიცაა, რომ დროს აუცილებლად ვიტოვებთ და კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობთ. წიგნს და კითხვას რომ ვაყვარებ, მიხარია. თუმცა ცუდია, რომ გვერდით თანაკლასელი არ ჰყავს, რომელსაც შეუძლია დაელაპარაკოს, თან ცოტა იღლება, რადგან მთელი ყურადღება მასზეა გადატანილი. დღეში 6 გაკვეთილი 13 წლის ბავშვისთვის, როცა მას ამდენი საათის განმავლობაში მარტოს უწევს აქტიურობა, რთულია. მოსწავლეებს შორის ჯანსაღი კონკურენციაც არ არის... არ არის თამაშები ჯგუფში და ამ აქტივობას მოკლებულია. ყველანაირად კი ვახალისებ შესაბამისი თამაშებით, რომ მარტომ გააკეთოს, ასევე ფილმებს ვაყურებინებ, მაგრამ მაინც მარტოა...

- სკოლა შორსაა?

- სკოლამდე მანძილი ფეხით 15-20 წუთში იფარება. თოვლის გამო სიარული შეფერხებულია... სწავლა ახლა თოვლისა და მკაცრი პირობების გამო, ჩვენთან 10 საათზე იწყება, მარტიდან - 10-ის ნახევარზე დაიწყება, აპრილიდან კი უკვე - 9 საათზე. ასეთ პირობებში ყოფნა ალბათ ცოტა მოსაწყენია და ალბათ ამის გამოა, ასეთი მიგრაციაც. სამ თვეზე მეტია, მიწაზე ფეხი არ დაგვიდგამს, სულ თოვლია...

უკვე მეექვსე თვე დაიწყო, აქ ვარ, მაგრამ, როგორც ვთქვი, პირადად მე თავს კარგად ვგრძნობ. მთაში განსხვავებულად კარგი ადამიანები ცხოვრობენ. ვისთანაც ვარ, იმ ოჯახმაც თავი შემაყვარა...

  • სოფელი საკრაულა, ადრინდელი კიკნაველეთი, ბაღდათიდან სადღაც 18 კილომეტრის სავალზეა. მოსახლეობისგან თითქმის დაცლილ სოფელში, სადაც გაზი და ინტერნეტი არ არის, ახალგაზრდა ოჯახი თავდაუზოგავად შრომობს და მეურნეობას უძღვება. კოტე კიკნაველიძე და ანა ქობალია ასევე ორ შვილს ზრდიან.

ანა ქობალია:

- საკრაულაში დავიბადე და გავიზარდე. მაღალმთიანი სოფელია, მაგრამ მაღალმთიანის სტატუსი არა აქვს მინიჭებული, არადა, მთებშია ჩაკარგული. ძალიან გვიყვარს აქაურობა, ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად სხვაგან არ წავედით. არადა, შეგვეძლო ბარში გვეცხოვრა და უკეთესად გაგვეკვლია გზა... ძველი სახლი პატარა იყო, შერემონტებაც სჭირდებოდა და ამიტომ ახალი ავაშენეთ. სოფლის სკოლა მცირეკონტინგენტიანია - სულ 19 მოსწავლემდე. ჩემი ბიჭი პირველ კლასშია და კლასში მარტოა. გოგონასთან ორნი არიან. არის კლას-კომპლექტებიც, მაგრამ იქაც სამ ბავშვზე მეტი არ არის. საერთოდ, ვცდილობ, ყველაფერში კარგი მხარე დავინახო, არ არის ტრაგედია, რომ სკოლაში ცოტა ბავშვია, თუ ადამიანს სწავლა უნდა, მოახერხებს. ჩემს ბიჭს მასწავლებელი გვერდით უზის და ისე მეცადინეობენ... სკოლის ბავშვები ერთ გუნდად არიან შეკრული.

ჩვენს სოფელში მიტოვებული სახლი ბევრია, წასულები არიან. ზამთარი რთული გვაქვს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე და ჩემი მეუღლეც ერთნაირად ვფიქრობთ, ჩვენი მთავარი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა. არც ერთს არ შეგვიძლია ქალაქში ცხოვრება. ჰოდა, აქ ჯანსაღად, სუფთა ჰაერზე ვართ და სუფთა პროდუქტით ვიკვებებით...

ბოლო დროს ოდნავ გამარტივდა ცხოვრება, რადგან ასფალტიანი გზა გვაქვს და რაიონთან დაკავშირება აღარ გვიჭირს. ვცდილობთ, ბავშვები საქმეს მივაჩვიოთ და ესენიც სიხარულით აკეთებენ. ცეკვაზე ბაღდათში დაგვყავს. კარგი შედეგები აქვთ. გოგო უფრო ყოჩაღობს, ბიჭი წელს შევიყვანეთ. როგორც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. სკოლამდე შორი მანძილია, 2 კილომეტრია, არიან ბავშვები, ვისაც კიდევ უფრო მეტის გავლა უწევთ.

- სოფლიდან ბაღდათში რით დაგყავთ ბავშვები?

- ხან მანქანით, ხან ავტობუსით, რომელიც 4 ლარი ღირს. კვირაში 2-ჯერ დადიან, ახლა ჩემი გოგო წარმატებული ბავშვების ჯგუფში გადაიყვანეს და დაემატა მესამე გაკვეთილი პარასკევობით. კი გამიხარდა, მაგრამ ახალი თავსატეხი გამოჩნდა, პარასკევს, 3 საათზე როგორ მოვახვედრო იმ გაკვეთილზე. ამ დროს ვერანაირი ტრანსპორტი ვერ ემთხვევა... მეც ხომ ამ სოფლის სკოლაში დავდიოდი, ჩემს დროს აქ ცეკვის წრე იყო. ახლა არაფერია. მიზეზად მცირე კონტინგენტს ასახელებენ, მაგრამ ვინც ვართ აქ და არ მივდივართ, ჩვენც ხომ გვინდა რაღაც. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდება და სოფელი სულ დაიცლება. იმ 19 მოსწავლეს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ეს ხალხიც არ გაიქცნენ. მაგრამ არ ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ალექსანდრე ამბობს, მარტო რომ ვზივარ კლასში, კარგიაო. მაგიდაზე წიგნი ისედაც არ მეტევა და სხვა ბავშვი რომ მომიჯდება გვერდით, წიგნები როგორღა დავატიოო? ჯერ პატარაა და ბევრი რამ არ ესმის. ისე თავი განსხვავებულად რომ არ იგრძნონ, სულ იმას ვეუბნები, - უკეთესია, უფრო კარგად ისწავლით-მეთქი. გოგონას - ლილეს თანაკლასელები უნდა რომ ჰყავდეს. ზოგჯერ წიგნებში ჯგუფურად შესასრულებელი სავარჯიშოები რომ აქვთ, ვერ ასრულებენ, რადგან ჯგუფებად ვერ ვიყოფით, ორნი ვართ და ამ დავალებას ვახტებითო. დასვენებებზე კი მთელი სკოლა ერთი კლასივითაა. ყველანი ერთმანეთის მეგობრები არიან. ორ-სართულიანი სკოლაა და სხვათა შორის, კეთილმოწყობილი. 15 წლის წინ, ჯერ კიდევ ჩემი მოსწავლეობის დროს გერმანელებმა გაგვირემონტეს. მაშინ 40-მდე მოსწავლე ვიყავით.

ხატია სუხაშვილი ელენე ბექაურის დედაა. ელენე გუდამაყრის სკოლის მეორეკლასელია.

- რუსთავში ვცხოვრობდით, მერე თბილისში და ახლა გუდამაყარში წამოვედით, რადგან გადავწყვიტეთ, აქ საქმიანობა დაგვეწყო - ჩვენი ბიზნესი გვაქვს. ამიტომ საჭირო გახდა, რომ ელენე სკოლაში გუდამაყარში მისულიყო და პირველ კლასში აქ მივიდა. თვითონ პატარაა და მის ნაცვლად გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ, რადგან ოჯახის სიტუაციამ ასე მოითხოვა.

- და ასე აღმოჩნდა გუდამაყრის სკოლაში, ხომ?

- დიახ. ისე, პანდემიაც დაგვემთხვა აქეთ გადმოსვლაში. ელენეს სკოლა არის სოფელ ზანდუკში, ჩვენ ვცხოვრობთ გამსში - სკოლამდე საშუალოდ 2-3 კილომეტრია. მას სკოლის მანქანა აკითხავს და მიჰყავს. გუდამაყრის მასშტაბით ვინც სკოლის ასაკის ბავშვია და ასეთი სულ შვიდია, მანქანა ყველას ემსახურება... ელენეს ერთი თანაკლასელი ჰყავს და ერთი მეოთხე კლასელი კლასში. კლას-კომპლექტია შექმნილი. როცა 15 ბავშვზე ნაკლებია, ასე უწევთ გაერთიანება და მეცადინეობა. ბავშვებს ერთი მასწავლებელი ასწავლით. ეს ელენესთვის არ არის რთული, უბრალოდ, სხვა გამოცდილება არ აქვს და ამიტომაც არ აქვს პრეტენზია. მან ახლა გაიგო, რომ თურმე კლასში, შეიძლება 25 მოსწავლეც იყოს. როცა თბილისში ჩავდივართ და თავის თანატოლებს ხვდება, რომლებიც ასე მცირერიცხოვან კლასებში არ სწავლობენ, უკვირს ხოლმე.

სკოლის მიმართ დადებითად არის განწყობილი, დილით ადგომა არ ეზარება. ცოტანი რომ არიან, სამეცადინოდ მეტი დრო აქვთ. მერე მასწავლებელთან ერთად რაღაც თამაშებითაც ერთობა. უხარია სკოლაში წასვლა. დასვენებებზე მთლიანი სკოლა იკრიბება. დიდ დასვენებაზე განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომით უხარია. ახლა ზამთარია, ცივა და თოვს. ზოგჯერ თოვლმა სკოლისთვისაც შეიძლება პრობლემა შექმნას, მანქანით ვერ გადაადგილდები. წმენდენ გზას, მაგრამ 2-3 დღე შეიძლება ამან მაინც შეაფერხოს და სკოლაში ვერ წავიდეს.

ზამთარი საერთოდ დიდხანს გრძელდება. ნოემბრიდან უკვე ყინავს, ხანდახან წყლის და გათბობის პრობლემაც იქმნება. გაზაფხული თვე-ნახევრით აგვიანებს. თბილისში ყველა მცენარე რომ ასრულებს ყვავილობას, აქ მერე იწყება ყვავილობა. ზამთარი აპრილის დასაწყისამდეც გრძელდება. ხანდახან მაგ დროსაც მოუყინავს. მაისის ბოლომდე წყალდიდობები იცის და არაგვი დიდდება... ელენე წრეებზე ვერ დამყავს, რადგან აქ არ არის. გეგმაში კი მაქვს, ფასანაურში ვატარო.

გამსში ზამთარშიც რომ ვრჩებით, ალბათ ჩვენ მეხუთე ოჯახი ვართ... პერიოდულად თბილისში თავის თანატოლებთან რომ მიგვყავს, იქ კარგად ერთობა, შოპინგზე დაგვყავს, პარკში და ასე...

- სკოლა კეთილმოწყობილია?

- პირველი სართული ახალი გარემონტებული აქვთ, მეორე სართულს არ იყენებენ. ელენეს კარგი მასწავლებელი ჰყავს - პასუხისმგებლობით ეკიდება მას... ელენეს ცხოველები უყვარს ძალიან და აქ მათთან ურთიერთობის მეტი საშუალება აქვს... ასეთი სიტუაციაა ჩვენკენ ჯერჯერობით და ასეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება.