საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამთენიისას კულისებში: როდის იწყება "დილის პალიტრის" წამყვანის დილა და  როგორია ოცნების პროფესიამდე მისასვლელი გზა? - ინტერვიუ თათა ჩიკვილაძესთან
გამთენიისას კულისებში: როდის იწყება "დილის პალიტრის" წამყვანის დილა და  როგორია ოცნების პროფესიამდე მისასვლელი გზა? - ინტერვიუ თათა ჩიკვილაძესთან

ტე­ლე­ვი­ზი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში, დილა მა­შინ იწყე­ბა, როცა ჩვენ გვძი­ნავს. „დი­ლის პა­ლიტ­რას“ მა­ყუ­რე­ბე­ლი „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი”-ს დი­ლის ეთე­რი­დან იც­ნობს. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ როცა დილა სა­სი­ა­მოვ­ნოდ იწყე­ბა, პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე მიგ­ვყვე­ბა. მხი­ა­რუ­ლი და სა­ოც­რად პო­ზი­ტი­უ­რი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე დი­ლი­დან, „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“-ს ეკ­რა­ნი­დან ზრუ­ნავს, თათა ჩიკ­ვი­ლა­ძეა. ის უკვე სამი წე­ლია, რაც „დი­ლის პა­ლიტ­რის“ წამ­ყვა­ნია და ეს გა­და­ცე­მა მისი რუ­ტი­ნის ნა­წი­ლი გახ­და. რო­გორ ანა­თებს თა­თას დილა, სა­ნამ მზე ამო­ვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სამ­ყა­როს ჰო­რი­ზონტზე? რა ეხ­მა­რე­ბა ტე­ლე­წამ­ყვანს გამ­თე­ნი­ი­სას გაღ­ვი­ძე­ბა­ში და რო­გო­რია ოც­ნე­ბის პრო­ფე­სი­ამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა? - წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ „დი­ლის პა­ლიტ­რის“ წამ­ყვან­თან, თათა ჩიკ­ვი­ლა­ძეს­თან.

იყო თუ არა შენი ოც­ნე­ბა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბა და რა გზა გა­მო­ი­ა­რე ტე­ლე­ვი­ზი­ამ­დე მო­სას­ვლე­ლად?

- გა­ნათ­ლე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ამ სფე­რო­ში ყოფ­ნა თა­ვის­თა­ვად მსურ­და, მაგ­რამ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბა რა­ღაც შო­რე­ულ ოც­ნე­ბად მი­მაჩ­ნდა. თით­ქოს მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ წამ­ყვა­ნე­ბი და და­ნარ­ჩე­ნე­ბი - კადრს მიღ­მა. მეც უფრო კადრს მიღ­მა მუ­შა­ო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ თა­ვად შე­მექ­მნა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი, რა­საც სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ვა­კე­თებ­დი კი­დეც. რო­გორც თე­ატ­რის სცე­ნას აქვს თა­ვი­სი მტვე­რი და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას იწ­ვევს, ასე­ვეა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ვინც აქ მუ­შა­ობს, ყვე­ლას უნდა რომ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყოს. ყო­ველ­თვის მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ამ ბევ­რად უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გამ­ხა­და. „პა­ლიტ­რა­ში“ „პა­ლიტ­რის პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ი­დან“ მოვ­ხვდი. მის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუ­ქი­დან“ გა­ვი­გე და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მო­ვე­დი. იმ­დე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი შემ­ხვდნენ, რომ ვიგ­რძე­ნი, კარგ ხელ­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი და ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ მეც ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სტა­ჟი­რე­ბის პე­რი­ოდ­ში უკვე მიმ­ყავ­და გა­და­ცე­მა „არტ თა­ი­მი“.

პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა გახ­სოვს? რა ემო­ცი­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

- ტექ­სტი და­ზე­პი­რე­ბუ­ლი მქონ­და და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ახლა რომ ვუ­ყუ­რებ 5 წლის წი­ნან­დელ თა­თას, რაზე ნერ­ვი­უ­ლობ­და, მე­ღი­მე­ბა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ავ­ტო­მა­ტუ­რი და მარ­ტი­ვია ახლა. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ადა­მი­ანს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში გან­ვი­თარ­დეს.

რო­დის იწყე­ბა შენი დილა და რო­გორ უმკლავ­დე­ბი ასე ადრე გაღ­ვი­ძე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი რე­ჟი­მია. გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ვი­დან, როცა გი­წევს გა­და­ე­წყო ახალ გრა­ფიკ­ზე. იმის ფუ­ფუ­ნე­ბა ყო­ველ­თვის მქონ­და, რომ გვი­ან და­მე­ძი­ნა და გვი­ან გა­მეღ­ვი­ძა. სკო­ლა­ში ყო­ველ­თვის ვიგ­ვი­ა­ნებ­დი. პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე თით­ქმის არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ძა­ლი­ან მი­ჭირ­და დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბა. მერე უც­ბად აღ­მოჩ­ნდა, რომ ადრე უნდა და­ვი­ძი­ნო პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით და გა­იღ­ვი­ძო მა­შინ, როცა ჯერ კი­დევ ბნე­ლა. ზოგ­ჯერ მაქვს ხოლ­მე ფიქ­რე­ბი, რომ რა­ტომ ვიღ­ვი­ძებ ასეთ დროს? - ხომ არ წა­მო­ვი­დე სამ­სა­ხუ­რი­დან? (იცი­ნის). ძა­ლი­ან სტრეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ასე ადრე გაღ­ვი­ძე­ბა. მაგ­რამ, მთა­ვა­რია წა­მოდ­გე, მერე გახ­სენ­დე­ბა რომ ეს საქ­მე გიყ­ვარს და სა­სი­ა­მოვ­ნოა, აღარ არის ისე­თი სტრე­სუ­ლი. ახლა მაღ­ვი­ძა­რას ხმა­ზე ეგ­რე­ვე ვდგე­ბი, რად­გან ყო­ვე­ლი წუთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე თუ და­ვაგ­ვი­ა­ნებ, მერე მძღოლს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბა. დრო ძა­ლი­ან გა­წე­რი­ლი გვაქვს. 8 სა­ათ­ზე უნდა ვიყო არა უბ­რა­ლოდ გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი, არა­მედ გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლი. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სა­ხე­ზე არ უნდა გე­ტყო­ბო­დეს დაღ­ლა. ლე­ვა­ნი ჩემი კონ­კუ­რენ­ტი გახ­და, რად­გან სხვა არხზე მიჰ­ყავს დი­ლის გა­და­ცე­მა. ამი­ტომ, დი­ლით ხში­რად ერთ დროს გვა­კი­თხა­ვენ მძღო­ლე­ბი და მის­ტერ და მი­სის სმი­ტე­ბი­ვით გავ­დი­ვართ სახ­ლი­დან (იცი­ნის).

ამის­თვის ხომ არ გაქვს რა­ი­მე შე­ნე­უ­ლი მე­თო­დი, ან რჩე­ვა რომ გაგ­ვი­ზი­ა­რო?

- ყი­ნუ­ლი სა­ხე­ზე და პატ­ჩე­ბი. სა­ხე­ზე ყი­ნუ­ლის წას­მა კარ­გად მა­ფხიზ­ლებს და კა­ნის­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გია. ასე­ვე, გემ­რი­ე­ლი სა­უზ­მე.

ყო­ველ დი­ლით ას­წრებ სა­უზ­მო­ბას?

- აუ­ცი­ლებ­ლად. მე და ჩემს მე­უღ­ლეს, ლე­ვანს, ერთ დროს გვი­წევს გაღ­ვი­ძე­ბა და სა­მე­ფო სა­უზ­მე­ებს ვამ­ზა­დებთ. ავო­კა­დო, ბე­ნე­დიქ­ტი, მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი... სპე­ცი­ა­ლუ­რად ვიღ­ვი­ძებ ისეთ დროს, რომ სა­უზ­მე მო­ვას­წრო. ჩემი ტვი­ნი ასე უფრო კარ­გად მუ­შა­ობს. უკეთ ვსა­უბ­რობ, არ მი­ჭირს მე­ტყვე­ლე­ბა და ეთერ­ში გა­მო­ფხიზ­ლე­ბა.

ყავა უფრო გიყ­ვარს, თუ ჩაი?

- ყავა!

რო­გო­რია „დი­ლის პა­ლიტ­რა“ კადრს მიღ­მა?

- სულ გა­დარ­ბე­ნაა. თან მა­კი­აჟს ვი­კე­თებ, თან მიკრო­ფონს მა­მაგ­რე­ბენ. შეს­ვლის პე­რი­ო­დი ყო­ველ­თვის ქა­ო­სუ­რია. ზოგ­ჯერ სტუ­მა­რი აგ­ვი­ა­ნებს, რა არ მომ­ხდა­რა. შეს­ვლის მო­მენ­ტში აურ­ზა­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა.

რა როლი იქო­ნია „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გმა“ შენს ჟურ­ნა­ლის­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში?

- დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. ბევრ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოვ­სინ­ჯე ჩემი თავი და ახ­ლაც ძა­ლი­ან მად­გე­ბა. უფრო მე­ტად გა­მაც­ნო ჩემი პი­როვ­ნე­ბა. ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მიხ­ვდეს, რა სჭირ­დე­ბა. „პა­ლიტ­რის პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ ერთ სივ­რცე­ში შე­გიძ­ლია ჰოლ­დინ­გის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში მო­სინ­ჯო სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი. შე­გიძ­ლია შენი თავი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გა­იც­ნო და ეს ძა­ლი­ან კარ­გია.

დი­ლის გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის გარ­და კი­დევ რას საქ­მი­ა­ნობ?

- ვი­წყებ ჩემს გა­და­ცე­მას კულ­ტუ­რა­ზე და მო­და­ზე - „არტ თა­ი­მი“. ამ გა­და­ცე­მას ვა­კე­თებ­დი სტა­ჟი­რე­ბის დროს და ახლა ისევ ბრუნ­დე­ბა „პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე“. შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ბევრ სი­ახ­ლეს კულ­ტუ­რის სფე­რო­დან. ასე­ვე, ვმუ­შა­ობ რა­დიო ბო­მონდში FM 104.7-ზე, ბო­მონ­დის ვებ­ზე. სტა­ტი­ებს ვწერ.

საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დი მე­უღ­ლეს­თან - ლე­ვან ლა­უ­და­ძეს­თან ერ­თად დი­ლის გა­და­ცე­მა­ში. რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დი იმ პე­რი­ოდს?

- ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობ­დეს, რომ ცოლ-ქმრის ერ­თად მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ცოტა მო­სა­წყე­ნი იყოს. რად­გან დიდ დროს ატა­რებთ ერ­თად. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქი­თაა, კარ­გად ვე­წყო­ბით ერ­თმა­ნეთს საქ­მე­შიც და პი­რი­ქით, დიდი კომ­ფორ­ტია, როცა შე­ნი­ა­ნი გყავს გვერ­დით და მას­თან ერ­თად აკე­თებ საქ­მეს. გან­სა­კუთ­რე­ბით ძა­ლი­ან კარ­გია ის, რომ როცა იღ­ვი­ძებ ძა­ლი­ან ადრე, როცა გა­რეთ ჯერ კი­დევ ბნე­ლა - არ ხარ მარ­ტო. შენი მე­უღ­ლეც შენ­თან ერ­თად იღ­ვი­ძებს და ერ­თად სა­უზ­მობთ. ეს კარ­გი დღის კარ­გი და­სა­წყი­სია. ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან კარგ სა­უზ­მე­ებს ამ­ზა­დებს დი­ლა­ო­ბით.

ჰობი გაქვს?

- კუ­ლი­ნა­რია, ბოლო დროს ძა­ლი­ან დავ­ხვე­წეთ. არ ვი­ძა­ხებთ „ფასთ ფუდს“. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბიც გვიყ­ვარს. მაგ­რამ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლი მა­ინც სა­უზ­მეა.

- შენი საყ­ვა­რე­ლი სა­უზ­მე რომ გაგ­ვიმ­ხი­ლო, რა­საც ენერ­გი­ა­ზე მოჰ­ყავ­ხარ?

- დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ცი­ლებს, ავო­კა­დო და მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი, ან ტა­ფამ­წვა­რი ტოსტზე ჩვე­ნი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სა­უზ­მეა. დრო თუ მაქვს ვამ­ზა­დებ ჯინ­ჯე­რი­ან- ლი­მო­ნი­ან წყალს, რო­მე­ლიც კარ­გად მა­ფხიზ­ლებს და იმუ­ნი­ტე­ტის­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გია.

შენ და ლე­ვანს ერ­თად გიმ­ღე­რი­ათ დიდ სცე­ნა­ზე? ხომ არ გინ­დო­და, მომ­ღე­რა­ლი გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი?

- ბავ­შვო­ბა­ში მომ­ღე­რა­ლი მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. დიდ სცე­ნა­ზეც გა­მოვ­სულ­ვარ ისე­თი არ­ტის­ტე­ბის წინ, რომ ალ­ბათ ბევ­რი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი მომ­ღე­რა­ლი ინატ­რებ­და. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, ლე­ვა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რომ ისეთ აუ­დი­ტო­რი­ას­თან გა­მოვ­სულ­ვარ, ეს ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყოა. თუმ­ცა, ჩემი თავ­მდაბ­ლო­ბა მაქვს, რად­გან არ ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლი. ლე­ვან­თან ერ­თად ვას­რუ­ლებ სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც არის ჩვენ­ზე და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ბევრ მსმე­ნელს შევ­ხვდი, ძა­ლი­ან კარგ ემო­ცი­ებს ვი­ღებ ხოლ­მე. უკვე 2 წე­ლია, რაც ლე­ვან­თან ერ­თად სცე­ნა­ზე გა­მო­ვე­დი და ზა­ფხულ­ში ვიგ­რძე­ნი ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, როცა მა­ყუ­რე­ბე­ლი შენს სა­ხელს იძა­ხის. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზეც ვუკ­რავ­დი ბავ­შვო­ბა­ში, მაგ­რამ ვერ გავ­ყე­ვი ბო­ლომ­დე. მუ­სი­კა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ჩემი მე­ო­რე პრო­ფე­სია. შე­იძ­ლე­ბა მე და ლე­ვან­მა ცალ­კეც გა­ვა­კე­ტოთ რამე, ვნა­ხოთ. ახ­ლის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი გვაქვს. LOUDspeakers-ს თა­ვი­სი აუ­დი­ტო­რია ჰყავს და ჩემი შეჭ­რით მე­გო­ნა ლე­ვა­ნის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იეჭ­ვი­ა­ნებ­დნენ და არ მინ­დო­და ეს დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნა მათ­თვის. მაგ­რამ ლე­ვა­ნის დარ­წმუ­ნე­ბით გა­მო­ვე­დი და გავ­რის­კე. ეს სულ სხვა აუ­დი­ტო­რი­აა. ეკ­რან­ზე რომ ვმუ­შა­ობ კა­მე­რე­ბის წინ, კი ვიცი რომ მი­ყუ­რე­ბენ მაგ­რამ სულ სხვაა როცა პირ­და­პირ თვა­ლებ­ში უყუ­რებ მსმე­ნელს და მათ ემო­ცი­ებს ხე­დავ. მი­ხა­რია რომ ლე­ვა­ნის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი და­ვიმ­სა­ხუ­რე და დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მათ ამ სტა­ტი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

#პა­ლიტ­რა #დი­ლი­სე­თე­რი #პა­ლიტ­რა­კა­რი­ე­რა #დი­ლის­პა­ლიტ­რა #მოდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
0

მიზიდავს რაღაცნაირად

გელა
0

ნოე სულაბერიძე არისო ნაცი , ასე ამბობენ და რაუნდა იმედი ტვზე თუ იმედმა ამნისტია მისცა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

გამთენიისას კულისებში: როდის იწყება "დილის პალიტრის" წამყვანის დილა და  როგორია ოცნების პროფესიამდე მისასვლელი გზა? - ინტერვიუ თათა ჩიკვილაძესთან

გამთენიისას კულისებში: როდის იწყება "დილის პალიტრის" წამყვანის დილა და  როგორია ოცნების პროფესიამდე მისასვლელი გზა? - ინტერვიუ თათა ჩიკვილაძესთან

ტელევიზიის ხელოვნების სამყაროში, დილა მაშინ იწყება, როცა ჩვენ გვძინავს. „დილის პალიტრას“ მაყურებელი „პალიტრანიუსი”-ს დილის ეთერიდან იცნობს. ალბათ დამეთანხმებით, რომ როცა დილა სასიამოვნოდ იწყება, პოზიტიური განწყობა მთელი დღის მანძილზე მიგვყვება. მხიარული და საოცრად პოზიტიური გოგონა, რომელიც მაყურებლების განწყობაზე დილიდან, „პალიტრანიუსი“-ს ეკრანიდან ზრუნავს, თათა ჩიკვილაძეა. ის უკვე სამი წელია, რაც „დილის პალიტრის“ წამყვანია და ეს გადაცემა მისი რუტინის ნაწილი გახდა. როგორ ანათებს თათას დილა, სანამ მზე ამოვა სატელევიზიო სამყაროს ჰორიზონტზე? რა ეხმარება ტელეწამყვანს გამთენიისას გაღვიძებაში და როგორია ოცნების პროფესიამდე მისასვლელი გზა? - წაიკითხეთ ინტერვიუ „დილის პალიტრის“ წამყვანთან, თათა ჩიკვილაძესთან.

იყო თუ არა შენი ოცნება გადაცემის წამყვანობა და რა გზა გამოიარე ტელევიზიამდე მოსასვლელად?

- განათლებით ჟურნალისტი ვარ და ამ სფეროში ყოფნა თავისთავად მსურდა, მაგრამ გადაცემის წამყვანობა რაღაც შორეულ ოცნებად მიმაჩნდა. თითქოს მხოლოდ გამორჩეული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ წამყვანები და დანარჩენები - კადრს მიღმა. მეც უფრო კადრს მიღმა მუშაობაზე ვფიქრობდი, რომ თავად შემექმნა საინტერესო პროდუქტი, რასაც სტუდენტობის პერიოდში ვაკეთებდი კიდეც. როგორც თეატრის სცენას აქვს თავისი მტვერი და სიყვარული, რომელიც მიჯაჭვულობას იწვევს, ასევეა ტელევიზიაში, ვინც აქ მუშაობს, ყველას უნდა რომ გადაცემის წამყვანი იყოს. ყოველთვის მორიდებული ადამიანი ვიყავი, მაგრამ ამ პროფესიამ ბევრად უფრო თავდაჯერებული გამხადა. „პალიტრაში“ „პალიტრის პრაქტიკული აკადემიიდან“ მოვხვდი. მის შესახებ „ფეისბუქიდან“ გავიგე და გასაუბრებაზე მოვედი. იმდენად კარგი ადამიანები შემხვდნენ, რომ ვიგრძენი, კარგ ხელში აღმოვჩნდებოდი და ამან გამოიწვია ის, რომ მეც ძალიან მონდომებული ვიყავი. სტაჟირების პერიოდში უკვე მიმყავდა გადაცემა „არტ თაიმი“.

პირველი გადაცემის ჩაწერა გახსოვს? რა ემოციებთან იყო დაკავშირებული?

- ტექსტი დაზეპირებული მქონდა და ძალიან ვნერვიულობდი. ახლა რომ ვუყურებ 5 წლის წინანდელ თათას, რაზე ნერვიულობდა, მეღიმება. ჩემთვის ძალიან ავტომატური და მარტივია ახლა. საერთოდ, ძალიან კარგია, რომ ადამიანს აქვს საშუალება თავის პროფესიაში განვითარდეს.

როდის იწყება შენი დილა და როგორ უმკლავდები ასე ადრე გაღვიძებასთან დაკავშირებულ სირთულეებს?

- ძალიან რთული რეჟიმია. განსაკუთრებით თავიდან, როცა გიწევს გადაეწყო ახალ გრაფიკზე. იმის ფუფუნება ყოველთვის მქონდა, რომ გვიან დამეძინა და გვიან გამეღვიძა. სკოლაში ყოველთვის ვიგვიანებდი. პირველ გაკვეთილზე თითქმის არასოდეს ვყოფილვარ, ძალიან მიჭირდა დილით გაღვიძება. მერე უცბად აღმოჩნდა, რომ ადრე უნდა დავიძინო პატარა ბავშვივით და გაიღვიძო მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბნელა. ზოგჯერ მაქვს ხოლმე ფიქრები, რომ რატომ ვიღვიძებ ასეთ დროს? - ხომ არ წამოვიდე სამსახურიდან? (იცინის). ძალიან სტრესთან არის დაკავშირებული ასე ადრე გაღვიძება. მაგრამ, მთავარია წამოდგე, მერე გახსენდება რომ ეს საქმე გიყვარს და სასიამოვნოა, აღარ არის ისეთი სტრესული. ახლა მაღვიძარას ხმაზე ეგრევე ვდგები, რადგან ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. მე თუ დავაგვიანებ, მერე მძღოლს პრობლემა შეექმნება. დრო ძალიან გაწერილი გვაქვს. 8 საათზე უნდა ვიყო არა უბრალოდ გაღვიძებული, არამედ გამოფხიზლებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახეზე არ უნდა გეტყობოდეს დაღლა. ლევანი ჩემი კონკურენტი გახდა, რადგან სხვა არხზე მიჰყავს დილის გადაცემა. ამიტომ, დილით ხშირად ერთ დროს გვაკითხავენ მძღოლები და მისტერ და მისის სმიტებივით გავდივართ სახლიდან (იცინის).

ამისთვის ხომ არ გაქვს რაიმე შენეული მეთოდი, ან რჩევა რომ გაგვიზიარო?

- ყინული სახეზე და პატჩები. სახეზე ყინულის წასმა კარგად მაფხიზლებს და კანისთვისაც ძალიან კარგია. ასევე, გემრიელი საუზმე.

ყოველ დილით ასწრებ საუზმობას?

- აუცილებლად. მე და ჩემს მეუღლეს, ლევანს, ერთ დროს გვიწევს გაღვიძება და სამეფო საუზმეებს ვამზადებთ. ავოკადო, ბენედიქტი, მოხარშული კვერცხი... სპეციალურად ვიღვიძებ ისეთ დროს, რომ საუზმე მოვასწრო. ჩემი ტვინი ასე უფრო კარგად მუშაობს. უკეთ ვსაუბრობ, არ მიჭირს მეტყველება და ეთერში გამოფხიზლება.

ყავა უფრო გიყვარს, თუ ჩაი?

- ყავა!

როგორია „დილის პალიტრა“ კადრს მიღმა?

- სულ გადარბენაა. თან მაკიაჟს ვიკეთებ, თან მიკროფონს მამაგრებენ. შესვლის პერიოდი ყოველთვის ქაოსურია. ზოგჯერ სტუმარი აგვიანებს, რა არ მომხდარა. შესვლის მომენტში აურზაური ტელევიზიაში - ჩვეულებრივი მოვლენაა.

რა როლი იქონია „პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ შენს ჟურნალისტად ჩამოყალიბებაში?

- დიდი გამოცდილება მომცა. ბევრ სხვადასხვა სფეროში მოვსინჯე ჩემი თავი და ახლაც ძალიან მადგება. უფრო მეტად გამაცნო ჩემი პიროვნება. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიხვდეს, რა სჭირდება. „პალიტრის პრაქტიკულ აკადემიაში“ ერთ სივრცეში შეგიძლია ჰოლდინგის სხვადასხვა მიმართულებაში მოსინჯო საკუთარი ძალები. შეგიძლია შენი თავი სხვადასხვა სფეროში გაიცნო და ეს ძალიან კარგია.

დილის გადაცემის წაყვანის გარდა კიდევ რას საქმიანობ?

- ვიწყებ ჩემს გადაცემას კულტურაზე და მოდაზე - „არტ თაიმი“. ამ გადაცემას ვაკეთებდი სტაჟირების დროს და ახლა ისევ ბრუნდება „პალიტრანიუსზე“. შემოგთავაზებთ ბევრ სიახლეს კულტურის სფეროდან. ასევე, ვმუშაობ რადიო ბომონდში FM 104.7-ზე, ბომონდის ვებზე. სტატიებს ვწერ.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი მეუღლესთან - ლევან ლაუდაძესთან ერთად დილის გადაცემაში. როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს?

- ბევრი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ცოლ-ქმრის ერთად მუშაობა შეიძლება ცოტა მოსაწყენი იყოს. რადგან დიდ დროს ატარებთ ერთად. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, კარგად ვეწყობით ერთმანეთს საქმეშიც და პირიქით, დიდი კომფორტია, როცა შენიანი გყავს გვერდით და მასთან ერთად აკეთებ საქმეს. განსაკუთრებით ძალიან კარგია ის, რომ როცა იღვიძებ ძალიან ადრე, როცა გარეთ ჯერ კიდევ ბნელა - არ ხარ მარტო. შენი მეუღლეც შენთან ერთად იღვიძებს და ერთად საუზმობთ. ეს კარგი დღის კარგი დასაწყისია. ლევანი ძალიან კარგ საუზმეებს ამზადებს დილაობით.

ჰობი გაქვს?

- კულინარია, ბოლო დროს ძალიან დავხვეწეთ. არ ვიძახებთ „ფასთ ფუდს“. ექსპერიმენტებიც გვიყვარს. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე პირველი მაინც საუზმეა.

- შენი საყვარელი საუზმე რომ გაგვიმხილო, რასაც ენერგიაზე მოჰყავხარ?

- დიდი მნიშვნელობა აქვს ცილებს, ავოკადო და მოხარშული კვერცხი, ან ტაფამწვარი ტოსტზე ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი საუზმეა. დრო თუ მაქვს ვამზადებ ჯინჯერიან- ლიმონიან წყალს, რომელიც კარგად მაფხიზლებს და იმუნიტეტისთვისაც ძალიან კარგია.

შენ და ლევანს ერთად გიმღერიათ დიდ სცენაზე? ხომ არ გინდოდა, მომღერალი გამოსულიყავი?

- ბავშვობაში მომღერალი მინდოდა ვყოფილიყავი. დიდ სცენაზეც გამოვსულვარ ისეთი არტისტების წინ, რომ ალბათ ბევრი ძალიან ნიჭიერი და კარგი მომღერალი ინატრებდა. ძალიან გამიმართლა, ლევანის დამსახურებით, რომ ისეთ აუდიტორიასთან გამოვსულვარ, ეს ნამდვილად საამაყოა. თუმცა, ჩემი თავმდაბლობა მაქვს, რადგან არ ვარ პროფესიონალი მომღერალი. ლევანთან ერთად ვასრულებ სიმღერას, რომელიც არის ჩვენზე და ამის დამსახურებით ძალიან მიხარია, რომ ბევრ მსმენელს შევხვდი, ძალიან კარგ ემოციებს ვიღებ ხოლმე. უკვე 2 წელია, რაც ლევანთან ერთად სცენაზე გამოვედი და ზაფხულში ვიგრძენი ის დამოკიდებულება, როცა მაყურებელი შენს სახელს იძახის. ფორტეპიანოზეც ვუკრავდი ბავშვობაში, მაგრამ ვერ გავყევი ბოლომდე. მუსიკა შეიძლება ყოფილიყო ჩემი მეორე პროფესია. შეიძლება მე და ლევანმა ცალკეც გავაკეტოთ რამე, ვნახოთ. ახლის გაკეთების სურვილი გვაქვს. LOUDspeakers-ს თავისი აუდიტორია ჰყავს და ჩემი შეჭრით მეგონა ლევანის გულშემატკივრები იეჭვიანებდნენ და არ მინდოდა ეს დისკომფორტი შემექმნა მათთვის. მაგრამ ლევანის დარწმუნებით გამოვედი და გავრისკე. ეს სულ სხვა აუდიტორიაა. ეკრანზე რომ ვმუშაობ კამერების წინ, კი ვიცი რომ მიყურებენ მაგრამ სულ სხვაა როცა პირდაპირ თვალებში უყურებ მსმენელს და მათ ემოციებს ხედავ. მიხარია რომ ლევანის გულშემატკივრების დადებითი ემოციები დავიმსახურე და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამ სტატიის საშუალებით.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftata.chikviladze%2Fvideos%2F1414741276067479%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

#პალიტრა #დილისეთერი #პალიტრაკარიერა #დილისპალიტრა #მოდა