სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა წიგნი ხარობს იმით, რომ ჩვენი კონსტანტინე მათ მოევლინა უმთავრეს მეურვედ, უმთავრეს მცველად" - ნიკა მაჭუტაძის მილოცვა კონსტანტინე გამსახურდიას
"ყველა წიგნი ხარობს იმით, რომ ჩვენი კონსტანტინე მათ მოევლინა უმთავრეს მეურვედ, უმთავრეს მცველად" - ნიკა მაჭუტაძის მილოცვა კონსტანტინე გამსახურდიას

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას ულო­ცავს.

"კონ­სტან­ტი­ნე ზ. გამ­სა­ხურ­დი­ას ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას.ბა­ტონ კონ­სტან­ტი­ნეს ყვე­ლა იც­ნობთ, მაგ­რამ ისე ახ­ლოს, რო­გორც მე, ცოტა.ეს არის მა­ღა­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის, მა­ღა­ლი აზ­როვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი - ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი პა­ტი­ოს­ნე­ბით, წე­სი­ე­რე­ბით, სი­კე­თით. წიგ­ნებს სული აქვთ - ყვე­ლა წიგ­ნი ხა­რობს იმით, რომ ჩვე­ნი კონ­სტან­ტი­ნე მათ მო­ევ­ლი­ნა უმ­თავ­რეს მე­ურ­ვედ, უმ­თავ­რეს მცვე­ლად.

უღა­ლა­ტო კაცი, უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რი, მთარ­გმნე­ლი, მკვლე­ვა­რი, მწიგ­ნო­ბა­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი.ბა­ტო­ნო კონ­სტან­ტი­ნე, გი­ლო­ცავთ ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბას. არაა სა­ქარ­თვე­ლო­ში კაცი, რო­მე­ლიც თქვენ­ზე მე­ტად იმ­სა­ხუ­რებ­და ამ სა­პა­ტიო პოსტს.ასე­ვე, უღ­რმეს მად­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს ახალ­გაზ­რდა კაცს, გუ­რულს, მწე­რალს, რო­მელ­მაც უზარ­მა­ზა­რი ღვაწ­ლი დას­დო ჩვე­ნი მთა­ვა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის გან­ვი­თა­რე­ბას, მის გამ­დიდ­რე­ბას, მის დაც­ვა­სა და შე­ნახ­ვას ბოლო 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა კვლავ აგ­რძე­ლებს თა­ვის ტრა­დი­ცი­ებს. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გზა­ზე ევ­ლოს მა­რა­დი­უ­ლად ჩვენს ქვე­ყა­ნას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვარ წიგნთსა­ცავ­საც." - წერს ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ის
3

ეს გაასინჯეს ექიმს? ამისთანებით რომაა გაძეძგილი ეს პარლამენტი, იმიტომ ვართ კარგ დღეში! ეს უნდა კომედიურ ფილმში გადაიღო. გარდასახვაც არ სჭირდება, ის უნდა ალაპარაკო და აკეთებინო, რასაც ისეც ამბობს და შვრება. ე, ნახე რა კომედია გამოვა.

თურმე წიგნებმა მისწერეს მოკლე ტექსტური შეყობინება SMS მაჭუტაძეს:

"ვხარობთ ყველა, რომ კოკო მოგვევლინა უმთავრეს მეურვედ, უმთავრეს მცველად"

აუფ! რა კარგად გვაქვს საქმე!?

ჩვენ ხელფასიდან გადასახადებს ვიხდით (ოჯახს და შვილებს ვაკლებთ) და ამ და კიდევ 200-მდე უსაქმურს და მასხარას ვინახავთ მთელი ცხოვრება. ესაა დემოკრატია? ფუი

ნატა
1

რა ატეხეს ერთი ამბავი? მუდმივი არაფერია და არც ეს თანამდებობა. ისეთი ამბავია ვითომ პირველად ხდება პოსტის დატოვება. უკვე სასაცილოა . ახალგაზრდა კაცია , ნიჭიერია და იპოვის თავის გზას. არც კოსყანტინე იქნება მუდმივად დირექტორი, არც დალვა პაპუაშვილი მუდმივად პატლამენტის თავმჯდომარე. ასე რომ დაიოკეთ ნერვები და დაწყნარდით. 

ავტორი:

"ყველა წიგნი ხარობს იმით, რომ ჩვენი კონსტანტინე მათ მოევლინა უმთავრეს მეურვედ, უმთავრეს მცველად" - ნიკა მაჭუტაძის მილოცვა კონსტანტინე გამსახურდიას

"ყველა წიგნი ხარობს იმით, რომ ჩვენი კონსტანტინე მათ მოევლინა უმთავრეს მეურვედ, უმთავრეს მცველად" - ნიკა მაჭუტაძის მილოცვა კონსტანტინე გამსახურდიას

ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე კონსტანტინე გამსახურდიას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

"კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ვულოცავ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობას.ბატონ კონსტანტინეს ყველა იცნობთ, მაგრამ ისე ახლოს, როგორც მე, ცოტა.ეს არის მაღალი წიგნიერების, მაღალი აზროვნების ადამიანი - ცნობილი თავისი პატიოსნებით, წესიერებით, სიკეთით. წიგნებს სული აქვთ - ყველა წიგნი ხარობს იმით, რომ ჩვენი კონსტანტინე მათ მოევლინა უმთავრეს მეურვედ, უმთავრეს მცველად.

უღალატო კაცი, უკიდურესად საინტერესო წიგნების ავტორი, მთარგმნელი, მკვლევარი, მწიგნობარი, ინტელექტუალი.ბატონო კონსტანტინე, გილოცავთ ახალ თანამდებობას. არაა საქართველოში კაცი, რომელიც თქვენზე მეტად იმსახურებდა ამ საპატიო პოსტს.ასევე, უღრმეს მადლობას ვუცხადებთ გიორგი კეკელიძეს ახალგაზრდა კაცს, გურულს, მწერალს, რომელმაც უზარმაზარი ღვაწლი დასდო ჩვენი მთავარი ბიბლიოთეკის განვითარებას, მის გამდიდრებას, მის დაცვასა და შენახვას ბოლო 11 წლის განმავლობაში.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა კვლავ აგრძელებს თავის ტრადიციებს. ილია ჭავჭავაძის გზაზე ევლოს მარადიულად ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მთავარ წიგნთსაცავსაც." - წერს ნიკა მაჭუტაძე.

ასევე იხილეთ: