სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაძაბულობის მორიგი კერა აღმოსავლეთში: ბაიდენისა და სუნაკის მითითებით იემენში, "ჰუსიტებს" დაარტყეს - საპასუხოდ "ჰუსიტები" მძიმე შურისძიებით იმუქრებიან: "ამ აგრესიისთვის გადაიხდით!"
დაძაბულობის მორიგი კერა აღმოსავლეთში: ბაიდენისა და სუნაკის მითითებით იემენში, "ჰუსიტებს" დაარტყეს - საპასუხოდ "ჰუსიტები" მძიმე შურისძიებით იმუქრებიან: "ამ აგრესიისთვის გადაიხდით!"

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ძა­ლებ­მა იე­მენ­ში, "ჰუ­სი­ტე­ბის" ობი­ექ­ტებ­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დარ­ტყმე­ბი და­ფიქ­სირ­და დე­და­ქა­ლაქ სან­ში, ჰუ­სი­ტე­ბის წი­თე­ლი ზღვის პორ­ტში ჰუ­და­ი­და­ში, და­მარ­ში და სა­ა­და­ში.

  • აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რიში სუ­ნა­კი "ჰუ­სი­ტე­ბის" ობი­ექ­ტებ­ზე ავი­ა­ი­ე­რიშს ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ეს იყო პა­სუ­ხი "ჰუ­სი­ტე­ბის" მიერ წი­თელ ზღვა­ში სა­ვაჭ­რო გე­მებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­ზე.

ჯო ბა­ი­დე­ნის გან­მარ­ტე­ბით, თავ­დას­ხმე­ბი მისი მი­თი­თე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და იე­მენ­ში რიგი სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც „ჰუ­სი­ტე­ბის“ იმის­თვის იყე­ნებ­დნენ, რომ საფრ­თხე შე­ექ­მნათ ნა­ვი­გა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან წყლებ­ში.

"აშშ და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი არ მო­ით­მე­ნენ თავ­დას­ხმებს ჩვენს პერ­სო­ნალ­ზე და არ და­უშ­ვე­ბენ, რომ მტრუ­ლად გან­წყო­ბილ­მა აქ­ტო­რებ­მა საფრ­თხე შე­უქ­მნან ნა­ვი­გა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ვაჭ­რო მარ­შრუტ­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, დარ­ტყმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და აშშ-ის ძა­ლე­ბის მიერ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან ერ­თად და ავ­სტრა­ლი­ის, ბაჰ­რე­ი­ნის, კა­ნა­დი­სა და ნი­დერ­ლან­დე­ბის მხარ­და­ჭე­რით. ბა­ი­დე­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით ზო­მებ­საც მი­ი­ღე­ბენ.

”უყოყ­მა­ნოდ მი­ვი­ღებ შემ­დგომ ზო­მებს ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნა­კა­დის და­სა­ცა­ვად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში“, - აცხა­დებს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ე­რის, რიში სუ­ნა­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ჰუ­სი­ტე­ბის" ობი­ექ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­ში სა­მე­ფო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო ყო­ველ­თვის მხარს და­უ­ჭერს ნა­ვი­გა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ვაჭ­რო­ბის თა­ვი­სუ­ფალ ნა­კადს“, - აცხა­დებს სუ­ნა­კი.

მისი თქმით, „ჰუ­სი­ტე­ბის“ მიერ სა­ვაჭ­რო გე­მებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი სა­ხი­ფა­თოა და ასე გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. „მო­ვუ­წო­დებთ მათ შე­წყვი­ტონ თავ­დას­ხმე­ბი და მი­ი­ღონ ზო­მე­ბი დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის“, - აცხა­დებს სუ­ნა­კი.

  • თავ­დას­ხმებს "ჰუ­სი­ტე­ბის" სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ჰუ­სე­ინ ალ-იზიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო "ამ აგ­რე­სი­ის­თვის მძი­მე ფასს გა­და­იხ­დი­ან“.

იე­მენ­ში "ჰუ­სი­ტე­ბის" ობი­ექ­ტებ­ზე აშშ-სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­მა გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მა მო­იწ­ვია.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

ცნო­ბის­თვის, "ჰუ­სი­ტე­ბი“ აკონ­ტრო­ლე­ბენ იე­მე­ნის დიდ ნა­წილს და აცხა­დე­ბენ, რომ მხარს უჭე­რენ მო­კავ­ში­რე „ჰა­მასს“. ის­რა­ე­ლი-ჰა­მა­სის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ „ჰუ­სი­ტებ­მა“ წი­თელ ზღვა­ში სა­ვაჭ­რო გე­მებ­ზე ოცამ­დე თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. "ჰუ­სი­ტე­ბის“ მტკი­ცე­ბით, ისი­ნი მხო­ლოდ მა­შინ შე­ჩერ­დე­ბი­ან, როცა ის­რა­ე­ლი ღა­ზის სექ­ტორ­ში საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნას და­უშ­ვებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mamuka
15

ანუ ესაა კიდევ ერთი საბაბი,რომ უკრაინას უთხრან, შენთვის არა გვცალიაო...

ჯაბა
23

ეს აღარ უშველის აშშ და დასავლეთის ჰეგემონიას.

სხვა მსოფლიო ყალიბდება უკვე.

ავტორი:

დაძაბულობის მორიგი კერა აღმოსავლეთში: ბაიდენისა და სუნაკის მითითებით იემენში, "ჰუსიტებს" დაარტყეს - საპასუხოდ "ჰუსიტები" მძიმე შურისძიებით იმუქრებიან: "ამ აგრესიისთვის გადაიხდით!"

დაძაბულობის მორიგი კერა აღმოსავლეთში: ბაიდენისა და სუნაკის მითითებით იემენში, "ჰუსიტებს" დაარტყეს - საპასუხოდ "ჰუსიტები" მძიმე შურისძიებით იმუქრებიან: "ამ აგრესიისთვის გადაიხდით!"

შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ძალებმა იემენში, "ჰუსიტების" ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

მედიის ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა დედაქალაქ სანში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში ჰუდაიდაში, დამარში და საადაში.

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი "ჰუსიტების" ობიექტებზე ავიაიერიშს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი "ჰუსიტების" მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

ჯო ბაიდენის განმარტებით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტების“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში.

"აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით. ბაიდენი ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზომებსაც მიიღებენ.

”უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის, რიში სუნაკის ინფორმაციით, "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში სამეფო საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ.

"გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ნავიგაციის თავისუფლებას და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს“, - აცხადებს სუნაკი.

მისი თქმით, „ჰუსიტების“ მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმები სახიფათოა და ასე გაგრძელება შეუძლებელია. „მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ თავდასხმები და მიიღონ ზომები დეესკალაციისთვის“, - აცხადებს სუნაკი.

  • თავდასხმებს "ჰუსიტების" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰუსეინ ალ-იზიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო "ამ აგრესიისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან“.

იემენში "ჰუსიტების" ობიექტებზე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული ერთობლივი თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს გაიმართება.

ცნობისთვის, "ჰუსიტები“ აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მოკავშირე „ჰამასს“. ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ოცამდე თავდასხმა განახორციელეს. "ჰუსიტების“ მტკიცებით, ისინი მხოლოდ მაშინ შეჩერდებიან, როცა ისრაელი ღაზის სექტორში საკვებისა და მედიკამენტების შეტანას დაუშვებს.

წაიკითხეთ ასევე: