საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი, რომელსაც ვერცერთ ელიტარულ წვეულებაზე ვერ ნახავთ
ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი, რომელსაც ვერცერთ ელიტარულ წვეულებაზე ვერ ნახავთ

L'Oreal-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის შვი­ლიშ­ვილ­მა ფრან­სუ­ა­ზა ბე­ტან­კურტ მა­ი­ერ­სმა 26 სექ­ტემ­ბერს მსოფ­ლი­ო­ში უმ­დიდ­რე­სი ქა­ლის სტა­ტუ­სი და­იბ­რუ­ნა და უმ­დიდ­რე­სი ქა­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში კვლავ პირ­ველ ად­გილ­ზეა.

მას ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დით Topline Walmart-ის მემ­კვიდ­რე ალი­სა უოლ­ტო­ნი უს­წრებ­და.

  • ფრან­სუ­ა­ზა ბე­ტან­კურ მა­ი­ერ­სის რე­ი­ტინ­გში კვლავ ლი­დე­რო­ბა L'Oreal-ის აქ­ცი­ე­ბის ფა­სის ზრდას და­ემ­თხვა. მისი ქო­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში $93.1 მი­ლი­არ­დამ­დე გა­ი­ზარ­და, ხოლო უოლ­ტო­ნის ქო­ნე­ბა $90.4 მი­ლი­არ­დამ­დე და­ე­ცა.

მა­ი­ერ­სის ქო­ნე­ბის 5,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით ზრდა L'Oreal-ის აქ­ცი­ე­ბის მკვეთრ ზრდას მოჰ­ყვა, როცა ხუთ­შა­ბათს ბრენ­დის აქ­ცი­ე­ბი 7%-ით გაძ­ვირ­და. L'Oreal-ის აქ­ცი­ე­ბის ფა­სის ზრდა ჩი­ნე­თი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ბრენ­დის­თვის სი­დი­დით მე­ო­რე ბა­ზა­რია.

L'Oréal-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ეჟენ შუ­ე­ლე­რის შვი­ლიშ­ვი­ლი (თმის სა­ღე­ბა­ვე­ბის გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი) და კომ­პა­ნი­ის საბ­ჭოს წევ­რი 1997 წლი­დან არის, ბე­ტან­კურ-მა­ი­ერ­სის სა­ხე­ლი მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში 2018 წელს, დე­დის, ლი­ლი­ან ბე­ტან­კუ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­ვდა.

ბი­ოგ­რა­ფია

ფრან­სუ­ა­ზა ბე­ტან­კურ-მა­ი­ერ­სი და­ი­ბა­და 1953 წლის 10 ივ­ლისს. ის არის ფრან­გი ბიზ­ნეს­მე­ნი, ქველ­მოქ­მე­დი, მწე­რა­ლი და ახლა უკვე ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქალი მსოფ­ლი­ო­ში.

მკაცრ ოჯახ­ში გაზ­რდილ­მა ფრან­სუ­ა­ზამ კერ­ძო კა­თო­ლი­კურ სკო­ლა­ში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი კი ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სა და ებ­რა­ე­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და­იც­ვა. თუმ­ცა, ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი, რომ­ლი­თაც ფრან­სუ­ა­ზა ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი და უსარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდა დე­და­მი­სის­თვის, ვის­თვი­საც ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ელი­ტა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სი­თა და სამ­კა­უ­ლით თა­ვის მო­წო­ნე­ბა.

იგი და­ქორ­წინ­და ჟან-პიერ მა­ი­ერ­სზე, ბიზ­ნე­სის აღ­მას­რუ­ლე­ბელ და ოს­ვენ­ციმ­ში მოკ­ლუ­ლი რა­ბი­ნის შვი­ლიშ­ვილ­ზე. მათ ორი შვი­ლი ჰყავთ. ცნო­ბი­სათ­ვის, ბე­ტან­კურ-მე­ი­ერ­სი და მისი ოჯა­ხი კომ­პა­ნი­ის 33%-იან წილს ფლო­ბენ.

პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის ხან­ძრით და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ, ბე­ტან­კურ-მე­ი­ერ­სმა მის შე­სა­კე­თებ­ლად 226 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­ღე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ამ­ჟა­მად, 70 წლის ფრან­სუ­ა­ზა L'Oréal-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია. მისი ვა­ჟე­ბი, ჟან-ვიქ­ტორ მე­ი­ერ­სი და ნი­კო­ლას მე­ი­ერ­სი კი რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ბე­ტან­კურ-მე­ი­ერ­სი არა­სო­დეს ახ­დენს პი­რა­დი და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის აფი­ში­რე­ბას, არ ეს­წრე­ბა ელი­ტა­რულ წვე­უ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მდიდ­რე­ბის­თვის იმარ­თე­ბა, არა­მედ დრო­ის გა­ტა­რე­ბას წიგ­ნებ­თან და საყ­ვა­რელ ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან ამ­ჯო­ბი­ნებს, რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად, დღე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათს უთ­მობს.

რაც შე­ე­ხე­ბა წიგ­ნებს, ფრან­სუ­ა­ზას ეკუთ­ვნის ორი წიგ­ნი - ბიბ­ლი­ის ხუ­თტო­მე­უ­ლი და ბერ­ძე­ნი ღმერ­თე­ბის გე­ნე­ო­ლო­გია.

L'Oréal-ი

L'Oréal-ის მო­გე­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბო­და პან­დე­მი­ამ­დე. თუმ­ცა, პან­დე­მი­ის წლე­ბი არც ბრენ­დის­თვის აღ­მოჩ­ნდა გა­მო­ნაკ­ლი­სი - სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად მო­იხ­მარ­დნენ მა­კი­აჟს და ამან თა­ვი­სე­ბუ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

თუმ­ცა, პან­დე­მი­ის და­სას­რულს სწრა­ფი აღ­მავ­ლო­ბა მოჰ­ყვა - ბრენ­დის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ერ­თი­ო­რად გა­ზარ­დეს ხარ­ჯე­ბი ფუ­ფუ­ნე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე და უკვე 2023 წელს, კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის ფასი 35%-ით გა­ი­ზარ­და.

მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

Consumer Edge Research-ის ანა­ლი­ტი­კო­სის, ბრეტ კუ­პე­რის თქმით, 2024 წელს კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბი შე­საძ­ლოა, კი­დევ 12%-ით გა­ი­ზარ­დოს.

ბე­ტან­კურ მე­ი­ერ­სი ასე­ვე თავ­მჯდო­მა­რე­ობს მისი ოჯა­ხის ჰოლ­დინგ კომ­პა­ნი­ას, Téthys-ს, რო­მელ­საც აქვს L'Oréal-ის აქ­ცი­ე­ბი. მისი ქმა­რი, ჟან-პიერ მე­ი­ერ­სი კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია. 2016 წელს ორი­ვემ და­ა­არ­სა შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია Téthys Invest SAS, რო­მე­ლიც ფსო­ნებს დებს ისეთ სფე­რო­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ას არ ეჯიბ­რე­ბა.

"L'Oreal-ის გი­გან­ტუ­რი იმ­პე­რი­ის მფლო­ბე­ლი ფრან­სუ­ა­ზა ბე­ტან­კურ-მა­ი­ერ­სი ყო­ველ­თვის იზო­ლი­რე­ბუ­ლი, თით­ქოს სა­კუ­თარ ჭუპ­რში ცხოვ­რობს და უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც არას­დროს ინ­ტე­რეს­დე­ბა სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით“ - ასე და­ა­ხა­სი­ა­თა მწე­რალ­მა ტომ სენ­ქტონ­მა ფრან­სუ­ა­ზა.

დღეს­დღე­ო­ბით L'Oreal მე­ო­რე კომ­პა­ნი­აა საფ­რან­გეთ­ში თა­ვი­სი მას­შტა­ბით. იგი მხო­ლოდ ნავ­თო­ბის გი­განტს Total Fina Elf-ს ჩა­მორ­ჩე­ბა.

სწო­რედ L'Oreal-ს ეკუთ­ვნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და გა­ყიდ­ვა­დი კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ცია, ხოლო კომ­პა­ნი­ის და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა მთელს მსოფ­ლი­ო­ში 88 ათასს აჭარ­ბებს.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2

აი ეს ქალი იჯდა არჩევნებზე ოქროში ასხმული და ჯიუტი მზერით აიხულებდა ამომრჩეველს ოცნებისთვის მიეცა ხმა

ggg
3

გემს მიხედეთ, მაგას მე ფოთიდან "------"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი, რომელსაც ვერცერთ ელიტარულ წვეულებაზე ვერ ნახავთ

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი, რომელსაც ვერცერთ ელიტარულ წვეულებაზე ვერ ნახავთ

L'Oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილმა ფრანსუაზა ბეტანკურტ მაიერსმა 26 სექტემბერს მსოფლიოში უმდიდრესი ქალის სტატუსი დაიბრუნა და უმდიდრესი ქალების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა.

მას ხანმოკლე პერიოდით Topline Walmart-ის მემკვიდრე ალისა უოლტონი უსწრებდა.

  • ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსის რეიტინგში კვლავ ლიდერობა L'Oreal-ის აქციების ფასის ზრდას დაემთხვა. მისი ქონების სავარაუდო ღირებულება მიმდინარე კვირაში $93.1 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო უოლტონის ქონება $90.4 მილიარდამდე დაეცა.

მაიერსის ქონების 5,5 მილიარდი დოლარით ზრდა L'Oreal-ის აქციების მკვეთრ ზრდას მოჰყვა, როცა ხუთშაბათს ბრენდის აქციები 7%-ით გაძვირდა. L'Oreal-ის აქციების ფასის ზრდა ჩინეთითაა განპირობებული, რომელიც ბრენდისთვის სიდიდით მეორე ბაზარია.

L'Oréal-ის დამფუძნებლის, ეჟენ შუელერის შვილიშვილი (თმის საღებავების გამომგონებელი) და კომპანიის საბჭოს წევრი 1997 წლიდან არის, ბეტანკურ-მაიერსის სახელი მილიარდერთა სიაში 2018 წელს, დედის, ლილიან ბეტანკურის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა.

ბიოგრაფია

ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი დაიბადა 1953 წლის 10 ივლისს. ის არის ფრანგი ბიზნესმენი, ქველმოქმედი, მწერალი და ახლა უკვე ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში.

მკაცრ ოჯახში გაზრდილმა ფრანსუაზამ კერძო კათოლიკურ სკოლაში მიიღო განათლება, სამეცნიერო ხარისხი კი ქრისტიანებისა და ებრაელების საერთაშორისო ურთიერთობაზე დაიცვა. თუმცა, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები, რომლითაც ფრანსუაზა ინტერესდებოდა ახალგაზრდობაში, აბსოლუტურად მიუღებელი და უსარგებლო აღმოჩნდა დედამისისთვის, ვისთვისაც ბევრად მნიშვნელოვანი იყო ელიტარულ საზოგადოებაში ძვირადღირებული სამოსითა და სამკაულით თავის მოწონება.

იგი დაქორწინდა ჟან-პიერ მაიერსზე, ბიზნესის აღმასრულებელ და ოსვენციმში მოკლული რაბინის შვილიშვილზე. მათ ორი შვილი ჰყავთ. ცნობისათვის, ბეტანკურ-მეიერსი და მისი ოჯახი კომპანიის 33%-იან წილს ფლობენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრით დაზიანების შემდეგ, ბეტანკურ-მეიერსმა მის შესაკეთებლად 226 მილიონი დოლარის გაღების შესახებ განაცხადა. ამჟამად, 70 წლის ფრანსუაზა L'Oréal-ის ვიცე-პრეზიდენტია. მისი ვაჟები, ჟან-ვიქტორ მეიერსი და ნიკოლას მეიერსი კი რეჟისორები არიან.

მეუღლესთან ერთად

ბეტანკურ-მეიერსი არასოდეს ახდენს პირადი და სოციალური ცხოვრების აფიშირებას, არ ესწრება ელიტარულ წვეულებებს, რომლებიც მდიდრებისთვის იმართება, არამედ დროის გატარებას წიგნებთან და საყვარელ ფორტეპიანოსთან ამჯობინებს, რომელსაც ტრადიციულად, დღეში რამდენიმე საათს უთმობს.

რაც შეეხება წიგნებს, ფრანსუაზას ეკუთვნის ორი წიგნი - ბიბლიის ხუთტომეული და ბერძენი ღმერთების გენეოლოგია.

L'Oréal-ი

L'Oréal-ის მოგება წლიდან წლამდე იზრდებოდა პანდემიამდე. თუმცა, პანდემიის წლები არც ბრენდისთვის აღმოჩნდა გამონაკლისი - სახლში გამოკეტილი ადამიანები ნაკლებად მოიხმარდნენ მაკიაჟს და ამან თავისებური გავლენა იქონია.

თუმცა, პანდემიის დასასრულს სწრაფი აღმავლობა მოჰყვა - ბრენდის მომხმარებლებმა ერთიორად გაზარდეს ხარჯები ფუფუნების პროდუქტებზე და უკვე 2023 წელს, კომპანიის აქციების ფასი 35%-ით გაიზარდა.

მეუღლესთან და შვილებთან ერთად

Consumer Edge Research-ის ანალიტიკოსის, ბრეტ კუპერის თქმით, 2024 წელს კომპანიის აქციები შესაძლოა, კიდევ 12%-ით გაიზარდოს.

ბეტანკურ მეიერსი ასევე თავმჯდომარეობს მისი ოჯახის ჰოლდინგ კომპანიას, Téthys-ს, რომელსაც აქვს L'Oréal-ის აქციები. მისი ქმარი, ჟან-პიერ მეიერსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. 2016 წელს ორივემ დააარსა შვილობილი კომპანია Téthys Invest SAS, რომელიც ფსონებს დებს ისეთ სფეროებზე, რომლებიც კომპანიას არ ეჯიბრება.

"L'Oreal-ის გიგანტური იმპერიის მფლობელი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი ყოველთვის იზოლირებული, თითქოს საკუთარ ჭუპრში ცხოვრობს და უზარმაზარი პასუხისმგებლობის მიუხედავად, მაინც არასდროს ინტერესდება სამყაროში მიმდინარე მოვლენებით“ - ასე დაახასიათა მწერალმა ტომ სენქტონმა ფრანსუაზა.

დღესდღეობით L'Oreal მეორე კომპანიაა საფრანგეთში თავისი მასშტაბით. იგი მხოლოდ ნავთობის გიგანტს Total Fina Elf-ს ჩამორჩება.

სწორედ L'Oreal-ს ეკუთვნის ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი კოსმეტიკური პროდუქცია, ხოლო კომპანიის დასაქმებული ადამიანების ჯამური ოდენობა მთელს მსოფლიოში 88 ათასს აჭარბებს.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი