პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი
როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ას­ტრო­ლო­გი­უ­რად 2024 წელი სხვადსხვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის? - ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლად ვრცელ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს

ვერ­ძი

თქვენ­თვის 2024 წელი მთლი­ა­ნო­ბა­ში და­დე­ბი­თად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს. ეს იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი. გაძ­ლი­ერ­დე­ბით და გან­ვი­თარ­დე­ბით რო­გორც მენ­ტა­ლურ და ემო­ცი­ურ, ისე მა­ტე­რი­ა­ლურ დო­ნე­ზე. იმ პრო­ექ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყო, დამ­დე­გი წლის მა­ი­სამ­დე წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა ან დას­რულ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სებს, კა­რი­ე­რას, ბიზ­ნესს და ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეხე­ბა. შეძ­ლებთ სა­კუ­თა­რი ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას და ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნას. სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბას და ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნას. წლის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი მა­ი­სი და ივ­ნი­სის პირ­ვე­ლი დე­კა­და იქ­ნე­ბა. ამ დროს იგ­რძნობთ ენერ­გი­უ­ლო­ბა­სა და ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას, მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი მი­ზან­სწრაფ­ვაც, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ბევ­რი დაგ­რო­ვე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რათ, ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი და­ას­რუ­ლოთ და ახა­ლი და­ი­წყოთ. სა­ერ­თოდ, გა­ზა­ფხუ­ლი (შემ­დგომ უკვე ზამ­თა­რი) - ეს ის დრო იქ­ნე­ბა, რო­დე­საც თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა აქ­ტი­უ­რად და გა­ბე­დუ­ლად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ, რად­გან ის აუ­ცი­ლებ­ლად და­ფას­დე­ბა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და­დე­ბი­თი უფრო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა. თუ და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებთ, ზა­ფხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა ამის­თვის სა­სი­კე­თო პე­რი­ო­დია. ხოლო თუ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ, მა­შინ ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ლა­გეთ და ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­იყ­ვა­ნეთ. ამ დროს იყა­ვით ტაქ­ტი­ა­ნი და შე­ე­ცა­დეთ, კონ­ფლიქ­ტე­ბი არ გა­მო­იწ­ვი­ოთ. ეს კარ­გი დროა გა­ზა­ფხულ­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბის გარ­კვე­ვის­თვის და შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე მო­ი­მა­ტებს უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის, გარ­თო­ბის და დრო­ის კარ­გად გა­ტა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბაც. წლის ბო­ლოს ახალს ნუ­რა­ფერს და­გეგ­მავთ, ეს დრო გა­მო­ი­ყე­ნეთ წარ­სუ­ლის ანა­ლი­ზის­თვის და ადრე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის.

კურო

2024 წლის და­სა­წყი­სი­დან მა­ი­სის ბო­ლომ­დე პე­რი­ო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლოთ ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ და­ი­წყეთ. ამას შე­საძ­ლოა ახა­ლი რე­ა­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბა ან გან­ვი­თა­რე­ბის ახალ დო­ნე­ზე გა­დას­ვლაც ვუ­წო­დოთ. ეს იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ წვრილ­მა­ნი, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბიც, რომ­ლებ­საც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ვექ­ტო­რის გან­სა­ზღვრაც კი შე­უძ­ლი­ათ. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა თქვენს ოც­ნე­ბებ­სა და მიზ­ნებს გა­და­ხე­დოთ და მათ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი და პრაგ­მა­ტუ­ლი გეგ­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ვოთ. მო­მავ­ლის მი­მართ ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყა­ვით გან­წყო­ბი­ლი და თუნ­დაც დრო­ე­ბი­თი წი­ნა­ღო­ბე­ბი ნუ შე­გა­ში­ნებთ. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სწავ­ლას­თან, პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, კა­რი­ე­რას­თან, საქ­მი­ან კავ­ში­რებ­თან, უცხო­ეთ­თან და უცხო­ე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. გა­ზა­ფხუ­ლის ბოლო და ზა­ფხუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი გახ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც თქვენ კარ­გად და­ი­ნა­ხავთ წარ­სუ­ლის­გან რა ის­წავ­ლეთ, მო­მავ­ლის მი­მართ რო­გო­რი ხედ­ვა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დათ და ამას­თა­ნა­ვე, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თვის რა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეთ. ამ პე­რი­ოდ­ში მო­გი­წევთ უფრო მეტი დრო და­უთ­მოთ მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებს და მო­გი­წევთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არა­ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია გაჩ­ნდეს ბოლო 1-1,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფორ­მი­რე­ბუ­ლი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა. ეს შე­საძ­ლოა კავ­შირ­ში იყოს სწავ­ლას­თან ან ხე­ლოვ­ნე­ბას­თან.ზა­ფხულ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. მო­ი­მა­ტებს ქორ­წი­ნე­ბის, ახა­ლი რო­მა­ნის ან თუნ­დაც ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ეს დრო ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნეთ დას­ვე­ნე­ბის­თვის და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის. შე­მოდ­გო­მის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თვის, ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის­თვის, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ასე­ვე ადრე შექ­მნი­ლი კრი­ზი­სე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის. წლის ბო­ლოს გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას და შე­ე­ცა­დეთ, არ გა­რის­კოთ.

ტყუ­პე­ბი

დამ­დეგ წელს ენერ­გი­უ­ლად და­ი­წყებთ და წლის პირ­ვე­ლი­ვე კვარ­ტალ­ში შეძ­ლებთ არა მხო­ლოდ ადრე და­მუხ­რუ­ჭე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის ხე­ლა­ხალ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, არა­მედ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა­საც. შე­ე­ცა­დეთ, ამ პე­რი­ოდ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყოთ. რაც მთა­ვა­რია, გა­მოჰ­ყა­ვით პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბი და თქვე­ნი დრო და ენერ­გია მათ და­უთ­მეთ. ასე უფრო იო­ლად წახ­ვალთ წინ. ამ დროს ნუ იქ­ნე­ბით აჩ­ქა­რე­ბუ­ლი და ნუ შე­ეც­დე­ბით ყვე­ლა საქ­მის ერ­თად კე­თე­ბას. გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის თუ ცოდ­ნის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მის­თვის, შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვის­თვის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის, ასე­ვე ქორ­წი­ნე­ბის­თვის ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. ეს დრო ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნეთ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის და ასე­ვე იმ ძვე­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვის­თვის, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­უბ­რუნ­დეთ. მა­ი­სის ბო­ლო­დან და­ი­წყებთ ახალ, თორ­მეტ­წ­ლი­ან ციკლს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის გა­ღე­ბა მო­გი­წევთ, რომ ძლი­ე­რი ფუნ­და­მენ­ტი შექ­მნათ. ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი­დან­ვე იგ­რძნობთ აღ­მაფ­რე­ნას და მო­ი­მა­ტებს იღ­ბლი­ა­ნო­ბაც. თუ ამის წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა, სამ­სა­ხურ­ში მო­ი­თხო­ვეთ ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა ან და­წი­ნა­უ­რე­ბა. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ოთ და თქვენს მიზ­ნებ­ზე ხმა­მაღ­ლა არ ისა­უბ­როთ. ზა­ფხუ­ლი კარ­გი დროა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის ან გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, სა­ბუ­თებ­თან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. შე­მოდ­გო­მით მი­ი­ღებთ იმას, რა­საც მაის-ივ­ნის­ში და­თე­სავთ. ამ ორ პე­რი­ოდს ერ­თმა­ნეთ­თან კარ­მუ­ლი კავ­ში­რიც კი აქვთ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებ­საც მი­მარ­თეთ. წლის ბო­ლოს მო­გი­წევთ ტემ­პის მო­მა­ტე­ბა, რათა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლოთ ან და­ას­ტა­ბი­ლუ­როთ მა­ინც ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 2024 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყეთ ან გა­ნა­ვი­თა­რეთ.

კირჩხი­ბი

2024 წელი მთლი­ა­ნო­ბა­ში საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა და ამ წელს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­გიყ­ვანთ. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი თქვენ­გან მო­ი­თხოვს სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის სწო­რად შე­ფა­სე­ბას და შე­სა­ბა­მის ანა­ლიზს. შე­ე­ცა­დეთ, ყვე­ლა ის ურ­თი­ერ­თო­ბა თუ სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თქვენს რე­სურ­სებს ითხოვს და სა­ნაც­ვლოდ არა­ფერს გაძ­ლევთ, თუნ­დაც დრო­ე­ბით უკან გა­დას­წი­ოთ. ეს უპირ­ვე­ლე­სად გუ­ლის­ხმობს „ტოქ­სი­კუ­რი“ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და არა­სა­ჭი­რო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ასე­თი მიდ­გო­მით უკვე გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გზას გა­უხ­სნით სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სპექ­ტი­ვებს და ახალ ნაც­ნო­ბო­ბას. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდნენ თქვენ­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­გობ­რო­ბა­შიც კი გა­და­ი­ზარ­დოს. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბიც ან ახალ პრო­ექ­ტებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით ჩარ­თუ­ლი. თუ დაგ­ჭირ­დეთ, და­იხ­მა­რეთ არა მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი, არა­მედ რჩე­ვე­ბი კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გა­ნაც მი­ი­ღეთ. ზა­ფხულ­ში თქვენს მეტ ყუ­რა­დღე­ბას ში­ნა­გა­ნი პრო­ცე­სე­ბი მო­ი­თხოვს. მო­გი­წევთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ემო­ცი­ე­ბის მარ­თვის სწავ­ლა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვათ თავი რო­გორც პი­რად, ისე საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებს. შე­მოდ­გო­მის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ი­მა­ტებს კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის და ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის ალ­ბა­თო­ბა. ეს კარ­გი დროა ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბის­თვის, ფი­ნან­სუ­რი და­ბან­დე­ბის­თვის, კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის­თვის და ახა­ლი შე­ნა­ძე­ნე­ბის­თვის (მათ შო­რის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვის). მო­გი­წევთ სწავ­ლა, ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და ზამ­თა­რი კარ­გი დროა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის­თვის, ჯან­მრთე­ლო­ბის გამ­ყა­რე­ბის­თვის, დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის. წლის ბო­ლოს გა­და­ხე­დეთ თქვენს საქ­მი­ან კავ­ში­რებს, სამ­სა­ხუ­რებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­საც ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ.

ლომი

2024 წე­ლის აქ­ტი­უ­რად და ენერ­გი­უ­ლად და­ი­წყებთ. პირ­ვე­ლი­ვე კვარ­ტალ­ში მო­გი­წევთ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ შე­თან­ხმე­ბებ­საც მი­აღ­წი­ოთ. ამ დროს ბევ­რი რამ თქვენს კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სწო­რედ ის პრო­ექ­ტე­ბი და კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს სამ­წლი­ან პე­რი­ოდ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას. წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში თქვენს ადრე და­სა­ხულ მიზ­ნებს კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით შე­ხე­დეთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც შე­ი­ტა­ნეთ. თუ გა­ზა­ფხულ­ზე პრი­ო­რი­ტე­ტებს სწო­რად და­სა­ხავთ და სამ­სა­ხუ­რებ­რივ თუ კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უშეც­დო­მოდ იმოქ­მე­დებთ, წარ­მა­ტე­ბებს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ. თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ზო­მი­ე­რად და­ი­კის­რეთ და ამ კუ­თხით არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ. ზო­მი­ე­რი იყა­ვით სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის კუ­თხი­თაც. გაჩ­ნდე­ბა იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ სხვებ­ზე ზრუნ­ვის გამო, თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი უკან დარ­ჩეს. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში თქვე­ნი ის იმე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ლექ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, გა­მარ­თლდე­ბა. ასე რომ, ზა­ფხულ­ში და შე­მოდ­გო­მით ნაკ­ლე­ბად ფორ­მა­ლუ­რი იყა­ვით და ნურც ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას მო­ინ­დო­მებთ. უპი­რა­ტე­სო­ბა პარტნი­ო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ა­ნი­ჭეთ. ეს ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა და­უ­კავ­შირ­დეს სამ­სა­ხურს, რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ან კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უფრ­თხილ­დით ფი­ნან­სებს (გან­სა­კუთ­რე­ბით ეს კრე­დი­ტე­ბის ან ნე­ბის­მი­ე­რი, სხვა სა­ხის ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა). თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა, მო­ე­რი­დეთ ვა­ლე­ბის აღე­ბას. საქ­მე­ში ფული გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ და­ა­ბან­დეთ. შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მეტ სი­ნათ­ლეს და მკა­ფი­ო­ო­ბას მო­ი­თხოვს. ამ კუ­თხით არას­წო­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მთე­ლი რიგი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვეს. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნი ჯერ კარ­გად გა­ი­ცა­ნით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამის შემ­დეგ მი­ი­ღეთ.

ქალ­წუ­ლი

თქვენ­თვის 2024 წლის ძი­რი­თა­დი ხაზი საქ­მი­ა­ნი თუ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მარ­თვა და გან­ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გაჩ­ნდე­ბა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, წი­ნა­ღო­ბე­ბი და ასე­ვე წარ­მა­ტე­ბის შან­სიც. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად და რაც მთა­ვა­რია წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­აგ­რძე­ლებთ შარ­შან და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებს და დიდი ალ­ბა­თო­ბით თქვენს იდე­ებ­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას, ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბას, თქვენს თავ­ში გარ­კვე­ულ იდე­ო­ლო­გი­ის ფორ­მი­რე­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მოვ­ლინ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით. ეს კარ­გი დროა უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის ან უცხო­ეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამის ალ­ბა­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე, მი­თუ­მე­ტეს, რომ სწო­რედ ამ დროს გა­ფარ­თოვ­დე­ბა თქვე­ნი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და მო­მა­ვალ­საც უფრო ნათ­ლად და­ი­ნა­ხავთ. ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­სურ­ვე­ლია მეტი და­ის­ვე­ნოთ და ადრე და­წყე­ბუ­ლი ან გა­და­დე­ბუ­ლი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი და­ას­რუ­ლოთ. ამ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გა­ის­ტუმ­როთ ვა­ლე­ბი, გა­არ­კვი­ოთ პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მო­აგ­ვა­როთ იუ­რი­დი­უ­ლი დავა. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ენერ­გი­უ­ლად გა­ივ­ლით. ბევრ პერ­სპექ­ტი­ვას თუ პრობ­ლე­მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ი­ნა­ხავთ. მი­თუ­მე­ტეს, რომ ის ში­ნა­გა­ნი შფოთ­ვა თუ ში­შის გან­ცდა, რაც ადრე გა­წუხ­დე­ბათ, სრუ­ლად მო­იხ­სნე­ბა. მო­გე­ცე­მათ გავ­ლე­ნის გა­ფარ­თო­ვე­ბის და ავ­ტო­რი­ტე­ტის ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.შე­მოდ­გო­მა და­უ­კავ­შირ­დე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახალ იმ­პულ­სე­ბის შე­მოს­ვლას. ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა ან შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­წყოს. ეს კარ­გი დროა ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, ასე­ვე ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო (გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბი­თი) პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბის­თვის. წლის ბოლო სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის, შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­როს მო­ძი­ე­ბის­თვის ან ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის­თვის.

სას­წო­რი

2024 წლის და­სა­წყი­სი უკვე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის­თვის და მო­მავ­ლის და­გეგ­მვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­გი­ჭირ­დე­ბათ ყვე­ლაფ­რის ერ­თად თა­ვის გარ­თმე­ვა. ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბა ძი­რი­თად სა­კი­თხებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეთ. მო­ა­წეს­რი­გეთ, და­ა­რე­გუ­ლი­რეთ და მარ­თეთ რო­გორც თქვენს ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა, ისე თქვენს გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. წინსვლის და წარ­მა­ტე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ გა­ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი­დან გაჩ­ნდე­ბა. ეს იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვის, მო­მავ­ლის სწო­რად და­გეგ­მვის და რე­ორ­გა­ნი­ზე­ბის პე­რი­ო­დიც. ეს კარ­გი დროა კრე­დი­ტებ­თან, ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან, ბიზ­ნეს­თან, დი­ვი­დენ­დებ­თან, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სწო­რედ ამ დროს გა­გიჩ­ნდეთ იმი­ჯის შეც­ვლის სურ­ვი­ლიც. ამ პე­რი­ოდ­ში არ შე­გე­შინ­დეთ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და გა­დამ­წყვეტ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ. გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბის­თვის, ქორ­წი­ნე­ბის­თვის ან სუ­ლაც არა­სა­სურ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის. ეს კარ­გი დროა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის­თვის შე­მეც­ნე­ბის­თვის და სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თვის. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ერ­თობ­ლივ საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ა­ნი­ჭეთ. ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვებს. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­გან გიხ­სნით. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და შე­მოდ­გო­მა საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი გა­მოდ­გე­ბა. ეს და­უ­კავ­შირ­დე­ბა ახა­ლი, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის მი­ღე­ბას. გა­ა­ფარ­თო­ვებთ პი­რად ჰო­რი­ზონტს, აით­ვი­სებთ ახალ სივ­რცე­ებს და ბევ­რი რამ, რაც ადრე სა­რის­კოდ გეჩ­ვე­ნე­ბო­დათ, შე­და­რე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დე­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა. შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ სა­ბუ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბაც. წლის ბო­ლოს შე­ე­ცა­დეთ და­ის­ვე­ნოთ, ენერ­გია აღიდ­გი­ნოთ და ემო­ცი­უ­რად გა­ნიტ­ვირ­თოთ. თუმ­ცა მო­მა­ვა­ლი წლის და­გეგ­მვაც არ და­გა­ვი­წყდეთ.

მო­რი­ე­ლი

იმ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს და­ი­წყეთ, 2024 წელს წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა. ბევ­რი ახა­ლი ნაც­ნო­ბი სა­ინ­ტე­რე­სო კუ­თხით გა­მო­ავ­ლენს თავს და შე­საძ­ლოა ახა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ან მე­გობ­რე­ბიც კი შე­ი­ძი­ნოთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში, რო­დე­საც მო­გი­წევთ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ახალ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვა. წარ­მა­ტე­ბას მო­ი­ტანს ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუ და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ხართ, მიმ­დი­ნა­რე წელს სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის მო­ძი­ე­ბის­თვის, ახა­ლი რო­მა­ნის და­წყე­ბის­თვის ან თუნ­დაც ქორ­წი­ნე­ბის­თვის, ამა­ზე კარგ პე­რი­ოდს ვერ ნა­ხავთ.გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბის­თვის, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის­თვის, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის, გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლის­თვის. მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა, რომ წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში სა­კუ­თარ ეჭ­ვებს გა­უმკლავ­დეთ და ემო­ცი­უ­რი სის­ტე­მა მარ­თოთ, კონ­კრე­ტუ­ლად კი ყო­ვე­ლი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წინ უსა­ფუძ­ვლო შფოთ­ვას არ აჰ­ყვეთ ხოლ­მე. ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ფონი, რაც შექ­მნის კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია საფრ­თხე და­ე­მუქ­როს იმ პი­რად, თუ საქ­მი­ან კავ­ში­რებს, რომ­ლე­ბიც და­მუხ­რუ­ჭე­ბუ­ლია და ვე­ღარ ვი­თარ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ შეხ­ვალთ მო­შურ­ნე­ებ­თან თუ ოპო­ნენ­ტებ­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ში. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა და შეძ­ლებთ არა მხო­ლოდ და­კარ­გუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, არა­მედ ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის შექ­მნა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას. უფრო მე­ტიც, სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან მო­ი­ტანს წარ­მა­ტე­ბა­სა და ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებს ის კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გა­ნა­ვი­თა­რეთ. გარ­და ამი­სა, ეს ასე­ვე კარ­გი დროა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან, ბავ­შვებ­თან და ასე­ვე შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებ­თან (იგი­ვე, ხე­ლოვ­ნე­ბას­თან) და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის წა­მოჭ­რის­თვის და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. წლის ბო­ლოს გა­გიჩ­ნდე­ბათ გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის ან თქვენ­თვის ბუნ­დო­ვან სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გარ­კვე­ვის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

2024 წლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი დი­ნა­მი­კა და ამას წლის და­სა­წყი­სი­დან­ვე იგ­რძნობთ. ეს შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს სამ­სა­ხუ­რებ­რივ ცვლი­ლე­ბას­თან, სა­მუ­შაო გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბას­თან, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას­თან და ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის გან­ვი­თა­რე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ სამ­სა­ხურ­ში ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბის მო­თხოვ­ნას, ან თუნ­დაც საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს შეც­ვლას აპი­რებთ, წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლი გა­მო­ი­ყე­ნეთ. მთა­ვა­რია, რომ შეძ­ლოთ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა და წვრილ­მან სა­კი­თხებ­საც კი აკუ­რა­ტუ­ლად და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლად მი­უდ­გეთ. გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ი­მა­ტებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ალ­ბა­თო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ საქ­მი­ა­ნო­ბა უცხო­ეთს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს, ცოდ­ნის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მას, ასე­ვე სპორ­ტს ან ძა­ლო­ვან სამ­სა­ხუ­რებს უკავ­შირ­დე­ბა. გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­საძ­ლოა მო­ა­ხერ­ხოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ან სა­ერ­თოდ, ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლაც კი იყოს. ამ პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მშობ­ლებ­თან და სა­ერ­თოდ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­ე­ცა­დეთ სა­კუ­თარ რე­სურ­სე­ბი კარ­გად და მო­გე­ბი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნოთ. ეს ეხე­ბა რო­გორც ენერ­გი­ას, ისე ფი­ნან­სებ­სა და დროს. ნუ და­ი­კის­რებთ თქვენს თავ­ზე ზედ­მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ნუ და­ი­წყებთ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებს მათი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, ასე­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან, სწავ­ლას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას შე­მოდ­გო­მა ითხოვს. ამ პე­რი­ოდ­ში ნელ-ნელა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რად წა­ი­წი­ეთ წინ. ამ პე­რი­ოდ­ში წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ჭე­რით, რად­გან მო­მა­ვალ­ში მათი მოგ­ვა­რე­ბა უფრო გარ­თულ­დე­ბა. ეს კარ­გი დროა ახა­ლი ან თუნ­დაც და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რის მო­ძი­ე­ბის­თვის და ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის გაზ­რდის­თვის. წლის ბო­ლოს და­ას­რუ­ლეთ გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და მათ, მომ­დევ­ნო 2025 წელ­ში ნუ გა­და­ი­ტანთ.

თხის რქა

2024 წელი და გან­სა­კუთ­რე­ბი­თი მისი პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლი თქვენ­თვის გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი არაფ­რის მომ­ტა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თუ ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას შეძ­ლებთ. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დრო და ენერ­გია ახა­ლი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­სა და მათ მიღ­წე­ვას მო­ახ­მა­როთ. თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის გრა­ფი­კი და ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხულ­ზეც. ამ პე­რი­ოდ­ში მო­გი­წევთ ბევ­რი დაგ­რო­ვი­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა რო­გორც თქვენს, ისე ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. თქვე­ნი მხრი­დან გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა და რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მი­მართ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში თქვენს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას გაზ­რდის, სამ­სა­ხურ­ში კი ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ახ­ლე­ბუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოთ თქვე­ნი ტა­ლან­ტი. რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა და შე­სა­ბა­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც მი­ი­ღებთ. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ერთი შე­ხედ­ვით წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი, მაგ­რამ მა­ინც სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა. ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ წარ­სუ­ლი გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ, და­ის­ვე­ნოთ და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე მო­ი­პო­ვოთ. ეს კარ­გი დროა ვარ­ჯის­თვის და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გი­წევთ (ეს უფრო საქ­მი­ან სფე­როს, სამ­სა­ხურ­სა და ბიზ­ნესს ეხე­ბა). ამ პე­რი­ოდ­ში თუ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის და უნა­რე­ბის და­ფა­სე­ბას ის­წავ­ლით, ეს თქვენს ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებ­ზე და სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე სა­სი­კე­თოდ აი­სა­ხე­ბა. შე­ე­ცა­დეთ, დრო და ენერ­გია არაფ­რის­მომ­ტან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და საქ­მე­ებ­ზე არ გაფ­ლან­გოთ. მე­ო­თხე კვარ­ტა­ლი მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­სი­კე­თო აღ­მოჩ­ნდე­ბა. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცდა და ბევრ და­დე­ბით ემო­ცი­ას მი­ი­ღებთ, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას­თან, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­როს­თან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან. ამ დროს იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე და პარტნი­ო­რის მი­მართ ემო­ცი­ე­ბი გა­ბე­დუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნეთ.

მერ­წყუ­ლი

2024 წელს მო­გი­წევთ ბევ­რი ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს წელი გარ­კვე­ულ ტრანსფორ­მა­ცი­ას მო­გი­ტანთ (ეს გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რო­გორც ფი­ზი­კურ, ისე ფსი­ქო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე). ის, რა­საც აქამ­დე ით­მენ­დით ან ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დით, კრი­ტი­კულ ზღვარს მი­აღ­წევს და და­ი­წყებთ ამ ყვე­ლაფ­რის შეც­ვლას. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში­ვე შეძ­ლებთ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს, სწავ­ლას, სამ­სა­ხურს და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას (ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი). წლის და­სა­წყი­სი­დან გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე პე­რი­ო­დი და­უ­კავ­შირ­დე­ბა იმ გეგ­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ას და მა­ტე­რი­ა­ლი­ზა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც გა­სულ წლის ბო­ლოს ჩა­ი­ფიქ­რეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მე­გობ­რე­ბის და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა, ამი­ტომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დახ­მა­რე­ბა­ზე უარს ნუ იტყვით. შე­ე­ცა­დეთ ამ პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დეთ (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ნერ­ვულ სის­ტე­მას). წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უფრო მშვი­დი და სტა­ბი­ლუ­რი გა­მოდ­გე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, რომ ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი­დან­ვე იგ­რძნობთ იღ­ბლი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და შე­საძ­ლოა ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბი თქვენ­და სა­სარ­გებ­ლოდ და­ლაგ­დეს. ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს და სა­რის­კო საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. ეს დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის და სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ. შე­მოდ­გო­მის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ შე­მო­სავ­ლებ­სა და გა­სავ­ლებს. გო­ნივ­რუ­ლად მარ­თეთ კრე­დი­ტებ­თან და ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში თუ დაგ­ჭირ­დე­ბათ, დახ­მა­რე­ბა გა­ბე­დუ­ლად ითხო­ვეთ. შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და ზამ­თრის და­სა­წყი­სი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი იმ­პულ­სე­ბის შე­ტა­ნის­თვის, ქორ­წი­ნე­ბის­თვის, პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის, ასე­ვე ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. წლის ბო­ლოს გა­და­ხე­დეთ გან­ვლილ ნა­ბი­ჯებს და შე­ე­ცა­დეთ არა მხო­ლოდ ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოთ და შე­ა­ჯა­მოთ თქვენს მიერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი, არა­მედ და­სა­ხოთ ახა­ლი მიზ­ნე­ბიც.

თევ­ზე­ბი

2024 წელი იმ სამ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის პიკი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლი შარ­შან გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყო. ამ წელს მო­გი­წევთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის, პერ­სპექ­ტი­ვე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის ყუ­რა­დღე­ბით შეს­წავ­ლა, ანა­ლი­ზი, სწო­რი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა და რაც მთა­ვა­რია, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და­ლა­გე­ბა. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა: მკა­ფი­ო­ო­ბა და კონ­კრე­ტუ­ლო­ბა! თუ იქ­ნე­ბით ბუნ­დო­ვა­ნი და აბ­სტრაქ­ტუ­ლი, მო­სა­ლოდ­ნე­ლია არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში არც თუ იშ­ვი­ა­თად აღ­მოჩ­ნდეთ. შე­ე­ცა­დეთ, რომ გა­ზა­ფხულ­ზე­ვე და­ა­ლა­გოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც ხში­რად ხვდე­ბით. მო­ი­ცი­ლეთ პა­რა­ზი­ტი და მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს ეხე­ბა ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც - ის­წავ­ლეთ მისი თა­ვი­დან არი­დე­ბა. გარ­და ამი­სა, გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ეთ მიზ­ნე­ბი და შე­ე­ცა­დეთ, თქვენს გეგ­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა არ ისა­უბ­როთ. საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში და სამ­სა­ხურ­ში მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი იმ შემ­თხვე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თუ შექ­მნილ კრი­ზი­სებს პრაქ­ტი­კულ გა­სა­ღებს მო­უ­ძებ­ნით. თე­ო­რი­უ­ლი მსჯე­ლო­ბით წინ ვერ წახ­ვალთ, ამი­ტომ იყა­ვით პრაგ­მა­ტუ­ლი და კონ­კრე­ტუ­ლი. პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში მო­აქ­ცი­ეთ ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს კა­რი­ე­რულ წარ­მა­ტე­ბას, ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებს და ოჯა­ხურ ჰარ­მო­ნი­ას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და შე­მოდ­გო­მის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში წინსვლა გე­ლით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მუ­სი­კას, კი­ნოს, თე­ატრს ან ლი­ტე­რა­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა. ეს პე­რი­ო­დი ასე­ვე სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, საქ­მი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბე­ბის­თვის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის. თუმ­ცა ამა­ვე პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი წარ­სუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი თქვენ­გან გარ­კვე­ულ კო­რექ­ცი­ას მო­ი­თხოვს. ამი­ტომ ის ძვე­ლი შეც­დო­მე­ბი გა­მო­ას­წო­რეთ. მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხოლო უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და და­ო­ჯა­ხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი თქვენ­და სა­სარ­გებ­ლოდ გან­ვი­თარ­დე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

როგორი იქნება ასტროლოგიურად 2024 წელი სხვადსხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - ასტროლოგი რამაზ გიგაური ტრადიციულად ვრცელ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს

ვერძი

თქვენთვის 2024 წელი მთლიანობაში დადებითად უნდა ჩაითვალოს. ეს იქნება შემოქმედებითი და სულიერი განვითარების პერიოდი. გაძლიერდებით და განვითარდებით როგორც მენტალურ და ემოციურ, ისე მატერიალურ დონეზე. იმ პროექტების უმეტესობა, რომლებიც გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო, დამდეგი წლის მაისამდე წარმატებით განვითარდება ან დასრულდება. განსაკუთრებით ეს სამუშაო პროცესებს, კარიერას, ბიზნესს და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. შეძლებთ საკუთარი ნეგატიური თვისებების დამუშავებას და ახალი უნარების შეძენას. საკუთარ თავში ჩაღრმავებას და ახალი ტალანტების აღმოჩენას. წლის ყველაზე აქტიური პერიოდი მაისი და ივნისის პირველი დეკადა იქნება. ამ დროს იგრძნობთ ენერგიულობასა და ძალების მოზღვავებას, მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვაც, რაც საშუალებას მოგცემთ ბევრი დაგროვებული პრობლემა გადაჭრათ, ძველი საქმეები დაასრულოთ და ახალი დაიწყოთ. საერთოდ, გაზაფხული (შემდგომ უკვე ზამთარი) - ეს ის დრო იქნება, როდესაც თქვენი ძალისხმევა აქტიურად და გაბედულად უნდა გამოავლინოთ, რადგან ის აუცილებლად დაფასდება. წლის მეორე ნახევარი დადებითი უფრო ურთიერთობებისთვის იქნება, განსაკუთრებით ეს პირად ცხოვრებას ეხება. თუ დაოჯახებას აპირებთ, ზაფხული და შემოდგომა ამისთვის სასიკეთო პერიოდია. ხოლო თუ დაოჯახებული ხართ, მაშინ ოჯახური ურთიერთობები დაალაგეთ და ჰარმონიაში მოიყვანეთ. ამ დროს იყავით ტაქტიანი და შეეცადეთ, კონფლიქტები არ გამოიწვიოთ. ეს კარგი დროა გაზაფხულზე წარმოშობილი გაუგებრობების გარკვევისთვის და შეთანხმების მიღწევისთვის. ამ პერიოდში ასევე მოიმატებს უცხოეთში მოგზაურობის, გართობის და დროის კარგად გატარების ალბათობაც. წლის ბოლოს ახალს ნურაფერს დაგეგმავთ, ეს დრო გამოიყენეთ წარსულის ანალიზისთვის და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის.

კურო

2024 წლის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე პერიოდი საშუალებას მოგცემთ, წარმატებით გააგრძელოთ ის საკითხები, რომლებიც 2023 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიწყეთ. ამას შესაძლოა ახალი რეალობის ფორმირება ან განვითარების ახალ დონეზე გადასვლაც ვუწოდოთ. ეს იქნება არა მხოლოდ წვრილმანი, არამედ გლობალური საკითხებიც, რომლებსაც თქვენი ცხოვრების ვექტორის განსაზღვრაც კი შეუძლიათ. სასურველი იქნება თქვენს ოცნებებსა და მიზნებს გადახედოთ და მათთვის კონკრეტული და პრაგმატული გეგმები შეიმუშავოთ. მომავლის მიმართ ოპტიმისტურად იყავით განწყობილი და თუნდაც დროებითი წინაღობები ნუ შეგაშინებთ. ყურადღება მიაქციეთ გრძელვადიან პროექტებს, განსაკუთრებით სწავლასთან, პროფესიულ საქმიანობასთან, კარიერასთან, საქმიან კავშირებთან, უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებულ საკითხებს. გაზაფხულის ბოლო და ზაფხული პირველი ნახევარი გახდება ის პერიოდი, როდესაც თქვენ კარგად დაინახავთ წარსულისგან რა ისწავლეთ, მომავლის მიმართ როგორი ხედვა ჩამოგიყალიბდათ და ამასთანავე, მიზნების მიღწევისთვის რა კონკრეტული გეგმები შეიმუშავეთ. ამ პერიოდში მოგიწევთ უფრო მეტი დრო დაუთმოთ მატერიალურ საკითხებს და მოგიწევთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. წლის მეორე ნახევარი არანაკლებად საინტერესო იქნება. მოსალოდნელია გაჩნდეს ბოლო 1-1,5 წლის განმავლობაში ფორმირებული იდეების რეალიზაციის ალბათობა. ეს შესაძლოა კავშირში იყოს სწავლასთან ან ხელოვნებასთან.ზაფხულში გააქტიურდება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები. მოიმატებს ქორწინების, ახალი რომანის ან თუნდაც ფარული სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. ეს დრო ასევე გამოიყენეთ დასვენებისთვის და ფიზიკური ძალების აღდგენისთვის. შემოდგომის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის და ასევე ადრე შექმნილი კრიზისებისგან თავის დაღწევისთვის. წლის ბოლოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და შეეცადეთ, არ გარისკოთ.

ტყუპები

დამდეგ წელს ენერგიულად დაიწყებთ და წლის პირველივე კვარტალში შეძლებთ არა მხოლოდ ადრე დამუხრუჭებული საკითხების ხელახალ გააქტიურებას, არამედ ახალი პროექტების დაწყებასაც. შეეცადეთ, ამ პერიოდში კონცენტრირებული და ორგანიზებული იყოთ. რაც მთავარია, გამოჰყავით პრიორიტეტული საკითხები და თქვენი დრო და ენერგია მათ დაუთმეთ. ასე უფრო იოლად წახვალთ წინ. ამ დროს ნუ იქნებით აჩქარებული და ნუ შეეცდებით ყველა საქმის ერთად კეთებას. გაზაფხულის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება საქმიანი ინფორმაციის თუ ცოდნის მიღება-გადაცემისთვის, შეთანხმებების მიღწევისთვის, სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ასევე ქორწინებისთვის ან პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. ეს დრო ასევე გამოიყენეთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის და ასევე იმ ძველი პროექტების გადახედვისთვის, რომლებიც შესაძლოა წლის მეორე ნახევარში მიუბრუნდეთ. მაისის ბოლოდან დაიწყებთ ახალ, თორმეტწლიან ციკლს, აქედან გამომდინარე, მაქსიმალური ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რომ ძლიერი ფუნდამენტი შექმნათ. ზაფხულის დასაწყისიდანვე იგრძნობთ აღმაფრენას და მოიმატებს იღბლიანობაც. თუ ამის წინაპირობა იქნება, სამსახურში მოითხოვეთ ხელფასის მომატება ან დაწინაურება. არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა გაასაიდუმლოოთ და თქვენს მიზნებზე ხმამაღლა არ ისაუბროთ. ზაფხული კარგი დროა საერთაშორისო კავშირების დამყარებისთვის ან გაძლიერებისთვის, მოგზაურობისთვის, საბუთებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. შემოდგომით მიიღებთ იმას, რასაც მაის-ივნისში დათესავთ. ამ ორ პერიოდს ერთმანეთთან კარმული კავშირიც კი აქვთ. ამ პერიოდში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც მიმართეთ. წლის ბოლოს მოგიწევთ ტემპის მომატება, რათა წარმატებით დაასრულოთ ან დაასტაბილუროთ მაინც ის პროექტები, რომლებიც 2024 წლის მეორე ნახევარში დაიწყეთ ან განავითარეთ.

კირჩხიბი

2024 წელი მთლიანობაში საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდება და ამ წელს განვითარებული მოვლენები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ. წლის პირველი ნახევარი თქვენგან მოითხოვს საკუთარი წარსულის სწორად შეფასებას და შესაბამის ანალიზს. შეეცადეთ, ყველა ის ურთიერთობა თუ საკითხი, რომელიც მხოლოდ თქვენს რესურსებს ითხოვს და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ, თუნდაც დროებით უკან გადასწიოთ. ეს უპირველესად გულისხმობს „ტოქსიკური“ ადამიანებისგან და არასაჭირო მოვალეობებისგან გათავისუფლებას. ასეთი მიდგომით უკვე გაზაფხულის მეორე ნახევარში გზას გაუხსნით საინტერესო პერსპექტივებს და ახალ ნაცნობობას. ამავე პერიოდში შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანები და ეს ურთიერთობები მეგობრობაშიც კი გადაიზარდოს. გააქტიურდება სამსახურებრივი ცვლილებებიც ან ახალ პროექტებში აღმოჩნდებით ჩართული. თუ დაგჭირდეთ, დაიხმარეთ არა მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები, არამედ რჩევები კონსულტანტებისგანაც მიიღეთ. ზაფხულში თქვენს მეტ ყურადღებას შინაგანი პროცესები მოითხოვს. მოგიწევთ ფსიქოლოგიურად გაძლიერება და რაც მთავარია, ემოციების მართვის სწავლა. ეს საშუალებას მოგცემთ წარმატებით გაართვათ თავი როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებს. შემოდგომის პირველ ნახევარში მოიმატებს კარიერული წინსვლის და ფინანსური შემოსავლების ზრდის ალბათობა. ეს კარგი დროა ვალების გასტუმრებისთვის, ფინანსური დაბანდებისთვის, კომერციული გარიგებებისთვის და ახალი შენაძენებისთვის (მათ შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის). მოგიწევთ სწავლა, ახალი ცოდნის შეძენა და კვალიფიკაციის ამაღლება. შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთარი კარგი დროა მოგზაურობისთვის, ახალი გამოცდილების შეძენისთვის, ჯანმრთელობის გამყარებისთვის, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის. წლის ბოლოს გადახედეთ თქვენს საქმიან კავშირებს, სამსახურებრივ ურთიერთობებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელებისაც ნუ შეგეშინდებათ.

ლომი

2024 წელის აქტიურად და ენერგიულად დაიწყებთ. პირველივე კვარტალში მოგიწევთ საინტერესო შეხვედრები, მოლაპარაკებები და შესაძლოა გარკვეულ შეთანხმებებსაც მიაღწიოთ. ამ დროს ბევრი რამ თქვენს კომუნიკაბელურობაზე იქნება დამოკიდებული. ამ პერიოდში ჩამოყალიბდება სწორედ ის პროექტები და კავშირები, რომლებიც უახლოეს სამწლიან პერიოდზე მოახდენს გავლენას. წლის პირველ ნახევარში თქვენს ადრე დასახულ მიზნებს კრიტიკული თვალით შეხედეთ და საჭიროების შემთხვევაში მათში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანეთ. თუ გაზაფხულზე პრიორიტეტებს სწორად დასახავთ და სამსახურებრივ თუ კარიერულ საკითხებთან მიმართებაში უშეცდომოდ იმოქმედებთ, წარმატებებს აუცილებლად მიაღწევთ. თუმცა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ზომიერად დაიკისრეთ და ამ კუთხით არ გადააჭარბოთ. ზომიერი იყავით სხვების დახმარების კუთხითაც. გაჩნდება იმის საშიშროება, რომ სხვებზე ზრუნვის გამო, თქვენი საქმეები უკან დარჩეს. წლის მეორე ნახევარში თქვენი ის იმედები, რომლებიც კოლექტიურ საქმიანობას და მეგობრულ ურთიერთობებს უკავშირდება, გამართლდება. ასე რომ, ზაფხულში და შემოდგომით ნაკლებად ფორმალური იყავით და ნურც ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას მოინდომებთ. უპირატესობა პარტნიორულ საქმიანობას მიანიჭეთ. ეს ცვლილებების პერიოდი იქნება, რომელიც შესაძლოა დაუკავშირდეს სამსახურს, რომელიმე ორგანიზაციასთან ან კომპანიასთან თანამშრომლობას. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომის დასაწყისში მაქსიმალურად გაუფრთხილდით ფინანსებს (განსაკუთრებით ეს კრედიტების ან ნებისმიერი, სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებებს ეხება). თუ აუცილებლობა არ იქნება, მოერიდეთ ვალების აღებას. საქმეში ფული გამოცდილ ადამიანებთან შეთანხმების შემდეგ დააბანდეთ. შემოდგომის მეორე ნახევარში სასიყვარულო ურთიერთობები მეტ სინათლეს და მკაფიოობას მოითხოვს. ამ კუთხით არასწორი ნაბიჯების გადადგმას, მოსალოდნელია მთელი რიგი გართულებები მოჰყვეს. ამიტომ ადამიანი ჯერ კარგად გაიცანით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ.

ქალწული

თქვენთვის 2024 წლის ძირითადი ხაზი საქმიანი თუ სასიყვარულო სფეროში პარტნიორული ურთიერთობების მართვა და განვითარება იქნება. სწორედ ამ მიმართულებით გაჩნდება ახალი გამოწვევები, წინაღობები და ასევე წარმატების შანსიც. წლის პირველი ნახევარი დადებითი იქნება. ამ პერიოდში აქტიურად და რაც მთავარია წარმატებულად გააგრძელებთ შარშან დაწყებულ პროექტებს და დიდი ალბათობით თქვენს იდეებსაც განახორციელებთ. ეს განსაკუთრებით ეხება სწავლა-განათლებას, ახალი ცოდნის მიღებას, თქვენს თავში გარკვეულ იდეოლოგიის ფორმირებას, რომელიც შეიძლება საინტერესოდ გამოვლინდეს პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური ან სოციოლოგიური კუთხით. ეს კარგი დროა უცხოეთში მოგზაურობისთვის ან უცხოეთთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განვითარებისთვის. ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება გაზაფხულზე, მითუმეტეს, რომ სწორედ ამ დროს გაფართოვდება თქვენი პერსპექტივები და მომავალსაც უფრო ნათლად დაინახავთ. ზაფხულის პირველ ნახევარში სასურველია მეტი დაისვენოთ და ადრე დაწყებული ან გადადებული მოკლევადიანი საქმეები დაასრულოთ. ამ პერიოდში ასევე საშუალება მოგეცემათ გაისტუმროთ ვალები, გაარკვიოთ პრობლემური ურთიერთობები და მოაგვაროთ იურიდიული დავა. ზაფხულის მეორე ნახევარს ენერგიულად გაივლით. ბევრ პერსპექტივას თუ პრობლემას განსხვავებულად დაინახავთ. მითუმეტეს, რომ ის შინაგანი შფოთვა თუ შიშის განცდა, რაც ადრე გაწუხდებათ, სრულად მოიხსნება. მოგეცემათ გავლენის გაფართოვების და ავტორიტეტის ზრდის შესაძლებლობა.შემოდგომა დაუკავშირდება პირად ცხოვრებაში ახალ იმპულსების შემოსვლას. ძველი ურთიერთობები განვითარდება ან შესაძლოა სრულიად ახალი ურთიერთობაც დაიწყოს. ეს კარგი დროა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების, ასევე ახალი საერთაშორისო (განსაკუთრებით შემოქმედებითი) პროექტების დაწყებისთვის. წლის ბოლო სასიკეთო იქნება ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისთვის ან ახალი ცოდნის მიღებისთვის.

სასწორი

2024 წლის დასაწყისი უკვე მიღწეული შედეგების გაანალიზებისთვის და მომავლის დაგეგმვისთვის გამოიყენეთ. ამ პერიოდში გაგიჭირდებათ ყველაფრის ერთად თავის გართმევა. ამიტომ ყურადღება ძირითად საკითხებზე გაამახვილეთ. მოაწესრიგეთ, დაარეგულირეთ და მართეთ როგორც თქვენს შინაგანი განწყობა, ისე თქვენს გარშემო მიმდინარე პროცესები. წინსვლის და წარმატების რეალური შესაძლებლობა მხოლოდ გაზაფხულის დასაწყისიდან გაჩნდება. ეს იქნება არსებული სიტუაციის ახლებურად დანახვის, მომავლის სწორად დაგეგმვის და რეორგანიზების პერიოდიც. ეს კარგი დროა კრედიტებთან, ფინანსურ ვალდებულებებთან, ბიზნესთან, დივიდენდებთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. არ არის გამორიცხული სწორედ ამ დროს გაგიჩნდეთ იმიჯის შეცვლის სურვილიც. ამ პერიოდში არ შეგეშინდეთ ცვლილებების განხორციელების და გადამწყვეტ ვითარებაში გაბედულად იმოქმედეთ. გაზაფხულის მეორე ნახევარი და ზაფხულის დასაწყისი სასიკეთო იქნება პირადი ცხოვრების დალაგებისთვის, ქორწინებისთვის ან სულაც არასასურველი ურთიერთობიდან თავის დაღწევისთვის. ეს კარგი დროა მოგზაურობისთვის, ადგილების მონახულებისთვის შემეცნებისთვის და საინტერესო თავგადასავლებისთვის. წლის მეორე ნახევარში უპირატესობა ერთობლივ საქმიანობას მიანიჭეთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს. ეს გარკვეულწილად არასწორი გადაწყვეტილების მიღებისგან გიხსნით. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომა საკმაოდ დადებითი გამოდგება. ეს დაუკავშირდება ახალი, დადებითი ემოციების მიღებას. გააფართოვებთ პირად ჰორიზონტს, აითვისებთ ახალ სივრცეებს და ბევრი რამ, რაც ადრე სარისკოდ გეჩვენებოდათ, შედარებით კომფორტული და ჰარმონიული გახდება. ამავე პერიოდში მოიმატებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღების ალბათობა. შესაძლოა მოგიწიოთ საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაც. წლის ბოლოს შეეცადეთ დაისვენოთ, ენერგია აღიდგინოთ და ემოციურად განიტვირთოთ. თუმცა მომავალი წლის დაგეგმვაც არ დაგავიწყდეთ.

მორიელი

იმ საქმიანი ურთიერთობების უმეტესობა, რომლებიც გასულ წელს დაიწყეთ, 2024 წელს წარმატებულად განვითარდება. ბევრი ახალი ნაცნობი საინტერესო კუთხით გამოავლენს თავს და შესაძლოა ახალი მოკავშირეები ან მეგობრებიც კი შეიძინოთ. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება წლის პირველი ნახევარში, როდესაც მოგიწევთ პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტებში ჩართვა. წარმატებას მოიტანს ერთობლივი საქმიანობა. თუ დასაოჯახებელი ხართ, მიმდინარე წელს სასიყვარულო პარტნიორის მოძიებისთვის, ახალი რომანის დაწყებისთვის ან თუნდაც ქორწინებისთვის, ამაზე კარგ პერიოდს ვერ ნახავთ.გაზაფხულის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ცვლილებისთვის, ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის, კარიერული წინსვლისთვის, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის. მთავარი იქნება, რომ წლის პირველი ნახევარში საკუთარ ეჭვებს გაუმკლავდეთ და ემოციური სისტემა მართოთ, კონკრეტულად კი ყოველივე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ უსაფუძვლო შფოთვას არ აჰყვეთ ხოლმე. ზაფხულის პირველ ნახევარში გაძლიერდება აგრესიული ფონი, რაც შექმნის კონფლიქტურ სიტუაციებს. მოსალოდნელია საფრთხე დაემუქროს იმ პირად, თუ საქმიან კავშირებს, რომლებიც დამუხრუჭებულია და ვეღარ ვითარდება. ამ პერიოდში ნუ შეხვალთ მოშურნეებთან თუ ოპონენტებთან კონფრონტაციაში. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე მდგომარეობა გამოსწორდება და შეძლებთ არა მხოლოდ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, არამედ ახალი პერსპექტივების შექმნასა და გამოყენებას. უფრო მეტიც, სწორედ ამ პერიოდიდან მოიტანს წარმატებასა და ფინანსურ შემოსავლებს ის კავშირები, რომლებიც წლის პირველ ნახევარში განავითარეთ. გარდა ამისა, ეს ასევე კარგი დროა პირად ცხოვრებასთან, ბავშვებთან და ასევე შემოქმედებით პროექტებთან (იგივე, ხელოვნებასთან) დაკავშირებული საკითხების წამოჭრისთვის და განვითარებისთვის. წლის ბოლოს გაგიჩნდებათ გადადებული საქმეების დასრულების ან თქვენთვის ბუნდოვან სიტუაციებში გარკვევის კარგი შესაძლებლობა.

მშვილდოსანი

2024 წლისთვის დამახასიათებელი იქნება მაღალი დინამიკა და ამას წლის დასაწყისიდანვე იგრძნობთ. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამსახურებრივ ცვლილებასთან, სამუშაო გარემოს განვითარებასთან, ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან და ფიზიკური ფორმის განვითარება-გაძლიერებასთან. აქედან გამომდინარე, თუ სამსახურში ხელფასის მომატების მოთხოვნას, ან თუნდაც საქმიანობის სფეროს შეცვლას აპირებთ, წლის პირველი კვარტალი გამოიყენეთ. მთავარია, რომ შეძლოთ ყველაფრის ორგანიზება და წვრილმან საკითხებსაც კი აკურატულად და დისციპლინირებულად მიუდგეთ. გაზაფხულის პირველ ნახევარში მოიმატებს წარმატების მიღწევის ალბათობა, განსაკუთრებით თუ საქმიანობა უცხოეთს, საერთაშორისო ურთიერთობებს, ცოდნის მიღება-გადაცემას, ასევე სპორტს ან ძალოვან სამსახურებს უკავშირდება. გაზაფხულის მეორე ნახევარში შესაძლოა მოახერხოთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ან საერთოდ, ეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი იყოს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება მშობლებთან და საერთოდ, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ურთიერთობების განვითარებაც. წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, ზაფხულის მეორე ნახევარში შეეცადეთ საკუთარ რესურსები კარგად და მოგებიანად გამოიყენოთ. ეს ეხება როგორც ენერგიას, ისე ფინანსებსა და დროს. ნუ დაიკისრებთ თქვენს თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ დაიწყებთ მასშტაბურ პროექტებს მათი საფუძვლიანი მომზადების გარეშე. ამ პერიოდში საინტერესო იქნება სოციალური პროექტები, ასევე მოგზაურობასთან, სწავლასთან და საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურება. განსაკუთრებულ ყურადღებას შემოდგომა ითხოვს. ამ პერიოდში ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად წაიწიეთ წინ. ამ პერიოდში წამოჭრილი პრობლემები აუცილებლად გადაჭერით, რადგან მომავალში მათი მოგვარება უფრო გართულდება. ეს კარგი დროა ახალი ან თუნდაც დამატებითი სამსახურის მოძიებისთვის და ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის. წლის ბოლოს დაასრულეთ გადადებული საქმეები და მათ, მომდევნო 2025 წელში ნუ გადაიტანთ.

თხის რქა

2024 წელი და განსაკუთრებითი მისი პირველი კვარტალი თქვენთვის გარდამავალი ეტაპი აღმოჩნდება. ამ პერიოდში ბევრი არაფრის მომტანი ურთიერთობისგან თუ ზედმეტი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას შეძლებთ. ეს საშუალებას მოგცემთ გამოთავისუფლებული დრო და ენერგია ახალი მიზნების დასახვასა და მათ მიღწევას მოახმაროთ. თქვენი მუშაობის გრაფიკი და ცხოვრების რეჟიმი საკმაოდ აქტიური იქნება გაზაფხულზეც. ამ პერიოდში მოგიწევთ ბევრი დაგროვილი საკითხის მოგვარება როგორც თქვენს, ისე ოჯახის წევრების ცხოვრებაში. თქვენი მხრიდან გაწეული ძალისხმევა და რთული საკითხების მიმართ ორგანიზებული მიდგომები უახლოეს გარემოცვაში თქვენს ავტორიტეტულობას გაზრდის, სამსახურში კი ეს საშუალებას მოგცემთ ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი ტალანტი. რაც ბუნებრივია, ეს ხელმძღვანელობას ყურადღების მიღმა არ დარჩება და შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებთ. წლის მეორე ნახევარი ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი, მაგრამ მაინც სტაბილური იქნება. ზაფხულის პირველი ნახევარი დაგეხმარებათ წარსული გააანალიზოთ, დაისვენოთ და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ. ეს კარგი დროა ვარჯისთვის და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოგიწევთ (ეს უფრო საქმიან სფეროს, სამსახურსა და ბიზნესს ეხება). ამ პერიოდში თუ გარშემო მყოფებთან მიმართებაში საკუთარი თავის და უნარების დაფასებას ისწავლით, ეს თქვენს ფინანსურ შემოსავლებზე და საერთოდ, ცხოვრების ხარისხზე სასიკეთოდ აისახება. შეეცადეთ, დრო და ენერგია არაფრისმომტან ურთიერთობებზე და საქმეებზე არ გაფლანგოთ. მეოთხე კვარტალი მთლიანობაში სასიკეთო აღმოჩნდება. მოიმატებს თქვენი თავისუფლების განცდა და ბევრ დადებით ემოციას მიიღებთ, რომელიც დაკავშირებული იქნება ოჯახურ ცხოვრებასთან, სასიყვარულო სფეროსთან და უძრავ ქონებასთან. ამ დროს იყავით მოსიყვარულე და პარტნიორის მიმართ ემოციები გაბედულად გამოავლინეთ.

მერწყული

2024 წელს მოგიწევთ ბევრი ძირეული ცვლილების განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი გარკვეულ ტრანსფორმაციას მოგიტანთ (ეს გამოვლინდება, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დონეზე). ის, რასაც აქამდე ითმენდით ან ყურადღებას არ აქცევდით, კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს და დაიწყებთ ამ ყველაფრის შეცვლას. წლის პირველი ნახევარშივე შეძლებთ სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. განსაკუთრებით ეს ეხება ურთიერთობებს, სწავლას, სამსახურს და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას (ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები). წლის დასაწყისიდან გაზაფხულის ბოლომდე პერიოდი დაუკავშირდება იმ გეგმების ორგანიზებას, სისტემატიზაციას და მატერიალიზაციას, რომლებიც გასულ წლის ბოლოს ჩაიფიქრეთ. მნიშვნელოვანი იქნება მეგობრების და ერთგული ადამიანების მხრიდან გაწეული ძალისხმევა, ამიტომ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. შეეცადეთ ამ პერიოდში ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ (განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნერვულ სისტემას). წლის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი და სტაბილური გამოდგება. მითუმეტეს, რომ ზაფხულის დასაწყისიდანვე იგრძნობთ იღბლიანობის გაძლიერებას და შესაძლოა ცხოვრების გარკვეული კონფიგურაციები თქვენდა სასარგებლოდ დალაგდეს. ზაფხულის ბოლოს მოერიდეთ საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს და სარისკო საქმეების დაწყებას. ეს დრო დასვენებისთვის და სიმშვიდის მოპოვებისთვის გამოიყენეთ. შემოდგომის პირველ ნახევარში ყურადღება მიაქციეთ შემოსავლებსა და გასავლებს. გონივრულად მართეთ კრედიტებთან და ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში თუ დაგჭირდებათ, დახმარება გაბედულად ითხოვეთ. შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთრის დასაწყისი სასიკეთო იქნება პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების შეტანისთვის, ქორწინებისთვის, პრობლემური ურთიერთობისგან თავის დაღწევისთვის, ასევე ბავშვებთან დაკავშირებული პოზიტიური ცვლილებებისთვის. წლის ბოლოს გადახედეთ განვლილ ნაბიჯებს და შეეცადეთ არა მხოლოდ ობიექტურად შეაფასოთ და შეაჯამოთ თქვენს მიერ მიღწეული შედეგები, არამედ დასახოთ ახალი მიზნებიც.

თევზები

2024 წელი იმ სამწლიანი პერიოდის პიკი იქნება, რომელი შარშან გაზაფხულზე დაიწყო. ამ წელს მოგიწევთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების, პროექტების, პერსპექტივებისა და პრობლემების ყურადღებით შესწავლა, ანალიზი, სწორი დასკვნების გამოტანა და რაც მთავარია, საფუძვლიანი დალაგება. წლის პირველი ნახევრის მთავარი გზავნილი იქნება: მკაფიოობა და კონკრეტულობა! თუ იქნებით ბუნდოვანი და აბსტრაქტული, მოსალოდნელია არასასიამოვნო სიტუაციებში არც თუ იშვიათად აღმოჩნდეთ. შეეცადეთ, რომ გაზაფხულზევე დაალაგოთ ურთიერთობები ნათესავებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ხშირად ხვდებით. მოიცილეთ პარაზიტი და მანიპულატორი ადამიანები. ეს ეხება ნეგატიურ ინფორმაციასაც - ისწავლეთ მისი თავიდან არიდება. გარდა ამისა, გაასაიდუმლოეთ მიზნები და შეეცადეთ, თქვენს გეგმებზე ხმამაღლა არ ისაუბროთ. საქმიან ცხოვრებაში და სამსახურში მხოლოდ ორგანიზებული და დისციპლინირებული მოქმედებებით მიაღწევთ წარმატებას. წლის მეორე ნახევარი იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საინტერესო და წარმატებული, თუ შექმნილ კრიზისებს პრაქტიკულ გასაღებს მოუძებნით. თეორიული მსჯელობით წინ ვერ წახვალთ, ამიტომ იყავით პრაგმატული და კონკრეტული. პრიორიტეტებში მოაქციეთ ის საკითხები, რომლებიც თქვენს კარიერულ წარმატებას, ფინანსურ შემოსავლებს და ოჯახურ ჰარმონიას უზრუნველყოფენ. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომის პირველ ნახევარში წინსვლა გელით, თუ თქვენი საქმიანობა მუსიკას, კინოს, თეატრს ან ლიტერატურას უკავშირდება. ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება მოგზაურობისთვის, საქმიანი შეთანხმებებისთვის და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. თუმცა ამავე პერიოდში თქვენი წარსული მოქმედებები თქვენგან გარკვეულ კორექციას მოითხოვს. ამიტომ ის ძველი შეცდომები გამოასწორეთ. მეოთხე კვარტალში დასტაბილურდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ხოლო უძრავ ქონებასთან და დაოჯახებასთან დაკავშირებული საკითხები თქვენდა სასარგებლოდ განვითარდება