საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გემი იძირებოდა, მან კი სამაშველო რგოლი სხვას დაუთმო - ვინ იყო ანეტა ანდრონიკაშვილი, რომლის სიცოცხლეც 24 წლის ასაკში შეწყდა: ულამაზესი, გმირი ქართველი გოგონას ამბავი
გემი იძირებოდა, მან კი სამაშველო რგოლი სხვას დაუთმო - ვინ იყო ანეტა ანდრონიკაშვილი, რომლის სიცოცხლეც 24 წლის ასაკში შეწყდა: ულამაზესი, გმირი ქართველი გოგონას ამბავი

1916 წელს ქარ­თულ გა­ზეთ­ში, "სა­ხალ­ხო ფურ­ცე­ლი" ცნო­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა: "დღეს, 27 მარტს, ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­დახ­დი­ლი იქ­ნე­ბა პა­ნაშ­ვი­დი გემ "პორ­ტუ­გალ­ზე" და­ღუ­პულ ანე­ტა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად, რა­საც გუ­ლი­თა­დი მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბი­ან ნა­თე­სა­ვე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი, ბე­ბია, დედა, ძმე­ბი გან­სვე­ნე­ბუ­ლი­სა“.

  • ანა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი მო­წყა­ლე­ბის და იყო, რო­მე­ლიც მცუ­რავ ჰოს­პი­ტალ "პორ­ტუ­გალ­ზე" და­ი­ღუ­პა. ის გერ­მა­ნულ­მა წყალ­ქვე­შა ნავ­მა 1916 წლის 30 მარტს ქა­ლაქ რი­ზეს­თან ჩა­ძი­რა. ანა (ანე­ტა) ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი მაშ­ვე­ლი რგო­ლი სხვას და­უთ­მო.

ანე­ტა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი 1891 წელს, სო­ლო­მონ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი­სა და ნა­დეჟ­და ერის­თა­ვის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მო­წყა­ლე­ბის დე­ბის კურ­სებ­ზე შე­ვი­და და წმინ­და ნი­ნოს ლა­ზა­რეთ­ში და­ი­წყო სამ­სა­ხუ­რი. ომში თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წა­ვი­და და მო­წყა­ლე­ბის დად მცუ­რავ ჰოს­პი­ტალ "პორ­ტუ­გალ­ზე" მსა­ხუ­რობ­და.

ქა­ლაქ რი­ზეს­თან, შავი ზღვის თურ­ქე­თის სა­ნა­პი­როს­თან, ხო­მალ­დი შე­ჩერ­და, რად­გან შე­ნიშ­ნეს, რომ პა­ტა­რა ნავი იძი­რე­ბო­და და მას­ზე მყო­ფებს ნა­ვის შე­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ. იმ დრო­ი­სათ­ვის მცუ­რავ ჰოს­პი­ტალ "პორ­ტუ­გალ­ზე", რო­მელ­საც სა­ნა­პი­რო­დან დაჭ­რი­ლე­ბი აჰ­ყავ­და ხოლ­მე, დაჭ­რი­ლე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ იყ­ვნენ ექი­მე­ბი, მედ­დე­ბი და გე­მის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი. ჰოს­პი­ტალ­ზე შე­ნიშ­ნეს, რომ წყალ­ქვე­შა ნა­ვი­დან სათ­ვალ­თვა­ლო ოპ­ტი­კუ­რი ხელ­სა­წყო - პე­რის­კო­პი მი­უ­ახ­ლოვ­დათ, თუმ­ცა, წე­სით, სა­ხი­ფა­თო არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან "პორ­ტუ­გა­ლი“ მცუ­რა­ვი ჰოს­პი­ტა­ლი იყო და მას ჰა­ა­გის კონ­ვენ­ცია იცავ­და. ამი­ტომ, ეკი­პაჟ­მა არა­ნა­ი­რი თავ­დაც­ვი­თი ზომა არ მი­ი­ღო. მალე მოვ­ლე­ნე­ბი დრა­მა­ტუ­ლად გან­ვი­თარ­და.

გერ­მა­ნულ­მა წყალ­ქვე­შა ნავ­მა მის­კენ გა­უფრ­თხი­ლებ­ლად გა­უშ­ვა ტორ­პე­დო, რო­მე­ლიც ხო­მალდს ას­ცდა. გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ, წყალ­ქვე­შა ნავი, რო­მელ­საც კა­პი­ტან-ლე­ი­ტე­ნან­ტი კონ­რად გან­სე­რი მე­თა­უ­რობ­და, კვლავ დაბ­რუნ­და და ისევ გა­უშ­ვა ტორ­პე­დო, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად ჰოს­პი­ტალს სა­მან­ქა­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბის მახ­ლობ­ლად მოხ­ვდა და შუ­ა­ზე გახ­ლი­ჩა. შე­დე­გად გემი ჩა­ი­ძი­რა.

დიდ­გვა­რო­ვან­თა ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და ფუ­ფუ­ნე­ბით გაზ­რდი­ლი ლა­მა­ზი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა 24 წლის ასაკ­ში შე­წყდა, თუმ­ცა მან თა­ვი­სი ამ საქ­ცი­ე­ლით უკ­ვდა­ვე­ბაც მო­ი­პო­ვა.

  • ანე­ტას ახ­ლო­ბე­ლი მას­თან გან­შო­რე­ბის წუ­თებს ასე იხ­სე­ნებ­და:

"ვგრძნობ­დი, რომ მემ­შვი­დო­ბე­ბო­და, ვუცქერ­დი ესო­დენ ნა­ტიფს და ვურ­ჩევ­დი, ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ აე­წონ-და­ე­წო­ნა, მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა, არ აჩ­ქა­რე­ბუ­ლი­ყო. მან კი გა­დამ­წყვე­ტი ჟეს­ტით, უსი­ტყვოდ მაჩ­ვე­ნა, რომ არა­ფერს და არა­ვის შე­უძ­ლია, შე­უ­შა­ლოს ხელი მისი ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას.

ტალ­ღებ­მა გემს რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­უ­ა­რა, ყვე­ლა­ნი სა­სო­წარ­კვე­თილ­ნი დარ­ბოდ­ნენ... დიდი ხო­მალ­დი ფსკე­რის­კენ წა­ვი­და. ანე­ტამ თა­ვი­სი მაშ­ვე­ლი რგო­ლი უც­ნობ ბავ­შვი­ან ქალს მის­ცა, ქა­რიშ­ხა­ლიც ამო­ვარ­დნი­ლი­ყო".

ანე­ტა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი უკა­ნას­კნე­ლად შე­მაღ­ლე­ბულ­ზე, გე­მის ან­ძას­თან და­უ­ნა­ხავთ, მო­წყა­ლე­ბის დის თავ­სა­ბუ­რა­ვი მო­ეხ­სნა და ხე­ლე­ბა­პყრო­ბი­ლი ცის­კენ იყუ­რე­ბო­და… ქარი უწე­წავ­და მშვე­ნი­ერ თმას…

მის ცხე­დარს დიდ­ხანს ვერ პო­უ­ლობ­დნენ და მხო­ლოდ 20 დღის შემ­დეგ ზღვას სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­უ­რი­ყავს. ბერ­ძენ ბე­რებს უპო­ვი­ათ, წე­სიც აუ­გი­ათ და და­უკ­რძა­ლავთ.

ნა­თე­სა­ვე­ბის ნა­ამ­ბო­ბი კი ასე­თი იყო:

ომში უიღ­ბლო სიყ­ვა­რუ­ლის გამო წა­სუ­ლა, მა­ნამ­დე კი რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ომის დროს თბი­ლი­სის მო­წყა­ლე­ბის დე­ბის კურ­სე­ბი და­ამ­თავ­რა. წმინ­და ნი­ნოს ლა­ზა­რეთ­ში მსა­ხუ­რობ­და. ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე, ნა­ხე­ვა­რი წელი ჭო­რო­ხის რაზმში უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობ­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. ბო­ლოს რუ­სულ-ფრან­გულ გემ­ზე "პორ­ტუ­გალ­ზე“ ასუ­ლა. მისი ძმე­ბი ოს­მა­ლე­თის ფრონტზე იბ­რძოდ­ნენ...

ეპი­ზო­დი გმი­რი ქა­ლის შთა­მო­მავ­ლე­ბის, ჯან­დი­ე­რე­ბის მო­ნა­ყო­ლი­დან:

"ბე­ბი­ამ ძა­ლი­ან ბევ­რი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და. სამი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მი­უყ­ვა­ნეს ერ­თად. ანე­ტას ძმა, მე­რა­ბიც ფრონტზე და­ი­ღუ­პა რუ­სეთ-სპარ­სე­თის ომში. ბე­ბი­ას ძმა ივა­ნეც ფრონტზე და­ი­ღუ­პა. სა­მი­ვე მალ­ხაზ ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა ჩა­მო­ას­ვე­ნა და თა­ვი­ანთ მა­მულ­ში, კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში დაკ­რძა­ლა. ივა­ნე 1924 წელს მი­უნ­ხენ­ში სას­წავ­ლებ­ლად გაგ­ზავ­ნეს, შემ­დეგ არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო, იქ დარ­ჩა, აღარ ჩა­მო­სუ­ლა. მო­წყა­ლე­ბის და ეს პრო­ფე­სია ოჯა­ხის ტრა­დი­ცია ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი ბე­ბია ელი­სა­ბე­დი და მისი და ნი­ნოც მო­წყა­ლე­ბის დები იყ­ვნენ ახ­ლან­დე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლა­ზა­რეთ­ში. ბე­ბი­ას უფ­რო­სი და ნინო ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გა­და­ღე­ბუ­ლია მო­მაკ­ვდავ ვაჟა-ფშა­ვე­ლას სას­თუ­მალ­თან...“

  • P.S. ულა­მა­ზე­სი მა­მა­ცი მო­წყა­ლე­ბის დის ანე­ტა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­მო­ნა­ხულ ცნო­ბებ­ში ესა თუ ის დე­ტა­ლი შე­იძ­ლე­ბა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი­ცაა ან შე­საძ­ლოა, რა­ღაც გა­მო­გო­ნი­ლიც, თუმ­ცა, ჩვე­ნამ­დე იქ­ნებ სრულ­მა სი­მარ­თლე­მაც მო­აღ­წია?!.

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა გაბრიჭიძე
5

გმირობა ადამიანის წამიერი დაუფიქრებელი მოქმედებაა და არავითარი გარანტია არაა იმისა, რომ სწორად იქცევი. ამ ქალბატონმა მართალია თავისი სიცოცხლის ფასად სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ სადაა გარანტია, რომ ამას უფალი თვითმკვლელობად არ ჩაუთვლის? ის, ხომ შეგნებულად წავიდა სიკვდილზე? ასევე იქცევა ის, ვინც ყულფში ყოფს თავს, ანუ ამ ორის ქმედება, ბევრით არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ ჩვენ რომ გმირობა გვგონია, იქნებ ეს უდიდესი ცოდვაა. 

ვახო...
1

ის უკვე ცხონებულია და უკვდავია მისი სახელი სამარადჟამოდ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

გემი იძირებოდა, მან კი სამაშველო რგოლი სხვას დაუთმო - ვინ იყო ანეტა ანდრონიკაშვილი, რომლის სიცოცხლეც 24 წლის ასაკში შეწყდა: ულამაზესი, გმირი ქართველი გოგონას ამბავი

გემი იძირებოდა, მან კი სამაშველო რგოლი სხვას დაუთმო - ვინ იყო ანეტა ანდრონიკაშვილი, რომლის სიცოცხლეც 24 წლის ასაკში შეწყდა: ულამაზესი, გმირი ქართველი გოგონას ამბავი

1916 წელს ქართულ გაზეთში, "სახალხო ფურცელი" ცნობა გამოქვეყნდა: "დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ "პორტუგალზე" დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადი მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა“.

  • ანა ანდრონიკაშვილი ქართველი მოწყალების და იყო, რომელიც მცურავ ჰოსპიტალ "პორტუგალზე" დაიღუპა. ის გერმანულმა წყალქვეშა ნავმა 1916 წლის 30 მარტს ქალაქ რიზესთან ჩაძირა. ანა (ანეტა) ანდრონიკაშვილმა თავისი მაშველი რგოლი სხვას დაუთმო.

ანეტა ანდრონიკაშვილი 1891 წელს, სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოწყალების დების კურსებზე შევიდა და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო სამსახური. ომში თავისი სურვილით წავიდა და მოწყალების დად მცურავ ჰოსპიტალ "პორტუგალზე" მსახურობდა.

ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა, რადგან შენიშნეს, რომ პატარა ნავი იძირებოდა და მასზე მყოფებს ნავის შეკეთებაში დაეხმარნენ. იმ დროისათვის მცურავ ჰოსპიტალ "პორტუგალზე", რომელსაც სანაპიროდან დაჭრილები აჰყავდა ხოლმე, დაჭრილები არ იმყოფებოდნენ, მაგრამ იყვნენ ექიმები, მედდები და გემის მომსახურე პერსონალი. ჰოსპიტალზე შენიშნეს, რომ წყალქვეშა ნავიდან სათვალთვალო ოპტიკური ხელსაწყო - პერისკოპი მიუახლოვდათ, თუმცა, წესით, სახიფათო არ უნდა ყოფილიყო, რადგან "პორტუგალი“ მცურავი ჰოსპიტალი იყო და მას ჰააგის კონვენცია იცავდა. ამიტომ, ეკიპაჟმა არანაირი თავდაცვითი ზომა არ მიიღო. მალე მოვლენები დრამატულად განვითარდა.

გერმანულმა წყალქვეშა ნავმა მისკენ გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც ხომალდს ასცდა. გარკვეული ხნის შემდეგ, წყალქვეშა ნავი, რომელსაც კაპიტან-ლეიტენანტი კონრად განსერი მეთაურობდა, კვლავ დაბრუნდა და ისევ გაუშვა ტორპედო, რომელიც ამჯერად ჰოსპიტალს სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა და შუაზე გახლიჩა. შედეგად გემი ჩაიძირა.

დიდგვაროვანთა ოჯახში დაბადებული და ფუფუნებით გაზრდილი ლამაზი გოგონას ცხოვრება 24 წლის ასაკში შეწყდა, თუმცა მან თავისი ამ საქციელით უკვდავებაც მოიპოვა.

  • ანეტას ახლობელი მასთან განშორების წუთებს ასე იხსენებდა:

"ვგრძნობდი, რომ მემშვიდობებოდა, ვუცქერდი ესოდენ ნატიფს და ვურჩევდი, ყველაფერი კიდევ აეწონ-დაეწონა, მოეფიქრებინა, არ აჩქარებულიყო. მან კი გადამწყვეტი ჟესტით, უსიტყვოდ მაჩვენა, რომ არაფერს და არავის შეუძლია, შეუშალოს ხელი მისი ნების აღსრულებას.

ტალღებმა გემს რამდენჯერმე გადაუარა, ყველანი სასოწარკვეთილნი დარბოდნენ... დიდი ხომალდი ფსკერისკენ წავიდა. ანეტამ თავისი მაშველი რგოლი უცნობ ბავშვიან ქალს მისცა, ქარიშხალიც ამოვარდნილიყო".

ანეტა ანდრონიკაშვილი უკანასკნელად შემაღლებულზე, გემის ანძასთან დაუნახავთ, მოწყალების დის თავსაბურავი მოეხსნა და ხელებაპყრობილი ცისკენ იყურებოდა… ქარი უწეწავდა მშვენიერ თმას…

მის ცხედარს დიდხანს ვერ პოულობდნენ და მხოლოდ 20 დღის შემდეგ ზღვას სანაპიროზე გამოურიყავს. ბერძენ ბერებს უპოვიათ, წესიც აუგიათ და დაუკრძალავთ.

ნათესავების ნაამბობი კი ასეთი იყო:

ომში უიღბლო სიყვარულის გამო წასულა, მანამდე კი როგორც აღვნიშნეთ, ომის დროს თბილისის მოწყალების დების კურსები დაამთავრა. წმინდა ნინოს ლაზარეთში მსახურობდა. ფრონტის წინა ხაზზე, ნახევარი წელი ჭოროხის რაზმში უმძიმეს პირობებში მუშაობდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ბოლოს რუსულ-ფრანგულ გემზე "პორტუგალზე“ ასულა. მისი ძმები ოსმალეთის ფრონტზე იბრძოდნენ...

ეპიზოდი გმირი ქალის შთამომავლების, ჯანდიერების მონაყოლიდან:

"ბებიამ ძალიან ბევრი ტკივილი განიცადა. სამი მიცვალებული მიუყვანეს ერთად. ანეტას ძმა, მერაბიც ფრონტზე დაიღუპა რუსეთ-სპარსეთის ომში. ბებიას ძმა ივანეც ფრონტზე დაიღუპა. სამივე მალხაზ ანდრონიკაშვილმა ჩამოასვენა და თავიანთ მამულში, კახეთში, გურჯაანის რაიონში დაკრძალა. ივანე 1924 წელს მიუნხენში სასწავლებლად გაგზავნეს, შემდეგ არეულობა დაიწყო, იქ დარჩა, აღარ ჩამოსულა. მოწყალების და ეს პროფესია ოჯახის ტრადიცია ყოფილა. ჩვენი ბებია ელისაბედი და მისი და ნინოც მოწყალების დები იყვნენ ახლანდელი უნივერსიტეტის ლაზარეთში. ბებიას უფროსი და ნინო ანდრონიკაშვილი გადაღებულია მომაკვდავ ვაჟა-ფშაველას სასთუმალთან...“

  • P.S. ულამაზესი მამაცი მოწყალების დის ანეტა ანდრონიკაშვილის ხანმოკლე ცხოვრების შესახებ შემონახულ ცნობებში ესა თუ ის დეტალი შეიძლება დაუზუსტებელიცაა ან შესაძლოა, რაღაც გამოგონილიც, თუმცა, ჩვენამდე იქნებ სრულმა სიმართლემაც მოაღწია?!.

სტატია მომზადებულია სხვადასხვა ინტერნეტრესურსის გამოყენებით.