"ისრაელის მიზანი თუ "ჰამასის“ სრული განადგურებაა, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, "სწორი პასუხი“ ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებზე არ არის "მთლიანი ტერიტორიის განადგურება“ ან "სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა“.
"თუ ეს ["ჰამასის“ განადგურება] არის მიზანი, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება“, - განაცხადა მაკრონმა.
მან ისრაელის მთავრობას მოუწოდა ამ ბრძოლაში "თავისი მიზანი დააზუსტოს“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა "გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევების გაორმაგება, ყველა მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ ჰყავს "ჰამასს“ და ღაზას მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, რომელსაც ასე სასწრაფოდ საჭიროებენ“.
რა თქვა არასწორი თქვე არასწორებო? თუ პალესტინელი ბავშვი და ქალი არ იმსახურებს თანაგრძნობას? მთელი საცხოვრებელი მასივის მიწასთან გასწორება ტერორიზმია აბა რა არის? ამ შემთხვევაში განსხვავებას ვერ ვხედავ ჰამასსა და ცახალს შორის.
ზელენსკის ამათი იმედი უნდა ქონდეეს???? (საცოდავი უკრაინა და უკრაინელები)!