სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან მგალობლიშვილი შენობიდან გაიპარა, როცა ჩვენ მისი ალკოჰოლზე შემოწმება მოვითხოვეთ - სხვათა შორის, წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილა, რაზეც ძალიან ვწუხვარ" - თინა ბოკუჩავა
"ლევან მგალობლიშვილი შენობიდან გაიპარა, როცა ჩვენ მისი ალკოჰოლზე შემოწმება მოვითხოვეთ - სხვათა შორის, წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილა, რაზეც ძალიან ვწუხვარ" - თინა ბოკუჩავა

პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილს "ლა­ჩა­რი“ და "მდუ­მა­რე, სა­მარ­ცხვი­ნო დე­პუ­ტა­ტი“ უწო­და.

რო­გორც მან პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილს სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნა და მიკრო­ფო­ნი არც ერთხელ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც მიკრო­ფო­ნი მოხ­სნა და მას აქეთ-იქით იქ­ნევ­და.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბი "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბი ხდე­ბი­ან.

"ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი დღეს აშ­კა­რად ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე. ეს ლა­ჩა­რი, რო­მე­ლიც შე­ნო­ბი­დან გა­ი­პა­რა, მა­შინ რო­დე­საც ჩვენ მისი ალ­კოჰო­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბა მო­ვი­თხო­ვეთ, სხვა­თა შო­რის, წარ­სულ­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ყო­ფი­ლა, რა­ზეც ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. მედ­რო­ვე, ლა­ჩა­რი მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად არ ეს­ხმის თავს ქალ დე­პუ­ტატს. ის ასე­ვე, თავს და­ეს­ხა ქალ ჟურ­ნა­ლისტს და სხვა ქალ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს. თქვენ­გან, ბა­ტო­ნო შალ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ა­გი­რე­ბას არ ვე­ლო­დე­ბი, რად­გან თა­ვად არ ერი­დე­ბით ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც კი, ქალი კო­ლე­გე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში. ვინ­მეს ახ­სოვს ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში? ან "მი­ნის­ტრის სა­ათ­ზე“, ან სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსზე, ან სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა­ზე, ან სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯეტ­ზე, ან რო­მე­ლი­მე სა­კი­თხზე? არა, იმი­ტომ, რომ ამ მდუ­მა­რე სა­მარ­ცხვი­ნო დე­პუ­ტატს სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნა და მიკრო­ფო­ნი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია სამი წლის მან­ძილ­ზე არც ერთხელ, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც მიკრო­ფო­ნი მოხ­სნა და მას აქეთ-იქით იქ­ნევ­და. ფაქ­ტია, რომ ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბი "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მიზ­ნე ვხდე­ბით, იმი­ტომ, რომ ჩვენ ხში­რად ყვე­ლა­ზე უკომ­პრო­მი­სოდ ვიბ­რძვით "რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის“ წი­ნა­აღ­მდეგ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნა ბო­კუ­ჩა­ვამ.

მან ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ რატი ბრე­გა­ძეს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის პი­როვ­ნე­ბა­ზეც მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ მის მიერ გა­კე­თე­ბულ პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებს მი­ნის­ტრი უზ­რდე­ლო­ბად აფა­სებს და ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უხამ­სო­ბა­ზე დუმს.

"თქვენს პი­როვ­ნე­ბა­ზეც მე­ტყვე­ლებს ბა­ტო­ნო რატი ის ფაქ­ტი, რომ მე რო­დე­საც პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბას ვა­კე­თებ და მო­ნად, ან მო­ნურ მორ­ჩი­ლე­ბად მო­ვიხ­სე­ნი­ებ თქვენს ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამ პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბას უზ­რდე­ლო­ბად აფა­სებთ, მაგ­რამ დუმ­ხართ და კრინტს არ ძრავთ იმ უხამ­სო­ბა­ზე, რაც ჩვენ დღეს ვი­ხი­ლეთ ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის მხრი­დან. და­მერ­წმუ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა თვალ­ში ეს ნამ­დვი­ლად ბევ­რს ამ­ბობს თქვენს პი­როვ­ნე­ბა­ზე და დიახ, სწო­რედ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)(
6

სირცხვილია ქალოოოო!

HJ
5

აუფ! წუხს ნაცი იყოო)))))))))

ავტორი:

"ლევან მგალობლიშვილი შენობიდან გაიპარა, როცა ჩვენ მისი ალკოჰოლზე შემოწმება მოვითხოვეთ - სხვათა შორის, წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილა, რაზეც ძალიან ვწუხვარ" - თინა ბოკუჩავა

"ლევან მგალობლიშვილი შენობიდან გაიპარა, როცა ჩვენ მისი ალკოჰოლზე შემოწმება მოვითხოვეთ - სხვათა შორის, წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილა, რაზეც ძალიან ვწუხვარ" - თინა ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მგალობლიშვილს "ლაჩარი“ და "მდუმარე, სამარცხვინო დეპუტატი“ უწოდა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ლევან მგალობლიშვილს სამი წლის განმავლობაში, საპარლამენტო ტრიბუნა და მიკროფონი არც ერთხელ გამოუყენებია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიკროფონი მოხსნა და მას აქეთ-იქით იქნევდა.

ბოკუჩავას თქმით, ქალი დეპუტატები "რუსული ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნეები ხდებიან.

"ლევან მგალობლიშვილი დღეს აშკარად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეს ლაჩარი, რომელიც შენობიდან გაიპარა, მაშინ როდესაც ჩვენ მისი ალკოჰოლური შემოწმება მოვითხოვეთ, სხვათა შორის, წარსულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. მედროვე, ლაჩარი მგალობლიშვილი პირველად არ ესხმის თავს ქალ დეპუტატს. ის ასევე, თავს დაესხა ქალ ჟურნალისტს და სხვა ქალ პარლამენტის წევრებს. თქვენგან, ბატონო შალვა განსაკუთრებით რეაგირებას არ ველოდები, რადგან თავად არ ერიდებით ფიზიკურ ძალადობასაც კი, ქალი კოლეგების წინააღმდეგ ამ სხდომათა დარბაზში. ვინმეს ახსოვს ლევან მგალობლიშვილის გამოსვლა პარლამენტში? ან "მინისტრის საათზე“, ან საარჩევნო კოდექსზე, ან სასამართლოს რეფორმაზე, ან სახელმწიფოს ბიუჯეტზე, ან რომელიმე საკითხზე? არა, იმიტომ, რომ ამ მდუმარე სამარცხვინო დეპუტატს საპარლამენტო ტრიბუნა და მიკროფონი არ გამოუყენებია სამი წლის მანძილზე არც ერთხელ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიკროფონი მოხსნა და მას აქეთ-იქით იქნევდა. ფაქტია, რომ ქალი დეპუტატები "რუსული ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნე ვხდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ყველაზე უკომპრომისოდ ვიბრძვით "რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მან ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართა და განაცხადა, რომ მის პიროვნებაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს მინისტრი უზრდელობად აფასებს და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან განხორციელებულ უხამსობაზე დუმს.

"თქვენს პიროვნებაზეც მეტყველებს ბატონო რატი ის ფაქტი, რომ მე როდესაც პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ და მონად, ან მონურ მორჩილებად მოვიხსენიებ თქვენს ამა თუ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ამ პოლიტიკურ შეფასებას უზრდელობად აფასებთ, მაგრამ დუმხართ და კრინტს არ ძრავთ იმ უხამსობაზე, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ ლევან მგალობლიშვილის მხრიდან. დამერწმუნეთ, საქართველოს მოქალაქეთა თვალში ეს ნამდვილად ბევრს ამბობს თქვენს პიროვნებაზე და დიახ, სწორედ ეს არის პოლიტიკური მონობა,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

იხილეთ ასევე: