სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები?!" - თინა ბოკუჩავა
"განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები?!" - თინა ბოკუჩავა

გუ­შინ­დელ­მა შემ­ზა­რავ­მა მკვლე­ლო­ბამ კი­დევ ერთხელ გვიჩ­ვე­ნა, რომ სრუ­ლი­ად ყალ­ბია "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ ნა­რა­ტი­ვი, რო­დე­საც ის მშვი­დო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა - დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­ჩე­უ­ლი აქვს კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტუ­ლი, შემ­რი­გებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა მტერ­თან,- ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი გზა რე­ა­ლუ­რი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვის­თვის ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბაა.

"განა ესაა მშვი­დო­ბა, რო­დე­საც ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც მა­მის საფ­ლავ­ზე მი­დის სა­ლო­ცა­ვად, ზურ­გში ეს­ვრი­ან რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი? ერ­თა­დერ­თი გზა რე­ა­ლუ­რი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვის და იმის, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყველ­გან, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყ­ვნენ და­ცუ­ლი, არის სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში. ამის­თვის უნდა ვიბ­რძო­ლოთ და ვი­მუ­შა­ოთ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­ჩე­უ­ლი აქვს კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტუ­ლი, შემ­რი­გებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა მტერ­თან. ეს რას იძ­ლე­ვა, გვიჩ­ვე­ნებს მათ შო­რის ის უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტე­ბი, რაც გუ­შინ ვი­ხი­ლეთ”,- გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

კერ­ძოდ, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, "2023 წლის 6 ნო­ემ­ბერს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ იქნა ერთი მო­ქა­ლა­ქე".

შსს-მ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბალ­თან, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის და ერთი პი­რის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 143-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოკუჩავას!
0

ისრაელში ქალებიც იბრძვიან. მიდი, აიღე ავტომატი, დადექი ხაზთან და მოგყვებით. აი ესაა ლიდერობა. აბა ომში შეაკლა რუსს ქართველობა რომ შენ ევროპაში გაინავარდო, შეგრჩეს რაც გაგიკეთებია და აქ პასუხის მომკითხავი არავინ დარჩეს რომ მშვიდად შეგერგოს ყველაფერი...

ეგრე სადაა? ასეთი ბრიყვი გგონია ქართველობა? ეგ სკოლა უკვე გავიარეთ!

#####
0

ღმერთო შენ ამრავლე ეს ქალი! დეკრეტული დეკრეტულზე რა! ტყუპები ტყუპებზე! რავალი დასვენებული ვიყავით ბიჯოოოო!!!!

ავტორი:

"განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები?!" - თინა ბოკუჩავა

"განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები?!" - თინა ბოკუჩავა

გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სრულიად ყალბია "რუსული ოცნების“ ნარატივი, როდესაც ის მშვიდობაზე გვესაუბრება - დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევისთვის ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაა.

"განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები? ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყველგან, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან. ეს რას იძლევა, გვიჩვენებს მათ შორის ის უმძიმესი ფაქტები, რაც გუშინ ვიხილეთ”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.