სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძეგლი დადგეს.
ინფორმაციას Baeston ტელეგრამის არხის ავრცელებს. „პუტინის ჩამოსხმული ბრინჯაოს ქანდაკება“ რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამბულატ თედეევმა მშობლიურ სოფელ ცორბისში საზეიმოდ გახსნა.
თედეევი სოფელს ესტუმრა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდებთან ერთად და უამბო მათ „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინისა და 2008 წლის მოვლენების შესახებ“, - ნათქვამია მოხსენებაში.
2020 წელს თედეევმა ცორბისში საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის ძეგლი დადგა, რომელიც დამზადებულია ცნობილი ოსი მოქანდაკის იბრაჰიმ ხაევის შემოქმედებით სახელოსნოში. ბაესტონის ტელეგრამის არხის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, სტალინის ძეგლის გვერდით სოფელში ახლა პუტინის სკულპტურა გამოჩნდა.
იმ სოფლის ახალგაზრდებს არ უთხრა რამდენ ხანს გაძლებს ეს ძეგლი? რად უნდათ ეს დროებითი ძეგლები.? მალე დედა გეტირებათ!
ოკუპირებულ სამაჩაბლოში კი არა , ლამის აგერ ე.წ ჩვენმა მთავრობამ აქ დაგვიდგას პუტინის ძეგლი, კიდევ ტროლებს რომლებიც აქ მუშაობენ, არ ვარ ნაციონალი, ყველაზე დიდი მოწინაღმდეგე ვიყავი მაგათი მაგრამ ამ მთავრობის ხელში კორუფციამ და განუკითხაობამ წარმოუდგენელ მაშტაბებს მიაღწია