ინფორმაცია, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საჯაროა, ის განთავსებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის და შეგიძლიათ ნახოთ იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ჩიქოვანია, მე არ ვარ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის წევრები იყენებენ სხვადასხვა პროცედურულ ხრიკებს იმისთვის, რომ არ დამტკიცდეს თინა ბოკუჩავას უფლებამოსილება.
„ინფორმაცია, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საჯაროა, ის განთავსებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ გვერდზე. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის და შეგიძლიათ ნახოთ იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ჩიქოვანია მე არ ვარ. არ ვარ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრები იყენებენ სხვადასხვა პროცედურულ ხრიკებს იმისთვის, რომ არ დამტკიცდეს ჩემი უფლებამოსილება. ბუნებრივია, „ოცნებისთვის“ გაცილებით უფრო კომფორტულია ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე ოპოზიციის გარეშე სიარული, ამიტომ ბლოკავს ოპოზიციის წევრებს.
ასე ხდება, მათ შორის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც თეონა აქუბარდიას არ აძლევენ მონაწილეობის უფლებას. აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. ასეთ ფორუმებზე სწორედ ოპოზიციას უწევს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა.
უმრავლესობის წარმომადგენლები დარბაზშიც კი არ არიან მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები მტკიცდება. მაგალითად, როდესაც კოპენჰაგენში დავაყენე შესწორება, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ნატო-ს საპარლამენტო რეზოლუციაში ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი, დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები.
ანალოგიური სიტუაცია იყო სტრასბურგშიც, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოცნების“ წევრები არ იმყოფებოდნენ დარბაზში, როდესაც პუტინს კიდევ ერთხელ აღიარებდნენ დიქტატორად - რატომ? იმიტომ, რომ მათ უწევთ პუტინის და არა საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ფორუმებზე. პუტინი არის მათი ხელისუფლებაში ყოფნის გარანტი და შესაბამისად, სამაგიეროს გადახდის სახით ისინი სწორედ პუტინის და რუსეთის ინტერესებს იცავენ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა, რომ „საპარლამენტო ასამბლეაში თუ ვინმე არ აძლევს მუშაობის საშუალებას ქალბატონ ბოკუჩავას, არის ქალბატონი დეკანოიძე”.
როგორც ჩიქოვანმა განმარტა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დადგენილი კვოტები, მაგრამ დეკანოიძე არ უთმობს ამ კვოტას ბოკუჩავას“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კანონის მიხედვით აქვს დადგენილი კვოტები, მაგრამ ქალბატონი დეკანოიძე არ უთმობს ამ კვოტას ქალბატონ ბოკუჩავას. ამას გარდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სხვა წარმომადგენელიც, რომელიც არის ბატონი აკაკი მინაშვილი, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა სესიაზე და არც არცერთ სესიაზე ყოფილა. აქედან გამომდინარე, თითქოს საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს რამეს უკრძალავს არის აბსოლუტური ტყუილი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
დეპუტატის ძირითადი მოვალეობა საშინაო, საგარეო, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და კანონში ასახვაა, მერე მისი შესრულების კონტროლი ! ახლა ესენი არცერთი ამას არ აკეთებენ, იციან , არ იციანზე არ არის ლაპარაკი , თან გარანტირებული აქვთ მონაცვლეობით პოზიციიან ოპოზიციიანად არჩევნებში ერთხელ რომ გაძვრებიან სიით თუ ფულით, სამი ოთხი და მეტი საარჩევნო ციკლით მორჭმით მანდ ჯდომა და თუ ოდესმე დატოვეს მაქაურობა , უბიზნესოდ და სამმაგი პენსიის გარეშე არ რჩებიან , ზოგი მანდ სკოლის მერე ზის და პენსიაშია გასული ! ამ დროს არცერთ კანონში, არც კონსტიტუციაში არ გვიწერია, რომ ამათ ანგარიში უნდა ჩაგვაბარონ და თუ ვერ ჩაგვაბარეს, გავიწვიოთ უნდა თავის ნაწერ ხმა მიცემულ კანონებიანად და მის აღმსრულებლებიანად ვადამდე! გაქვს ეს საშუალება სამ მილიონ ადამიანს ? არა! ამ სამას პოზიცია ოპოზიციიანად და მთავრობიანად ხომ აქვს უკვე "პირველი ღამის" უფლება ?! აქვს ! აი ესაა გეტო, სხვა კი არაფერია გეტო ! იძახეთ ახლა მიშა ტირანია და ბიძინა ფულის ქისაო , დიქტატურა ნასტუპაეტო და ეგეთები ! ვისი ბრალია და სამი მილიონის, არ გამოჩნდა მანდ ათი ისეთი კაცი და ქალი, რომ ამათ ჭკუით, რიტორიკით, განსწავლულობით, სიდარბაისლით , შახითა და ქარიზმით კუდით ქვა ასროლინოს: ამ ნაკომკავშირალ შპანას რომ თავს დაისვამ , რა ევროპა და ნატო გინდა, უნდა იყო ამაზონის ჯუნგლებში და სამი ათასი წელი იქ ითვალეთ მერე , სახელმწიფოებრივობის და ანბანის უნიკალურობის შესახებ იგავარაკები მოუყევით ბადიშებს, შენ ხარ ვენახი და ჩაკრულო ასმენინე , ბოლქვებს როცა მოგიტანენ ტყიდან სადილად ! არა, მწვადებს მოგართმევენ შვლისას ! ალადასტურს და ხიხვს ! კი, ნურასუკაცრავად ! საკუთარი მოვალეობა იცის სამმა მილიონმა ? პასუხი რომ უნდა მოთხოვოს ამათ, არჩევნებიდან არჩევნებამდე რომ კუდი ყავარზე აქვთ გადებული ?!
მანჯგალაძე მაინც ყველაზე დიდი "ბრძენია"...