Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 წლის ებრაელი ქალის წინაშე "ჰამასიც" კი უძლური აღმოჩნდა: როგორ იხსნა ინბარ ლიბერმანმა ტერორისტებისგან კიბუცი - "5 შეიარაღებულ ტერორისტს მარტო გაუმკლავდა"
25 წლის ებრაელი ქალის წინაშე "ჰამასიც" კი უძლური აღმოჩნდა: როგორ იხსნა ინბარ ლიბერმანმა ტერორისტებისგან კიბუცი - "5 შეიარაღებულ ტერორისტს მარტო გაუმკლავდა"

25 წლის ებ­რა­ელ ქალ­თან "ჰა­მა­სიც" კი უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. გო­გო­ნამ მთე­ლი კი­ბუ­ცი (სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­მუ­ნა ის­რა­ელ­ში) გა­და­არ­ჩი­ნა, როცა ის ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ჯგუფს წინ გა­უ­ძღვა და მათ ოცზე მეტი მო­წი­ნა­ვე ტე­რო­რის­ტი მოკ­ლეს. მათ შო­რის 5 შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ტე­რო­რისტს გო­გო­ნა მარ­ტო გა­უმკლავ­და.

ინ­ბარ ლი­ბერ­მა­ნი ნირ-ამის კი­ბუ­ცის უსაფრ­თხო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი 2022 წლის დე­კემ­ბრი­და­ნაა. როცა მან შა­ბათს აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა გა­ი­გო, მიხ­ვდა, რომ ეს, ღა­ზას სექ­ტორ­თან მდე­ბა­რე კი­ბუც­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და. ლი­ბერ­მა­ნი სას­წრა­ფოდ მო­ემ­ზა­და, 12-კა­ცი­ან უსაფრ­თხო­ე­ბის ჯგუფს ია­რა­ღი ჩა­მო­უ­რი­გა და მათ სა­პა­სუ­ხო შე­ტე­ვას კო­ორ­დი­ნა­ცია გა­უ­წია.

ინ­ბარ ლი­ბერ­მან­მა და­ნა­ყო­ფი, და­სახ­ლე­ბის გას­წვრივ, სტრა­ტე­გი­ულ პო­ზი­ცი­ებ­ზე გა­ნა­თავ­სა. როცა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დამ­სხმელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხა თავს, მათ რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ას­წრეს და ლი­ბერ­მა­ნის და­ნა­ყოფ­მა ისი­ნი მი­სი­ის დროს და­ხო­ცა. ინ­ბარ­მა, და­მო­უ­კი­დებ­ლად, 5 ტე­რო­რის­ტი მოკ­ლა, და­ნარ­ჩე­ნებ­მა კი, ოთხ სა­ათ­ში, 20 მათ­გა­ნის დახ­ვრე­ტა მო­ას­წრეს. მათი წყა­ლო­ბით, "ჰა­მა­სის­თვის" ნირ-ამი აუ­ღე­ბე­ლი ციხე-სი­მაგ­რე გახ­და.

ილიტ პაზ­მა, ნირ ამის კულ­ტუ­რულ­მა კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­მო­ცე­მა Israel Hayom-ს გა­ნუ­ცხა­და: "ეს გა­სა­ო­ცა­რი იყო. ჩემი ქმა­რი სა­თა­და­რი­გო და­ნა­ყოფ­ში გა­ნა­თავ­სეს, რად­გან ისი­ნი მეტი მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ცდი­ლობ­დნენ. ინ­ბარ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ ტე­რო­რის­ტებს ოპე­რა­ტი­უ­ლად დას­ხმო­და თავს და სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ ათო­ბით მსხვერ­პლი აი­ცი­ლეს თა­ვი­დან."

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც ინ­ბარ ლი­ბერ­მა­ნის გმი­რულ საქ­ცი­ელს ადი­დებ­და: "როცა ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა, ეს ქალი ის­რა­ე­ლის ჯილ­დოს მი­ი­ღებს. მისი გმი­რო­ბის ის­ტო­რია ქვეყ­ნის მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­საც ემახ­სოვ­რე­ბა. ინ­ბა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მთელ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნირ ამის კი­ბუ­ცი ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც უვ­ნე­ბე­ლი რჩე­ბა",- წე­რია პოს­ტში.

ის­რა­ელ­ში, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 900 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 2600 და­შავ­და.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნელი
6

ასეთი რამეები უნდა ქვეყნდებოდეს? ხომ შეიძლება სულაც აგენტის მხრიდან შურისძიება განხორციელდეს ამ გოგოზე? მე რაში მაინტერესებს ვიღაც უცნობი აქ რომ მიქვეყნებენ?

ციცი
40

ივანიშვილის შვილები დაიცავენ ასე სამშობლოს. მამამ პატრიოტული სახელებიც მაგიტო დაარქვა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

25 წლის ებრაელი ქალის წინაშე "ჰამასიც" კი უძლური აღმოჩნდა: როგორ იხსნა ინბარ ლიბერმანმა ტერორისტებისგან კიბუცი - "5 შეიარაღებულ ტერორისტს მარტო გაუმკლავდა"

25 წლის ებრაელი ქალის წინაშე "ჰამასიც" კი უძლური აღმოჩნდა: როგორ იხსნა ინბარ ლიბერმანმა ტერორისტებისგან კიბუცი - "5 შეიარაღებულ ტერორისტს მარტო გაუმკლავდა"

25 წლის ებრაელ ქალთან "ჰამასიც" კი უძლური აღმოჩნდა. გოგონამ მთელი კიბუცი (სასოფლო-სამეურნეო კომუნა ისრაელში) გადაარჩინა, როცა ის ადგილობრივების ჯგუფს წინ გაუძღვა და მათ ოცზე მეტი მოწინავე ტერორისტი მოკლეს. მათ შორის 5 შეიარაღებულ ტერორისტს გოგონა მარტო გაუმკლავდა.

ინბარ ლიბერმანი ნირ-ამის კიბუცის უსაფრთხოების კოორდინატორი 2022 წლის დეკემბრიდანაა. როცა მან შაბათს აფეთქებების ხმა გაიგო, მიხვდა, რომ ეს, ღაზას სექტორთან მდებარე კიბუცზე ჩვეულებრივი სარაკეტო თავდასხმებისგან განსხვავდებოდა. ლიბერმანი სასწრაფოდ მოემზადა, 12-კაციან უსაფრთხოების ჯგუფს იარაღი ჩამოურიგა და მათ საპასუხო შეტევას კოორდინაცია გაუწია.

ინბარ ლიბერმანმა დანაყოფი, დასახლების გასწვრივ, სტრატეგიულ პოზიციებზე განათავსა. როცა ჩასაფრებული დანაყოფი შეიარაღებულ თავდამსხმელს მოულოდნელად დაესხა თავს, მათ რეაგირება ვერ მოასწრეს და ლიბერმანის დანაყოფმა ისინი მისიის დროს დახოცა. ინბარმა, დამოუკიდებლად, 5 ტერორისტი მოკლა, დანარჩენებმა კი, ოთხ საათში, 20 მათგანის დახვრეტა მოასწრეს. მათი წყალობით, "ჰამასისთვის" ნირ-ამი აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა.

ილიტ პაზმა, ნირ ამის კულტურულმა კოორდინატორმა, ახალი ამბების გამოცემა Israel Hayom-ს განუცხადა: "ეს გასაოცარი იყო. ჩემი ქმარი სათადარიგო დანაყოფში განათავსეს, რადგან ისინი მეტი მსხვერპლის თავიდან აცილებას ცდილობდნენ. ინბარმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ტერორისტებს ოპერატიულად დასხმოდა თავს და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ათობით მსხვერპლი აიცილეს თავიდან."

სოციალურ მედიაში პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც ინბარ ლიბერმანის გმირულ საქციელს ადიდებდა: "როცა ყველაფერი დასრულდება, ეს ქალი ისრაელის ჯილდოს მიიღებს. მისი გმირობის ისტორია ქვეყნის მომავალ თაობებსაც ემახსოვრება. ინბარის დამსახურებაა, რომ მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე ნირ ამის კიბუცი ერთადერთია, რომელიც უვნებელი რჩება",- წერია პოსტში.

ისრაელში, ბოლო მონაცემებით, 900 ადამიანი დაიღუპა და 2600 დაშავდა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა