საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო" - ვიქტორია ბექჰემი დევიდის ღალატის შესახებ ალაპარაკდა
"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო" - ვიქტორია ბექჰემი დევიდის ღალატის შესახებ ალაპარაკდა

ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი მისი მე­უღ­ლის ღა­ლა­ტის სკან­დალ­ზე სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და.

ჭო­რე­ბი 2003 წელს, მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც დე­ვი­დის პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი, რე­ბე­კა გა­მო­ვი­და და ფეხ­ბურ­თელ­თან რო­მან­ზე ილა­პა­რა­კა. მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ო­რე ქა­ლიც მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ფეხ­ბურ­თელს 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და. დე­ვი­დის ორი­ვე რო­მა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში გამ­ჟღავ­ნდა.

"ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი პე­რი­ო­დი იყო", - აცხა­დებს ვიქ­ტო­რია Netflix-ის დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში "Beckham", რომ­ლის პრე­მი­ე­რა 4 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა. ვიქ­ტო­რი­ას თქმით, მე­უღ­ლის ღა­ლა­ტით ძა­ლი­ან იყო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი და მას­ზე ბრა­ზობ­და.

Spice Girls-ის ყო­ფი­ლი წევ­რი სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რებს უმ­ხელს, რომ მან ტრავ­მა­ზე ხმა­მაღ­ლა მხო­ლოდ იმი­ტომ არ ისა­უბ­რა, რომ ქმრის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა არ გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა.

"ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ მის­მენ­და, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი მის სა­ჭი­რო­ე­ბებს", - დას­ძენს ვიქ­ტო­რია.

მან ბექ­ჰემ­ზე 1999 წლის ივ­ლის­ში იქორ­წი­ნა. 2003 წელს დე­ვი­დი "რეალ მად­რიდ­ში" სა­თა­მა­შოდ, ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ვიქ­ტო­რია კი თა­ვის შვი­ლებ­თან - ბრუკ­ლინ­თან და რო­მე­ოს­თან ერ­თად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დარ­ჩა.

წყვი­ლი ოთხნა­წი­ლი­ან დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში არ ასა­ხე­ლებს იმ ქა­ლე­ბის სა­ხე­ლებს, ვის­თა­ნაც დე­ვიდს რო­მა­ნი ჰქონ­და, თუმ­ცა მათი ვი­ნა­ო­ბა მკი­თხვე­ლის­თვის ისე­დაც ცნო­ბი­ლია. 2003 წელს რე­ბე­კა ლუსი და სარა მარ­ბე­კი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათ ფეხ­ბურ­თელ­თან მცი­რეხ­ნი­ა­ნი რო­მა­ნე­ბი ჰქონ­დათ. მა­ლა­ი­ზი­ე­ლი წარ­მო­შო­ბის სარა მარ­ბე­კი აცხა­დებ­და, რომ და­ო­ჯა­ხე­ბულ ფეხ­ბურ­თელს 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბო­და და რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა კი­დეც. რაც შე­ე­ხე­ბა რე­ბე­კას, ის ბექ­ჰე­მის პერ­სო­ნა­ლურ ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობ­და და პირ­ვე­ლი იყო, ვინც ფეხ­ბურ­თე­ლი ღა­ლატ­ში ამ­ხი­ლა.

ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, ვიქ­ტო­რი­აც ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

"ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო და ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, მე და დე­ვი­დიც ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­ყა­ვით", - გა­მო­ტყდა ვიქ­ტო­რია.

დი­ზა­ი­ნერ­მა იმა­ზეც ისა­უბ­რა, თუ რო­გორ იმოქ­მე­და სკან­დალ­მა მათ ქორ­წი­ნე­ბა­ზე:

"მად­რი­დამ­დე ერ­თი­ა­ნი გუნ­დი ვი­ყა­ვით. მარ­თა­ლია, ყვე­ლა ჩვენს წი­ა­ნა­აღ­მდეგ იყო, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ერ­თად ვი­ყა­ვით და ერ­თმა­ნე­თის იმე­დი გვქონ­და. ეს­პა­ნეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ კი, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით და გვერ­დში არა­ვინ გვყავ­და. ეს ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია, ვერც კი აღვწერ რა რთუ­ლი იყო და რო­გორ იმოქ­მე­და ამან ჩემ­ზე".

მე­უღ­ლის მსგავ­სად, დე­ვი­დის­თვი­საც ემო­ცი­უ­რია ამ პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბა. ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მო­ტყდა, რომ ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, მისი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც უკან-უკან წა­ვი­და და ფეხ­ბურ­თის თა­მა­შიც უჭირ­და:

"არც კი ვიცი, ამ­დენ რა­მეს რო­გორ გა­ვუმკლავ­დით. ვიქ­ტო­რია ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია და როცა მას ასეთ გა­ნა­წყე­ნე­ბულს ვხე­დავ­დი, ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. მაგ­რამ ორი­ვე მებ­რძო­ლე­ბი ვართ, ერ­თმა­ნე­თის­თვის და ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის უნდა გვებ­რძო­ლა. ყვე­ლა­ფე­რი რაც გაგ­ვაჩ­ნია, ბრძო­ლად ღირ­და..."

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დე­ვი­დი და ვიქ­ტო­რია სირ­თუ­ლე­ებს გა­უმკლავ­დნენ. ვიქ­ტო­რი­ას ეს­პა­ნეთ­ში გა­დას­ვლი­დან 1 წლის შემ­დეგ, მათ მე­სა­მე ვაჟი კრუ­ზი შე­ე­ძი­ნათ, 2011 წელს კი მე­ო­თხე შვი­ლი - გო­გო­ნა, რო­მელ­საც ჰარ­პე­რი.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუსიფრუტ
0

ამიტომ ოჯახი უნდა იყოს ერთად. შეიძლება მცირე პაუზის აღებს ურთიერთობაში პრობლემებისას ჩხუბს, დავიდარაბას, ურთიერთ პატივისცემის დაკარგვას, პაუზა და თვითგამორკვევა სჯობს, მაგრამ შეთანხმებულად ცალკ ცალკე ცხოვრება ხშირ შემთხვევაში იწვევს ღალატს, ორპირობას. ფაქტია ერთმანეთი ყვარებიათ, ფაქტია დევიდს ერთად ყოფნა უნდოდა მაგრამ ვიქტორია არ გაყვა ესპანეთში საცხოვრებლად, ფაქტია ვიქტორიამ თავისი წვლილიც დაინახა დევიდის ღალატში სწორად შეაფასა და რადგანაც უყვარდა. აპატია და იბრძოლა ოჯახის შესანარჩუნებლად. ოჯახი წესით ბოლომდე შეინარჩუნებს სტატუს.და დღეს სავარაუდოდ ეცინებათ მომხდარზე თუ საერთოდ ახსოვთ ეგეც საკითხავია. ძლიერები არიან მივესალმები. სიყვარულმა გაიმარჯვა დევიდმა და ვიქტორიამ სწორი არჩევანი გააკეთეს.

მოქალაქე
61

მთავარია სხვა არ შეუყვარდეს კაცს და რა მიკვირს იცით? რატომ უნდა შეაჩერდეს მთელი ცხოვრება მამაკაცი ერთი სწერვას მუ...ელს მხოლოდ?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო" - ვიქტორია ბექჰემი დევიდის ღალატის შესახებ ალაპარაკდა

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო" - ვიქტორია ბექჰემი დევიდის ღალატის შესახებ ალაპარაკდა

ვიქტორია ბექჰემი მისი მეუღლის ღალატის სკანდალზე საჯაროდ პირველად ალაპარაკდა.

ჭორები 2003 წელს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც დევიდის პერსონალური ასისტენტი, რებეკა გამოვიდა და ფეხბურთელთან რომანზე ილაპარაკა. მას მოგვიანებით მეორე ქალიც მოჰყვა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ფეხბურთელს 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა. დევიდის ორივე რომანი ფეხბურთელის ესპანეთში ცხოვრების პერიოდში გამჟღავნდა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო", - აცხადებს ვიქტორია Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში "Beckham", რომლის პრემიერა 4 ოქტომბერს შედგა. ვიქტორიას თქმით, მეუღლის ღალატით ძალიან იყო განაწყენებული და მასზე ბრაზობდა.

Spice Girls-ის ყოფილი წევრი სერიალის პროდიუსერებს უმხელს, რომ მან ტრავმაზე ხმამაღლა მხოლოდ იმიტომ არ ისაუბრა, რომ ქმრის საფეხბურთო კარიერა არ გაენადგურებინა.

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ მისმენდა, უბრალოდ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი მის საჭიროებებს", - დასძენს ვიქტორია.

მან ბექჰემზე 1999 წლის ივლისში იქორწინა. 2003 წელს დევიდი "რეალ მადრიდში" სათამაშოდ, ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, ვიქტორია კი თავის შვილებთან - ბრუკლინთან და რომეოსთან ერთად დიდ ბრიტანეთში დარჩა.

წყვილი ოთხნაწილიან დოკუმენტურ სერიალში არ ასახელებს იმ ქალების სახელებს, ვისთანაც დევიდს რომანი ჰქონდა, თუმცა მათი ვინაობა მკითხველისთვის ისედაც ცნობილია. 2003 წელს რებეკა ლუსი და სარა მარბეკი ირწმუნებოდნენ, რომ მათ ფეხბურთელთან მცირეხნიანი რომანები ჰქონდათ. მალაიზიელი წარმოშობის სარა მარბეკი აცხადებდა, რომ დაოჯახებულ ფეხბურთელს 2 წლის განმავლობაში ესაუბრებოდა და რამდენჯერმე შეხვდა კიდეც. რაც შეეხება რებეკას, ის ბექჰემის პერსონალურ ასისტენტად მუშაობდა და პირველი იყო, ვინც ფეხბურთელი ღალატში ამხილა.

ჭორების გავრცელებიდან მალევე, ვიქტორიაც ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად.

"ეს ურთულესი პერიოდი იყო და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იყო გაერთიანებული. გულწრფელად რომ ვთქვა, მე და დევიდიც ერთმანეთის წინააღმდეგ ვიყავით", - გამოტყდა ვიქტორია.

დიზაინერმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა სკანდალმა მათ ქორწინებაზე:

"მადრიდამდე ერთიანი გუნდი ვიყავით. მართალია, ყველა ჩვენს წიანააღმდეგ იყო, მაგრამ მთავარია, რომ ერთად ვიყავით და ერთმანეთის იმედი გვქონდა. ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კი, თითქოს ერთმანეთს დავშორდით და გვერდში არავინ გვყავდა. ეს ძალიან სევდიანია, ვერც კი აღვწერ რა რთული იყო და როგორ იმოქმედა ამან ჩემზე".

მეუღლის მსგავსად, დევიდისთვისაც ემოციურია ამ პერიოდის გახსენება. ვეტერანი ფეხბურთელი გამოტყდა, რომ ჭორების გავრცელების შემდეგ, მისი ფიზიკური მდგომარეობაც უკან-უკან წავიდა და ფეხბურთის თამაშიც უჭირდა:

"არც კი ვიცი, ამდენ რამეს როგორ გავუმკლავდით. ვიქტორია ჩემთვის ყველაფერია და როცა მას ასეთ განაწყენებულს ვხედავდი, ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო. მაგრამ ორივე მებრძოლები ვართ, ერთმანეთისთვის და ჩვენი ოჯახისთვის უნდა გვებრძოლა. ყველაფერი რაც გაგვაჩნია, ბრძოლად ღირდა..."

მიუხედავად ყველაფრისა, დევიდი და ვიქტორია სირთულეებს გაუმკლავდნენ. ვიქტორიას ესპანეთში გადასვლიდან 1 წლის შემდეგ, მათ მესამე ვაჟი კრუზი შეეძინათ, 2011 წელს კი მეოთხე შვილი - გოგონა, რომელსაც ჰარპერი.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა