სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ" - თინა ბოკუჩავა პაპუაშვილს
"პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ" - თინა ბოკუჩავა პაპუაშვილს

პარ­ლა­მენ­ტში თქვენ არა­ვინ არა­ფერს გე­კი­თხე­ბათ, აქაც კი, რო­გორც ბუ­ტა­ფო­რია და მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ ასე ზი­ხართ, - ასე მი­მარ­თა ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

თინა ბო­კუ­ჩა­ვამ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მი­მარ­თა, დარ­თოს ნება დე­პუ­ტა­ტებს, რომ შეძ­ლონ ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

"მე დღეს მოგ­მარ­თავთ, რომ მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ვი­დეთ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან, ამ­გვა­რი დრა­კო­ნუ­ლი აკ­რძალ­ვა არც ერთ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს არ მი­უ­ღია, რო­გორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც იღებთ თქვენ და კარ­გად გვეს­მის, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თქვენ არ იღებთ, იმი­ტომ, რომ ამ პარ­ლა­მენ­ტში თქვენ არა­ვინ არა­ფერს გე­კი­თხე­ბათ, აქაც კი, რო­გორც ბუ­ტა­ფო­რია და მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ ასე ზი­ხართ. ამ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეც არ ბრძან­დე­ბით და მთა­ვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ФСБ-ს და­ვა­ლე­ბით დევ­ნის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა სწო­რედ ФСБ-ში და­ი­წე­რა, სწო­რედ სან­ქცი­რე­ბუ­ლი ფარ­ცხა­ლა­ძის მიერ, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლე­ბი ამ­ხე­ლენ იმა­ში, რომ ის რუ­სულ საქ­მეს აკე­თებს“,- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც "ამე­რი­კე­ლე­ბის სან­ქცი­ე­ბის, ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ტეს­ტის და რუ­სე­თის მხრი­დან სიკ­ვდი­ლის ეში­ნია“.

"და­ვე­თან­ხმე­ბი ჩემს კო­ლე­გებს, რომ დღეს უკი­დუ­რე­სად შე­ში­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, არა მხო­ლოდ თქვენ პერ­სო­ნა­ლუ­რად, ბა­ტო­ნო შალ­ვა, რო­დე­საც სარ­გებ­ლობთ ბო­რო­ტად თქვე­ნი დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით, რომ არ შე­უშ­ვათ დე­პუ­ტა­ტე­ბი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან, არა­მედ უკი­დუ­რე­სად შე­ში­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლე­ბის სან­ქცი­ე­ბის ეში­ნია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პრო­ტეს­ტის ეში­ნია და რუ­სე­თის­გან მას სიკ­ვდი­ლის ეში­ნია იმი­ტომ, რომ მან პუ­ტი­ნის მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა და ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სი­ფი­კა­ცია, ამას ის ვე­რა­სო­დეს მო­ა­ხერ­ხებს!“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მხრი­დან რეპ­ლი­კა მოჰ­ყვა: "სა­ი­დან ამ­დე­ნი სი­ძულ­ვი­ლი?!“

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათა
0

კი მაგრამ,თუ მაგას არაფერი ეკითხება, მაშინ რაღას ეჩხუბები მიშასთან არ მიშვებო?შენ ნათქვამს ეწინააღმდგები! კეკელკა გენიოსს!!!

ალექს
0

თინიკო მახსენებს აბეზარ ყვითელ მელას !

ავტორი:

"პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ" - თინა ბოკუჩავა პაპუაშვილს

"პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ" - თინა ბოკუჩავა პაპუაშვილს

პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ, - ასე მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, დართოს ნება დეპუტატებს, რომ შეძლონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულება.

"მე დღეს მოგმართავთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, შევიდეთ პრეზიდენტ სააკაშვილთან, ამგვარი დრაკონული აკრძალვა არც ერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია, როგორ გადაწყვეტილებასაც იღებთ თქვენ და კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენ არ იღებთ, იმიტომ, რომ ამ პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, რომელიც ФСБ-ს დავალებით დევნის პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა სწორედ ФСБ-ში დაიწერა, სწორედ სანქცირებული ფარცხალაძის მიერ, რომელსაც ამერიკელები ამხელენ იმაში, რომ ის რუსულ საქმეს აკეთებს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, დღეს "ქართული ოცნება შეშინებულია, განსაკუთრებით კი მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც "ამერიკელების სანქციების, ქართველების პროტესტის და რუსეთის მხრიდან სიკვდილის ეშინია“.

"დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ დღეს უკიდურესად შეშინებულად გამოიყურებით, არა მხოლოდ თქვენ პერსონალურად, ბატონო შალვა, როდესაც სარგებლობთ ბოროტად თქვენი დისკრეციული უფლებამოსილებით, რომ არ შეუშვათ დეპუტატები პრეზიდენტ სააკაშვილთან, არამედ უკიდურესად შეშინებულად გამოიყურება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამერიკელების სანქციების ეშინია, ქართველი ხალხის პროტესტის ეშინია და რუსეთისგან მას სიკვდილის ეშინია იმიტომ, რომ მან პუტინის მთავარი დავალება ვერ შეასრულა და ვერ მოახერხა საქართველოს რუსიფიკაცია, ამას ის ვერასოდეს მოახერხებს!“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: "საიდან ამდენი სიძულვილი?!“