მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია" - რა განცხადებას ავრცელებს ღვინის ეროვნული სააგენტო
"პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია" - რა განცხადებას ავრცელებს ღვინის ეროვნული სააგენტო

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მა­მის, ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის, შპს "ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბის" შე­სა­ხებ "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ლი­დე­რის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია, სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მომ შპს "მო­სავ­ლის მარ­თვის კომ­პა­ნი­ამ" იმ ყუ­რძნის შე­ძე­ნის მიზ­ნით, რო­მელ­ზეც კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან არ იქ­ნე­ბო­და მო­თხოვ­ნა, 2023 წლის 29 აგ­ვის­ტოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მა შპს "ქარ­თულ ფეს­ვებს", რომ­ლის 50%-იანი წი­ლის მე­სა­კუთ­რე ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლია.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­ხა­ტა ასე­ვე მზად­ყოფ­ნა, რომ შე­ის­ყიდ­და იმ ყუ­რძენს, რო­მელ­ზეც კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან არ იქ­ნე­ბო­და მო­თხოვ­ნა. აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას, შპს "ქარ­თულ ფეს­ვებს" 29 აგ­ვის­ტოს გა­უ­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, თუმ­ცა დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ყუ­რძნის არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბი­დან და კერ­ძო სექ­ტო­რის აქ­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ გახ­და სა­ჭი­რო “ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბის” ჩარ­თვა პრო­ცეს­ში და 1 სექ­ტემ­ბერს მას გა­უ­უქ­მდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. მო­სავ­ლის მარ­თვის კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ "ქარ­თულ ფეს­ვებს" არ­ცერ­თი კი­ლოგ­რა­მი ყუ­რძე­ნი არ ჩა­უ­ბა­რე­ბია, არ მი­უ­ღია არა­ნა­ი­რი თან­ხა და ამ ეტაპ­ზე შე­სა­ბა­მი­სად არ არ­სე­ბობს არც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა," - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, თბი­ლი­სი-მი­უნ­ხე­ნი-თბი­ლი­სის ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნის ხარ­ჯი, მა­მამ, ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­და­უ­ხა­და და და­წე­რა:

"ფული სა­ი­დან?

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს აქვს სსიპ "სა­წარ­მო­თა მარ­თვის სა­ა­გენ­ტო". სსიპ "სა­წარ­მო­თა მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს" აქვს შპს "მო­სავ­ლის მარ­თვის კომ­პა­ნია". შპს "მო­სავ­ლის მარ­თვის კომ­პა­ნია"-მ წელს, 29 აგ­ვის­ტოს, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით გა­უ­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შპს "ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი"-ს. შპს "ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი" არის ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის. 150,000 ლარს უხ­დი­ან წლის ბო­ლომ­დე რომ ყუ­რძე­ნი გა­და­ა­მუ­შა­ოს (კილო 10 თეთ­რი). ტა­რი­ელ­მაც აიღო და ბორ­ტი #1 უქი­რა­ვა შვილს რომ შვი­ლიშ­ვი­ლი წა­ეყ­ვა­ნა პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში".

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
6

ქიზიყელებს ბატონი არა ჰყოლიათ და ახლა ყურძნის ჩაბარებისას რიგის მომწესრიგებლები გაუხადეთ ბატონად, ბეგარას და ღალას ხსნიან ? არა გრცხვენიათ ? რთველისას რომ მევენახე გლეხობას წურბელები ჩაბარებისას ახვევიან , ამას ღმერთი არ გაპატიებთ, არც ხალხი, სულ ცხვირში ძმრად გადენთ ! ხმა იმ პარტიას მივცემთ, ვინც იკისრებს პროგრამას, რომ ყველა მევენახე გლეხს 20 ათას ლიტრიანი სიმძლავრის მინი ღვინის ქარხანა ქონდეს სახლში , ნახევრადავტომატური ჩამოსასხმელი ხაზით, ბოთლითა და ეტიკეტით, ასევე სერტიფიკატით და თან მარკეტინგსაც მოუგვარებენ ! შეუძლებელია ? არა! გერმანიას მოზელში ასი წლის წინ ქონდა მოგვარებული, სწორედ მაგიტომ არ გვაძლევს ვიზას ევროკავშირში შესასვლელად-12 პუნტამდე ეს უნდა მოგეგვარებინათო !??! ვინც მევენახეს და ვაზს ებრძვის , ის საქართველოს ებრძვის, დროა მიხვდეთ, ვინც მას ძირკვავს , ის საქართველოს ავერანებს !

კ ო მ ბ ლ ე
7

ამის დებილიდედაც, ამის მომწონებლის და მამინაცვლებისაც დედინაცვლებთან ერთად, ზედ მიშას მყვარებლების ჯიშიც დრენემ ელიი!

არ მო...ეს ტვინი, ღარიბა ქაბატო მიშა, ქაბატო მიშა ღარშტიკა, კარგით რა! ნუ შაჭამეთ ტვინი..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია" - რა განცხადებას ავრცელებს ღვინის ეროვნული სააგენტო

"პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია" - რა განცხადებას ავრცელებს ღვინის ეროვნული სააგენტო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიის, შპს "ქართული ფესვების" შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა ღვინის ეროვნული სააგენტო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სახელმწიფო საწარმომ შპს "მოსავლის მართვის კომპანიამ" იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა, 2023 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმა შპს "ქართულ ფესვებს", რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე ტარიელ ღარიბაშვილია.

"როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა ასევე მზადყოფნა, რომ შეისყიდდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა. აღნიშნულ კომპანიას, შპს "ქართულ ფესვებს" 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება. მოსავლის მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ "ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე შესაბამისად არ არსებობს არც ხელშეკრულება," - წერია განცხადებაში.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი, მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა და დაწერა:

"ფული საიდან?

ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტო". სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტოს" აქვს შპს "მოსავლის მართვის კომპანია". შპს "მოსავლის მართვის კომპანია"-მ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს "ქართული ფესვები"-ს. შპს "ქართული ფესვები" არის ტარიელ ღარიბაშვილის. 150,000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი). ტარიელმაც აიღო და ბორტი #1 უქირავა შვილს რომ შვილიშვილი წაეყვანა პენსილვანიაში".

ასევე იხილეთ: