საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური ფოტოს ისტორია - საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯაზ-კონცერტი 1940 წელს, შოვში ჩატარებულა
უნიკალური ფოტოს ისტორია - საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯაზ-კონცერტი 1940 წელს, შოვში ჩატარებულა

"თბი­ლის­ში ან ბა­თუმ­ში ვინ იცო­და ჯაზი, (ან ვინ გა­ბე­დავ­და) რა­ჭა­ში რომ ვგუ­გუ­ნებ­დით... ფო­ტო­ზე 1940 წე­ლია, ჯაზ-ბენ­დის რე­პე­ტი­ცია შოვ­ში. გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან, უფ­რო­სი ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნი იყო...“ - უნი­კა­ლუ­რი ფოტო "ფე­ის­ბუქჯ­გუფ­ში" "რაჭა და რა­ჭის პე­ი­ზა­ჟე­ბი“ გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა ბი­ჭაშ­ვილ­მა გა­ა­ზი­ა­რა.

მა­მუ­კა ბი­ჭაშ­ვი­ლი წარ­მო­შო­ბით გლო­ლა­დან არის და გლო­ლა­სა და შო­ვის მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს...

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, უნი­კა­ლუ­რი ფოტო მოწ­მობს, რომ შოვი მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტი კი არა, ერ­თგვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრიც ყო­ფი­ლა...

- სა­უ­ბა­რი იქი­დან უნდა და­ვი­წყოთ, რომ შო­ვის სა­კუ­რორ­ტო სივ­რცე მო­წყო­ბი­ლია ის­ტო­რი­უ­ლი სოფ­ლის, გლო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ხსე­ნე­ბულ სო­ფელს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ფოლკ­ლორ­ში მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კვა­ლი აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის. სო­ფელ­ში ახ­ლაც არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლი. ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის თან­ხლე­ბით დღე­საც იმარ­თე­ბა მთის რა­ჭა­ში მათი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი... შოვ­ში მომ­ხდარ სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნამ­დე, კუ­რორ­ტის დამ­სვე­ნებ­ლებ­საც არა­ერ­თხელ მო­უს­მე­ნი­ათ მათ­თვის. რად­გან შოვს და კუ­რორ­ტს შე­ვე­ხეთ, აქვე გე­ტყვით, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, შოვ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ნამ­დვი­ლად ყვა­ო­და. ჯა­ზის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ცნო­ბი­ლია ის ფოტო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მე-20 სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი... ჯაზ-ბენ­დი მუ­სი­კო­სე­ბი­თა და ვო­კა­ლის­ტე­ბით, სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან კი რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს უფ­რო­სი ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნია. ად­გი­ლობ­რივ­თა გად­მო­ცე­მით (ძი­რი­თა­დად ხან­დაზ­მუ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ), კუ­რორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ერ­თხელ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა კონ­ცერ­ტი, უცხო­ელ მუ­სი­კოს­თა ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბით. ვიცი, რომ შო­ვის და­მა­არ­სებ­ლის შამ­შე ლეჟა­ვას შთა­მო­მავ­ლე­ბის ოჯახ­ში დღე­საც ინა­ხე­ბა ერთ-ერთი ასე­თი კონ­ცერ­ტის, ჯა­ზის სა­ღა­მოს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი.

- რა არის ცნო­ბი­ლი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რა­ტომ გა­და­წყდა შოვ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო?

- შოვი ზა­ფხუ­ლო­ბით არამ­ხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რივ დამ­სვე­ნე­ბელს იზი­დავ­და, არა­მედ სხვა და სხვა პრო­ფე­სი­ის ჯგუ­ფე­ბიც ხში­რად სტუმ­რობ­დნენ კუ­რორ­ტს. იყო სპორ­ტუ­ლი შეკ­რე­ბე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო შეხ­ვედ­რე­ბის და ასე­ვე რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ მუ­სი­კოს­თა თავ­შეყ­რის ად­გი­ლიც. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, რომ ამ მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მნახ­ვე­ლის თუ მსმე­ნე­ლის დე­ფი­ცი­ტი ნამ­დვი­ლად არ ექ­ნე­ბო­და, ამი­ტო­მაც სა­ვა­რა­უ­დოა, რომ შო­ვი­სად­მი ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ არა­ერთ ხე­ლო­ვანს გა­უ­ჩი­ნა იდეა შოვ­ში თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კი­დეც.

- შემ­დგომ წლებ­შიც გაგ­რძელ­და კულ­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ მთელ იმ­ჟა­მინ­დელ საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ა­ში უამ­რა­ვი რამ შეც­ვა­ლა. პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბი ყვე­ლას მძი­მედ და­ე­ტყო, მათ შო­რის მთის რა­ჭის კუ­რორ­ტსაც.. 40-60-იანი წლე­ბის პე­რი­ო­დი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია, თუ რამე კულ­ტუ­რუ­ლი ხდე­ბო­და ამ კუ­თხე­ში.

- თუ არის ცნო­ბი­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა რო­გორ შეხ­ვდა ჯა­ზის სა­ღა­მოს?

- ზე­მოხ­სნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას, სო­ფელ გლო­ლას თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ხაზ­გას­მით შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ სო­ფელ­ში ხე­ლოვ­ნე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­სი­კას დიდი ად­გი­ლი ეჭი­რა ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რე­ბელ­თა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში... მუ­სი­კას­თან ერ­თად გვერდს ვერ ავუვ­ლით ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ღმერ­თის გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის შო­ვი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ჭო­რებს რომ არ ავ­ყვეთ (ცნო­ბი­ლი ვერ­სი­აა, რომ ტა­ბი­ძემ "ნი­კორ­წმინ­და“ შოვ­ში და­წე­რაო და ამ ვერ­სი­ას საკ­მა­ოდ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც გა­აჩ­ნია), გა­ლა­კტი­ო­ნის ერთ-ერთ ლექსს გა­ვიხ­სე­ნებ:

"ცხოვ­რე­ბამ თუმც ბევ­რი ცრემ­ლი და­მა­დი­ნა,

შო­ვი­დან ისარ­მა სხე­პა მო­ა­დი­ნა!

ჩემ­თვის იმ ხვამ­ლი­დან სხივ­მა მო­ა­დი­ნა,

შო­ვი­დან ისარ­მა სხე­პა მო­ა­დი­ნა!

რის ვენა, პა­რი­ზი, ლონ­დო­ნი, ათი­ნა -

შო­ვი­დან ისარ­მა სხე­პა მო­ა­დი­ნა!

გულს ოდეს სამ­შობ­ლო მო­ე­თი­ნა­თი­ნა,

შო­ვი­დან ისარ­მა სხე­პა მო­ა­დი­ნა!

სხე­პა მო­ა­დი­ნა, სხე­პა მო­ა­დი­ნა,

მტერს და მო­ღა­ლა­ტეს ბოლი აა­დი­ნა..."

ლევანი
0

რამდენი რამ არ იცის ახალმა თაობებმა. შოვი უნდა აღდგეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უნიკალური ფოტოს ისტორია - საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯაზ-კონცერტი 1940 წელს, შოვში ჩატარებულა

უნიკალური ფოტოს ისტორია - საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯაზ-კონცერტი 1940 წელს, შოვში ჩატარებულა

"თბილისში ან ბათუმში ვინ იცოდა ჯაზი, (ან ვინ გაბედავდა) რაჭაში რომ ვგუგუნებდით... ფოტოზე 1940 წელია, ჯაზ-ბენდის რეპეტიცია შოვში. გადმოცემით ვიცი, რომ სადირიჟორო პულტთან, უფროსი ჯანო ბაგრატიონი იყო...“ - უნიკალური ფოტო "ფეისბუქჯგუფში" "რაჭა და რაჭის პეიზაჟები“ გამოჩნდა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ფონდის დირექტორმა მამუკა ბიჭაშვილმა გააზიარა.

მამუკა ბიჭაშვილი წარმოშობით გლოლადან არის და გლოლასა და შოვის მდიდარი კულტურული ცხოვრების შესახებ გვიამბობს...

- ბატონო მამუკა, უნიკალური ფოტო მოწმობს, რომ შოვი მხოლოდ ცნობილი კურორტი კი არა, ერთგვარი კულტურული ცენტრიც ყოფილა...

- საუბარი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ შოვის საკურორტო სივრცე მოწყობილია ისტორიული სოფლის, გლოლის ტერიტორიაზე. ხსენებულ სოფელს ხელოვნებაში, განსაკუთრებით ფოლკლორში მრავალსაუკუნოვანი კვალი აქვს დატოვებული საქართველოს ისტორიისთვის. სოფელში ახლაც არსებობს რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი. ძველი ქართული მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით დღესაც იმართება მთის რაჭაში მათი შემოქმედებითი ღონისძიებები... შოვში მომხდარ სტიქიურ მოვლენამდე, კურორტის დამსვენებლებსაც არაერთხელ მოუსმენიათ მათთვის. რადგან შოვს და კურორტს შევეხეთ, აქვე გეტყვით, რომ გასული საუკუნის დასაწყისში, შოვში მუსიკალური ცხოვრება ნამდვილად ყვაოდა. ჯაზის მოყვარულთათვის ცნობილია ის ფოტო მასალა, რომელიც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული... ჯაზ-ბენდი მუსიკოსებითა და ვოკალისტებით, სადირიჟორო პულტთან კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უფროსი ჯანო ბაგრატიონია. ადგილობრივთა გადმოცემით (ძირითადად ხანდაზმულები იხსენებენ), კურორტის ტერიტორიაზე არაერთხელ ჩატარებულა კონცერტი, უცხოელ მუსიკოსთა ცოცხალი შესრულებით. ვიცი, რომ შოვის დამაარსებლის შამშე ლეჟავას შთამომავლების ოჯახში დღესაც ინახება ერთ-ერთი ასეთი კონცერტის, ჯაზის საღამოს აუდიოჩანაწერი.

- რა არის ცნობილი ამ ღონისძიებაზე, რატომ გადაწყდა შოვში ჩატარებულიყო?

- შოვი ზაფხულობით არამხოლოდ ჩვეულებრივ დამსვენებელს იზიდავდა, არამედ სხვა და სხვა პროფესიის ჯგუფებიც ხშირად სტუმრობდნენ კურორტს. იყო სპორტული შეკრებების, სამეცნიერო შეხვედრების და ასევე როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მუსიკოსთა თავშეყრის ადგილიც. შესაბამისად, მოსალოდნელიც იყო, რომ ამ მდებარეობაზე დაგეგმილ ღონისძიებებს მნახველის თუ მსმენელის დეფიციტი ნამდვილად არ ექნებოდა, ამიტომაც სავარაუდოა, რომ შოვისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ არაერთ ხელოვანს გაუჩინა იდეა შოვში თავისი შემოქმედებითი პროექტი განეხორციელებინა და განახორციელა კიდეც.

- შემდგომ წლებშიც გაგრძელდა კულტურული მოვლენები?

- მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ მთელ იმჟამინდელ საბჭოთა იმპერიაში უამრავი რამ შეცვალა. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები ყველას მძიმედ დაეტყო, მათ შორის მთის რაჭის კურორტსაც.. 40-60-იანი წლების პერიოდი ნაკლებად ცნობილია, თუ რამე კულტურული ხდებოდა ამ კუთხეში.

- თუ არის ცნობილი, ადგილობრივი მოსახლეობა როგორ შეხვდა ჯაზის საღამოს?

- ზემოხსნებულ ტერიტორიას, სოფელ გლოლას თუ დავუბრუნდებით, ხაზგასმით შეიძლება კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ ამ სოფელში ხელოვნებას და განსაკუთრებით მუსიკას დიდი ადგილი ეჭირა ადგილობრივ მაცხოვრებელთა ყოველდღიურობაში... მუსიკასთან ერთად გვერდს ვერ ავუვლით ქართული პოეზიის ღმერთის გალაკტიონ ტაბიძის შოვისადმი დამოკიდებულებას. ჭორებს რომ არ ავყვეთ (ცნობილი ვერსიაა, რომ ტაბიძემ "ნიკორწმინდა“ შოვში დაწერაო და ამ ვერსიას საკმაოდ საფუძვლიანი მტკიცებულებებიც გააჩნია), გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსს გავიხსენებ:

"ცხოვრებამ თუმც ბევრი ცრემლი დამადინა,

შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!

ჩემთვის იმ ხვამლიდან სხივმა მოადინა,

შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!

რის ვენა, პარიზი, ლონდონი, ათინა -

შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!

გულს ოდეს სამშობლო მოეთინათინა,

შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!

სხეპა მოადინა, სხეპა მოადინა,

მტერს და მოღალატეს ბოლი აადინა..."