სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი" - თინა ბოკუჩავა
"კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი" - თინა ბოკუჩავა

"კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა არის ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი - კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან და პუ­ტინ­თან ერ­თად აბ­რა­ლე­ბენ ომს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ პარ­ლა­მენ­ტში, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც მან "ქა­ჯო­ბა" უწო­და.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყვე­ლა საკ­ვან­ძო მო­მენ­ტში აჩ­ვე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას და ბა­თუმ­შიც მათ ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა და­იც­ვეს.

"მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი, კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პატ­რი­ო­ტე­ბის რე­აქ­ცი­ებს თუ ქა­ჯო­ბას უწო­დებს ვინ­მე, ეს მგო­ნი, უფრო მე­ტად ამ­ხელს მათ პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ას. ჩვენ გუ­შინ ვნა­ხეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბი იცავ­დნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ღირ­სე­ბას, რო­მელ­ზეც უარი თქვა და გა­ყი­და ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სულ­მა რე­ჟიმ­მა.

მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა და ყვე­ლა საკ­ვან­ძო მო­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე აჩ­ვე­ნებს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს, რომ რუ­სი­ფი­კა­ცი­ის მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის.

მისი (კო­ბა­ხი­ძის) გან­ცხა­დე­ბა არის ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი და მო­რიგ ჯერ­ზე სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის ომის დაბ­რა­ლე­ბა, რა­საც თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში არა­ვინ აკე­თებს პუ­ტი­ნის რუ­სე­თის გარ­და. ისი­ნი ამ გან­ცხა­დე­ბე­ბით კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან და პუ­ტინ­თან ერ­თად აბ­რა­ლე­ბენ ომს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას", - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

კი­თხვა­ზე 2008 წლის შემ­დეგ რა­ტომ არ და­წეს­და შე­ზღუდ­ვე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლა­ზე, ბო­კუ­ჩა­ვა აცხა­დებს, რომ "მა­შინ იყო სულ სხვა (სა­ვი­ზო) რე­ჟი­მი, გან­სხვა­ვე­ბით დღე­ვან­დლის­გან".

" ასე­თი სა­ვი­ზო რე­ჟი­მი არ­სად არ მოქ­მე­დებს. ის, რა­საც "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა" აკე­თებს, არის ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, მათ შო­რის, სა­სათ­ბუ­რე ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბით, სა­დაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკა­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ად­გი­ლებს,ათ შო­რის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ღა­რი­ბე­ბის ფონ­ზე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მდიდ­რდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შე­დე­გი,"- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოკუჩავაზე
0

ეს ქალი არის მიხეილ სააკიანის პირადი ბოლშევიკი, ჩეკისტი ქალი.

ამ ქალის შეცვლა არ არსებობს, მთელი ცხოვრება ესე დარჩება როგორც გია ბარამიძე, სააკიანის ერთგული ყურმოჭრილი მონები!

ნანა
0

გსურთ ტურისტული სეზონის ჩაშლა და უკმაყოფილო მასპინძლები ბანკის ვალებით, ასეთი ტუტუცობებით რუსეთს რას დააკლებთ, ბოროტებო

ავტორი:

"კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი" - თინა ბოკუჩავა

"კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი" - თინა ბოკუჩავა

"კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი - კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტში, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც მან "ქაჯობა" უწოდა.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეები ყველა საკვანძო მომენტში აჩვენებენ თავიანთ პოზიციას და ბათუმშიც მათ ქვეყნის ღირსება დაიცვეს.

"მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი, უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ საქართველოს პატრიოტები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას, რომელზეც უარი თქვა და გაყიდა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

მე დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე იქნება და ყველა საკვანძო მომენტში საქართველოს მოქალაქე აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმს, რომ რუსიფიკაციის მცდელობა წარუმატებელი იქნება ყოველთვის.

მისი (კობახიძის) განცხადება არის ქვეყნის ღალატი და მორიგ ჯერზე საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაბრალება, რასაც თავისუფალ სამყაროში არავინ აკეთებს პუტინის რუსეთის გარდა. ისინი ამ განცხადებებით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე 2008 წლის შემდეგ რატომ არ დაწესდა შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, ბოკუჩავა აცხადებს, რომ "მაშინ იყო სულ სხვა (სავიზო) რეჟიმი, განსხვავებით დღევანდლისგან".

" ასეთი სავიზო რეჟიმი არსად არ მოქმედებს. ის, რასაც "რუსული ოცნება" აკეთებს, არის ღია კარის პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, მათ შორის, სასათბურე ეკონომიკური პირობებით, სადაც რუსეთის მოქალაქეები იკავებენ საქართველოს მოქალაქეების ადგილებს,ათ შორის სამუშაო ადგილებს და ჩვენი მოქალაქეების ტოტალური გაღარიბების ფონზე რუსეთის მოქალაქეები მდიდრდებიან საქართველოში და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული შედეგი,"- განაცხადა ბოკუჩავამ.