მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაკირას ჩამოყვანა რომ გადაწყდა, მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის ადმინისტრაციიდან დარეკეს, კონცერტი არ უნდა ჩატარდესო... ეგონათ პატარკაციშვილს ჩამოჰყავდა" - ვარსკვლავის სტუმრობის უცნობი დეტალები
"შაკირას ჩამოყვანა რომ გადაწყდა, მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის ადმინისტრაციიდან დარეკეს, კონცერტი არ უნდა ჩატარდესო... ეგონათ პატარკაციშვილს ჩამოჰყავდა" - ვარსკვლავის სტუმრობის უცნობი დეტალები

თბი­ლის­ში, 2007 წლის 23 დე­კემ­ბერს შა­კი­რამ რი­ყე­ზე კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღერ­ლის შო­უ­ზე დას­წრე­ბა უფა­სო იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო, ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც გავ­რცელ­და და იმ სა­ღა­მოს რი­ყე­ზე 250 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა.

ეს იყო უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა იმ პე­რი­ო­დის­თვის, მსგავ­სი მას­შტა­ბის პოპ მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობ­და, მაგ­რამ მის ჩა­მოს­ვლას არა­ერ­თი სკან­და­ლი ახ­ლდა. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბე­რი ახა­ლი მომ­ხდა­რი იყო, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მუხ­ტი დუღ­და, ამ დროს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში შა­კი­რას სტუმ­რო­ბა და­ი­გეგ­მა.

"ის­თერნფრო­მო­უ­შენ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კახა კან­დე­ლა­კი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი კონ­ცერ­ტის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს და აქამ­დე უც­ნობ ამ­ბებს გვიყ­ვე­ბა.

- შა­კი­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2007 წელს ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ეს იყო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, მაგ­რამ რო­დე­საც ჩვენს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რა­ტომ­ღაც არა­ვინ ახ­სე­ნებს ხოლ­მე. იმ პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი დაგ­ვი­კავ­შირ­და, გვი­თხრა, რომ შა­კი­რას ჩა­მოყ­ვა­ნა უნ­დო­და. ძა­ლი­ან ცოტა დრო გვქონ­და მო­სამ­ზა­დებ­ლად. აქვე სა­ი­დუმ­ლოდ გე­ტყვით, რომ იმ ადა­მი­ანს თა­ვი­დან რიკი მარ­ტი­ნის ჩა­მოყ­ვა­ნა უნ­დო­და, მაგ­რამ რიკი დე­დამ არ გა­მო­უშ­ვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ხდე­ბო­და ნო­ემ­ბერ­ში, ცოტა ხნით ადრე მომ­ხდა­რი იყო ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი.

თა­ვი­დან მე­გო­ნა მთავ­რო­ბის შეკ­ვე­თა, ვი­ფიქ­რე, რომ ალ­ბათ ხალ­ხი რომ დამ­შვი­დე­ბუ­ლი­ყო, იმი­ტომ კეთ­დე­ბო­და. და­ვი­წყეთ შა­კი­რას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ად­ვი­ლად დაგ­ვთან­ხმდა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი გა­მოგ­ზავ­ნა, თან გა­რან­ტია მი­ვე­ცით, რომ კარ­გად დავ­ხვდე­ბო­დით.

ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი ბალ­ტი­ის­პი­რე­თი­დან დაგ­ვი­კავ­შირ­და, რი­ყე­ზე მა­შინ არ არ­სე­ბობ­და სცე­ნა, სა­დაც კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­დე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბით ჩა­მო­ვი­და, რად­გან სხვა­ნა­ი­რად ვერ ეს­წრე­ბო­და. ამინ­დე­ბიც ცუდი დაგ­ვემ­თხვა, ქა­რიშ­ხა­ლი იყო, მუ­შებს ძა­ლი­ან უჭირ­დათ სცე­ნის აწყო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან ავა­წყეთ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი.

2007 წელი, რიყე, მზა­დე­ბა შა­კი­რას კონ­ცერ­ტის­თვის

კონ­ცერ­ტი უფა­სო იყო, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­მოს­ვლა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში 250 ათა­სი კაცი და­ეს­წრო, მთე­ლი ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდი, აღ­მარ­თი, მე­ტე­ხის ხიდი - სავ­სე იყო ხალ­ხით, სხვა­თა შო­რის სომ­ხე­თი­დან ჩა­მო­ვი­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო სოცქსე­ლე­ბი, რო­გორ გა­ავ­რცე­ლეთ ინ­ფორ­მა­ცია?

- ამა­ზე ჩვენ არ გვიზ­რუ­ნია, მხო­ლოდ ჩა­მოყ­ვა­ნა გვე­ხე­ბო­და. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი იყო, რო­დე­საც გა­და­წყდა შა­კი­რას ჩა­მოყ­ვა­ნა და ეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, მი­რე­კა­ვენ მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან, სას­წრა­ფოდ რამე ქე­ნით, კონ­ცერ­ტი არ უნდა ჩა­ტარ­დე­სო. მე მე­გო­ნა იმათ იცოდ­ნენ, ხალ­ხსაც ასე ეგო­ნა, რომ პრე­ზი­დენტს ჩა­მო­ყავ­და. გავ­გიჟ­დი, ვუ­თხა­რი, და­ე­ლა­პა­რა­კეთ ვინც არის დამ­კვე­თი, ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ-მეთ­ქი. აღ­მოჩ­ნდა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ეგო­ნათ, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს ჩა­მოჰ­ყავ­და, ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, რად­გან წი­ნა­სა­ა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო იყო. მერე გა­ირ­კვა, რომ ამ ადა­მი­ანს, ბიზ­ნეს­მენს მთავ­რო­ბის გამო ჩა­მო­ყავ­და, უთხრა, ხომ დაგ­პირ­დით მა­გარ ივენთს გა­ვუ­კე­თებ ქა­ლაქ­სო. კა­პი­კი არ ყო­ფი­ლა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან. თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე კონ­ცერ­ტი 4-5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაჯ­და.

შა­კი­რა თბი­ლის­ში, 2007 წელი, 23 დე­კემ­ბე­რი

- შა­კი­რას ჰო­ნო­რა­რი რამ­დე­ნი გა­და­უ­ხა­დეთ?

- 800 ათა­სი დო­ლა­რი. ზო­გა­დად, პა­ნი­კა იყო, არც მთავ­რო­ბა მო­ვი­და კონ­ცერ­ტზე. მომ­ღე­რა­ლი სას­ტუმ­რო მე­რი­ოტ­ში და­ვა­ბი­ნა­ვეთ, მთლი­ა­ნად ავი­ღეთ ყვე­ლა ნო­მე­რი. მეც იქ ვცხოვ­რობ­დი ის პე­რი­ო­დი. კონ­ცერ­ტის წინა ღა­მეს აპა­რა­ტუ­რა შე­მო­ი­ტა­ნეს, რე­პე­ტი­ცია უნდა ჰქო­ნო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შა­კი­რა 15 კა­ცი­ა­ნი ბენ­დით მღე­რო­და და აქეთ, მე და შა­კი­რას ძმა ვზი­ვართ და ვი­ბა­რებთ გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ას. დი­ლამ­დე არ გვე­ძი­ნა, მაგ­რად იმუ­შა­ვეს. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ბან­კეტ­ზე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ხალ­ხი­დან ნა­ხე­ვა­რი არ მო­ვი­და, არ ვიცი, ეში­ნო­დათ თუ ეწყი­ნათ.

კახა კან­დე­ლა­კი და შა­კი­რა, 2007 წელი

- რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- არ ვიცი, სულ რამ­დე­ნი­მე წა­მით ვხვდე­ბო­დი ხოლ­მე, ოცი კაცი დას­დევ­და, საქმრო ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი (ან­ტო­ნიო დე ლა რუა პერ­ტი­ნე, არ­გე­ნი­ტი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფერ­ნან­დო დე ლა რუას ვაჟი), და­ხე­უ­ლი ჯინ­სე­ბი და კე­ტე­ბი ეცვა. დაც­ვას ვუ­თხა­რი, ვინ არის გა­იყ­ვა­ნეთ აქე­დან-მეთ­ქი. მერე შა­კი­რას ძმა მო­ვარ­და, გვღუ­პავ, ამის იმედ­ზე ვართ მთე­ლი ოჯა­ხიო, არა­და მე ვი­ფიქ­რე, ეს რა­ღაც ცუ­დად დას­დევს ამ გო­გოს-მეთ­ქი.

თბი­ლი­სი, 2007 წელი, 23 დე­კემ­ბე­რი

- კონ­ცერ­ტზე ამ­დენ ხალ­ხს ელო­დით?

- ალ­ბათ კი, ძა­ლი­ან მაგ­რად ჩა­ი­ა­რა კონ­ცერ­ტმა, მაგ­რამ გვე­ში­ნო­და, რად­გან 20 ათა­სი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ვი­თხო­ვეთ და მთავ­რო­ბამ 5 ათა­სი გა­მო­უშ­ვა, ისი­ნიც მოტ­რი­ალ­დნენ სცე­ნის­კენ და შა­კი­რას უყუ­რებ­დნენ. ხალ­ხმა სცე­ნა კი­ნა­ღამ გა­და­ატ­რი­ა­ლა, გავ­გიჟ­დი.

- დამ­კვე­თი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა?

- არ ვიცი, აღარც მი­კი­თხავს, ალ­ბათ კი. ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო და საყ­ვე­დუ­რი გვი­თხრა შა­კი­რას მე­ნე­ჯერ­მა, კრი­მი­ნა­ლე­ბი ხართ, ამ­დენ ხალ­ხს რას უშ­ვრე­ბო­დით, რამე რომ მომ­ხდა­რი­ყო, ძა­ლი­ან გა­დარ­ჩი­თო. დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბი გა­არ­ღვი­ეს, წა­ლე­კეს იქა­უ­რო­ბა, 250 ათას­ზე მეტ კაცს 5 ათა­სი პო­ლი­ცი­ე­ლი რო­გორ შე­ა­ჩე­რებ­და.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შმაგი
3

სოფო ნიჟარაზე რომ ამღერეს ახსლ წელს ბოჩელთან ეგ რა დაჯდა ? მემგონი 12 მილიონი. სტინგი ?

თ.უ.
1

სცენის გარდა იყო სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამუშაოები, როგორიცაა: ტერიტორიის მოწესრიგება, დამცავი ჯებირებით შემოფარგვლა, წყალმომარაგება, ელ.მომარაგება, კანალიზაცია, ვენტილიაცია, გათბობა კალორიფერებით, მისაღები და დაცვის კონტეინერების განთავსება და ზემოაღნიშნული ქსელების მიერთება და სხვა მრავალი (მათ შორის კომუნალური უზრუნველყოფისათვის საჭირო სარეზერვო დანადგარებით და მოწყობილობებით უზრუნველყოფა) ქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა. მიუხედავად დიდი რისკებისა, დაგეგმილმა პროგრამამ წარმატებით ჩაიარა რაზედაც მადლიერაბა არავის არ გამოუხატავს. თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქციის არ იყოს (რომელიც 24 საათიანი უწყვეტი მუშაობით, უმოკლეს ვადებში შესრულდა, ურთულეს პირობებში, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გარეშე და არც არავინ დაინტერესებულა ვისი პროექტით შესრულდა აღნიშნული სამუშაოები).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შაკირას ჩამოყვანა რომ გადაწყდა, მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის ადმინისტრაციიდან დარეკეს, კონცერტი არ უნდა ჩატარდესო... ეგონათ პატარკაციშვილს ჩამოჰყავდა" - ვარსკვლავის სტუმრობის უცნობი დეტალები

"შაკირას ჩამოყვანა რომ გადაწყდა, მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის ადმინისტრაციიდან დარეკეს, კონცერტი არ უნდა ჩატარდესო... ეგონათ პატარკაციშვილს ჩამოჰყავდა" - ვარსკვლავის სტუმრობის უცნობი დეტალები

თბილისში, 2007 წლის 23 დეკემბერს შაკირამ რიყეზე კონცერტი გამართა. პოპულარული მომღერლის შოუზე დასწრება უფასო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სოციალური ქსელი პოპულარული არ იყო, ინფორმაცია მაინც გავრცელდა და იმ საღამოს რიყეზე 250 ადამიანი შეიკრიბა.

ეს იყო უნიკალური მოვლენა იმ პერიოდისთვის, მსგავსი მასშტაბის პოპ მომღერალი საქართველოს სტუმრობდა, მაგრამ მის ჩამოსვლას არაერთი სკანდალი ახლდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი ახალი მომხდარი იყო, ქვეყანაში პოლიტიკური მუხტი დუღდა, ამ დროს კი საქართველოში შაკირას სტუმრობა დაიგეგმა.

"ისთერნფრომოუშენსის" დამფუძნებელი კახა კანდელაკი ჩვენთან ინტერვიუში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კონცერტის დეტალებს იხსენებს და აქამდე უცნობ ამბებს გვიყვება.

- შაკირა საქართველოში 2007 წელს ჩამოვიყვანეთ, ეს იყო ძვირადღირებული პროექტი, მაგრამ როდესაც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებზეა საუბარი, რატომღაც არავინ ახსენებს ხოლმე. იმ პერიოდში ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ შაკირას ჩამოყვანა უნდოდა. ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად. აქვე საიდუმლოდ გეტყვით, რომ იმ ადამიანს თავიდან რიკი მარტინის ჩამოყვანა უნდოდა, მაგრამ რიკი დედამ არ გამოუშვა. შეგახსენებთ, რომ ეს ხდებოდა ნოემბერში, ცოტა ხნით ადრე მომხდარი იყო ცნობილი პოლიტიკური მოვლენები.

თავიდან მეგონა მთავრობის შეკვეთა, ვიფიქრე, რომ ალბათ ხალხი რომ დამშვიდებულიყო, იმიტომ კეთდებოდა. დავიწყეთ შაკირასთან მოლაპარაკებები, ადვილად დაგვთანხმდა, მაგრამ სერიოზული მოთხოვნები გამოგზავნა, თან გარანტია მივეცით, რომ კარგად დავხვდებოდით.

ტექნიკური ჯგუფი ბალტიისპირეთიდან დაგვიკავშირდა, რიყეზე მაშინ არ არსებობდა სცენა, სადაც კონცერტი ჩატარდებოდა. ყველაფერი სატვირთო თვითმფრინავებით ჩამოვიდა, რადგან სხვანაირად ვერ ესწრებოდა. ამინდებიც ცუდი დაგვემთხვა, ქარიშხალი იყო, მუშებს ძალიან უჭირდათ სცენის აწყობა. ყველაფერი ნულიდან ავაწყეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული.

2007 წელი, რიყე, მზადება შაკირას კონცერტისთვის

კონცერტი უფასო იყო, თავისუფლად შეეძლო ნებისმიერ ადამიანს შემოსვლა. საბოლოო ჯამში 250 ათასი კაცი დაესწრო, მთელი ბარათაშვილის ხიდი, აღმართი, მეტეხის ხიდი - სავსე იყო ხალხით, სხვათა შორის სომხეთიდან ჩამოვიდა უამრავი ადამიანი.

- საქართველოში მაშინ პოპულარული არ იყო სოცქსელები, როგორ გაავრცელეთ ინფორმაცია?

- ამაზე ჩვენ არ გვიზრუნია, მხოლოდ ჩამოყვანა გვეხებოდა. ზოგადად, ძალიან სასაცილო ამბავი იყო, როდესაც გადაწყდა შაკირას ჩამოყვანა და ეს ინფორმაცია გავრცელდა, მირეკავენ მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციიდან, სასწრაფოდ რამე ქენით, კონცერტი არ უნდა ჩატარდესო. მე მეგონა იმათ იცოდნენ, ხალხსაც ასე ეგონა, რომ პრეზიდენტს ჩამოყავდა. გავგიჟდი, ვუთხარი, დაელაპარაკეთ ვინც არის დამკვეთი, ჩვენ რა შუაში ვართ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეგონათ, რომ ბადრი პატარკაციშვილს ჩამოჰყავდა, ნერვიულობდნენ, რადგან წინასააარჩევნო გარემო იყო. მერე გაირკვა, რომ ამ ადამიანს, ბიზნესმენს მთავრობის გამო ჩამოყავდა, უთხრა, ხომ დაგპირდით მაგარ ივენთს გავუკეთებ ქალაქსო. კაპიკი არ ყოფილა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თავიდან-ბოლომდე კონცერტი 4-5 მილიონი დოლარი დაჯდა.

შაკირა თბილისში, 2007 წელი, 23 დეკემბერი

- შაკირას ჰონორარი რამდენი გადაუხადეთ?

- 800 ათასი დოლარი. ზოგადად, პანიკა იყო, არც მთავრობა მოვიდა კონცერტზე. მომღერალი სასტუმრო მერიოტში დავაბინავეთ, მთლიანად ავიღეთ ყველა ნომერი. მეც იქ ვცხოვრობდი ის პერიოდი. კონცერტის წინა ღამეს აპარატურა შემოიტანეს, რეპეტიცია უნდა ჰქონოდა. წარმოიდგინეთ, შაკირა 15 კაციანი ბენდით მღეროდა და აქეთ, მე და შაკირას ძმა ვზივართ და ვიბარებთ გენერალურ რეპეტიციას. დილამდე არ გვეძინა, მაგრად იმუშავეს. კონცერტის შემდეგ ბანკეტზე დაპატიჟებული ხალხიდან ნახევარი არ მოვიდა, არ ვიცი, ეშინოდათ თუ ეწყინათ.

კახა კანდელაკი და შაკირა, 2007 წელი

- როგორი შთაბეჭდილებით წავიდა საქართველოდან?

- არ ვიცი, სულ რამდენიმე წამით ვხვდებოდი ხოლმე, ოცი კაცი დასდევდა, საქმრო ჰყავდა ჩამოყვანილი, პრეზიდენტის შვილი (ანტონიო დე ლა რუა პერტინე, არგენიტინის ყოფილი პრეზიდენტის ფერნანდო დე ლა რუას ვაჟი), დახეული ჯინსები და კეტები ეცვა. დაცვას ვუთხარი, ვინ არის გაიყვანეთ აქედან-მეთქი. მერე შაკირას ძმა მოვარდა, გვღუპავ, ამის იმედზე ვართ მთელი ოჯახიო, არადა მე ვიფიქრე, ეს რაღაც ცუდად დასდევს ამ გოგოს-მეთქი.

თბილისი, 2007 წელი, 23 დეკემბერი

- კონცერტზე ამდენ ხალხს ელოდით?

- ალბათ კი, ძალიან მაგრად ჩაიარა კონცერტმა, მაგრამ გვეშინოდა, რადგან 20 ათასი პოლიციელი მოვითხოვეთ და მთავრობამ 5 ათასი გამოუშვა, ისინიც მოტრიალდნენ სცენისკენ და შაკირას უყურებდნენ. ხალხმა სცენა კინაღამ გადაატრიალა, გავგიჟდი.

- დამკვეთი კმაყოფილი დარჩა?

- არ ვიცი, აღარც მიკითხავს, ალბათ კი. ძალიან ბევრი ხალხი იყო და საყვედური გვითხრა შაკირას მენეჯერმა, კრიმინალები ხართ, ამდენ ხალხს რას უშვრებოდით, რამე რომ მომხდარიყო, ძალიან გადარჩითო. დამცავი ჯებირები გაარღვიეს, წალეკეს იქაურობა, 250 ათასზე მეტ კაცს 5 ათასი პოლიციელი როგორ შეაჩერებდა.