სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუბა ჩემთვის თავად იყო საოცარი დღესასწაული! სამყარო მაჩუქა..." - მარინა საღარაძე ბუბა კიკაბიძეს იხსენებს
"ბუბა ჩემთვის თავად იყო საოცარი დღესასწაული! სამყარო მაჩუქა..." - მარინა საღარაძე ბუბა კიკაბიძეს იხსენებს

ლე­გენ­და­რულ ბუბა კი­კა­ბი­ძეს 19 ივ­ლისს 85 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და... კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი, სა­ესტრა­დო მომ­ღე­რა­ლი, სცე­ნა­რის­ტი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

თუ რო­გორ აღ­ნიშ­ნავ­და ბუბა კი­კა­ბი­ძე თა­ვის და­ბა­დე­ბის დღეს, ამის შე­სა­ხებ მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძე გვი­ამ­ბობს...

- ბუ­ბას თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და... ხომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ უყ­ვართ თა­ვი­ან­თი იუ­ბი­ლე­ე­ბი? მაგ­რამ ბუბა ასე არ იყო. რაც მახ­სენ­დე­ბა, ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ბა­დე­ბის დღეს ყო­ველ­თვის ბა­თუმ­ში იხ­დი­და. ცდი­ლობ­და, 19 ივ­ლი­სის­თვის კონ­ცერ­ტი და­ემ­თხვია. ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი იყო მის­თვის ეს დღე, ყო­ველ­თვის ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა ჰქონ­და...

და­ბა­დე­ბის დღეს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ულო­ცავ­და - უკ­რა­ი­ნის, ყა­ზა­ხე­თის, მოლ­და­ვე­თის, სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და ასე შემ­დეგ... ბოლო წლებ­ში, უკ­რა­ი­ნას­თან, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­თან გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აკავ­ში­რებ­და. მათ­გან მი­ლოც­ვებს ყო­ველ­თვის იღებ­და და მე­ტიც, ეს არ იყო მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­ლოც­ვა. კონ­ცერ­ტზე აუ­ცი­ლებ­ლად ჯგუ­ფი ჩა­მო­დი­ო­და, პა­ტა­რა დე­ლე­გა­ცი­ა­სა­ვით აგ­ზავ­ნიდ­ნენ... ვის არ გა­უ­ხარ­დე­ბო­და, როცა ირ­გვლივ ყვე­ლა ამ­დე­ნად დიდ სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­და?!

ბუ­ბას მი­მართ სიყ­ვა­რულს ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად გა­მო­ხა­ტავ­და - ეს იქ­ნე­ბოდ­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი... საქ­მეც ისაა, რომ ბუ­ბას­თვის რე­გა­ლი­ებს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და. შე­იძ­ლე­ბო­და, კონ­ცერ­ტის შემ­დეგ სცე­ნის მუ­შას­თან ერ­თად დამ­ჯდა­რი­ყო და ისე­თი­ვე ზე­ი­მით აღე­ნიშ­ნა თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე, რო­გორც რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტთან... ბუბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი იყო და ნე­ბის­მი­ე­რის შრო­მას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემ­და. თა­ვად იყო ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე. ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით არ მო­დი­ო­და... სახ­ლში ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობ­და ახალ სიმ­ღე­რებ­ზე, ტექ­სტებს წერ­და, სიმ­ღე­რაც თვი­თონ და­უ­წე­რია... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
4

კარგად კი ჩაიგდო ხელში იმ დროს სუპერ პოპულარი კიკაბიძე ამისმა დედამ.მახსოვს დეიდაჩემი ამბობდა მთელი თბილისი შოკში იყოო და არამარტო თბილისი

,,სენაკელს,,
7

ვისი ვისშია, რას გაიგებ ჩემო ,,ოლღა,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბუბა ჩემთვის თავად იყო საოცარი დღესასწაული! სამყარო მაჩუქა..." - მარინა საღარაძე ბუბა კიკაბიძეს იხსენებს

"ბუბა ჩემთვის თავად იყო საოცარი დღესასწაული! სამყარო მაჩუქა..." - მარინა საღარაძე ბუბა კიკაბიძეს იხსენებს

ლეგენდარულ ბუბა კიკაბიძეს 19 ივლისს 85 წელი შეუსრულდებოდა... კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა...

თუ როგორ აღნიშნავდა ბუბა კიკაბიძე თავის დაბადების დღეს, ამის შესახებ მარინა საღარაძე გვიამბობს...

- ბუბას თავისი დაბადების დღის აღნიშვნა ძალიან უყვარდა... ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ თავიანთი იუბილეები? მაგრამ ბუბა ასე არ იყო. რაც მახსენდება, ბოლო ათი წლის განმავლობაში, დაბადების დღეს ყოველთვის ბათუმში იხდიდა. ცდილობდა, 19 ივლისისთვის კონცერტი დაემთხვია. ძალიან ხალისიანი იყო მისთვის ეს დღე, ყოველთვის ამაღლებული განწყობა ჰქონდა...

დაბადების დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ულოცავდა - უკრაინის, ყაზახეთის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ასე შემდეგ... ბოლო წლებში, უკრაინასთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება აკავშირებდა. მათგან მილოცვებს ყოველთვის იღებდა და მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ სატელეფონო მილოცვა. კონცერტზე აუცილებლად ჯგუფი ჩამოდიოდა, პატარა დელეგაციასავით აგზავნიდნენ... ვის არ გაუხარდებოდა, როცა ირგვლივ ყველა ამდენად დიდ სიყვარულს გამოხატავდა?!

ბუბას მიმართ სიყვარულს ყველა ერთნაირად გამოხატავდა - ეს იქნებოდნენ პოლიტიკური მოღვაწეები, მსახიობები, უბრალო ადამიანები... საქმეც ისაა, რომ ბუბასთვის რეგალიებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეიძლებოდა, კონცერტის შემდეგ სცენის მუშასთან ერთად დამჯდარიყო და ისეთივე ზეიმით აღენიშნა თავისი დაბადების დღე, როგორც რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტთან... ბუბა ურთიერთობაში ძალიან უბრალო ადამიანი იყო და ნებისმიერის შრომას ძალიან დიდ პატივს სცემდა. თავად იყო ძალიან შრომისმოყვარე. ეს ყველაფერი თავისით არ მოდიოდა... სახლში ძალიან ბევრს მუშაობდა ახალ სიმღერებზე, ტექსტებს წერდა, სიმღერაც თვითონ დაუწერია... გააგრძელეთ კითხვა