საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა" - კელი დეგნანი
"ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა" - კელი დეგნანი

"ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი­დან ძა­ლი­ან მკა­ფიო გზავ­ნი­ლი გა­კეთ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის კარი ღიაა. რაც არ შეც­ვლი­ლა, არის ის, რომ მო­კავ­ში­რე­ებს სურთ, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ნატო-ს წევ­რი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

"ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­დად­გას, ნა­თე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შია ის რე­ფორ­მე­ბი, რაც სა­ჭი­როა. ეს არის არ­სე­ბი­თად იგი­ვე რე­ფორ­მე­ბი, რაც სა­ჭი­როა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის. რე­ფორ­მე­ბი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რათა სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს რო­გორც სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა ნატო-ს მა­გი­დას­თან და­საჯ­დო­მად“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, მო­კავ­ში­რე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ამ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

"ჩვენ უბ­რა­ლოდ გვინ­და ვი­ხი­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ის რე­ფორ­მე­ბი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

აშშ-ის ელჩმა ხაზი გა­უს­ვა, რომ ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომზე.

"მკა­ფიო გზავ­ნი­ლი ვილ­ნი­უ­სი­დან იყო, რომ კარი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ღიაა და მო­კავ­ში­რე­ებს სურთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს წევ­რი. ეს სა­მი­ტი არ იყო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ამ სა­კი­თხზე, რუ­სე­თის ომი უკ­რა­ი­ნა­ში იყო სა­მი­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი და ის, რაც იქ ვნა­ხეთ, იყო ერ­თო­ბა მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვას, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უფ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, თა­ვად აირ­ჩი­ონ სა­კუ­თა­რი ალი­ან­სე­ბი, ის, თუ სად გა­წევ­რი­ან­დნენ. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი და ეს არის ძი­რი­თა­დად ის, რის წარ­თმე­ვა­საც რუ­სე­თი ცდი­ლობს ისე­თი ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა. მო­კავ­ში­რე­ებ­მა ნათ­ლად გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა ერს უნდა შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ის მთლი­ა­ნო­ბის დაც­ვა და უნდა შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ალი­ან­სე­ბის არ­ჩე­ვა. სა­ქარ­თვე­ლომ აირ­ჩია გახ­დეს ნა­ტოს წევ­რი და ნატო მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც წევ­რს, რო­გორც კი სა­ქარ­თვე­ლო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ჭი­რო რე­ფორ­მებს“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერჯოლელი
0

გთხოვთ კარები არ დაკეტოთ,დატოვეთ ღია და ჩვენ თვითონ შევალთ.

ყველა აწერილია
0

კარი შეიძლება ღიაა, მგრამ იქ მაღალხარისხოვანი ტყვია გაუმტარი შუშა არის ჩასმული..... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა" - კელი დეგნანი

"ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა" - კელი დეგნანი

"ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო გზავნილი გაკეთდა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ღიაა. რაც არ შეცვლილა, არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს.

"ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია. საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რაც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა ნატო-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, მოკავშირეები, განსაკუთრებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში.

"ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიხილოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია“, - აღნიშნა ელჩმა.

აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე.

"მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი. ეს სამიტი არ იყო ფოკუსირებული ამ საკითხზე, რუსეთის ომი უკრაინაში იყო სამიტის ცენტრალური ნაწილი და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვას, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია გახდეს ნატოს წევრი და ნატო მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, - აღნიშნა ელჩმა.