საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტებთან სოფელ-სოფელ ფეხით დავდივარ. პროფესიით ქირურგი აქ ყველაფრის ექიმი ვარ, ხალხმა "დოხტური“ შემარქვა" - მგლებს და ზვავს გადარჩენილი, ხევსური ექიმის ფათერაკიანი ცხოვრება
"პაციენტებთან სოფელ-სოფელ ფეხით დავდივარ. პროფესიით ქირურგი აქ ყველაფრის ექიმი ვარ, ხალხმა "დოხტური“ შემარქვა" - მგლებს და ზვავს გადარჩენილი, ხევსური ექიმის ფათერაკიანი ცხოვრება

პრო­ფე­სი­ით ექი­მი და შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი მი­ხე­ილ ჭინ­ჭა­რა­უ­ლი წლე­ბია, მშობ­ლი­ურ შა­ტილ­ში ერ­თა­დერ­თი ექი­მია და რამ­დე­ნი­მე სო­ფელს უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ხე­ო­ბის იმედს მუდ­მი­ვად ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა. ამ გა­რე­მო­ში ის უფრო საკ­ვირ­ვე­ლია, ლექ­სე­ბი არ წე­როო და უკვე ლექ­სე­ბის ორი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი­ცაა.

"ბარ­ში ვი­ყავ და მუდ­მი­ვად მთის­კენ მი­მი­წევ­და გული. მთის კაცი ვარ და ვა­ჟა­სი არ იყოს, "თუ მთის ნი­ა­ვი არა მცემს, გული ქა­ლე­ბურ ტი­რი­სო“.. ბარ­ში სუნ­თქვა მი­ჭირ­და, წა­მო­ველ და დავ­რჩი. 74 წლის ვარ, ვიდ­რე ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა შე­მიძ­ლია, აქ ვიქ­ნე­ბი და მათ გა­მო­ვად­გე­ბი. ჰი­პოკ­რა­ტეს ფიცი მაქვს და­დე­ბუ­ლი და ჩე­მი­ანს კი არა, მტერ­საც არ ვე­ტყვი უარს მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ზო­გა­დი ქი­რურ­გი­აა ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა, თუმ­ცა გი­ნე­კო­ლო­გიც ვყო­ფილ­ვარ, თე­რა­პევ­ტიც და ტრავ­მა­ტო­ლო­გო­ბაც შე­მი­თავ­სე­ბია... სო­ფელ-სო­ფელ დავ­დი­ვარ, მუ­ცო­ში - ზამ­თარ-ზა­ფხულს ფე­ხით მი­წევს კი­ლო­მეტ­რე­ბის გავ­ლა. ვინ მოთ­ვლის, რამ­დენ­ჯერ გა­და­ვურ­ჩი სიკ­ვდილს", - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი და მის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა.

  • "ყვე­ლაფ­რის ექი­მი“

- ექი­მი ვარ და ყვე­ლას უნდა მო­ვემ­სა­ხუ­რო. პა­ცი­ენ­ტებ­თან სო­ფელ-სო­ფელ ფე­ხით დავ­დი­ვარ. პრო­ფე­სი­ით ქი­რურ­გი აქ უკვე ყვე­ლაფ­რის ექი­მი ვარ, ხალ­ხმა "დოხ­ტუ­რი“ შე­მარ­ქვა. არ­დოტ­ში, არ­ჭი­ლო­ში, ხო­ნის­ჭა­ლა­ში, გი­ორ­გიწ­მინ­და­ში, მუ­ცო­ში ზამ­თარ-ზა­ფხულს ფე­ხით მი­წევს კი­ლო­მეტ­რე­ბის გავ­ლა, ვინ მოთ­ვლის, რამ­დენ­ჯერ გა­და­ვურ­ჩი სიკ­ვდილს. ერთხელ ფეხ­მო­ტე­ხი­ლი პა­ცი­ენ­ტი მიმ­ყავ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ტუ­რის­ტებს და­ვემ­გზავ­რეთ, გუ­და­ურ­ში მან­ქა­ნა ხევ­ში გა­და­ვარ­და, სამი ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და, ძლივს გა­დავ­რჩი. როცა ბა­რი­სა­ხო­ში, სა­ზღვრის დაც­ვა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ქალს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ჰქონ­და და მის შვილს მივ­ყავ­დი მან­ქა­ნით არა­ბუ­ლებ­თან. გზე­ბი მოყი­ნუ­ლი იყო, მან­ქა­ნა და­ცურ­და და ავა­რი­ის შე­დე­გად ნეკ­ნე­ბი ჩა­მემტვრა. უამ­რა­ვი ხი­ფა­თი შემმ­თხვე­ვია, მაგ­რამ ღვთის მად­ლით, გა­დავ­რჩე­ნილ­ვარ.

ფოტო: გოგა ჩა­ნა­დი­რი

გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში ჭირს ავად­მყო­ფამ­დე მის­ვლა. ყვე­ლა მე­დი­კა­მენ­ტი თან და­მაქვს, ჩან­თით, თუ სა­ჭი­როა, ად­გილ­ზე გა­დას­ხმა­საც ვა­კე­თებ, მო­ტე­ხი­ლო­ბის დროს თა­ბა­შირ­საც ვა­დებ, ნა­კე­რებს - თა­ვის­თა­ვად... ად­გილ­ზე თუ ვე­რა­ფერს გავ­ხდი, მერე ვი­ძა­ხებ ვერ­ტმფრენს (ზა­ფხულ­ში - სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟს) და სა­დაც სა­ჭი­როა, იქ გა­დაგ­ვყავს პა­ცი­ენ­ტი. სა­დაც მი­მუ­შა­ვია, ერთი თეთ­რი არა­ვის­თვის გა­მო­მირ­თმე­ვია, სხვი­სა მე­ჯავ­რე­ბა, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, წამ­ლებ­საც კი ჩემი ხელ­ფა­სი­დან ვყი­დუ­ლობ. ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ გვაქ­ცევს, ადრე მან­ქა­ნაც უნდა გა­მო­ე­ყოთ, არც ეგაა, შარ­შან დე­ნის პრობ­ლე­მა ძლივს გა­მო­ას­წო­რეს... სო­ფელ­ში ექიმს ყვე­ლა პრო­ფი­ლის ცოდ­ნა მარ­თებს. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, ქა­ლე­ბიც მიმ­შო­ბი­ა­რე­ბია. ოჯა­ხის ექი­მის კურ­სე­ბიც გა­ვი­ა­რე, ტრავ­მა­ტო­ლო­გი­საც, ასე რომ, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ვუ­ჩი­ვი.. ახლა თე­რა­პევ­ტიც ვარ, ქი­რურ­გიც, ტრავ­მა­ტო­ლო­გიც (ცხო­ნე­ბულ ოთარ ღუ­დუ­შა­ურ­თან გა­ვი­ა­რე კურ­სი), გი­ნე­კო­ლო­გიც და კარ­დე­ო­ლო­გიც..

  • "თუ მთის ნი­ა­ვი არა მცემს, გული ქა­ლე­ბურ ტი­რი­სო“

- 5 წელი თბი­ლის­ში, რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­მუ­შა­ვე ქი­რურ­გად, შემ­დეგ იყო რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის სა­ა­ვად­მყო­ფო. მა­ინც მთის­კენ მი­მი­წევ­და გული, ბარ­ში გა­ჩე­რე­ბა მი­ჭირ­და.1999 წელს ჩემი ძმა, რო­მე­ლიც შა­ტილ­ში გამ­გე­ბე­ლი და სა­გუ­შა­გოს უფ­რო­სი იყო, ჩა­მო­ვი­და რუს­თავ­ში და მთხო­ვა, ჩეჩ­ნე­თი­დან დაჭ­რი­ლი ქის­ტე­ბი შე­მოჰ­ყავთ, ხალ­ხი იხო­ცე­ბა, ძა­ლი­ან გვი­ჭირს და იქ­ნებ წა­მოხ­ვი­დე, და­მეხ­მა­როო. მეც წა­მო­ველ და მას მერე აქ ვარ. მთის კაცი ვარ და ვა­ჟა­სი არ იყოს, "თუ მთის ნი­ა­ვი არა მცემს, გული ქა­ლე­ბურ ტი­რი­სო“, ბარ­ში სუნ­თქვა მი­ჭირ­და... ახ­ლაც მთხო­ვენ, წა­მო­დი, დაბ­რუნ­დიო, მაგ­რამ არა! 74 წლის ვარ, ვიდ­რე ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა შე­მიძ­ლია, აქ ვიქ­ნე­ბი და მათ გა­მო­ვად­გე­ბი.

  • ექი­მი, მე­სა­ზღვრე, მაშ­ვე­ლი...

- ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ და მაშ­ვე­ლის ფუნ­ქცი­აც შე­მის­რუ­ლე­ბია. იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა: მე­სა­ზღვრე­ებ­მა რა­ცი­ით გად­მოგ­ვცეს, რომ მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში მდი­ნა­რე­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და და იყ­ვნენ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. მა­შინ­ვე გა­ვე­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მგზავ­რებ­მა მი­ნებ­ჩა­ტე­ხი­ლი ფან­ჯრე­ბი­დან გად­მოძ­რო­მა და წყლი­დან ამოს­ვლა შეძ­ლეს. რვი­დან 2 ად­გილ­ზე და­ღუ­პუ­ლა, ხუთს კი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და - ნეკ­ნე­ბის, მხრის და სხვა მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი. მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­ცე­დუ­რე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი შა­ტილ­ში, ჩემს სახ­ლში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც ჭრი­ლო­ბე­ბი და­ვუ­მუ­შა­ვე, სის­ხლდე­ნა შე­ვა­ჩე­რე, ნა­კე­რე­ბიც და­ვა­დე და თა­ბა­ში­რიც, მერე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ვი­ძა­ხეთ და ღა­მის 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე მან­ქა­ნე­ბით უღელ­ტე­ხი­ლამ­დე ავიყ­ვა­ნეთ, სა­ი­და­ნაც სას­წრა­ფომ ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

რუ­სე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე ყო­ფი­ლან, მუ­ცოს კოშ­კე­ბის ქვე­მოთ ვიწ­რო გზაა, იქ მო­ცუ­რე­ბუ­ლა მან­ქა­ნა და შიგ მდი­ნა­რე­ში - არ­ღუნ­ში ჩა­ვარ­დნი­ლა. მდი­ნა­რეს შა­რო­არ­ღუნს, ანუ შა­რი­ან არ­ღუნს ეძა­ხი­ან. მარ­თლაც შა­რი­ა­ნი და სა­ში­შია ეს მდი­ნა­რე, ღრი­ა­ლით მო­ე­დი­ნე­ბა. მდი­ნა­რემ მან­ქა­ნა იქეთ მხა­რეს, ნა­პი­რის­კენ გა­და­აგ­დო, თო­რემ შუ­ა­ში რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ვერ­ცერ­თი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. არ­ღუ­ნი ძა­ლი­ან ცოდ­ვი­ა­ნი მდი­ნა­რეა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, მათ შო­რის გელა და­ი­ა­უ­რის ოჯა­ხი. ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლეც მანდ და­ი­ღუ­პა 2000 წელს - ყი­ნულ­ზე ფეხი და­უს­რი­ალ­და და წყალ­ში ჩა­ვარ­და, ცხე­და­რი მე­სა­მე დღეს ვი­პო­ვეთ მდი­ნა­რე­ში... ზო­გა­დად, აქ გზე­ბი ვიწ­როა და მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი, ამი­ტო­მაა საფრ­თხი­ლო, ყვე­ლა მძღო­ლი ფრთხი­ლობს, სწრა­ფად არა­ვინ და­დის, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ინც ხში­რად ხდე­ბა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი.

  • მგლებს და ზვავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი

- რად­გან ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა არ არის, ხში­რად პა­ცი­ენ­ტებს ჩემს სახ­ლში ვაწ­ვენ და ვმკურ­ნა­ლობ, ად­გილ­ზე მი­წევს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა. ზამ­თარ­ში მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში მივ­დი­ო­დი ავად­მყო­ფის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, მუ­ცოს ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 4 მგე­ლი და­მე­დევ­ნა და ხეზე ას­ვლამ გა­და­მარ­ჩი­ნა. კარ­გა ხანს მდა­რა­ჯობ­დნენ, ბო­ლოს წა­ვიდ­ნენ, თავი და­მა­ნე­ბეს. იყო ასე­თიც, ხე­ვებ­ში გა­სას­ვლელ­ში წა­მო­სულ ზვავს ერთ ნა­ბიჯ­ზე რომ გა­და­ვურ­ჩი. რა ვქნა, აქ ექი­მი მარ­ტო მე ვარ და ხალ­ხს ჩემი იმე­დი აქვს, ხომ არ ვუ­ღა­ლა­ტებ? აქა­უ­რი კაცი ვარ თო­რემ, სხვა ვინ გა­უძ­ლებ­და ამას? რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფე­რი ვიცი და რაც არ ვიცი, იმას არც ვე­ხე­ბი, პა­ცი­ენ­ტის გარ­თუ­ლე­ბა არას­დროს მქო­ნია, უმ­ძი­მე­სია თუა და ად­გილ­ზე ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბი, ვი­ძა­ხებ დახ­მა­რე­ბას - ზა­ფხულ­ში სას­წრა­ფოს, ზამ­თარ­ში - ვერ­ტმფრენს და გა­დაგ­ვყავს პა­ცი­ენ­ტე­ბი.

  • ტრა­გიზ­მით სავ­სე 2000 წელი

- პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე არ­ხო­ტე­ლი ქალი მყავ­და - სა­ნა­თა გა­ბუ­რი. ჩვენ კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სკო­ლა­ში შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და როცა და­ვამ­თავ­რეთ, მან პე­და­გო­გი­ურ­ზე ჩა­ა­ბა­რა, მე - სა­მე­დი­ცი­ნო­ზე. მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით და სამი შვი­ლი გვე­ყო­ლა - 2 ვაჟი და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი. 2000 წელი ჩემ­თვის უტ­რა­გი­კუ­ლე­სი იყო - ერთ წელ­ში სამი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე - გარ­და­მეც­ვა­ლა დედა, ძმამ - ირაკ­ლიმ თავი მო­იკ­ლა, ცოლი კი არ­ღუნ­ში და­მეხრჩო. მას მერე გავ­ხდი ჰი­პერ­ტო­ნი­კი, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ამ­დენს ატა­ნა არ უნ­დო­და? წლე­ბის მერე მე­ო­რედ და­ვო­ჯახ­დი და ელი­სოს­თან ორი ვაჟი მყავს - მან­გია და კონ­სტან­ტი­ნე. წელს მან­გია აბი­ტუ­რი­ენ­ტია, სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში აბა­რებს და მალე გა­მოც­დე­ბი ეწყე­ბა, ამ­ბობს, პოლ­კოვ­ნი­კი უნდა გა­მო­ვი­დეო. კონ­სტან­ტი­ნე მე-11 კლას­შია, ჯერ არ აურ­ჩე­ვია პრო­ფე­სია.

  • "რაღა სიზ­მარ­ში მეც­ქი­რა და მე­მოგ­ზა­უ­რა, ავ­დექ და წა­მო­ველ“

- ნა­დი­რო­ბაც მიყ­ვარ­და, მაგ­რამ 10 წე­ლია და­ვა­ნე­ბე თავი, სა­ერ­თოდ არაფ­რის მოკ­ვლა არ მინ­და. აქ რომ ჰა­ე­რია და მთის წყა­რო­ე­ბი, ისე­თი სა­დაა? სიზ­მარ­ში სულ მთა­ში ვი­ყა­ვი და რაღა სიზ­მარ­ში მეც­ქი­რა და მე­მოგ­ზა­უ­რა, ავ­დექ და წა­მო­ველ. ახლა სა­დღა წა­ვი­დე? ჩემ­თვის აქა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ფე­რია, ერთი ისაა, ზამ­თარ­ში გზა რომ იკე­ტე­ბა და მთებ­ში ვემ­წყვდე­ვით, ამას ვერ ვი­ტან. ზა­ფხულ­ში არის რია-რია, იმ­დე­ნი ხალ­ხია, გულს უხა­რია. წელს ჯერ ხალ­ხის ნაკ­ლე­ბო­ბაა, ალ­ბათ ჩა­მოვ­ლენ. შა­ტილ­ში 12 კომ­ლია, სოფ­ლე­ბი­ა­ნად კი სულ 50-60-მდე იქ­ნე­ბა. რე­გი­ო­ნის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა და ხელ­შე­წყო­ბა თუ იქ­ნე­ბა, ბევ­რს უნდა ხევ­სუ­რეთს დაბ­რუ­ნე­ბა, ბი­ნებს აშე­ნე­ბენ შა­ტილ­შიც, მუ­ცოს ხე­ო­ბის­კე­ნაც, ვნა­ხოთ, რო­გორ წავა ცხოვ­რე­ბა და რა პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა. 2-3 წლის წინ გზა კი გა­კეთ­და, მაგ­რამ ცუდი ამინ­დე­ბი რომ იყო, ქვა-ღორ­ღი და ქვი­შა ჩა­მო­ი­ტა­ნა. ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი თვე ისე წა­ვი­და, მა­გა­რი წვი­მე­ბი იყო... ჟინ­ვა­ლი მიყ­ვარს - მთას­თა­ნაც ახ­ლოა, ბარ­თა­ნაც, იქ წყა­ლიც კარ­გია და ჰა­ე­რიც. გა­და­სახ­ლე­ბა მინ­დო­და ჟინ­ვალ­ში, მაგ­რამ აქ ზამ­თარ­ში ექი­მი სჭირ­დე­ბათ და ვერ მივ­დი­ვარ, ადა­მი­ა­ნებს ვერ ვტო­ვებ, არ გა­მო­დის...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ადამიანი!

ია
0

 სამშობლოს პატრიოტი ჩვენს მხარეს უნდა დავეხმაროთ ვისაც ფული აქვს და არა ამაზონის ჯუნგლებს მილიონ დოლარს ურიცხავდეთ....ამაზონს ისედაც ბევრი პატრონი ყავს და ჩვენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"პაციენტებთან სოფელ-სოფელ ფეხით დავდივარ. პროფესიით ქირურგი აქ ყველაფრის ექიმი ვარ, ხალხმა "დოხტური“ შემარქვა" - მგლებს და ზვავს გადარჩენილი, ხევსური ექიმის ფათერაკიანი ცხოვრება

"პაციენტებთან სოფელ-სოფელ ფეხით დავდივარ. პროფესიით ქირურგი აქ ყველაფრის ექიმი ვარ, ხალხმა "დოხტური“ შემარქვა" - მგლებს და ზვავს გადარჩენილი, ხევსური ექიმის ფათერაკიანი ცხოვრება

პროფესიით ექიმი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი მიხეილ ჭინჭარაული წლებია, მშობლიურ შატილში ერთადერთი ექიმია და რამდენიმე სოფელს უანგაროდ ემსახურება. ხეობის იმედს მუდმივად ექსტრემალურ სიტუაციებში უწევს მუშაობა. ამ გარემოში ის უფრო საკვირველია, ლექსები არ წეროო და უკვე ლექსების ორი კრებულის ავტორიცაა.

"ბარში ვიყავ და მუდმივად მთისკენ მიმიწევდა გული. მთის კაცი ვარ და ვაჟასი არ იყოს, "თუ მთის ნიავი არა მცემს, გული ქალებურ ტირისო“.. ბარში სუნთქვა მიჭირდა, წამოველ და დავრჩი. 74 წლის ვარ, ვიდრე ხალხის დახმარება შემიძლია, აქ ვიქნები და მათ გამოვადგები. ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და ჩემიანს კი არა, მტერსაც არ ვეტყვი უარს მკურნალობაზე. ზოგადი ქირურგიაა ჩემი სპეციალობა, თუმცა გინეკოლოგიც ვყოფილვარ, თერაპევტიც და ტრავმატოლოგობაც შემითავსებია... სოფელ-სოფელ დავდივარ, მუცოში - ზამთარ-ზაფხულს ფეხით მიწევს კილომეტრების გავლა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადავურჩი სიკვდილს", - გვეუბნება ბატონი მიხეილი და მის საინტერესო ცხოვრებაზე გვიყვება.

  • "ყველაფრის ექიმი“

- ექიმი ვარ და ყველას უნდა მოვემსახურო. პაციენტებთან სოფელ-სოფელ ფეხით დავდივარ. პროფესიით ქირურგი აქ უკვე ყველაფრის ექიმი ვარ, ხალხმა "დოხტური“ შემარქვა. არდოტში, არჭილოში, ხონისჭალაში, გიორგიწმინდაში, მუცოში ზამთარ-ზაფხულს ფეხით მიწევს კილომეტრების გავლა, ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადავურჩი სიკვდილს. ერთხელ ფეხმოტეხილი პაციენტი მიმყავდა საავადმყოფოში, ტურისტებს დავემგზავრეთ, გუდაურში მანქანა ხევში გადავარდა, სამი ოპერაცია დამჭირდა, ძლივს გადავრჩი. როცა ბარისახოში, საზღვრის დაცვაში ვმუშაობდი, ქალს ფილტვების ანთება ჰქონდა და მის შვილს მივყავდი მანქანით არაბულებთან. გზები მოყინული იყო, მანქანა დაცურდა და ავარიის შედეგად ნეკნები ჩამემტვრა. უამრავი ხიფათი შემმთხვევია, მაგრამ ღვთის მადლით, გადავრჩენილვარ.

ფოტო: გოგა ჩანადირი

განსაკუთრებით ზამთარში ჭირს ავადმყოფამდე მისვლა. ყველა მედიკამენტი თან დამაქვს, ჩანთით, თუ საჭიროა, ადგილზე გადასხმასაც ვაკეთებ, მოტეხილობის დროს თაბაშირსაც ვადებ, ნაკერებს - თავისთავად... ადგილზე თუ ვერაფერს გავხდი, მერე ვიძახებ ვერტმფრენს (ზაფხულში - სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს) და სადაც საჭიროა, იქ გადაგვყავს პაციენტი. სადაც მიმუშავია, ერთი თეთრი არავისთვის გამომირთმევია, სხვისა მეჯავრება, ღმერთმა დამიფაროს, წამლებსაც კი ჩემი ხელფასიდან ვყიდულობ. ყურადღებას არავინ გვაქცევს, ადრე მანქანაც უნდა გამოეყოთ, არც ეგაა, შარშან დენის პრობლემა ძლივს გამოასწორეს... სოფელში ექიმს ყველა პროფილის ცოდნა მართებს. იყო შემთხვევები, ქალებიც მიმშობიარებია. ოჯახის ექიმის კურსებიც გავიარე, ტრავმატოლოგისაც, ასე რომ, კვალიფიკაციას არ ვუჩივი.. ახლა თერაპევტიც ვარ, ქირურგიც, ტრავმატოლოგიც (ცხონებულ ოთარ ღუდუშაურთან გავიარე კურსი), გინეკოლოგიც და კარდეოლოგიც..

  • "თუ მთის ნიავი არა მცემს, გული ქალებურ ტირისო“

- 5 წელი თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოში ვიმუშავე ქირურგად, შემდეგ იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფო. მაინც მთისკენ მიმიწევდა გული, ბარში გაჩერება მიჭირდა.1999 წელს ჩემი ძმა, რომელიც შატილში გამგებელი და საგუშაგოს უფროსი იყო, ჩამოვიდა რუსთავში და მთხოვა, ჩეჩნეთიდან დაჭრილი ქისტები შემოჰყავთ, ხალხი იხოცება, ძალიან გვიჭირს და იქნებ წამოხვიდე, დამეხმაროო. მეც წამოველ და მას მერე აქ ვარ. მთის კაცი ვარ და ვაჟასი არ იყოს, "თუ მთის ნიავი არა მცემს, გული ქალებურ ტირისო“, ბარში სუნთქვა მიჭირდა... ახლაც მთხოვენ, წამოდი, დაბრუნდიო, მაგრამ არა! 74 წლის ვარ, ვიდრე ხალხის დახმარება შემიძლია, აქ ვიქნები და მათ გამოვადგები.

  • ექიმი, მესაზღვრე, მაშველი...

- ექსტრემალურ სიტუაციებშიც აღმოვჩენილვარ და მაშველის ფუნქციაც შემისრულებია. იყო ასეთი შემთხვევა: მესაზღვრეებმა რაციით გადმოგვცეს, რომ მუცოს ხეობაში მდინარეში რუსი ტურისტების მანქანა გადავარდა და იყვნენ დაშავებულები. მაშინვე გავედი. საბედნიეროდ, მგზავრებმა მინებჩატეხილი ფანჯრებიდან გადმოძრომა და წყლიდან ამოსვლა შეძლეს. რვიდან 2 ადგილზე დაღუპულა, ხუთს კი სხეულის დაზიანებები ჰქონდა - ნეკნების, მხრის და სხვა მოტეხილობები. მათ სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებოდათ. დაშავებულები შატილში, ჩემს სახლში გადავიყვანეთ, სადაც ჭრილობები დავუმუშავე, სისხლდენა შევაჩერე, ნაკერებიც დავადე და თაბაშირიც, მერე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ და ღამის 10-ის ნახევარზე მანქანებით უღელტეხილამდე ავიყვანეთ, საიდანაც სასწრაფომ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.

რუსები ექსკურსიაზე ყოფილან, მუცოს კოშკების ქვემოთ ვიწრო გზაა, იქ მოცურებულა მანქანა და შიგ მდინარეში - არღუნში ჩავარდნილა. მდინარეს შაროარღუნს, ანუ შარიან არღუნს ეძახიან. მართლაც შარიანი და საშიშია ეს მდინარე, ღრიალით მოედინება. მდინარემ მანქანა იქეთ მხარეს, ნაპირისკენ გადააგდო, თორემ შუაში რომ დარჩენილიყო, ვერცერთი ვერ გადარჩებოდა. არღუნი ძალიან ცოდვიანი მდინარეა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის გელა დაიაურის ოჯახი. ჩემი პირველი მეუღლეც მანდ დაიღუპა 2000 წელს - ყინულზე ფეხი დაუსრიალდა და წყალში ჩავარდა, ცხედარი მესამე დღეს ვიპოვეთ მდინარეში... ზოგადად, აქ გზები ვიწროა და მიხვეულ-მოხვეული, ამიტომაა საფრთხილო, ყველა მძღოლი ფრთხილობს, სწრაფად არავინ დადის, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც ხშირად ხდება უბედური შემთხვევები.

  • მგლებს და ზვავს გადარჩენილი

- რადგან ამბულატორიაში წყალგაყვანილობა არ არის, ხშირად პაციენტებს ჩემს სახლში ვაწვენ და ვმკურნალობ, ადგილზე მიწევს ყველაფრის გაკეთება. ზამთარში მეზობელ სოფელში მივდიოდი ავადმყოფის მოსანახულებლად, მუცოს ხეობის მიმართულებით 4 მგელი დამედევნა და ხეზე ასვლამ გადამარჩინა. კარგა ხანს მდარაჯობდნენ, ბოლოს წავიდნენ, თავი დამანებეს. იყო ასეთიც, ხევებში გასასვლელში წამოსულ ზვავს ერთ ნაბიჯზე რომ გადავურჩი. რა ვქნა, აქ ექიმი მარტო მე ვარ და ხალხს ჩემი იმედი აქვს, ხომ არ ვუღალატებ? აქაური კაცი ვარ თორემ, სხვა ვინ გაუძლებდა ამას? რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ვიცი და რაც არ ვიცი, იმას არც ვეხები, პაციენტის გართულება არასდროს მქონია, უმძიმესია თუა და ადგილზე ვერაფერს გავხდები, ვიძახებ დახმარებას - ზაფხულში სასწრაფოს, ზამთარში - ვერტმფრენს და გადაგვყავს პაციენტები.

  • ტრაგიზმით სავსე 2000 წელი

- პირველი მეუღლე არხოტელი ქალი მყავდა - სანათა გაბური. ჩვენ კლასელები ვიყავით, სკოლაში შეგვიყვარდა ერთმანეთი და როცა დავამთავრეთ, მან პედაგოგიურზე ჩააბარა, მე - სამედიცინოზე. მალევე დავქორწინდით და სამი შვილი გვეყოლა - 2 ვაჟი და ერთი ქალიშვილი. 2000 წელი ჩემთვის უტრაგიკულესი იყო - ერთ წელში სამი უახლოესი ადამიანი დავკარგე - გარდამეცვალა დედა, ძმამ - ირაკლიმ თავი მოიკლა, ცოლი კი არღუნში დამეხრჩო. მას მერე გავხდი ჰიპერტონიკი, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ამდენს ატანა არ უნდოდა? წლების მერე მეორედ დავოჯახდი და ელისოსთან ორი ვაჟი მყავს - მანგია და კონსტანტინე. წელს მანგია აბიტურიენტია, სამხედრო აკადემიაში აბარებს და მალე გამოცდები ეწყება, ამბობს, პოლკოვნიკი უნდა გამოვიდეო. კონსტანტინე მე-11 კლასშია, ჯერ არ აურჩევია პროფესია.

  • "რაღა სიზმარში მეცქირა და მემოგზაურა, ავდექ და წამოველ“

- ნადირობაც მიყვარდა, მაგრამ 10 წელია დავანებე თავი, საერთოდ არაფრის მოკვლა არ მინდა. აქ რომ ჰაერია და მთის წყაროები, ისეთი სადაა? სიზმარში სულ მთაში ვიყავი და რაღა სიზმარში მეცქირა და მემოგზაურა, ავდექ და წამოველ. ახლა სადღა წავიდე? ჩემთვის აქაურობა ყველაფერია, ერთი ისაა, ზამთარში გზა რომ იკეტება და მთებში ვემწყვდევით, ამას ვერ ვიტან. ზაფხულში არის რია-რია, იმდენი ხალხია, გულს უხარია. წელს ჯერ ხალხის ნაკლებობაა, ალბათ ჩამოვლენ. შატილში 12 კომლია, სოფლებიანად კი სულ 50-60-მდე იქნება. რეგიონის მიმართ ყურადღება და ხელშეწყობა თუ იქნება, ბევრს უნდა ხევსურეთს დაბრუნება, ბინებს აშენებენ შატილშიც, მუცოს ხეობისკენაც, ვნახოთ, როგორ წავა ცხოვრება და რა პირობები იქნება. 2-3 წლის წინ გზა კი გაკეთდა, მაგრამ ცუდი ამინდები რომ იყო, ქვა-ღორღი და ქვიშა ჩამოიტანა. ზაფხულის პირველი თვე ისე წავიდა, მაგარი წვიმები იყო... ჟინვალი მიყვარს - მთასთანაც ახლოა, ბართანაც, იქ წყალიც კარგია და ჰაერიც. გადასახლება მინდოდა ჟინვალში, მაგრამ აქ ზამთარში ექიმი სჭირდებათ და ვერ მივდივარ, ადამიანებს ვერ ვტოვებ, არ გამოდის...