მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში... საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში" - კელი დეგნანი
"წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში... საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში" - კელი დეგნანი

წელს ბო­ლო­ჯერ ვუ­მას­პინ­ძლებ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბას ამე­რი­კის ელ­ჩის რან­გში, ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვი იყო ამ სა­ო­ცარ ქვე­ყა­ნა­ში ელ­ჩად მემ­სა­ხუ­რა, აქ ვტო­ვებ უამ­რავ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­გო­ბარს, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩემს გულ­ში, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგ­ნან­მა ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის მი­ღე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 4 ივ­ლი­სი არის დღე, რო­მე­ლიც გვახ­სე­ნებს, რომ დე­მოკ­რა­ტია არის ხალ­ხის მმარ­თვე­ლო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას და და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტებს ეფუძ­ნე­ბა.

„ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, ჩემო მე­გობ­რე­ბო. ყვე­ლას მო­გე­სალ­მე­ბით ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში. დიდი მად­ლო­ბა მობ­რძა­ნე­ბის­თვის. ერ­თად ვი­ზე­ი­მოთ ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე.

ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია თქვე­ნი აქ ყოფ­ნა და უაღ­რე­სად მად­ლი­ერ­ნი ვართ იმ მტკი­ცე პარტნი­ო­რო­ბის­თვის, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ერ­თად გვე­კე­თე­ბი­ნა ამ­დე­ნი რამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის.

მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ელ­ჩოს შრო­მის­მოყ­ვა­რე გუნდს, კრის იარნ­გი­სა და იანგ მონ­ტე­ი­როს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. ასე­ვე, მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სპონ­სო­რებს. დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მათი გუ­ლუხ­ვი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე.

წელს ბო­ლო­ჯერ ვუ­მას­პინ­ძლებ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბას ამე­რი­კის ელ­ჩის რან­გში. ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვი იყო ამ სა­ო­ცარ ქვე­ყა­ნა­ში ელ­ჩად მსა­ხუ­რი. აქ ვტო­ვებ უამ­რავ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­გო­ბარს. სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩემს გულ­ში.

ჩემი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ად­გი­ლე, რა­ი­ან ჰა­რი­სიც მალე და­ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს. იგი გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რია და უკე­თეს პარტნი­ორს ვერ ვი­სურ­ვებ­დი ამ დი­ნა­მი­უ­რი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენ­თან ერ­თად არის ალან ფერ­სე­ლი, რო­მე­ლიც და­ი­კა­ვებს ელ­ჩის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას რა­ი­ა­ნის შემ­დეგ. ალა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 წლის წინ მსა­ხუ­რობ­და და ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლია, რომ კვლავ შეძ­ლო აქ დაბ­რუ­ნე­ბა. აგ­რეთ­ვე, მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ელ­ჩოს ხელ­მძღვა­ნელ­თა გუნ­დის წევ­რებს, რო­მელ­თა­გან რამ­დე­ნი­მე და­ტო­ვებს მი­სი­ას ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მად­ლო­ბა მათ უფრო უსაფრ­თხო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­სა­ჭე­რად გა­წე­უ­ლი შრო­მი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის­თვის.

4 ივ­ლი­სი არის დღე, რო­დე­საც ამე­რი­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ დღეს ზე­ი­მო­ბენ ამე­რი­კე­ლე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რო­გორც თა­რიღს, რო­მე­ლიც გვახ­სე­ნებს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა დაც­ვის ღირ­სია.

4 ივ­ლი­სი ასე­ვე არის დღე, რო­დე­საც ჩვენ ვზე­ი­მობთ მშვე­ნი­ერ, მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მყოფ დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მას, რომ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­საც 247 წე­ლია ეს­წრაფ­ვი­ან ამე­რი­კე­ლე­ბი. ეს არის დღე, რო­მე­ლიც გვახ­სე­ნებს, რომ დე­მოკ­რა­ტია არის მმარ­თვე­ლო­ბა ხალ­ხის მიერ, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ეს არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას და და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტებს, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია კომ­პრო­მი­სი­სა და კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. ის ეფუძ­ნე­ბა კონ­ტრო­ლი­სა და ბა­ლან­სის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ზღუ­დავს ძლე­ვა­მო­სილ­თა გავ­ლე­ნას და უმ­რავ­ლე­სო­ბის ტი­რა­ნი­ას.

ამე­რი­კის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა შექ­მნეს სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ხალ­ხს და რო­გორც ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ხი­ლეთ, ამ სის­ტე­მას მო­აქვს მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა და კე­თილ­დღე­ო­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბის, ინო­ვა­ცი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცო­ცხა­ლი გა­რე­მოს სტი­მუ­ლი­რე­ბით. ბევ­რი ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო იზი­ა­რებს ამე­რი­კის რწმე­ნას, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია თა­ნა­ბარ უფ­ლე­ბებ­ზე და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე არის სა­უ­კე­თე­სო გზა სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

ის­ტო­რია გვაჩ­ვე­ნებს, რომ დე­მოკ­რა­ტია არ უნდა ჩავ­თვა­ლოთ თა­ვის­თა­ვად მო­ცე­მუ­ლო­ბად. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა რე­ი­გან­მა თქვა: „თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ყვე­ლა თა­ო­ბის საზ­რუ­ნა­ვი უნდა იყოს. მას პირ­და­პირ ვერ გა­დას­ცემ შვი­ლებს. თა­ვი­სუფ­ლე­ბას ბრძო­ლა და დაც­ვა სჭირ­დე­ბა და ყო­ვე­ლი თა­ო­ბა ასე უნდა მო­იქ­ცეს“. ამე­რი­კე­ლებ­მა და ქარ­თვე­ლებ­მა ეს იცი­ან იმი­ტომ, რომ ამ ორი­ვე ერმა იბ­რძო­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად-ისე­ვე რო­გორც, დღეს მა­მა­ცად იბ­რძვი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აგ­რე­სი­უ­ლი, იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ დე­მოკ­რა­ტია ისე­თი ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან, რო­გო­რიც რუ­სე­თია, რო­მე­ლიც და­სა­ბა­მით­ვე ცდი­ლობს დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბა­სა და დამ­ხო­ბას თა­ვი­სი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის გამო.

ის­ტო­რია ასე­ვე ცხად­ყოფს, რომ დე­მოკ­რა­ტია თან­და­თა­ნო­ბით სუს­ტდე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის გა­მო­ფიტ­ვის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის შე­ლახ­ვი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი და მე­დია პლუ­რა­ლიზ­მის გაქ­რო­ბით. ის­ტო­რია გვაჩ­ვე­ნებს, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის უარ­ყო­ფას ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ არ მო­აქვს გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მას მო­აქვს ჩაგ­ვრა, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსა­მარ­თლო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხან­გრძლი­ვი და შთამ­ბეჭ­და­ვი ის­ტო­რია აქვს: იქ­ნე­ბო­და ეს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მეშ­ვე­ო­ბით უძ­ვე­ლეს დარ­თლოს სა­სა­მარ­თლო­ში, თუ თა­ნას­წო­რო­ბით, რა­საც ადას­ტუ­რებს 1918 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი ქალ­თა და უმ­ცი­რე­სო­ბა­თა უფ­ლე­ბე­ბი, ან კი­დევ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე ხაზ­გას­მა დიდი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის, ჭავ­ჭა­ვა­ძის, წე­რეთ­ლის ფშა­ვე­ლას, ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბის, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ნა­წე­რებ­ში. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქარ­თვე­ლი ლი­დე­რე­ბი იცავ­დნენ ქარ­თულ ენას, რე­ლი­გი­ას და კულ­ტუ­რას-მათ შო­რის დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორც ნოე ჟორ­და­ნი­ამ 1921 წელს თქვა „რა უნდა შევ­თა­ვა­ზოთ ევ­რო­პუ­ლი ერე­ბის კულ­ტუ­რულ სა­გან­ძურს? სა­ქარ­თვე­ლოს 2000 წლი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა და ბუ­ნებ­რი­ვი სიმ­დიდ­რე“.

მათ, ვინც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს ამე­რი­კე­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის მიერ დე­მოკ­რა­ტი­ის არ­ჩე­ვანს, ან ვინც უარს აცხა­დებს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ვე­ტყვი, რომ გა­იხ­სე­ნონ ის­ტო­რია. გა­იხ­სე­ნეთ, რა მო­ი­მოქ­მე­და რუ­სეთ­მა იმი­სათ­ვის, რომ ძირი გა­მო­ე­თხა­რა ქარ­თუ­ლი ენის, თქვე­ნი რე­ლი­გი­ის, კულ­ტუ­რი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. გა­იხ­სე­ნეთ დე­პორ­ტა­ცი­ე­ბი და იძუ­ლე­ბი­თი შრო­მა. დღეს, კი ვხე­დავთ, თუ რას აკე­თებს რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის თვითმყო­ფა­დო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად; გა­იხ­სე­ნეთ მჩაგ­ვრე­ლი ავ­ტოკ­რა­ტია რუ­სეთ­ში. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ვის­თა­ნაც შეხ­ვედ­რის პა­ტი­ვი მქო­ნია, არ იზი­ა­რე­ბენ ასეთ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. მათ არ სურთ რუ­სუ­ლი სტი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­ა­ში ცხოვ­რე­ბა. და ამას ცხად­ყოფს ის­ტო­რია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი მრა­ვა­ლი პრო­ტეს­ტით კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­სა­ცა­ვად.

ქარ­თველ ხალ­ხს კარ­გად ახ­სოვს ის­ტო­რია. ისი­ნი არა­ერ­თხელ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ავ­ტოკ­რა­ტი­ა­სა და ჩაგ­ვრას და მკა­ფი­ოდ აირ­ჩი­ეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ძლი­ე­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ჩვე­ნი მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის სა­ძირ­კვე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ დგა­ნან ერ­თად ქარ­თვე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი უკვე 30 წე­ლია, რო­გორც მტკი­ცე პარტნი­ო­რე­ბი, ერ­თგულ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბი­სა, რო­გორც აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო და ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვეყ­ნი­სა.

ამე­რი­კა და სა­ქარ­თვე­ლო მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ხალ­ხი სა­ბო­ლო­ოდ უარს იტყვის უი­მე­დო­ბი­სა და სიბ­ნე­ლის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა­ზე. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა თქვა: სიბ­ნე­ლე, რო­მე­ლიც ამოძ­რა­ვებს ავ­ტოკ­რა­ტი­ას, ვერ შე­ედ­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრწყინ­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის სულს ანა­თებს.

ვზე­ი­მობთ რა ამე­რი­კის 247-ე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, გვახ­სოვ­დეს რომ, ჩვენ ერ­თი­ან­ნი ვართ-ამე­რი­კე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი-მშვი­დო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით.

ჩემო სტუმ­რე­ბო, ჩემო მე­გობ­რე­ბო, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი მუ­დამ მზად არის ქარ­თველ­თა თა­ნად­გო­მის­თვის! რო­გორც სულ­ხან-საბა ამ­ბობ­და „ძალა ერ­თო­ბა­შია“!

ღმერ­თმა და­ლო­ცოს ამე­რი­კა! ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გი­ლო­ცავთ“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კელის
2

არა გენაცვალე, არ წახვიდე, რაღა ეშველება ჩვენი ქალაქის გარაჟებს, ვინ გაარჩევს საქმეს...ბუ ჰე ჰეეეეე..

ალექს
6

რა გინდათ ამ ქალისგან? ხელოვნებათმცოდნეობა კი არ დაუმთავრებია, სამხედრო იურისტია, ოფიცერი, მეომარი, და საომარი ამოცანები ქონდა სამხედრო ფორტში შესასრულებელი, ჰოოდა შეასრულა, ისე, კალიბრით კანტიც ცოლობის კანდიდატებში გადის, ერთი ორ სხვა ქალბატონთან ერთად , რომელთა გვარებსაც არ დავასახელებ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში... საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში" - კელი დეგნანი

"წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში... საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში" - კელი დეგნანი

წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში, ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მემსახურა, აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს, საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ივლისი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატია არის ხალხის მმართველობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით, რომელიც კანონის უზენაესობის პატივისცემას და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს ეფუძნება.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო მეგობრებო. ყველას მოგესალმებით ამერიკის საელჩოში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ერთად ვიზეიმოთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე.

ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და უაღრესად მადლიერნი ვართ იმ მტკიცე პარტნიორობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ერთად გვეკეთებინა ამდენი რამ ქართველი ხალხისთვის.

მსურს, მადლობა გადავუხადო საელჩოს შრომისმოყვარე გუნდს, კრის იარნგისა და იანგ მონტეიროს ხელმძღვანელობით დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ სპონსორებს. დღევანდელი ღონისძიება შეუძლებელი იქნებოდა მათი გულუხვი მხარდაჭერის გარეშე.

წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში.

ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიური მისიის ხელმძღვანელობაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ. ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში, მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის.

4 ივლისი არის დღე, როდესაც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ზეიმობენ ამერიკელები და თავისუფლებისმოყვარე უამრავი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც თარიღს, რომელიც გვახსენებს, რომ თავისუფლება დაცვის ღირსია.

4 ივლისი ასევე არის დღე, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ მშვენიერ, მუდმივად განვითარების პროცესში მყოფ დემოკრატიულ სისტემას, რომლის გაუმჯობესებასაც 247 წელია ესწრაფვიან ამერიკელები. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატია არის მმართველობა ხალხის მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. ეს არის სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობის პატივისცემას და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც შექმნილია კომპრომისისა და კონსენსუსის საფუძველზე ფუნდამენტური თავისუფლებებისა და თანაბარი უფლებების დასაცავად. ის ეფუძნება კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რომელიც ზღუდავს ძლევამოსილთა გავლენას და უმრავლესობის ტირანიას.

ამერიკის დამფუძნებლებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ემსახურება ხალხს და როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიხილეთ, ამ სისტემას მოაქვს მეტი პატივისცემა და კეთილდღეობა ეკონომიკური აღმავლობის, ინოვაციის, ხელოვნებისა და კულტურის ცოცხალი გარემოს სტიმულირებით. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო იზიარებს ამერიკის რწმენას, რომ დემოკრატიული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანაბარ უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე არის საუკეთესო გზა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ძვირფასი თავისუფლებების დასაცავად.

ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატია არ უნდა ჩავთვალოთ თავისთავად მოცემულობად. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. ამერიკელებმა და ქართველებმა ეს იციან იმიტომ, რომ ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად-ისევე როგორც, დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო.

ისტორია ასევე ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა, მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა.

საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის განვითარების ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს: იქნებოდა ეს კანონის უზენაესობის მეშვეობით უძველეს დართლოს სასამართლოში, თუ თანასწორობით, რასაც ადასტურებს 1918 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული ქალთა და უმცირესობათა უფლებები, ან კიდევ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ხაზგასმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ჭავჭავაძის, წერეთლის ფშაველას, ცისფერყანწელების, ჯავახიშვილისა და ბარათაშვილის ნაწერებში. საუკუნეების მანძილზე ქართველი ლიდერები იცავდნენ ქართულ ენას, რელიგიას და კულტურას-მათ შორის დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც ნოე ჟორდანიამ 1921 წელს თქვა „რა უნდა შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000 წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე“.

მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ ასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა.

ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს.

ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ-ამერიკელები და ქართველები-მშვიდობისა და თავისუფლების სახელით.

ჩემო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო, ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის! როგორც სულხან-საბა ამბობდა „ძალა ერთობაშია“!

ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.