სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა: სომეხი პოლიტოლოგების აზრით, აზერბაიჯანს რუსეთი ეხმარება - "ეს იმიტომ, რომ სომხეთმა უარი თქვა მოსკოვის შეხვედრაზე"
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა: სომეხი პოლიტოლოგების აზრით, აზერბაიჯანს რუსეთი ეხმარება - "ეს იმიტომ, რომ სომხეთმა უარი თქვა მოსკოვის შეხვედრაზე"

აშშ-ის, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო მი­ნის­ტრე­ბის რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ე.წ. მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან სომ­ხე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის­თვის ცე­ცხლის გახ­სნა­სა და ოთხი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა თავ­დას­ხმის­თვის სა­არ­ტი­ლე­რიო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

იმავდრო­უ­ლად, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ბა­ქომ და სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი “აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის დრო­ე­ბით გან­თავ­სე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე” აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლის გახ­სნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის შე­დე­გა­დაც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო და­იჭ­რა.

და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, გავ­რცელ­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, დრო­უ­ლად იმოქ­მე­დონ ვი­თა­რე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, რად­გან მი­სი­ვე თქმით, ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა არ ეხე­ბა მხო­ლოდ მთი­ან ყა­რა­ბაღს, შე­საძ­ლოა სი­ტუ­ა­ცია მთელ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე გავ­რცელ­დეს.

ფა­ში­ნი­ან­მა ისა­უბ­რა იმა­ზეც, თუ რო­გორ ილა­ხე­ბა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მისი თქმით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რე­ბენ, რათა სომ­ხუ­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი აი­ძუ­ლონ, არ­ცა­ხის ტე­რი­ტო­რია სრუ­ლად და­ტო­ვონ...

2020 წლის ომის შემ­დეგ, (და არა მხო­ლოდ) მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ვი­თა­რე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად იძა­ბე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი არ წყდე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ორი­ვე ქვეყ­ნის მე­დია წერს, ჯერ­ჯე­რო­ბით, რა­ი­მე სა­ხის სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ვერ მო­ხერ­ხდა....

გა­მო­ცე­მა kavkaz-uzel.eu-თან სა­უ­ბარ­ში სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი აქვს თა­ვი­სი პო­ზი­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ის ცდი­ლობს ლა­ჩი­ნის დე­რე­ფან­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლის აღე­ბას. მა­თი­ვე თქმით, ახლა სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შეძ­ლებს თუ არა ის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას.

პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის ნა­ი­რა აი­რუ­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რემ ხიდი ბე­ტო­ნის სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბით გა­და­კე­ტა.

"ადრე ამის გა­კე­თე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ, შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლა არ ჰქონ­დათ, შემ­დეგ სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იპო­ვეს და გა­ა­კე­თეს, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მოს­ვლამ­დე, მოხ­სნეს კი­დეც... სი­სუ­ლე­ლეა იმა­ზე ლა­პა­რა­კი, თით­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­კეტვის შემ­თხვე­ვა­ში, წი­თელ ჯვარს არ­ცა­ხი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნა აგ­და­მის გავ­ლი­თაც შე­უძ­ლი­ათ, სად უნდა წა­იყ­ვა­ნოს ამ გზით? ბა­ქო­ში... აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს მიზ­ნის მიღ­წე­ვას, ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს სომ­ხეთ­ზე, არ­ცა­ხის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე" - ამ­ბობს აი­რუ­მი­ა­ნი.

პო­ლი­ტო­ლოგ არ­მენ ვარ­და­ნი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ცდი­ლობს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი გა­აძ­ლი­ე­როს, რათა აზერ­ბა­ი­ჯან­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ას შე­ე­გუ­ონ...

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა იმი­ტომ, რომ სომ­ხეთ­მა უარი თქვა მოს­კოვ­ში შეხ­ვედ­რა­ზე, რად­გან მოს­კო­ვის შუ­ა­მავ­ლო­ბით ახა­ლი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა იგეგ­მე­ბა, რაც ცხა­დია, სომ­ხე­თის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის" - ამ­ბობს ვარ­და­ნი­ა­ნი.

პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი, გორმ არ­მა­თუ­ნი მი­იჩ­ნევს, რომ სქე­მა ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­უ­ლია და პრო­ცე­სე­ბი რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა - რუ­სეთ­მა თურ­ქეთს და­უთ­მო სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი.

"ახლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მოქ­მე­დებს ისე, რო­გორც წლე­ბის წინ ოც­ნე­ბობ­და. სომ­ხეთს გო­რის-კარ­პა­ნი რომ არ და­ეთ­მო, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რომ გა­ე­წია, უფრო სხვაგ­ვა­რად, ფრთხი­ლად იმოქ­მე­დებ­და, ახლა რუ­სე­თის­გან მწვა­ნე აქვს ან­თე­ბუ­ლი, რაც ნა­წი­ლობ­რივ უკ­რა­ი­ნის ომში თურ­ქე­თის ნე­იტ­რა­ლუ­რი მხა­რის და­ჭე­რი­თაც აიხ­სნე­ბა და სომ­ხე­თის და­სავ­ლე­თის­კენ ყუ­რე­ბი­თაც... ამას­თა­ნა­ვე, სომ­ხეთს უამ­რა­ვი შიდა პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რომ­ლის მიჩ­ქმალ­ვა­საც ცდი­ლობს, მაგ­რამ რაც უფრო ცდი­ლობს, უფრო არ გა­მოს­დის. სომ­ხე­თის­თვის იქ რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლის ყოფ­ნაც პრობ­ლე­მაა, რად­გან მათი ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა - პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი ხომ მათი ხელ­წე­რაა. ამი­ტომ ვი­თხოვთ ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას" - მი­აჩ­ნია არ­მა­თუ­ნის.

კი­დევ ერთი პო­ლი­ტო­ლო­გის, და­ვით კა­რა­კე­ბი­ა­კის თქმით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა უკვე და­ი­წყო მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, ამა­ში კი, რუ­სე­თი ეხ­მა­რე­ბა.

"მოს­კო­ვის ერე­ვან­ზე წნე­ხის აშ­კა­რა გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ის, რაც ახლა არ­ცახ­ში ხდე­ბა... ლავ­რო­ვის უწყე­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­ფლიქ­ტის პრო­ცე­სებ­ში პროგ­რე­სი იქ­ნე­ბა სამმხრი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ანუ მა­შინ, თუ ის (რუ­სე­თი) იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი მო­კარ­ნა­ხე. ვე­რაფ­რით გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ სომ­ხეთ­ში, ისე, რო­გორც მათი გავ­ლე­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში, რუ­სე­თის დრო წა­ვი­და" - ამ­ბობს ის.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2
37

სომხეთის მაგალითი ცალსახად მიუთითებს, რომ რუსეთი არასანდო მოკავშირეა! რუსეთმა თურქეთთან ივაჭრა და სომხეთი ურცხვად გაყიდა! მხოლოდ რუსეთის ნომრიანი აგენტი ან დებილი უნდა იყო, რომ ეს არ შეიმჩნიო!

მატიანე
2

დავიწყოთ იქიდან რომ ყარაბახის ტერიტორია ადრე იყო აზერბაიჯანის სსრ-ში, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით. შემდეგ როცა დაიშალა სსრკ, სომხებმა მოახერხეს, სომხური დიასპორის დაცვის მიზეზით და რაღაც ისტორიული "დოკუმენტის" ახსნით, შევიდნენ ყარაბახის ტერიტორიაზე, გამოაცხადეს ყარაბახის "დამოუკიდებელი" რესპუბლიკა, "დამოუკიდებელი" მთავრობით, ოღონდ თავიანთი კონტროლით. მაგრამ ბოლო დროის "ორ სკამზე ჯდომის" პოლიტიკით, დაიჭირეს ის რაც დაიჭირა ედუარდ ამბროსის-ძე-მ. ეხლაც იგივე "ორ სკამზე ჯდომის " პოლიტიკას თამაშობენ მაგრამ, აზერბაიჯანი უკვე აღარაფერს დაუთმობს, თურქების იმედით და მხარდაჭერით(ლაითად, რომ რუსები არ გააღიზიანონ) და რუსების გულგრილობით სომხების მიმართ, სანამ თურქები ძალიან არ გაბლატავდებიან და წითელ ხაზებს არ გადაკვეთავენ. 

ავტორი:

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა: სომეხი პოლიტოლოგების აზრით, აზერბაიჯანს რუსეთი ეხმარება - "ეს იმიტომ, რომ სომხეთმა უარი თქვა მოსკოვის შეხვედრაზე"

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა: სომეხი პოლიტოლოგების აზრით, აზერბაიჯანს რუსეთი ეხმარება - "ეს იმიტომ, რომ სომხეთმა უარი თქვა მოსკოვის შეხვედრაზე"

აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების პარალელურად, ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ, აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნასა და ოთხი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე ცნობით, აზერბაიჯანმა თავდასხმისთვის საარტილერიო საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

იმავდროულად, განცხადება გაავრცელა ბაქომ და სომხეთის შეიარაღებული ძალები “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და რუსი სამშვიდობოების დროებით განთავსების ტერიტორიაზე” აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც, აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

დაძაბულობის ფონზე, გავრცელდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დროულად იმოქმედონ ვითარების დასარეგულირებლად, რადგან მისივე თქმით, ეს დაძაბულობა არ ეხება მხოლოდ მთიან ყარაბაღს, შესაძლოა სიტუაცია მთელ სამხრეთ კავკასიაზე გავრცელდეს.

ფაშინიანმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ილახება მთიან ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებები. ამასთანავე, მისი თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აპირებენ, რათა სომხური სამხედრო ძალები აიძულონ, არცახის ტერიტორია სრულად დატოვონ...

2020 წლის ომის შემდეგ, (და არა მხოლოდ) მთიან ყარაბაღში ვითარება პერიოდულად იძაბება. პარალელურად, სხვადასხვა ქვეყანაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედრები არ წყდება, თუმცა, როგორც ორივე ქვეყნის მედია წერს, ჯერჯერობით, რაიმე სახის საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა....

გამოცემა kavkaz-uzel.eu-თან საუბარში სომეხი პოლიტოლოგები ამბობენ, აზერბაიჯანულ მხარეს დეკლარირებული აქვს თავისი პოზიცია, რომლის თანახმადაც ის ცდილობს ლაჩინის დერეფანზე სრული კონტროლის აღებას. მათივე თქმით, ახლა სომხეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ის ეროვნული ინტერესების გატარებას.

პოლიტიკური მიმომხილველის ნაირა აირუმიანის შეფასებით, აზერბაიჯანის მხარემ ხიდი ბეტონის სამშენებლო ბლოკებით გადაკეტა.

"ადრე ამის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ, შესაბამისი მასალა არ ჰქონდათ, შემდეგ საჭირო ინფრასტრუქტურა იპოვეს და გააკეთეს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსვლამდე, მოხსნეს კიდეც... სისულელეა იმაზე ლაპარაკი, თითქოს აღნიშნული ტერიტორიის გადაკეტვის შემთხვევაში, წითელ ჯვარს არცახიდან პაციენტების გადაყვანა აგდამის გავლითაც შეუძლიათ, სად უნდა წაიყვანოს ამ გზით? ბაქოში... აზერბაიჯანი ყველანაირად ცდილობს მიზნის მიღწევას, ზეწოლას ახორციელებს სომხეთზე, არცახის მოსახლეობაზე" - ამბობს აირუმიანი.

პოლიტოლოგ არმენ ვარდანიანის მოსაზრებით, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური წნეხი გააძლიეროს, რათა აზერბაიჯანთან ინტეგრაციას შეეგუონ...

"ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სომხეთმა უარი თქვა მოსკოვში შეხვედრაზე, რადგან მოსკოვის შუამავლობით ახალი შეთანხმების მიღწევა იგეგმება, რაც ცხადია, სომხეთისთვის მომგებიანი არ არის" - ამბობს ვარდანიანი.

პოლიტიკური მიმომხილველი, გორმ არმათუნი მიიჩნევს, რომ სქემა ძალიან პრიმიტიულია და პროცესები რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით ვითარდება - რუსეთმა თურქეთს დაუთმო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი.

"ახლა აზერბაიჯანი მოქმედებს ისე, როგორც წლების წინ ოცნებობდა. სომხეთს გორის-კარპანი რომ არ დაეთმო, წინააღმდეგობა რომ გაეწია, უფრო სხვაგვარად, ფრთხილად იმოქმედებდა, ახლა რუსეთისგან მწვანე აქვს ანთებული, რაც ნაწილობრივ უკრაინის ომში თურქეთის ნეიტრალური მხარის დაჭერითაც აიხსნება და სომხეთის დასავლეთისკენ ყურებითაც... ამასთანავე, სომხეთს უამრავი შიდა პრობლემები აქვს, რომლის მიჩქმალვასაც ცდილობს, მაგრამ რაც უფრო ცდილობს, უფრო არ გამოსდის. სომხეთისთვის იქ რუსული სამშვიდობო ძალის ყოფნაც პრობლემაა, რადგან მათი ნდობა არ შეიძლება - პროვოკაციები ხომ მათი ხელწერაა. ამიტომ ვითხოვთ ევროკავშირის წარმომადგენლობას" - მიაჩნია არმათუნის.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, დავით კარაკებიაკის თქმით, აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო მთიანი ყარაბაღის ინტეგრაციის პროცესი, ამაში კი, რუსეთი ეხმარება.

"მოსკოვის ერევანზე წნეხის აშკარა გამოხატულებაა ის, რაც ახლა არცახში ხდება... ლავროვის უწყებამ აღნიშნა, რომ კონფლიქტის პროცესებში პროგრესი იქნება სამმხრივი მონაწილეობის შემთხვევაში, ანუ მაშინ, თუ ის (რუსეთი) იქნება მთავარი მოკარნახე. ვერაფრით გააცნობიერეს, რომ სომხეთში, ისე, როგორც მათი გავლენის სხვა ქვეყნებში, რუსეთის დრო წავიდა" - ამბობს ის.