პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრენების აღდგენა არის ცალმხრივი გადაწყვეტილება - ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით" - გია ვოლსკი
"ფრენების აღდგენა არის ცალმხრივი გადაწყვეტილება - ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით" - გია ვოლსკი

ჩვენ არც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს რუ­სეთ­თან და ქვეყ­ნის დიდი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­აჩ­ნი­ათ და მას­შტა­ბურ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც ინარ­ჩუ­ნე­ბენ, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე- სპი­კე­რი გია ვოლ­სკი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბის დე­მარშს რუ­სეთ­თან ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ვოლ­სკის თქმით, უმ­ჯო­ბე­სია შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ისა­უბ­რონ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამის დე­მარ­შად მო­ნათ­ვლა, თუ ეს იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნი გან­ხილ­ვა.

"უმ­ჯო­ბე­სია შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ვი­ლა­პა­რა­კოთ, რას იტყვი­ან ელ­ჩე­ბი, ვიცე - პრე­მი­ე­რი რა პა­სუხს გას­ცემს და სა­ერ­თოდ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, [სა­მი­ნის­ტრო­ში] მის­ვლის და გან­ცხა­დე­ბის დე­მარ­შად მო­ნათ­ვლა, თუ გან­ხილ­ვა იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნი?

ვფიქ­რობ, ერთი რამ უნდა გვახ­სოვ­დეს ყვე­ლას: ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა, ისე­ვე რო­გორც შე­ჩე­რე­ბა, არის ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შენი მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბას, როცა ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, ფრე­ნე­ბი წყდე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი ჰქვია - ეს არის სან­ქცი­ე­ბი და მას შე­იძ­ლე­ბა, შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს. ასე რომ, ისე­დაც ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სან­ქცი­ე­ბის რე­ჟიმ­ში შეს­ვლა... ჩვენ არც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნის დიდი ნა­წი­ლი, გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­აჩ­ნი­ათ და სე­რი­ო­ზულ და მას­შტა­ბურ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც ინარ­ჩუ­ნე­ბენ. ასე რომ, ამ თე­მის გან­ხილ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ვფიქ­რობ, პრო­ცე­სია, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუდ­მი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უნდა გვქონ­დეს, მათ შო­რის ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან. რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა, მერე ვიმ­სჯე­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის გამო დე­მარ­შის მიზ­ნით, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი, ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა ელჩთან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერს, ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილს ხვდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­მარ­ში ევ­რო­კავ­ში­რის 27 ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ფრენების აღდგენა არის ცალმხრივი გადაწყვეტილება - ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით" - გია ვოლსკი

"ფრენების აღდგენა არის ცალმხრივი გადაწყვეტილება - ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით" - გია ვოლსკი

ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ისაუბრონ, შეიძლება თუ არა ამის დემარშად მონათვლა, თუ ეს იქნება საქმიანი განხილვა.

"უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკოთ, რას იტყვიან ელჩები, ვიცე - პრემიერი რა პასუხს გასცემს და საერთოდ, შეიძლება თუ არა, [სამინისტროში] მისვლის და განცხადების დემარშად მონათვლა, თუ განხილვა იქნება საქმიანი?

ვფიქრობ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყველას: ფრენების აღდგენა, ისევე როგორც შეჩერება, არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, შენი მხრიდან გარკვეული რეჟიმის დაწესებას, როცა ფრენების აღდგენის შემდეგ, ფრენები წყდება, კონკრეტული სახელი ჰქვია - ეს არის სანქციები და მას შეიძლება, შედეგები მოჰყვეს. ასე რომ, ისედაც ურთულეს მდგომარეობაში სანქციების რეჟიმში შესვლა... ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს და ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და სერიოზულ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ. ასე რომ, ამ თემის განხილვა აუცილებელია და ვფიქრობ, პროცესია, რომლის განმავლობაში, მუდმივი კონსულტაციები უნდა გვქონდეს, მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან. როგორ დამთავრდება, მერე ვიმსჯელოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ხვდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.