მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს ჯო ბაიდენი საქართველოს შესახებ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში?
რას წერს ჯო ბაიდენი საქართველოს შესახებ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში?

"ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით თქვენ და ქარ­თველ ერს, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავთ, ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს გი­სურ­ვებთ", - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ მი­სა­ლოც წე­რილ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • ბა­ი­დე­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის სამ ათე­ულ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ხელს უწყობს რე­გი­ო­ნი­სა და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის წინ­წა­წე­ვას.

"ჩვე­ნი ორი ქვეყ­ნის ხალ­ხს აქვს მტკი­ცე და უტე­ხი კავ­ში­რი, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ჩვენს ხალ­ხთა შო­რის არ­სე­ბულ ახლო კავ­ში­რებ­სა და ჩვენს სა­ზი­ა­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რაც მო­ი­ცავს დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას.

ჩვენ ერ­თად ვდგა­ვართ, რათა და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში, მათ შო­რის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში შემ­დგომ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას, რაც მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის უსა­მარ­თლო ოკუ­პა­ცი­ა­სა და კონ­ფლიქ­ტი­სა და და­ყო­ფის გაღ­ვი­ვე­ბის მცდე­ლო­ბებს.

მომ­დევ­ნო წლებ­ში, მო­უთ­მენ­ლად ველი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რათა კი­დევ უფრო უსაფრ­თხო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი შე­ვუქ­მნათ ჩვენს ხალ­ხებს. გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ერ ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულს“, - აღ­ნიშ­ნავს ბა­ი­დე­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

თქვენ რომ აქ დემოკრატია და თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკა გდომებოდათ, ექვს თვეს დახარჯავდით ამაში, თქვენ კი 6 მილიარდი დახარჯეთ არსებული 30 წლიანი პრორუსული ტიპის რეჟიმის გავარდისფერებაში ! 

ავის უფლება რჩეულთ ხვედრია.
1

კაცმა რომ თქვას, დაფიქრებულხართ რა მოხდება აშშ-მ სავიზო რეჟიმი რომ გააუქმოს? 30 წელიწადში საქართველო ისედაც განახევრდა. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში 10 წელიწადში მოგჭამთ ჭირს-აქ ღრმა მოხუცების მეტი არავინ დარჩება, ხოლო 20 წელიწადში მეზობელი ქვეყნები გადაინაწილებენ და იურიდიულად დაიკანონებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რას წერს ჯო ბაიდენი საქართველოს შესახებ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში?

რას წერს ჯო ბაიდენი საქართველოს შესახებ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში?

"ამერიკელი ხალხის სახელით თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში განაცხადა.

  • ბაიდენის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული პარტნიორობა ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის წინწაწევას.

"ჩვენი ორი ქვეყნის ხალხს აქვს მტკიცე და უტეხი კავშირი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ხალხთა შორის არსებულ ახლო კავშირებსა და ჩვენს საზიარო ღირებულებებზე, რაც მოიცავს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.

ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში შემდგომ ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის აგრესიას, რაც მოიცავს საქართველოს ტერიტორიის უსამართლო ოკუპაციასა და კონფლიქტისა და დაყოფის გაღვივების მცდელობებს.

მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო და წარმატებული მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხებს. გისურვებთ ბედნიერ ეროვნულ დღესასწაულს“, - აღნიშნავს ბაიდენი ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს.