პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი, როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა - ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს" - ირაკლი კობახიძე
"პუტინი, როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა - ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს" - ირაკლი კობახიძე

"ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ ჩა­ა­ბა­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%, ამა­ზე მეტი რუ­სუ­ლი ნა­ბი­ჯი რა უნდა იყოს , - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვის გან­ცხა­დე­ბებ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გუ­ლის­ხმობ­და, რად­გან პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

"რე­ა­ლუ­რად, პუ­ტინ­მა თქვა ასე­თი რამ, რომ გა­უკ­ვირ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი, რომ­ლე­ბიც თა­ვად ითხოვ­დნენ ასეთ ნა­ბიჯს. ჩვე­ნი მხრი­დან პრო­ტეს­ტი არ იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა და ეს იყო ჩვე­ნი პო­ზი­ცია. რო­დე­საც პუ­ტი­ნი სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ ვინც ითხოვ­და თა­ვის დრო­ზე ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას, უვი­ზო რე­ჟიმს, ის აპ­რო­ტეს­ტებს ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც ჩანს, გუ­ლის­ხმობ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“. ჩვენ გვახ­სოვს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო, აქ­ტი­უ­რად ითხოვ­და ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას, 2009 წელ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი. ჩვენ არ გაგ­ვიპ­რო­ტეს­ტე­ბია და ჩვენ­ზე რო­გორ ისა­უბ­რებს. ალ­ბათ, მათ გუ­ლის­ხმობ­და იმი­ტომ, რომ ჩვენ არ გაგ­ვიპ­რო­ტეს­ტე­ბია. მან თქვა, რომ გა­უკ­ვირ­და მათი მხრი­დან პრო­ტეს­ტი, ვინც ამას ითხოვ­და, გა­აპ­რო­ტეს­ტა "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“. თა­ვის დრო­ზე, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და იმის­თვის, რომ აღ­დგე­ნი­ლი­ყო პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი და რუ­სებს და­ე­წე­სე­ბი­ნა უვი­ზო მი­მოს­ვლა. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან მა­ლე­ვე, სა­ა­კაშ­ვილ­მა ცალ­მხრი­ვად გა­უ­უქ­მა სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს. ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ღია და ფა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რაც მას ჰქონ­და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ, პუ­ტინს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. რუ­სუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის 20%-ის ჩა­ბა­რე­ბა. "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ ჩა­ა­ბა­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%, ამა­ზე მეტი რუ­სუ­ლი ნა­ბი­ჯი რა უნდა იყოს. ეს იყო "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თქმით, ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ მას სა­ქარ­თვე­ლოს რე­აქ­ცია გა­უკ­ვირ­და. ამის შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "დე­ლო­ვა­ია რო­სი­ას“ წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩემ­თვის სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც ამას მოჰ­ყვა. ვფიქ­რობ­დი, ყვე­ლა იტყო­და "აი, მად­ლო­ბა, კარ­გია.” არა, იქ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი აურ­ზა­უ­რი ატყდა ამ სა­კი­თხზე. ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია. უბ­რა­ლოდ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად. გვერ­დი­დან რო­დე­საც ვუ­ყუ­რებ, ვფიქ­რობ: ნუთუ სულ გა­გიჟ­დნენ? რა ხდე­ბა იქ მათ­თან, გა­უ­გე­ბა­რია”, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა. მისი თქმით, მან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღო. პუ­ტი­ნის თა­ნახ­მად, მას ასე­ვე სურ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა სურთ და ასე­ვე, რუ­სე­თის იმ ბიზ­ნე­სე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლებ­საც მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა უყ­ვართ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
0

ძალიან სამარცხვინო პიროვნება!!!

kakha
0

ნაცებმა 20 პროცენტი ჩააბარეს თქვენ კიდე მთლიანად აბარებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"პუტინი, როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა - ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს" - ირაკლი კობახიძე

"პუტინი, როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა - ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს" - ირაკლი კობახიძე

"ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, ამაზე მეტი რუსული ნაბიჯი რა უნდა იყოს , - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფრენებთან დაკავშირებით თავის განცხადებებში სავარაუდოდ, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა, რადგან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა ხელისუფლებას არ გაუპროტესტებია.

"რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა იმ ადამიანების მხრიდან პროტესტი, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. ჩვენი მხრიდან პროტესტი არ იყო გამოხატული. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ფრენების აღდგენა და ეს იყო ჩვენი პოზიცია. როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, გულისხმობდა "ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ გვახსოვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ როცა ხელისუფლებაში იყო, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს. ალბათ, მათ გულისხმობდა იმიტომ, რომ ჩვენ არ გაგვიპროტესტებია. მან თქვა, რომ გაუკვირდა მათი მხრიდან პროტესტი, ვინც ამას ითხოვდა, გააპროტესტა "ნაცმოძრაობამ“. თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე, სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსებს დაეწესებინა უვიზო მიმოსვლა. რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, სააკაშვილმა ცალმხრივად გაუუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოლაპარაკებები, რაც მას ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, პუტინს ხელისუფლებასთან. რუსული ნაბიჯი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 20%-ის ჩაბარება. "ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, ამაზე მეტი რუსული ნაბიჯი რა უნდა იყოს. ეს იყო "ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებული ქმედება“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა "დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია”, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება დასვენების სეზონიდან გამომდინარე მიიღო. პუტინის თანახმად, მას ასევე სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ და ასევე, რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.