Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, "ოჰ, ქართველია თურმე" - ზურაბიშვილი
"ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, "ოჰ, ქართველია თურმე" - ზურაბიშვილი

მი­მაჩ­ნია, რომ წარ­მო­შო­ბით ყვე­ლა ქარ­თველს აქვს უფ­ლე­ბა, და­იბ­რუ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში დი­ას­პო­რის ფო­რუმ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად შეძ­ლო თა­ვის დი­ას­პო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მისი გაძ­ლი­ე­რე­ბა, ის­რა­ე­ლია.

"აგერ იყო ნათ­ქვა­მი, რომ ერთი მი­ლი­ო­ნი [ქარ­თვე­ლი] არის რუ­სეთ­ში, აღარ არის ერთი მი­ლი­ო­ნი რუ­სეთ­ში, ეს კარ­გად ვი­ცით. და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი თუ არის და ისი­ნიც ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლე­ბი და ნა­ხევ­რად რუ­სე­ბი. მაგ­რამ დათ­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლია იმი­ტომ, რომ დათ­ვლი­ლი არა­ლე­გა­ლე­ბი არ არი­ან არ­სად. მაგ­რამ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში, ალ­ბათ მი­ლი­ონს უახ­ლოვ­დე­ბა და ეს არის ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, რომ მათ­თან შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი და არ დავ­კარ­გოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თუ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი. ამის ერთი მა­გა­ლი­თი მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად შეძ­ლო თა­ვის დი­ას­პო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მისი გაძ­ლი­ე­რე­ბა, რო­გორც თა­ვის თა­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა, არის ის­რა­ე­ლი. ის­რა­ელს აქვს ამ მხრივ ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვენ­თვის სას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ ჩვენ მივ­ყვეთ ამ გზას და ამი­თი ჩვენ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი დი­ას­პო­რა, ე.ი. ჩვე­ნი თავი იმი­ტომ, რომ ეს არის კავ­ში­რი იმ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­საც გვინ­და, რომ და­ვემ­სგავ­სოთ“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი, ისე­ვე რო­გორც ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლე­ბი, ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია უცხო ქვეყ­ნებ­ში.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, მისი წვლი­ლი­ცაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ­სე­ბობს.

"მათი ერ­თად ყოფ­ნა ჩვენ­თან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამის­თვის პირ­ვე­ლი არის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და აქ კი­დევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს, რო­გორც გრძელ­დე­ბა კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა. მი­ვაღ­წი­ეთ იმას და ამა­ში მე ჩემი წვლი­ლი მქონ­და, მაგ­რამ არამ­ხო­ლოდ ყვე­ლას მიღ­წე­ვა არის ის, რომ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ­სე­ბობს ჩვენს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ არ უნდა იყოს ის, რომ პრაქ­ტი­კა ხელს უშ­ლის ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ჩვენ არ უნდა ვი­გო­ნებ­დეთ რა­ღაც მი­ზე­ზებს, ვი­ღა­ცას რა­ტომ არ ვაძ­ლევთ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას.

„არ ჩა­მო­სუ­ლა ქვე­ყა­ნა­ში დიდი ხა­ნი­აო“, „არა აქვს რა­ღა­ცა კავ­ში­რე­ბი ქვე­ყა­ნას­თა­ნო“, ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, რო­მელ­საც აქვს სურ­ვი­ლი, რომ და­იბ­რუ­ნოს, აღიდ­გი­ნოს ან მი­ვა­ნი­ჭოთ იმი­ტომ, რომ არ ჰქო­ნია [მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა], აქვს [ამის] უფ­ლე­ბა. ჩვენ უნდა ვფიქ­რობ­დეთ, რომ მას აქვს უფ­ლე­ბა, რომ და­იბ­რუ­ნოს, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ის ჩა­მო­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში, რამ­დენ­ჯერ ჩა­მო­ვი­და, აქ ფლობს რამე ქო­ნე­ბას თუ არ ფლობს, ეს ხომ არ წე­რია კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რომ ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი?! რა­ტომ იგო­ნებს ვი­ღა­ცა ჩი­ნოვ­ნი­კი კო­მი­სი­ა­ში რა უნდა იყოს ახა­ლი და­მა­ტე­ბი­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. მე მი­მაჩ­ნია და ამას ჩემი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კო­მი­სი­ა­ში ბო­ლომ­დე მიყ­ვე­ბი­ან, რომ წარ­მო­შო­ბით ყვე­ლა ქარ­თველს, მათ შვი­ლებს, ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, რომ და­იბ­რუ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არის რა­ღაც ტეს­ტე­ბი, სამი წე­ლია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან გვაქვს გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, გა­ვა­მარ­ტი­ვოთ, ნუ ვე­კი­თხე­ბით უცხო­ეთ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს, ვინ იყო შუ­შა­ნი­კის დედა. ნუ ვე­კი­თხე­ბით! ნუთუ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხვალ იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი?! ხვალ მათ შო­რის და­ი­ბა­დე­ბა დემ­ნა გვა­სა­ლია, კვა­რა­ცხე­ლია და მა­შინ მო­ვინ­დო­მებთ, „ოჰ, ქარ­თვე­ლია, თურ­მე“. ახლა უნდა ჩვენ მათ მი­ვაწ­ვდი­ნოთ ეს ხელი, რომ, მო­დით, იყა­ვით ქარ­თვე­ლი, იყა­ვით ინ­გლი­სე­ლი, გერ­მა­ნე­ლი, ამე­რი­კე­ლი, რუსი, რაც გინ­დათ, მაგ­რამ იყა­ვით ასე­ვე ქარ­თვე­ლი, იმი­ტომ, რომ ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენ­თან, არის ჩვენ­თვის, ქვეყ­ნის­თვის, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და ძა­ლი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ იმის მა­გივ­რად, რომ ფრე­ნებ­ზე ვი­ფიქ­როთ, ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ მივ­ცეთ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ეს არის მათი პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნა“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ დი­ას­პო­რა­ში მყო­ფი ხალ­ხი და­კარ­გოს.

"აქ მაქვს მთე­ლი სია, 15 მა­ი­სი­დან დღემ­დე, რაც გა­ვი­და კო­მი­სი­ა­ში რუ­სე­თი­დან მო­თხოვ­ნე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, მე პი­რა­დად, სა­დაც არის რამე უსაფრ­თხო­ე­ბის კი­თხვა, იქ ჩემი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ აძ­ლევს ხმას. მაგ­რამ თუ არ არის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან რამე კი­თხვა, რომ ვთქვათ, სამ­ხედ­რო თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა ან რა­ღაც უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით შე­იძ­ლე­ბა იყოს კი­თხვის ნი­შა­ნი, იმათ არა, და­ნარ­ჩე­ნებს ყვე­ლას. იმი­ტომ, რომ ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, სა­დაც არ უნდა ცხოვ­რობ­დნენ. არ მა­ინ­ტე­რე­სებს რუ­სეთ­ში თუ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­დნენ და ვერ თუ არ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, მთა­ვა­რი არის, რომ ამ ქვე­ყა­ნას არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ ეს ხალ­ხი და­კარ­გოს. და სხვა­თა შო­რის, არ­ცერთ ქვე­ყა­ნას არა აქვს ამის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის. აბა, რის­თვის, ჩვენ მერე რა­ღაც ცეკ­ვა-თა­მა­შე­ბის­თვის იქ რა­ღაც თან­ხებს ვუგ­ზავ­ნით, ეს არ არის დაც­ვა დი­ას­პო­რის. ეს არ არის დახ­მა­რე­ბა დი­ას­პო­რის. დახ­მა­რე­ბა არის, რომ ჩავ­თვა­ლოთ ისი­ნი რო­გორც ჩვე­ნი­ა­ნე­ბი და კი­დევ ერთხელ, ის­რა­ე­ლი არის ამის მა­გა­ლი­თი. ავ­ტო­მა­ტუ­რად უბ­რუ­ნე­ბენ [მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას] თუ ადა­მი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ წარ­მო­შო­ბით ებ­რა­ე­ლია. ჩვენ რაღა გვჭირს, რისი გვე­ში­ნია?! არ ვიცი, ჩვე­ნე­ბის რა­ტომ უნდა გვე­ში­ნო­დეს?!“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მე­ო­რე, რაც უნდა გა­კეთ­დეს დი­ას­პო­რის­თვის, არის, რომ „ჩვენ მათ მივ­ცეთ, არამ­ხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მაგ­რამ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან ერ­თად გან­ცდა, რომ ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ფერ­ში“.

"ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან და არამ­ხო­ლოდ იმი­ტომ, რომ გვიგ­ზავ­ნი­ან ტრანსფე­რებს და ამით ამ­დიდ­რე­ბენ ბი­უ­ჯეტს ან თა­ვი­ანთ ოჯა­ხებს, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი აქვთ ამას ჩვენ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მელ­საც არ ვა­ღი­ა­რებთ ხში­რად. მაგ­რამ მთა­ვა­რი არის, რომ მათ იგ­რძნონ, რომ აქვთ რა­ღაც როლი ამ ქვე­ყა­ნა­ში, ეს იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი, ეს იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, გა­ნათ­ლე­ბა­ში, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, დაგ­ვეხ­მა­რონ. ექი­მე­ბი გვყავს მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ყვე­ლა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ჩვენ აქ არ ვუხ­სნით გზას, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩა­მო­ვიდ­ნენ და დაგ­ვეხ­მა­რონ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

მაგ კომისიამ,სამი თაობის თბილისელ,ავლაბრელ ბიჭს,რომელსაც ჯანმრთელობის გამო მოიქნია რუსეთში გადასვლა და მკურნალობის მიზნით მოქალაქეობა მიღება,გუში რომ ჩამოვიდა და ითხოვა საქართველოს მოქალაქეობას დაბრუნება,უარი სთხლიშეს! არც ქართული დავიწყებია,საქართველოს ისტორიას და ლიტერატურას აღმერთებს და პასუხი მისცეს ვერ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებსო! ხოლო ქართველი ქალი,რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი,რომელიც დღემდე არც დაინტერესებულა ქართულის შესწავლით და დღემდე ქმეის რუსულ გვარზეა,არაფერს ქართულს არ იცნობს მაგრამ გიდობს თურმე უკვე ექსკურსიებზე,უპრობლემოდ მისცეს მოქალაქეობას და უთო! ამიხსენით სადაა ლოგიკა,მარტო ქართულად რომ ამბობს გამარჯობა ში?!

გააუქმეთ კომისია
0

ე.წ. მოქალაქეობის კომისია სრული ბლეფია. არაფრის მომცემი, დაბალი კვალიფიკაციის და გამოცდილების ბიუროკრატები არიან დასაქმებული მაგ კომისიაში, სრულიად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ ძალიან ხშირად. უარს ეუბნებიან დევნილებს აფხაზეთიდან და ა.შ. მოკლედ ეგ კომისია გასაუქმებელია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, "ოჰ, ქართველია თურმე" - ზურაბიშვილი

"ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, "ოჰ, ქართველია თურმე" - ზურაბიშვილი

მიმაჩნია, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, ისრაელია.

"აგერ იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი [ქართველი] არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით, ნახევარი მილიონი თუ არის და ისინიც ნახევრად ქართველები და ნახევრად რუსები. მაგრამ დათვლა ძალიან რთულია იმიტომ, რომ დათვლილი არალეგალები არ არიან არსად. მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში, ალბათ მილიონს უახლოვდება და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები თუ თანამემამულეები. ამის ერთი მაგალითი მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, როგორც თავის თავის გაძლიერება, არის ისრაელი. ისრაელს აქვს ამ მხრივ ძალიან ბევრი ჩვენთვის სასწავლებელი, რომ ჩვენ მივყვეთ ამ გზას და ამითი ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა, ე.ი. ჩვენი თავი იმიტომ, რომ ეს არის კავშირი იმ ყველა ქვეყანასთან, რომელსაც გვინდა, რომ დავემსგავსოთ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქართული დიასპორის წარმატებული ფიგურები, ისევე როგორც ნაკლებად ცნობილები, ყველა საქართველოს წარმომადგენელია უცხო ქვეყნებში.

ზურაბიშვილის თქმით, მისი წვლილიცაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ორმაგი მოქალაქეობა არსებობს.

"მათი ერთად ყოფნა ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის პირველი არის მოქალაქეობა და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ არ შეიძლება გაგრძელდეს, როგორც გრძელდება კომისიის მუშაობა. მივაღწიეთ იმას და ამაში მე ჩემი წვლილი მქონდა, მაგრამ არამხოლოდ ყველას მიღწევა არის ის, რომ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ არ უნდა იყოს ის, რომ პრაქტიკა ხელს უშლის ამ კანონმდებლობის შესრულებას. ჩვენ არ უნდა ვიგონებდეთ რაღაც მიზეზებს, ვიღაცას რატომ არ ვაძლევთ მოქალაქეობას.

„არ ჩამოსულა ქვეყანაში დიდი ხანიაო“, „არა აქვს რაღაცა კავშირები ქვეყანასთანო“, ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ იმიტომ, რომ არ ჰქონია [მოქალაქეობა], აქვს [ამის] უფლება. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს, არა აქვს მნიშვნელობა, ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს რამე ქონებას თუ არ ფლობს, ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს გამოყენებული?! რატომ იგონებს ვიღაცა ჩინოვნიკი კომისიაში რა უნდა იყოს ახალი დამატებითი კრიტერიუმები. მე მიმაჩნია და ამას ჩემი წარმომადგენლები კომისიაში ბოლომდე მიყვებიან, რომ წარმოშობით ყველა ქართველს, მათ შვილებს, ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები, სამი წელია იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, გავამარტივოთ, ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუ ვეკითხებით! ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები?! ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, „ოჰ, ქართველია, თურმე“. ახლა უნდა ჩვენ მათ მივაწვდინოთ ეს ხელი, რომ, მოდით, იყავით ქართველი, იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ იყავით ასევე ქართველი, იმიტომ, რომ ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენთან, არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს არის მათი პირველი მოთხოვნა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს არ აქვს უფლება, რომ დიასპორაში მყოფი ხალხი დაკარგოს.

"აქ მაქვს მთელი სია, 15 მაისიდან დღემდე, რაც გავიდა კომისიაში რუსეთიდან მოთხოვნები მოქალაქეობის, მე პირადად, სადაც არის რამე უსაფრთხოების კითხვა, იქ ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას. მაგრამ თუ არ არის უსაფრთხოებიდან რამე კითხვა, რომ ვთქვათ, სამხედრო თანამდებობა ეკავა ან რაღაც უსაფრთხოების კუთხით შეიძლება იყოს კითხვის ნიშანი, იმათ არა, დანარჩენებს ყველას. იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი შვილები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ. არ მაინტერესებს რუსეთში თუ ამერიკაში ცხოვრობდნენ და ვერ თუ არ ჩამოდიოდნენ, მთავარი არის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ ეს ხალხი დაკარგოს. და სხვათა შორის, არცერთ ქვეყანას არა აქვს ამის უფლება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის პატარა ქვეყნისთვის. აბა, რისთვის, ჩვენ მერე რაღაც ცეკვა-თამაშებისთვის იქ რაღაც თანხებს ვუგზავნით, ეს არ არის დაცვა დიასპორის. ეს არ არის დახმარება დიასპორის. დახმარება არის, რომ ჩავთვალოთ ისინი როგორც ჩვენიანები და კიდევ ერთხელ, ისრაელი არის ამის მაგალითი. ავტომატურად უბრუნებენ [მოქალაქეობას] თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით ებრაელია. ჩვენ რაღა გვჭირს, რისი გვეშინია?! არ ვიცი, ჩვენების რატომ უნდა გვეშინოდეს?!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მეორე, რაც უნდა გაკეთდეს დიასპორისთვის, არის, რომ „ჩვენ მათ მივცეთ, არამხოლოდ მოქალაქეობა, მაგრამ მოქალაქეობასთან ერთად განცდა, რომ ისინი მონაწილეობენ ქვეყნის ყველაფერში“.

"ჩართულები არიან და არამხოლოდ იმიტომ, რომ გვიგზავნიან ტრანსფერებს და ამით ამდიდრებენ ბიუჯეტს ან თავიანთ ოჯახებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი წვლილი აქვთ ამას ჩვენ განვითარებაში, რომელსაც არ ვაღიარებთ ხშირად. მაგრამ მთავარი არის, რომ მათ იგრძნონ, რომ აქვთ რაღაც როლი ამ ქვეყანაში, ეს იქნება პოლიტიკური, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური, განათლებაში, რომ ჩამოვიდნენ, დაგვეხმარონ. ექიმები გვყავს მთელ მსოფლიოში, ყველანი წარმატებული. ჩვენ აქ არ ვუხსნით გზას, რომ მაინცდამაინც ჩამოვიდნენ და დაგვეხმარონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.