მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა სახელმწიფოებრივი და ძალიან გამართული იყო... კობახიძე მოერიდა ზურაბიშვილთან ახლო კომუნიკაციას, შეეშინდა უბრალოდ“ - გია ხუხაშვილი
"სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა  სახელმწიფოებრივი და ძალიან გამართული იყო... კობახიძე მოერიდა ზურაბიშვილთან ახლო კომუნიკაციას, შეეშინდა უბრალოდ“ - გია ხუხაშვილი

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი გა­მოს­ვლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ძა­ლი­ან გა­მარ­თუ­ლი იყო, - ასე შე­ა­ფა­სა ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ცდი­ლობს და­აბ­რუ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს ობსტრუქ­ცი­ას უწყობს. ამ ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბა არის პრო­და­სავ­ლუ­რი, ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­მა­ვა­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აწყობს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას, არ­ღვე­ვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­თხოვ­ნებს და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის ქვეშ დგას კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩა­ნა­წე­რი, რა­საც ჩვე­ნი პრო­და­სავ­ლუ­რი გზა ჰქვია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად. ხოლო პრე­ზი­დენ­ტი ცდი­ლობს, რომ თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში აღად­გი­ნოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი ანუ და­აბ­რუ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი გა­მოს­ვლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ძა­ლი­ან გა­მარ­თუ­ლი იყო. ის ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა ას­პექტს შე­ე­ხო, ყვე­ლა პრე­ტენ­ზი­ას, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის მხრი­დან არის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, იყო საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი, საკ­მა­ოდ მკვეთ­რი და გა­სა­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი კარ­გი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის გა­მოს­ვლებს ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ეფექ­ტი არ აქვს, რად­გან მან პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ველ წლებ­ში ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა.

"მო­დით, ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის ვთქვათ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი გა­მოს­ვლა, რა თქმა უნდა, ყვე­ლას მოგ­ვე­წო­ნა. მე მინ­და დღე­ვან­დე­ლი გა­მოს­ვლის გამო მას სა­კუ­თა­რი პა­ტი­ვის­ცე­მა და­ვუ­დას­ტუ­რო, მაგ­რამ მე იმის თქმა მინ­და, რომ მის გა­მოს­ვლებს შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­გე­ბით ეფექ­ტი არ აქვს იმი­ტომ, რომ მან თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ველ წლებ­ში ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა და ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც გა­უ­ჩი­ნა გარ­კვე­უ­ლი სკეპ­ტი­ციზ­მი და უნ­დობ­ლო­ბა მის მი­მართ", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად არ მი­ვი­და.

"მას ეს­მო­და რას გა­ა­კე­თებ­და იქ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. მას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი რა­ღა­ცე­ბი აქვს ნათ­ქვა­მი და გა­კე­თე­ბუ­ლი და კო­ბა­ხი­ძე ჩემ­თვის არის პო­ლი­ტი­კუ­რი სო­ცი­ო­პა­თი. პო­ლი­ტი­კუ­რი სო­ცი­ო­პა­თის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, რომ მას შე­უძ­ლია მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის დახ­ვრე­ტა­ზე ხელი მო­ა­წე­როს ისე, რომ ნერ­ვი არ აუ­ტოკ­დეს, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი მსხვერ­პლის­თვის ან ოპო­ნენ­ტის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა არ შე­უძ­ლია იმი­ტომ, რომ ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან სუს­ტი და მხდა­ლია. კო­ბა­ხი­ძე არის ძა­ლი­ან მხდა­ლი ადა­მი­ა­ნი. შო­რი­დან ხომ ლან­ძღავს, ცილს სწა­მებს, ათას უბე­დუ­რე­ბას აბ­რა­ლებს, მაგ­რამ ის ემა­ლე­ბა პირ­და­პირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რომ ვი­ღა­ცამ პა­სუ­ხი არ მოს­თხო­ვოს, თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დოს. ეს ძა­ლი­ან მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, ის მო­ე­რი­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ახლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, შე­ე­შინ­და უბ­რა­ლოდ“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გასაოცარი!
47

ებრაელები უჭკვიანესი ერია მსოფლიოში!.. ერთადერთი, ეს კაცია გამონაკლისი.

აკი
46

ერთი შენ ხარ გამართული და მეორე ეგ ბებია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა სახელმწიფოებრივი და ძალიან გამართული იყო... კობახიძე მოერიდა ზურაბიშვილთან ახლო კომუნიკაციას, შეეშინდა უბრალოდ“ - გია ხუხაშვილი

"სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა  სახელმწიფოებრივი და ძალიან გამართული იყო... კობახიძე მოერიდა ზურაბიშვილთან ახლო კომუნიკაციას, შეეშინდა უბრალოდ“ - გია ხუხაშვილი

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივი და ძალიან გამართული იყო, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმული სიტყვა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში.

"ხელისუფლება ქართველ ხალხს ობსტრუქციას უწყობს. ამ ქვეყნის უმრავლესობა არის პროდასავლური, ევროკავშირისკენ მიმავალი და ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, არღვევენ კონსტიტუციის მოთხოვნებს და ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ დგას კონსტიტუციური ჩანაწერი, რასაც ჩვენი პროდასავლური გზა ჰქვია, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ხოლო პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი ანუ დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში.

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივი და ძალიან გამართული იყო. ის ფაქტობრივად ყველა ასპექტს შეეხო, ყველა პრეტენზიას, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან არის წაყენებული ხელისუფლების მიმართ, იყო საკმაოდ პრინციპული, საკმაოდ მკვეთრი და გასაგები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი კარგი განცხადებების მიუხედავად, მის გამოსვლებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ეფექტი არ აქვს, რადგან მან პრეზიდენტობის პირველ წლებში ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა.

"მოდით, ობიექტურობისთვის ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეწონა. მე მინდა დღევანდელი გამოსვლის გამო მას საკუთარი პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ მის გამოსვლებს შიდა პოლიტიკური გაგებით ეფექტი არ აქვს იმიტომ, რომ მან თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებში ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასაც გაუჩინა გარკვეული სკეპტიციზმი და უნდობლობა მის მიმართ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, გია ხუხაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის თავიდან ასაცილებლად არ მივიდა.

"მას ესმოდა რას გააკეთებდა იქ სალომე ზურაბიშვილი. მას სალომე ზურაბიშვილის მიმართ ძალიან ბევრი ცუდი რაღაცები აქვს ნათქვამი და გაკეთებული და კობახიძე ჩემთვის არის პოლიტიკური სოციოპათი. პოლიტიკური სოციოპათისთვის დამახასიათებელია, რომ მას შეუძლია მილიონი ადამიანის დახვრეტაზე ხელი მოაწეროს ისე, რომ ნერვი არ აუტოკდეს, მაგრამ კონკრეტული მსხვერპლისთვის ან ოპონენტისთვის თვალებში ჩახედვა არ შეუძლია იმიტომ, რომ შინაგანად ძალიან სუსტი და მხდალია. კობახიძე არის ძალიან მხდალი ადამიანი. შორიდან ხომ ლანძღავს, ცილს სწამებს, ათას უბედურებას აბრალებს, მაგრამ ის ემალება პირდაპირ კომუნიკაციას, რომ ვიღაცამ პასუხი არ მოსთხოვოს, თვალებში ჩახედოს. ეს ძალიან მძიმე პოლიტიკური დაავადებაა, შესაბამისად, ის მოერიდა სალომე ზურაბიშვილთან ახლო კომუნიკაციას, შეეშინდა უბრალოდ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.