Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვში მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა - ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ღვთისმსახურებას ესწრებოდა" - საპატრიარქო
"მოსკოვში მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა - ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ღვთისმსახურებას ესწრებოდა" - საპატრიარქო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო მიტ­რო­პო­ლიტ ნი­კო­ლო­ზის მოს­კოვ­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს არ ყო­ფი­ლა მიტ­რო­პო­ლი­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი.

ამას­თან სა­პატ­რი­არ­ქო აღ­ნიშ­ნავს, რომ არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლო­ზი რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლეს ან­გე­ლო­ზის დღეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას ეს­წრე­ბო­და, ვიდ­რე ინ­ტერ­ნეტ­ში არ გავ­რცელ­და შე­სა­ბა­მი­სი ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა.

„მე­დი­ა­სა და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თით­ქოს ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლო­ზი (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი) მოს­კოვ­ში რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლეს ან­გე­ლო­ზის დღის მი­სა­ლო­ცად სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ გაგ­ზავ­ნა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვმარ­ტავთ:

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლო­ზი ამ დღეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას ეს­წრე­ბო­და, ვიდ­რე ინ­ტერ­ნეტ­ში არ გავ­რცელ­და შე­სა­ბა­მი­სი ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა.

გარ­და ამი­სა, გარ­კვე­ვით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ეს არ ყო­ფი­ლა მიტ­რო­პო­ლიტ ნი­კო­ლო­ზის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი. უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში იგი არა­ერ­თხელ სწვე­ვია მოს­კოვს კერ­ძო და პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან მას რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ჰყავს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სხვა ახ­ლობ­ლე­ბი”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიანა
13

მიდით ნაცებო, მოაწყეთ აქვია საპატრიარქოსთან! 😊

ია
11

პატრიარქმაც ხო თქვა მიშა უფრო მიყვარს ვიდრე ბიძინაო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"მოსკოვში მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა - ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ღვთისმსახურებას ესწრებოდა" - საპატრიარქო

"მოსკოვში მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა - ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ღვთისმსახურებას ესწრებოდა" - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტ ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტის ოფიციალური ვიზიტი.

ამასთან საპატრიარქო აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა.

„მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად საქართველოს საპატრიარქომ გაგზავნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ:

საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა.

გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები”, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: