Dyson-ის პროდუქცია, რომელიც უნიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიით გამოირჩევა, ქართულ ბაზარზე ახლა უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი. „ჯეოტეკ დისტრიბუციამ“ სულ რამდენიმე თვეა ბრენდთან თანამშრომლობა გააფორმა და მისი ერთადერთი დისტრიბუტორი გახდა რეგიონის სამ ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
Dyson-ის პროდუქციას ქართველი მომხმარებელი მანამდეც იცნობდა, თუმცა ამ დრომდე ხელი არ მიუწვდებოდა ბრენდის ოფიციალურ ტექნიკაზე. ახლა კი, მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ Dyson-ის ოფიციალური საგარანტიო პირობებითა და ავტორიზებული სერვის ცენტრების მომსახურებით.
ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს სამ კატეგორიას – მტვერსასრუტებს, ჰაერის გამწმენდ მოწყობილობებსა და თმის მოვლის საშუალებებს, როგორებიცაა თმის საშრობი, სტაილერი და უთო.
„Dyson-თან თანამშრომლობის გაფორმება მარტივი პროცედურა არ ყოფილა, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია მთელ მსოფლიოში და, შესაბამისად, ყველა დისტრიბუტორისა თუ საცალო ქსელის სასურველი პარტნიორია. თუმცა ჩვენი გამოცდილებისა და სწორი მიდგომის დახმარებით, მოვიპოვეთ Dyson-ის ნდობა და 2023 წლის იანვარში მოლაპარაკებებიც წარმატებით დავასრულეთ. გვიხარია, რომ Dyson-ის უნიკალური ტექნოლოგია რეგიონში ფართოდ ხელმისაწვდომი გავხადეთ“, – ამბობს „ჯეოტეკ დისტრიბუციის“ ბიზნეს სტრატეგიის განვითარების ხელმძღვანელი, სოფიო ჭუმბურიძე.
Dyson-ის პროდუქციის შეძენა ქართველ მომხმარებელს შეუძლია როგორც ონლაინ, ისე სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიათა ქსელში. მათ შორისაა: ალტა, ზუმერი, ელიტ ელექტრონიქსი, კონტაქტ ჰოუმი, ეფლ სითი, აიტექნიკსი, ვენდუ, ველი სთორი და ექსტრა ჯი.
„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ Dyson-ის ბრენდირებული ზონები მათსავე მაღაზიებში, სადაც მომხმარებელს დახვდებიან გადამზადებული, პროფესიონალი ექსპერტები. აქ დაინტერესებულ პირებს პროდუქციას ადგილზე გააცნობენ, გაუწევენ სრულფასოვან კონსულტაციას მის ტექნიკურ მახასიათებლებზე და ამით დაეხმარებიან მარტივად მიიღონ Dyson-ის პრემიუმ პროდუქციის შეძენის სასიამოვნო გადაწყვეტილება.
ასევე, მომხმარებლებს რეგულარულად შევთავაზებთ ბევრ სხვადასხვა კამპანიას, რაც უახლოეს მომავალში ბაზარზე კიდევ უფრო მეტად აამაღლებს ბრენდის ცნობადობას“, – გვითხრა სოფიო ჭუმბურიძემ.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ბრენდი Dyson 30 წელია აწარმოებს პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომელიც მომხმარებლებს დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური მახასიათებლებით ხიბლავს. ბრენდის ტექნიკას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია – არის გამოსაყენებლად კომფორტული და მოსახერხებელი, მრავალფუნქციური, მძლავრი და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა. Dyson-ის პროდუქციის საერთო უნიკალურობა კი, მის ძრავაში მდგომარეობას, რომელიც გამოირჩევა ხმის დაბალი დონით, დიდი სიმძლავრითა და კომპაქტური ზომით.
„როდესაც ვსაუბრობთ Dyson-ზე, ვსაუბრობთ ინოვაციურ პრემიუმ ხარისხზე. ყველასათვის მიმზიდველი ვიზუალის უკან დგას უმთავრესი რამ – ეს არის უნიკალური, დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელსაც მხოლოდ Dyson სთავაზობს მომხმარებელს.
Dyson-ის იდენტობა სრულად ეფუძნება გამორჩეულ ტექნოლოგიებს. ბრენდმა იცის, რომ მომხმარებელს აღიზიანებს პროდუქტი, რომელიც არ მუშაობს სწორად და ამ პრობლემას მარტივად ჭრის – მუდმივი სიახლეებითა და პროგრესით“, – ამბობს სოფიო ჭუმბურიძე.
R
ალტას ხომ ჰქონდა ავუთენტურობასთან დაკავშირებული პრობლემა? კონკრეტულდ ამ ბრენდზე, ვგეგმავ სთაილერის ყიდვას და ეგ მაფერხებს, ძვირი ღირს საკმაოდ. ვინმემ რამე თუ იცით დაწერეთ, ჭორები არ მინდა და ვარაუდები, ცალსახა ინფო თუ გაქვთ, არის საფრთხე რომ პატენტი ან ფეიკი შემომასაღონ?