Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელი მომღერალი 20-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელ ქმარს რუსეთის მხარდამჭერი პოზიციის გამო დაშორდა - ”ეს ძალიან გულდასაწყვეტია”
უკრაინელი მომღერალი 20-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელ ქმარს რუსეთის მხარდამჭერი პოზიციის გამო დაშორდა - ”ეს ძალიან გულდასაწყვეტია”

ცნო­ბილ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა მომ­ღე­რალ­მა კა­მა­ლი­ამ 13 მარტს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ის და მისი მი­ლი­არ­დე­რი ქმა­რი მო­ჰა­მედ ზა­ხუ­რი 20-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

"ვი­ცით, რომ ეს ის არ არის, რა­საც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი ჩვენ­გან მო­ე­ლო­და. ეს არ არის ის მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. დამ­ძი­მე­ბუ­ლი გუ­ლით ცალ-ცალ­კე ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას", - წერ­და მომ­ღე­რა­ლი იმ­ჟა­მად "ფე­ის­ბუქ­ზე".

მომ­ხდარს წინ უძღო­და ვარ­სკვლა­ვის პრე­ტენ­ზია გე­რის მი­მართ, რა­ზეც უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

ზა­ხურს წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ჰყავს ზრდას­რუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ტა­ტი­ა­ნა და ვაჟი არ­მა­ნი. გო­გო­ნა ცხოვ­რობს და სწავ­ლობს ინ­გლის­ში. 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, კა­მა­ლია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქმარ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად გე­რის სახ­ლში გა­და­სუ­ლი­ყო... კონ­ფლიქ­ტიც სწო­რედ ამ დროს და­ი­წყო.

მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო გერ­თან მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტი მოს­დი­ო­და, რად­გან მი­ლი­არ­დე­რის ქა­ლიშ­ვი­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა რუ­სე­თი­დან არის და გო­გო­ნაც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ქმე­დე­ბებს ამარ­თლებ­და.

მაგ­რამ ქალი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმან გა­ა­ნა­წყე­ნა, რომ ქმარ­მა ქა­ლიშ­ვი­ლის მხა­რე აირ­ჩია. ”ეს ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია”, - თქვა კა­მა­ლი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მუდ­მი­ვი სკან­და­ლე­ბის გამო, მომ­ღე­რალს დიდი ბრი­ტა­ნე­თის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. შვი­ლე­ბი ლონ­დონ­ში დარ­ჩნენ. კა­მა­ლი­ამ, დე­დას­თან ერ­თად, კი­ევ­თან ახ­ლოს გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა.

თუმ­ცა, სა­აღ­დგო­მო დღე­ებ­ში მომ­ღე­რალ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"სი­ნათ­ლე ყო­ველ­თვის ამარ­ცხებს სიბ­ნე­ლეს! სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის ამარ­ცხებს სიც­რუ­ეს! ქრის­ტე აღ­სდგა! ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა!"

მა­შინ თაყ­ვა­ნის­ცემ­ლებს ეჭვი გა­უჩ­ნდათ, რომ შე­საძ­ლოა წყვი­ლი შე­რიგ­და, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქალს ეს ინ­ფორ­მა­ცია დღემ­დე არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

18 მა­ისს უკ­რა­ი­ნელ­მა მომ­ღე­რალ­მა 46 წლის იუ­ბი­ლე კან­ში აღ­ნიშ­ნა, სა­დაც უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. კონ­ცერტს, რო­მელ­ზეც თა­ვი­სი ჰი­ტე­ბი ძი­რი­თა­დად უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე შე­ას­რუ­ლა, კა­მა­ლი­ას შვი­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ არ ჩან­დნენ გე­რე­ბი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ღა­მო­ზე პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მო­ჰა­მედ ზა­ხუ­რიც გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ყო­ფილ ცოლს ყვა­ვი­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლი მი­არ­თვა.

კა­მა­ლია და ზა­ხუ­რი 20 წელ­ზე მე­ტია ერ­თად არი­ან. მათ ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ - მი­რა­ბე­ლა და არა­ბე­ლა. მომ­ღე­რა­ლის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ქმარ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო. ქალ­მა აღი­ა­რა, რომ ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ ქორ­წი­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ ვერ შეძ­ლეს. ისი­ნი აღარ არი­ან ერ­თად, რო­გორც პარტნი­ო­რე­ბი, მაგ­რამ რჩე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის მშობ­ლე­ბად.

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 2003 წელს შეხ­ვდა. მა­შინ კა­მა­ლია უკვე ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო, მუ­ჰა­მე­დი კი პა­კის­ტა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ბრი­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ფლობ­და დო­ნეც­კის მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნას.

უკ­რა­ი­ნელ მომ­ღე­რალ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცო­ლის სამ­შობ­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცია გა­ა­ფარ­თო­ვა. მო­ჰა­მედს უკ­რა­ი­ნა­ში კი­ნო­ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, გა­მოს­ცემ­და გა­ზეთს და იყო მუ­სი­კა­ლუ­რი პრე­მი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ის ასე­ვე საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ო­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@
0

მიზეზი ეგ არაა რასაკვირველია

მაგრამ

მაინც ასე სჯობია

პაკისტანელისთვის მე ასეთი ქალი არ მემეტება

 

ლევანი
21

მომღერალი არა კვატი, კამალია არის ნაშაშკა, ზახური უჭკვიანესი ადამიანია, ომი ჯერ არ იყო დაწყებული უკრაინაში რომ გაყიდა მეტალურგიული ქარხანა ( უზუსტესი გათვლა) გარიგების ფასი 1 მილიარდი დოლარი. რომელიც დონეცკში მდებარეობს, უჭკვიანესი პაკისტანნელი და უბრწყინვალესი პიროვნება, უკეთილშობილესი თვისებებით, მიხვდა ან ვინ ვერ მიხვდება უკრაინა ფსკერისკენ მიდის, ამ მილიარდელებს ჭკუას ასწავლი შენ შენნაირებს თითებზე შემოატარებს))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

უკრაინელი მომღერალი 20-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელ ქმარს რუსეთის მხარდამჭერი პოზიციის გამო დაშორდა - ”ეს ძალიან გულდასაწყვეტია”

უკრაინელი მომღერალი 20-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელ ქმარს რუსეთის მხარდამჭერი პოზიციის გამო დაშორდა - ”ეს ძალიან გულდასაწყვეტია”

ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა კამალიამ 13 მარტს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ის და მისი მილიარდერი ქმარი მოჰამედ ზახური 20-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.

"ვიცით, რომ ეს ის არ არის, რასაც უკრაინელი ხალხი ჩვენგან მოელოდა. ეს არ არის ის მომავალი, რომელიც ჩვენ წარმოგვედგინა. დამძიმებული გულით ცალ-ცალკე ვაგრძელებთ ცხოვრებას", - წერდა მომღერალი იმჟამად "ფეისბუქზე".

მომხდარს წინ უძღოდა ვარსკვლავის პრეტენზია გერის მიმართ, რაზეც უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.

ზახურს წინა ურთიერთობიდან ჰყავს ზრდასრული ქალიშვილი ტატიანა და ვაჟი არმანი. გოგონა ცხოვრობს და სწავლობს ინგლისში. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კამალია იძულებული გახდა ქმართან და შვილებთან ერთად, საცხოვრებლად გერის სახლში გადასულიყო... კონფლიქტიც სწორედ ამ დროს დაიწყო.

მომღერალი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გერთან მუდმივად კონფლიქტი მოსდიოდა, რადგან მილიარდერის ქალიშვილის ბიოლოგიური დედა რუსეთიდან არის და გოგონაც პუტინის რეჟიმის ქმედებებს ამართლებდა.

მაგრამ ქალი ყველაზე მეტად იმან გაანაწყენა, რომ ქმარმა ქალიშვილის მხარე აირჩია. ”ეს ძალიან გულდასაწყვეტია”, - თქვა კამალიამ ინტერვიუში.

მუდმივი სკანდალების გამო, მომღერალს დიდი ბრიტანეთის დატოვება მოუწია. შვილები ლონდონში დარჩნენ. კამალიამ, დედასთან ერთად, კიევთან ახლოს გააგრძელა ცხოვრება.

თუმცა, სააღდგომო დღეებში მომღერალმა სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

"სინათლე ყოველთვის ამარცხებს სიბნელეს! სიმართლე ყოველთვის ამარცხებს სიცრუეს! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღდგა!"

მაშინ თაყვანისცემლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა წყვილი შერიგდა, მაგრამ ოფიციალურად ქალს ეს ინფორმაცია დღემდე არ დაუდასტურებია.

18 მაისს უკრაინელმა მომღერალმა 46 წლის იუბილე კანში აღნიშნა, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. კონცერტს, რომელზეც თავისი ჰიტები ძირითადად უკრაინულ ენაზე შეასრულა, კამალიას შვილები ესწრებოდნენ, მაგრამ არ ჩანდნენ გერები. მოულოდნელად საღამოზე პაკისტანელი ბიზნესმენი მოჰამედ ზახურიც გამოჩნდა, რომელმაც ყოფილ ცოლს ყვავილების უზარმაზარი თაიგული მიართვა.

კამალია და ზახური 20 წელზე მეტია ერთად არიან. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ - მირაბელა და არაბელა. მომღერალის თაყვანისმცემლები ქმართან განქორწინების შესახებ ცნობამ შოკში ჩააგდო. ქალმა აღიარა, რომ ისინი ცდილობდნენ ქორწინების გადარჩენას, მაგრამ ვერ შეძლეს. ისინი აღარ არიან ერთად, როგორც პარტნიორები, მაგრამ რჩებიან თავიანთი ქალიშვილების მშობლებად.

წყვილი ერთმანეთს 2003 წელს შეხვდა. მაშინ კამალია უკვე ცნობილი უკრაინელი მომღერალი იყო, მუჰამედი კი პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელი ბიზნესმენი, რომელიც ფლობდა დონეცკის მეტალურგიულ ქარხანას.

უკრაინელ მომღერალზე დაქორწინების შემდეგ, ცოლის სამშობლოში ინვესტიცია გააფართოვა. მოჰამედს უკრაინაში კინობიზნესი ჰქონდა, გამოსცემდა გაზეთს და იყო მუსიკალური პრემიის თანადამფუძნებელი. ის ასევე საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა.