Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი, ზარზეიმი, ტაშ-ფანდური, ელარჯის წელვის მეორე სერია, ძალიან სამარცხვინოა" - მანჯგალაძე
"ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი, ზარზეიმი, ტაშ-ფანდური, ელარჯის წელვის მეორე სერია, ძალიან სამარცხვინოა" - მანჯგალაძე

ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას და დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, რომ­ლე­ბიც „პრი­მა­კო­ვის ფონდს“ წარ­მო­ად­გე­ნენ, ზარ ზე­ი­მით დახ­ვდნენ, კო­ბა­ხი­ძეს გა­უ­ხარ­და, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო, ეტყო­ბა, გაფ­რე­ნას აპი­რებს თვი­თო­ნაც - რაც შე­ე­ხე­ბა ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წვე­რე­ბის ქორ­წილს, ზარ ზე­იმს, ტაშ-ფან­დურს, ელარ­ჯე­ბის წელ­ვის მე­ო­რე სე­რი­ას, ეს ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა , - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვან­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან­ჯგა­ლა­ძის თქმით­ვე, დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი „მოყვრის მგმო­ბი, მტრის ვერ მცნო­ბია“.

"ეს არის ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო ამ­ბა­ვი არა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე არაა - ლავ­რო­ვი და პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რე­ბი არ არი­ან, ისი­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბი. ვინ­მე იტყვის ალ­ბათ ოჯახ­მა და შვი­ლებ­მა რა და­ა­შა­ვე­სო - ყველ­მა და­ა­შა­ვა. სან­ქცი­რე­ბუ­ლია ეს ოჯა­ხი. სა­მარ­ცხვი­ნოა ამ სას­ტუმ­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ლავ­როვ­ზე ხდე­ბა აპე­ლი­რე­ბა, რომ ლავ­რო­ვის გვა­რით არა­ვინ ჰყავთ. ვი­ნო­კუ­რო­ვა ხომ გყავთ? ქმრის გვარ­ზე აქვთ რე­გის­ტრა­ცია გავ­ლი­ლი. ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო ქმე­დე­ბა. სულ­ში ჩა­ფურ­თხე­ბა 2008 წლის გმი­რი ბი­ჭე­ბის და ან­წუ­ხე­ლი­ძის, რო­მე­ლიც კა­ხე­თი­და­ნაა. რა გჭირთ ხალ­ხო, რა და­გე­მარ­თათ, გრო­შე­ბის გამო... ყვა­რელ­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყო ადა­მი­ა­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გვე­უბ­ნე­ბო­და - „მოყვრის მგმო­ბი, მტრის ვერ მცნო­ბი“. მტერს და მოყ­ვა­რეს ვერ არ­ჩევთ? ასეთს რას გიხ­დი­ან, რას და­გამ­სგავ­სათ ივა­ნიშ­ვილ­მა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დოთ იმის გამო, რომ 2 გრო­შით მეტი მო­ვაგ­რო­ვოთ? ეს ქმე­დე­ბა სა­მარ­ცხვი­ნოა. ხალ­ხში ორი­ვე გან­ცდა არ­სე­ბობს - გმი­რო­ბი­საც და სი­ლაჩ­რი­საც. ეს წა­მო­წია „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, რომ შე­გიძ­ლია კი­კუ­სა­ვით გრო­შის ფა­სად გა­ი­ხა­დო. ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კა“,- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია და ის სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბა­ში“ იმ­ყო­ფე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ოჯა­ხი კა­ხეთ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ქორ­წი­ლი ლავ­რო­ვის სი­ძეს, ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმას ექ­ნე­ბა. სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლის „ყვარ­ლის ტბა­ზე“ სტუმ­რო­ბა სი­მარ­თლე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ლავ­რო­ვის გვა­რით სას­ტუმ­რო­ში სტუ­მა­რი არ ფიქ­სირ­დე­ბა და არც აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ორდე
0

შენ რაც გიწელია ის გაუწელე იმას ვინც საარჩევნო სიაში ჩაგსვამს - ჭჭ ვერ გამოგადგება; ხაბე? ხაზარა? ორივე ხელით და მთელი ძალით, ახლა ლოდინის დრო არა გაქვს

სიმართლე მწარეა
3

შენზე სამარცხვინო ნამდვილად არ არის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი, ზარზეიმი, ტაშ-ფანდური, ელარჯის წელვის მეორე სერია, ძალიან სამარცხვინოა" - მანჯგალაძე

"ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი, ზარზეიმი, ტაშ-ფანდური, ელარჯის წელვის მეორე სერია, ძალიან სამარცხვინოა" - მანჯგალაძე

ვალერი კვარაცხელიას და დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომლებიც „პრიმაკოვის ფონდს“ წარმოადგენენ, ზარ ზეიმით დახვდნენ, კობახიძეს გაუხარდა, ძალიან კმაყოფილი იყო, ეტყობა, გაფრენას აპირებს თვითონაც - რაც შეეხება ლავროვის ოჯახის წვერების ქორწილს, ზარ ზეიმს, ტაშ-ფანდურს, ელარჯების წელვის მეორე სერიას, ეს ძალიან სამარცხვინოა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანჯგალაძის თქმითვე, დღეს საზოგადოების ნაწილი „მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობია“.

"ეს არის ძალიან სამარცხვინო ამბავი არა იმიტომ, რომ საქართველო სტუმართმოყვარე არაა - ლავროვი და პუტინი საქართველოს სტუმრები არ არიან, ისინი არიან საქართველოს მტრები. ვინმე იტყვის ალბათ ოჯახმა და შვილებმა რა დააშავესო - ყველმა დააშავა. სანქცირებულია ეს ოჯახი. სამარცხვინოა ამ სასტუმროების განცხადება, სადაც ლავროვზე ხდება აპელირება, რომ ლავროვის გვარით არავინ ჰყავთ. ვინოკუროვა ხომ გყავთ? ქმრის გვარზე აქვთ რეგისტრაცია გავლილი. ეს არის სამარცხვინო ქმედება. სულში ჩაფურთხება 2008 წლის გმირი ბიჭების და ანწუხელიძის, რომელიც კახეთიდანაა. რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, გროშების გამო... ყვარელთან პირდაპირ კავშირში იყო ადამიანი, თავისუფლებისთვის იბრძოდა, ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა - „მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობი“. მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ? ასეთს რას გიხდიან, რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა. როგორ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ იმის გამო, რომ 2 გროშით მეტი მოვაგროვოთ? ეს ქმედება სამარცხვინოა. ხალხში ორივე განცდა არსებობს - გმირობისაც და სილაჩრისაც. ეს წამოწია „ქართულმა ოცნებამ“, რომ შეგიძლია კიკუსავით გროშის ფასად გაიხადო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძეს, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.