მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია ცივი მაისი და არის თუ არა უჩვეულო წლევანდელი გაზაფხულის ამინდი - სვეტლანა ნიორაძე წინა წლების სტატისტიკასა და მაისის პროგნოზზე
რამ გამოიწვია ცივი მაისი და არის თუ არა უჩვეულო წლევანდელი გაზაფხულის ამინდი - სვეტლანა ნიორაძე წინა წლების სტატისტიკასა და მაისის პროგნოზზე

წელს გა­ზა­ფხულ­მა და­იგ­ვი­ა­ნა, არ დად­გა, მოს­ვლა გა­და­ი­ფიქ­რა - ამ ფრა­ზებს ხში­რად მო­ის­მენთ. მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბია და ქვე­ყა­ნა­ში ქარი, წვი­მა, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­გან ყინ­ვა და თოვ­ლიც ფიქ­სირ­დე­ბა. იყო თუ არა წელს მა­ი­სი გრი­ლი, რო­გორც სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, ამა­ზე პა­სუ­ხი თვის ბო­ლოს იქ­ნე­ბა, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი რი­ცხვე­ბი და­ჯამ­დე­ბა.

სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო-მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი AMBEBI.GE-სთან ზო­გა­დი პროგ­ნო­ზის გარ­და, ყვე­ლა­ზე გრი­ლი მა­ი­სის თვე­ებს იხ­სე­ნებს.

- გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, რო­გორც ჩანს, კლი­მატ­ზე გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს...

- გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა - ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა - ეს პრო­ცე­სე­ბი ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. წლე­ვან­დე­ლი მა­ი­სი რომ ავი­ღოთ, არ მგო­ნია, ისე­თი რამ ხდე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში, რომ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას გა­მო­ეწ­ვია. იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო ნა­ლე­ქი­ა­ნი, ცივი მა­ი­სი ყო­ფი­ლა რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე - და­სავ­ლეთ­ში.

- მარ­ტი და აპ­რი­ლიც საკ­მა­ოდ გრი­ლი იყო. ამას ჯერ­ჯე­რო­ბით გრი­ლი მა­ი­სის დღე­ე­ბი მოჰ­ყვა და ესაა ადა­მი­ა­ნე­ბის წუ­ხი­ლის მი­ზე­ზი, თო­რემ წინა წლებ­ში შე­იძ­ლე­ბა მეტი ცივი მა­ი­სიც კი გვქო­ნია...

- კი, ასე წა­ე­წყო, მაგ­რამ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მახ­სოვს, რომ თბი­ლის­ში აპ­რი­ლის ბო­ლოს მო­თო­ვა... ახლა გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია, გა­ზა­ფხუ­ლია და ცოტა გვი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი. თან, მარ­თლაც ერ­თმა­ნეთს წა­ე­წყო - ზამ­თა­რი და მერე მარ­ტი-აპ­რი­ლის არამ­დგრა­დი ამინ­დი.

ეს კი ნამ­დვი­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით იმას­თან, რა პრო­ცე­სე­ბიც ატ­მოს­ფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. წელს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში ციკ­ლო­ნე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც ხან და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­დის, ხან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი­დან და ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან. ამას მოჰ­ყვე­ბა ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბი, რაც ამ ამინდს იწ­ვევს. დად­გე­ბა ზა­ფხუ­ლიც. უბ­რა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა წყალ­დი­დო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ში მა­ღა­ლი წყლი­ა­ნო­ბაა, ამას გა­და­უ­დე­ბე­ლი ძლი­ე­რი წვი­მე­ბიც და­ერ­თო. პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი მოხ­და, გზა და­ი­კე­ტა ქუ­თა­ის­ში, მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხილ­ზე.

- სტა­ტის­ტი­კას რომ გა­დავ­ხე­დოთ, ყვე­ლა­ზე ცივი მა­ი­სი რო­მელ წელს ფიქ­სირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ეს იყო 1956 წელი, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ცივი მა­ი­სი 2022 წელს იყო. თბი­ლი­სის­თვის ყვე­ლა­ზე ცივი მა­ი­სი 1999 წელს და­ფიქ­სირ­და, როცა დღის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 9 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და, ღა­მით - 4 გრა­დუ­სი. ქო­ბუ­ლეთ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 2011 წლის მა­ის­ში იყო.

- ეს რო­გორ ფას­დე­ბა?

- მთლი­ა­ნი თვე უნდა გა­ვი­დეს, რომ გა­ვი­გოთ, მა­ი­სი ცივი იყო თუ თბი­ლი. ახლა მა­ის­ში რომ დათ­ბე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ისე­თი სუ­რა­თი მი­ვი­ღოთ, რომ მა­ი­სი ცივი და ნორ­მა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით და­ფიქ­სირ­დეს. იგი­ვე ნა­ლექ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. ნა­ლე­ქი­ა­ნი წლე­ბიც მა­ის­ში ძა­ლი­ან ბევ­რია - მა­გა­ლი­თად, 2017, 2012. თბი­ლის­ში 2012 წელს ამ დროს სას­წა­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ლე­ქი მო­ვი­და. თვის ჯამი 300 მი­ლი­მეტ­რამ­დე იყო. თბი­ლის­ში წყალ­დი­დო­ბაც მოხ­და. ამი­ტომ, თვე უნდა დამ­თავ­რდეს, რომ შე­ვა­ფა­სოთ. გა­სა­გე­ბია, რომ ხალ­ხი წუხს, ზოგს გათ­ბო­ბა არც გა­მო­ურ­თავს და ზოგ­მა თა­ვი­დან ჩარ­თო.

- და­ვა­სა­ხე­ლეთ წლე­ბის მი­ხედ­ვით რამ­დე­ნი­მე გრი­ლი მა­ი­სი. იყო თუ არა ისი­ნი შემ­დგომ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლის წი­ნა­პი­რო­ბა?

- ზა­ფხუ­ლის პროგ­ნოზ­ზე ჯერ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რად­გან ახლა მზად­დე­ბა ზამ­თრის და ზა­ფხუ­ლის პროგ­ნო­ზი. თუ მა­ის­ში გრი­ლა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ზა­ფხულ­შიც სიგ­რი­ლე იქ­ნე­ბა, ან სი­ცხე. მა­ი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გრი­ლა, 16 მა­ი­სი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ­ში მო­ი­მა­ტებს 20-25-გრა­დუ­სამ­დე. 18 მა­ისს უფრო მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 19-დან ისევ და­იკ­ლებს და ნა­ლე­ქი მო­ი­მა­ტებს, ოღონდ, ნა­ლე­ქი შე­და­რე­ბით სით­ბოს ფონ­ზე იქ­ნე­ბა. 20-ის მერე კი დათ­ბე­ბა. მერე გაჩ­ნდე­ბა ამით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­კი­თხვე­ბი - რო­დის აგ­რილ­დე­ბა და რა­ტომ არის ასე­თი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. მოკ­ლედ, ჯობს მა­ინც და­ვე­ლო­დოთ სე­ზო­ნის პროგ­ნოზს, რო­მე­ლიც მალე გვექ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
1

ზოგს არაოფიციალური და გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ვერ გაგირჩევიათ და ადამიანს ლანძღავთ, რა უმადური ხალხი ხართ

dima
9

ასეთი მუქთამჭამელების სამსახური მეორე არ მეგულება!,, ამინდის პროგნოზი უკუღმა უნდა აღითქვა და მაშინ გამოიცნობ,,(სტალინი) )))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რამ გამოიწვია ცივი მაისი და არის თუ არა უჩვეულო წლევანდელი გაზაფხულის ამინდი - სვეტლანა ნიორაძე წინა წლების სტატისტიკასა და მაისის პროგნოზზე

რამ გამოიწვია ცივი მაისი და არის თუ არა უჩვეულო წლევანდელი გაზაფხულის ამინდი - სვეტლანა ნიორაძე წინა წლების სტატისტიკასა და მაისის პროგნოზზე

წელს გაზაფხულმა დაიგვიანა, არ დადგა, მოსვლა გადაიფიქრა - ამ ფრაზებს ხშირად მოისმენთ. მაისის შუა რიცხვებია და ქვეყანაში ქარი, წვიმა, დაბალი ტემპერატურა, ზოგან ყინვა და თოვლიც ფიქსირდება. იყო თუ არა წელს მაისი გრილი, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ამაზე პასუხი თვის ბოლოს იქნება, როდესაც გარკვეული რიცხვები დაჯამდება.

სვეტლანა ნიორაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი AMBEBI.GE-სთან ზოგადი პროგნოზის გარდა, ყველაზე გრილი მაისის თვეებს იხსენებს.

- გლობალური დათბობა, როგორც ჩანს, კლიმატზე გავლენას მაინც ახდენს...

- გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება - ძალიან აქტუალური თემაა - ეს პროცესები ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. წლევანდელი მაისი რომ ავიღოთ, არ მგონია, ისეთი რამ ხდებოდეს ქვეყანაში, რომ გლობალურ დათბობას გამოეწვია. იმიტომ, რომ საქართველოში გაცილებით უფრო ნალექიანი, ცივი მაისი ყოფილა როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე - დასავლეთში.

- მარტი და აპრილიც საკმაოდ გრილი იყო. ამას ჯერჯერობით გრილი მაისის დღეები მოჰყვა და ესაა ადამიანების წუხილის მიზეზი, თორემ წინა წლებში შეიძლება მეტი ცივი მაისიც კი გვქონია...

- კი, ასე წაეწყო, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში მახსოვს, რომ თბილისში აპრილის ბოლოს მოთოვა... ახლა გარდამავალი პერიოდია, გაზაფხულია და ცოტა გვიანი გაზაფხული. თან, მართლაც ერთმანეთს წაეწყო - ზამთარი და მერე მარტი-აპრილის არამდგრადი ამინდი.

ეს კი ნამდვილად დაკავშირებულია გლობალურ პროცესებთან, განსაკუთრებით იმასთან, რა პროცესებიც ატმოსფეროში მიმდინარეობს. წელს ძალიან აქტიურია ატლანტიკის ოკეანეში ციკლონების აქტიურობა, მოძრაობა, რომელიც ხან დასავლეთიდან შემოდის, ხან სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. ამას მოჰყვება ცივი ჰაერის მასები, რაც ამ ამინდს იწვევს. დადგება ზაფხულიც. უბრალოდ საქართველოში ჯერ არ დამთავრებულა წყალდიდობა. საქართველოს მდინარეებში მაღალი წყლიანობაა, ამას გადაუდებელი ძლიერი წვიმებიც დაერთო. პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები მოხდა, გზა დაიკეტა ქუთაისში, მამისონის უღელტეხილზე.

- სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ყველაზე ცივი მაისი რომელ წელს ფიქსირდება საქართველოში?

- ეს იყო 1956 წელი, დასავლეთ საქართველოში ყველაზე ცივი მაისი 2022 წელს იყო. თბილისისთვის ყველაზე ცივი მაისი 1999 წელს დაფიქსირდა, როცა დღის მაქსიმალური ტემპერატურა 9 გრადუსი დაფიქსირდა, ღამით - 4 გრადუსი. ქობულეთში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2011 წლის მაისში იყო.

- ეს როგორ ფასდება?

- მთლიანი თვე უნდა გავიდეს, რომ გავიგოთ, მაისი ცივი იყო თუ თბილი. ახლა მაისში რომ დათბება, შეიძლება საბოლოოდ ისეთი სურათი მივიღოთ, რომ მაისი ცივი და ნორმაზე დაბალი ტემპერატურით დაფიქსირდეს. იგივე ნალექზეც შეიძლება ითქვას. ნალექიანი წლებიც მაისში ძალიან ბევრია - მაგალითად, 2017, 2012. თბილისში 2012 წელს ამ დროს სასწაული რაოდენობის ნალექი მოვიდა. თვის ჯამი 300 მილიმეტრამდე იყო. თბილისში წყალდიდობაც მოხდა. ამიტომ, თვე უნდა დამთავრდეს, რომ შევაფასოთ. გასაგებია, რომ ხალხი წუხს, ზოგს გათბობა არც გამოურთავს და ზოგმა თავიდან ჩართო.

- დავასახელეთ წლების მიხედვით რამდენიმე გრილი მაისი. იყო თუ არა ისინი შემდგომ ცხელი ზაფხულის წინაპირობა?

- ზაფხულის პროგნოზზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ახლა მზადდება ზამთრის და ზაფხულის პროგნოზი. თუ მაისში გრილა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხულშიც სიგრილე იქნება, ან სიცხე. მაისის პირველ ნახევარში გრილა, 16 მაისიდან ტემპერატურა დასავლეთსა და აღმოსავლეთში მოიმატებს 20-25-გრადუსამდე. 18 მაისს უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 19-დან ისევ დაიკლებს და ნალექი მოიმატებს, ოღონდ, ნალექი შედარებით სითბოს ფონზე იქნება. 20-ის მერე კი დათბება. მერე გაჩნდება ამით შეწუხებული ადამიანების შეკითხვები - როდის აგრილდება და რატომ არის ასეთი მაღალი ტემპერატურა. მოკლედ, ჯობს მაინც დაველოდოთ სეზონის პროგნოზს, რომელიც მალე გვექნება.