სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან იგეგმება "ჩემი ცოლის დაქალების" ეთერში დაბრუნება - რას ამბობს სერიალის პროდიუსერი გეგმებზე?
როდიდან იგეგმება "ჩემი ცოლის დაქალების" ეთერში დაბრუნება - რას ამბობს სერიალის პროდიუსერი გეგმებზე?

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მალე მა­ყუ­რე­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ „ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში არ­ხის დირ­ქტორ­მა ზუკა გუმ­ბა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

AMBEBI.GE სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სერს ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- კი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, სე­რი­ა­ლი აღ­ვად­გი­ნოთ და მუ­შა­ო­ბას ვი­წყებთ იმის­თვის, რომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მა­ყუ­რე­ბელს და­უბ­რუნ­დეს. ამ­დე­ნი ხანი პა­უ­ზა რომ იყო, ახლა ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან არის ასა­წყო­ბი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ვინ სად არის, რო­გორ არის, - ეს ყვე­ლაფ­რი მო­სა­კი­თხია. მოკ­ლედ, მუ­შა­ო­ბას ვი­წყებთ.

- გაქვთ მო­ნა­ხა­ზი, ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში რა მი­მარ­თუ­ლე­ბას აირ­ჩევთ?

- გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ მი­ვი­ღეთ. ამი­ტომ ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში რა და რო­გორ იქ­ნე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი გვაქვს, მაგ­რამ რა­ღაც სი­ახ­ლე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. მეტი სხვა სათ­ქმე­ლი არ მაქვს.

- თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­რუ­ლე­ში რამ­დენ ხან­ში მოვა?

- ზუს­ტი პა­სუ­ხი ძნე­ლია, მაგ­რამ გეგ­მა ასე­თია, რომ სა­დღაც 1-ელი ივ­ლი­სის­თვის ეთერ­ში გას­ვლა მო­ვა­ხერ­ხოთ. ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან არის და­სა­წყე­ბი. მსა­ხი­ო­ბებს უნდა შე­ვეხ­მი­ა­ნოთ, ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლიც გა­სა­ახ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი, თა­ვი­დან ასა­მუ­შა­ვე­ბე­ლი გვაქვს. ცხა­დია, ამ ყვე­ლა­ფერს დრო სჭირ­დე­ბა.

- ცნო­ბი­ლია, რომ პრო­ექ­ტი წინა სე­ზონ­ზე იმის გამო შე­წყდა, რომ მის­თვის სა­ჭი­რო ფი­ნან­სე­ბი არ არ­სე­ბობ­და. გარ­კვე­უ­ლი კრი­ზი­სი იყო...

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ ძვი­რი პრო­ექ­ტია... სამ­წუ­ხა­როდ ქარ­თუ­ლი მე­დია პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზეა მიბ­მუ­ლი. ამი­ტომ ამ­ხე­ლა თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა ასეთ პი­რო­ბებ­ში რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. თან, ჩვე­ნი პა­უ­ზაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ გარ­და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხი­სა, ზო­გა­დად იმ­დე­ნად გა­ურ­კვე­ვე­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, რომ რა­ღაც რის­კებ­ზე წას­ვლას მო­ვე­რი­დეთ. ახლა გა­დავ­წყვი­ტეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბით, მათ შო­რის, თან­ხე­ბის და ყვე­ლაფ­რის, პრო­ექ­ტი აღ­ვად­გი­ნოთ, რად­გა­ნაც ბა­ზარ­ზე ამის დიდი მო­თხოვ­ნაა. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი პა­უ­ზის ხან­გრძლი­ვო­ბა, რომ­ლის მე­რეც ძა­ლი­ან ძნე­ლია, რა­ღაც აღად­გი­ნო. უკვე ისე­თი კრი­ტი­კუ­ლი ფა­ზაა, თუ დრო­ზე არ დავ­ძა­რით, მერე უკვე ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

- თუმ­ცა ამ პა­უ­ზის პე­რი­ოდ­ში "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" გა­და­ი­ღეთ...

- კი, „კა­ვე­ას“ შეკ­ვე­თა შე­ვას­რუ­ლეთ - სე­რი­ა­ლი „ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა“ გა­და­ვი­ღეთ. ეს სე­ზო­ნი დას­რულ­და. მისი მო­რი­გი სე­ზო­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ კი­დევ შეგ­ვი­კე­თა­ვენ, ეს უკვე მათი საქ­მეა.

- მეც ერთ რი­გით მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან და­მაკ­ლდა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"...

- ჩვენც ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რა მას­ზე მუ­შა­ო­ბა... მთე­ლი ქვე­ყა­ნაც ზო­გა­დი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­ულ რუ­ტი­ნა­ში შე­ვე­დით...

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ლალი ფაცაციას თურმე დააკლდა სერიალი ... ცოდოა აშკარად... ორი თუ სამი სერიის ნაწილები მაქვს ნანახი... უნიჭობის ფეიერვერკია... სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კარგი მსახიობიც მატერიალურის გამო იძულებული ამ საზიზღარ სერიალში ითამაშოს...

ლიზა
6

ტვ იმედმა საპასუხოდ გეი სერიალი მაინც წამოიწყოს - ჩემი ქმრის ბოიფრენდები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

როდიდან იგეგმება "ჩემი ცოლის დაქალების" ეთერში დაბრუნება - რას ამბობს სერიალის პროდიუსერი გეგმებზე?

როდიდან იგეგმება "ჩემი ცოლის დაქალების" ეთერში დაბრუნება - რას ამბობს სერიალის პროდიუსერი გეგმებზე?

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მალე მაყურებელს დაუბრუნდება. ამის შესახებ „ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში არხის დირქტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.

AMBEBI.GE სერიალის პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა:

- კი, გადაწყვეტილება მივიღეთ, სერიალი აღვადგინოთ და მუშაობას ვიწყებთ იმისთვის, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს დაუბრუნდეს. ამდენი ხანი პაუზა რომ იყო, ახლა ყველაფერი თავიდან არის ასაწყობი და გასაკეთებელი. ვინ სად არის, როგორ არის, - ეს ყველაფრი მოსაკითხია. მოკლედ, მუშაობას ვიწყებთ.

- გაქვთ მონახაზი, შინაარსობრივ ნაწილში რა მიმართულებას აირჩევთ?

- გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ამიტომ შინაარსობრივ ნაწილში რა და როგორ იქნება, ჯერჯერობით არაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც სიახლეები აუცილებლად იქნება. მეტი სხვა სათქმელი არ მაქვს.

- თქვენი გადაწყვეტილება სისრულეში რამდენ ხანში მოვა?

- ზუსტი პასუხი ძნელია, მაგრამ გეგმა ასეთია, რომ სადღაც 1-ელი ივლისისთვის ეთერში გასვლა მოვახერხოთ. ხომ ვამბობ, ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. მსახიობებს უნდა შევეხმიანოთ, ტექნიკური ნაწილიც გასაახლებელია, ყველაფერი, თავიდან ასამუშავებელი გვაქვს. ცხადია, ამ ყველაფერს დრო სჭირდება.

- ცნობილია, რომ პროექტი წინა სეზონზე იმის გამო შეწყდა, რომ მისთვის საჭირო ფინანსები არ არსებობდა. გარკვეული კრიზისი იყო...

- მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირი პროექტია... სამწუხაროდ ქართული მედია პოლიტიკურ პროცესზეა მიბმული. ამიტომ ამხელა თანხის მობილიზება ასეთ პირობებში რთული აღმოჩნდა. თან, ჩვენი პაუზაც განპირობებული იყო იმით, რომ გარდა ფინანსური საკითხისა, ზოგადად იმდენად გაურკვეველი ვითარება იყო, რომ რაღაც რისკებზე წასვლას მოვერიდეთ. ახლა გადავწყვიტეთ მაქსიმალური მობილიზებით, მათ შორის, თანხების და ყველაფრის, პროექტი აღვადგინოთ, რადგანაც ბაზარზე ამის დიდი მოთხოვნაა. არსებობს გარკვეული პაუზის ხანგრძლივობა, რომლის მერეც ძალიან ძნელია, რაღაც აღადგინო. უკვე ისეთი კრიტიკული ფაზაა, თუ დროზე არ დავძარით, მერე უკვე ძალიან გაგვიჭირდება.

- თუმცა ამ პაუზის პერიოდში ''ხელოვნური სუნთქვა'' გადაიღეთ...

- კი, „კავეას“ შეკვეთა შევასრულეთ - სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“ გადავიღეთ. ეს სეზონი დასრულდა. მისი მორიგი სეზონი დამოკიდებულია იმაზე, თუ კიდევ შეგვიკეთავენ, ეს უკვე მათი საქმეა.

- მეც ერთ რიგით მაყურებელს ძალიან დამაკლდა "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ჩვენც ძალიან მოგვენატრა მასზე მუშაობა... მთელი ქვეყანაც ზოგადი სიტუაციის გამო ძალიან დეპრესიულ რუტინაში შევედით...