პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ... მხნეობის დემონსტრირებას ახდენს" - გია ხუხაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და სააკაშვილის პოზიციაზე
"რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ... მხნეობის დემონსტრირებას ახდენს" - გია ხუხაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და სააკაშვილის პოზიციაზე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, მაგ­რამ მხნე­ო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ პო­ლი­ტო­ლო­გი, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ნათ­ქვა­მია: „მხო­ლოდ უცხო­ე­თი ჩვენს საქ­მეს ვერ გა­ა­კე­თებს, და­სავ­ლე­თი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­რო დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, თუ და­ი­ნა­ხავს ჩვენს შემ­დგომ შე­უ­პო­ვარ ბრძო­ლას“.

  • გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან „დაძ­რო­მის მა­ნევ­რი მო­ეს­პო“ და ის იწყებს ისევ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

"ტრა­გი­კუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა პირ­და­პირ. ის ამ გან­ცხა­დე­ბას რა­ტო­მაც აკე­თებს გა­სა­გე­ბია, იხ­ტი­ბა­რი არ უნდა გა­ი­ტე­ხოს. მას გარ­კვე­ულ­წი­ლად აქე­დან დაძ­რო­მის მა­ნევ­რი მო­ეს­პო და შე­სა­ბა­მი­სად ის იწყებს ისევ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ფა­ფხურს, ეს ფა­ფხუ­რია, მეტი არა­ფე­რი არ არის. ის რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, ალ­ბათ, მაგ­რამ მხნე­ო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს იმი­ტომ, რომ არ დარ­ჩა სხვა მა­ნევ­რი, რა უნდა ექნა, რა უნდა ეთ­ქვა სხვა? ეს სი­ტყვე­ბია მხო­ლოდ, რის უკა­ნაც არა­ფე­რია“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ უნდა გა­უჩ­ნდეს ილუ­ზია, რომ პარ­ტია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბით“ რა­მეს მო­ა­ხერ­ხებს, რად­გან რე­ა­ლუ­რად ეს პარ­ტია აღარ არ­სე­ბობს.

"ხა­ბე­იშ­ვი­ლი მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე - პა­რო­დია არ არის? თან პარ­ტია, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ჩრდი­ლო­ვან მმარ­თვე­ლო­ბას ებ­რძვის ვი­თომ-ვი­თომ და თვი­თონ ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა აქვს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ა­ში. რაზე ვლა­პა­რა­კობთ, და­ინ­გრა პარ­ტია, აღარ არ­სე­ბობს. შე­სა­ბა­მი­სად სა­ა­კაშ­ვილს რა­ი­მე ილუ­ზია ნუ გა­უჩ­ნდე­ბა, რომ ამ პარ­ტი­ით რა­მეს მო­ა­ხერ­ხებს, პარ­ტია ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ არ­სე­ბობს, ის ორა­დაა გა­ყო­ფი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უარი ეთ­ქვა ვარ­შა­ვა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე. მი­სი­ვე თქმით, ამავდრო­უ­ლად, სა­ხელ­მწი­ფოს არ და­ე­ვა­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის ქვეყ­ნის შიგ­ნით სხვა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოლო
7

ხანდახან გამონათებები აქვს ხუხაშვილს და ეს კარგია

გია ხუხაშვილს
8

ეხლა ნახე, მიხო ცრუ ისევ „ჩამოვარდება“ საწოლიდან, ისევ „ჩამოარტყავს“ მაგიდას თავს, ისევ „ვეღარ შეჭამს“ საჭმელს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ... მხნეობის დემონსტრირებას ახდენს" - გია ხუხაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და სააკაშვილის პოზიციაზე

"რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ... მხნეობის დემონსტრირებას ახდენს" - გია ხუხაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და სააკაშვილის პოზიციაზე

მიხეილ სააკაშვილი რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია: „მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას“.

  • გია ხუხაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებული ვითარებიდან „დაძრომის მანევრი მოესპო“ და ის იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში.

"ტრაგიკული პიროვნებაა პირდაპირ. ის ამ განცხადებას რატომაც აკეთებს გასაგებია, იხტიბარი არ უნდა გაიტეხოს. მას გარკვეულწილად აქედან დაძრომის მანევრი მოესპო და შესაბამისად ის იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში, ფაფხურს, ეს ფაფხურია, მეტი არაფერი არ არის. ის რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს იმიტომ, რომ არ დარჩა სხვა მანევრი, რა უნდა ექნა, რა უნდა ეთქვა სხვა? ეს სიტყვებია მხოლოდ, რის უკანაც არაფერია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობით“ რამეს მოახერხებს, რადგან რეალურად ეს პარტია აღარ არსებობს.

"ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე - პაროდია არ არის? თან პარტია, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობას ებრძვის ვითომ-ვითომ და თვითონ ჩრდილოვანი მმართველობა აქვს დამკვიდრებული პარტიაში. რაზე ვლაპარაკობთ, დაინგრა პარტია, აღარ არსებობს. შესაბამისად სააკაშვილს რაიმე ილუზია ნუ გაუჩნდება, რომ ამ პარტიით რამეს მოახერხებს, პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის ორადაა გაყოფილი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

წაიკითხეთ ასევე: