ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე - პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლაზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.
"მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.
ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“,- აღნიშნა ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა.
1 სანქიცია თუ დაუწესა ევროკავშირმა 2008 ში რუსეთს ოკუპაციისთვის? ან აშშ-მ/ არანაირი.. ჰოდა, ახლაქ მოკეტონ, არაფერი აქვთ სათქმელი..
ბევრ ქადაგად დავარდნილს დავინახავთ აქ, მაგრამ მთავარი რაც არის, იმას არ იტყვიან...
პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესი. დასავლეთის ინტერესი კი, რუსების დაამარცხებაა, ნებისმიერ ფასად და ნუ გავყიდით ხურდის საფასურად ქვეყანას და ჩვენ თავებს..არც მილიონად მემეტება, მარა მილიონად ბევრი გაყიდის კიდეც...
ხპმ ვამბობდი, ხვალ რომ აფხაზეთის დაბრუნების შანსი გაჩნდეს, პირველი დასავლეთი წავა წინააღმდეგი მეთქი და ხომ ვყოფილვარ მართალი?
მაგათ აწყობთ მუდმივად ვიყოთ რუსებთან დაპირისპირებული, ჩვენ კი; სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ... ასეა ეს!