პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი" - ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს: აშშ-ის ექსპრეზიდენტი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს
"წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი" - ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს: აშშ-ის ექსპრეზიდენტი  განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

დო­ნალდ ტრამ­პი Fox News Digital-ს უცხა­დებს, რომ ის ჯინ კე­რო­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს. აშშ-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ "აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აქვს წარ­მოდ­გე­ნა, ვინ არის ის", ხოლო გა­ნა­ჩენს სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს. ასე­ვე დას­ძენს, რომ ეს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­დი­რო­ბაა.

ნიუ-იორ­კის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლოს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1996 წელს ტრამპმა სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­ა­ვიწ­რო­ვა კე­რო­ლი ნიუ-იორ­კის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის გა­სახ­დელ ოთახ­ში და მას და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ე­კის­რა. ასე­ვე, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ცნეს კე­რო­ლის სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც ტრამპს ცი­ლის­წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით კი­დევ 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რეს.

ტრამპმა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან მა­ლე­ვე, Fox News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს: "გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. კლინ­ტო­ნის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მო­სა­მარ­თლე ძა­ლი­ან ცუ­დად მოგ­ვექ­ცა და კე­რო­ლიც კლინ­ტო­ნის ადა­მი­ა­ნია. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ვი­ნაა ეს ქალი".

ტრამ­პის ად­ვო­კატ­მა, ჯო ტა­კო­პი­ნამ ორ­შა­ბათს ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ კე­რო­ლის ამ­ბა­ვი და­უ­ჯე­რე­ბე­ლია და და­ი­წყო მტკი­ცე­ბა, რომ კე­როლ­მა სა­ჩი­ვა­რი 2019 წლის მე­მუ­ა­რე­ბის გა­სა­ყი­დად შე­ი­ტა­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კე­როლ­მა ტრამ­პი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში 2019 წელს და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ჯერ კი­დევ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, თუმ­ცა საქ­მის გან­ხილ­ვა მხო­ლოდ 2023 წლის აპ­რილ­ში და­ი­წყო. ტრამ­პი ერთხე­ლაც არ გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­სა­მარ­თლო­ში.

წყა­რო: foxnews

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომა
0

რა დემოკრატია ამერიკაშია ვერ გავიგე,აბორიგენი ინდიელი მოსახლეობა საერთოდ იგნორშია და არავინ არაფრად არ თვლის,მგონი არც არჩევნებში აძლევენ ხმას,ტრამპს კიდევ რას უშვებიან და კიდევ ვინ იცის ათასი უბედურება ხდება დემოკრატიის სახელით.

ეეეჰ
0

ამერიკა ჩაძირა ბაიდენმა მორალურად და ახლა პოლიტიკურად ძირავს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი" - ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს: აშშ-ის ექსპრეზიდენტი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

"წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი" - ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს: აშშ-ის ექსპრეზიდენტი  განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

დონალდ ტრამპი Fox News Digital-ს უცხადებს, რომ ის ჯინ კეროლის გაუპატიურების საქმეზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ "აბსოლუტურად არ აქვს წარმოდგენა, ვინ არის ის", ხოლო განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს. ასევე დასძენს, რომ ეს ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ნადირობაა.

ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, 1996 წელს ტრამპმა სექსუალურად შეავიწროვა კეროლი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის გასახდელ ოთახში და მას დაახლოებით, 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ასევე, ნაფიცმა მსაჯულებმა საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი, რომელიც ტრამპს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის სახით კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.

ტრამპმა განაჩენის გამოტანიდან მალევე, Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს: "გავასაჩივრებთ. კლინტონის მიერ დანიშნული მოსამართლე ძალიან ცუდად მოგვექცა და კეროლიც კლინტონის ადამიანია. წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა ეს ქალი".

ტრამპის ადვოკატმა, ჯო ტაკოპინამ ორშაბათს ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ კეროლის ამბავი დაუჯერებელია და დაიწყო მტკიცება, რომ კეროლმა საჩივარი 2019 წლის მემუარების გასაყიდად შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ კეროლმა ტრამპი გაუპატიურებაში 2019 წელს დაადანაშაულა, ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, თუმცა საქმის განხილვა მხოლოდ 2023 წლის აპრილში დაიწყო. ტრამპი ერთხელაც არ გამოჩენილა სასამართლოში.

წყარო: foxnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა