მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია - დასავლეთში, როცა ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს" - ზურაბ ჯაფარიძე
"რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია - დასავლეთში, როცა ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს" - ზურაბ ჯაფარიძე

რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი, ამა­ზე ლექ­ცი­ებ­ზეც ვსა­უბ­რობ და ბა­ნა­კე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, თუ ახალ­გაზ­რდე­ბი კი­თხვას დას­ვა­მენ რე­ვო­ლუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით , - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­სავ­ლეთ­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იტყუ­ე­ბა, ქუ­ჩა­ში ბევ­რი ხალ­ხი გა­მო­დის და პრობ­ლე­მებს ქმნის, ხოლო ჩვენ „ეს გზა ჯერ გა­სავ­ლე­ლი გვაქვს“.

"პა­რა­ლი­ზე­ბა, ხე­ლის შეშ­ლა, სა­ბო­ტა­ჟი - ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ ბევრ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის შექ­მნა ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს გზა ჯერ გა­სავ­ლე­ლი გვაქვს. და­სავ­ლეთ­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი მი­ქა­რა­ვენ, რო­მე­ლი­ღაც მი­ნისტრს ტყუ­ილ­ზე და­ი­ჭე­რენ, ის მი­ნის­ტრი გა­დად­გე­ბა ხოლ­მე იმის გამო, რომ მათ იცი­ან, ქუ­ჩა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს ბევ­რი ხალ­ხი და ბევრ ხალ­ხს შე­უძ­ლია პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა. ამი­ტომ არ­სე­ბობს იქ ეს კულ­ტუ­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ნატ­რით ხოლ­მე, რომ თვი­თონ იღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მი­დი­ან. აქ რა­ტომ არ მი­დი­ან? იმი­ტომ, რომ აქ ჯერ ეგ გზა გა­სავ­ლე­ლი გვაქვს. აქ მთავ­რო­ბებ­მა უნდა ის­წავ­ლონ, რომ ქუ­ჩა­ში რო­დე­საც ბევ­რი ხალ­ხი გა­მო­დის, ბევრ ხალ­ხს შე­უძ­ლია პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა, ჯო­ბია არ გა­აბ­რა­ზო ბევ­რი ხალ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ ყო­ფილ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­სა და ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას არ სჯე­რა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ლი­დერს ფუ­ლის შოვ­ნი­სა და შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

"მე არ მჯე­რა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი კე­ზე­რაშ­ვილს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ აქ ქოლ-ცენ­ტრე­ბი ამუ­შა­ოს, ფული აკე­თოს და მერე ოპო­ზი­ცია აფი­ნან­სოს. მე არ მჯე­რა, რომ ვინ­მეს, კე­ზე­რაშ­ვილს, ვა­შა­ძეს ან ოპო­ზი­ცი­ურ ნე­ბის­მი­ერ ლი­დერს ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ფული აკე­თოს, გინ­და ქოლ-ცენ­ტრე­ბით და გინ­და სხვა რა­ღა­ცე­ბით და მერე ოპო­ზი­ცია აფი­ნან­სოს, ეს არის ზღა­პა­რი“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
`
0

რევოლუცია კი არა ისე გაგისიებენ მაგ ხის თავს ,სულ დაგავიწყებენ გირჩს და ალუჩას :)

მაია
0

შარვალჩახდილები რევოლუციას ვერ აწყობენ, სხვა ასოციაციას იწვევენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია - დასავლეთში, როცა ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს" - ზურაბ ჯაფარიძე

"რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია - დასავლეთში, როცა ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს" - ზურაბ ჯაფარიძე

რევოლუციაზე საუბარი არის ჩვეულებრივი ამბავი, ამაზე ლექციებზეც ვსაუბრობ და ბანაკების შემთხვევაშიც, თუ ახალგაზრდები კითხვას დასვამენ რევოლუციასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დასავლეთში, როდესაც ხელისუფლება იტყუება, ქუჩაში ბევრი ხალხი გამოდის და პრობლემებს ქმნის, ხოლო ჩვენ „ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს“.

"პარალიზება, ხელის შეშლა, საბოტაჟი - ქუჩაში გამოსულ ბევრ ადამიანს შეუძლია უამრავი პრობლემის შექმნა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ჩვენ, სამწუხაროდ, ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს. დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, რომელიღაც მინისტრს ტყუილზე დაიჭერენ, ის მინისტრი გადადგება ხოლმე იმის გამო, რომ მათ იციან, ქუჩაში შეიძლება გამოვიდეს ბევრი ხალხი და ბევრ ხალხს შეუძლია პრობლემების შექმნა. ამიტომ არსებობს იქ ეს კულტურა, რომელსაც საქართველოში შევნატრით ხოლმე, რომ თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას და მიდიან. აქ რატომ არ მიდიან? იმიტომ, რომ აქ ჯერ ეგ გზა გასავლელი გვაქვს. აქ მთავრობებმა უნდა ისწავლონ, რომ ქუჩაში როდესაც ბევრი ხალხი გამოდის, ბევრ ხალხს შეუძლია პრობლემების შექმნა, ჯობია არ გააბრაზო ბევრი ხალხი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილსა და ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანაში რომელიმე ოპოზიციონერ ლიდერს ფულის შოვნისა და შემდეგ ოპოზიციის დაფინანსების საშუალებას აძლევს.

"მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი კეზერაშვილს აძლევს საშუალებას, რომ აქ ქოლ-ცენტრები ამუშაოს, ფული აკეთოს და მერე ოპოზიცია აფინანსოს. მე არ მჯერა, რომ ვინმეს, კეზერაშვილს, ვაშაძეს ან ოპოზიციურ ნებისმიერ ლიდერს ივანიშვილი მიცემს საშუალებას, რომ ამ ქვეყანაში ფული აკეთოს, გინდა ქოლ-ცენტრებით და გინდა სხვა რაღაცებით და მერე ოპოზიცია აფინანსოს, ეს არის ზღაპარი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.