Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოტოსერვისის ბაზრის ლიდერი - მიხეილ თორდიას წარმატების ისტორია
მოტოსერვისის ბაზრის ლიდერი - მიხეილ თორდიას წარმატების ისტორია

საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა - სწო­რედ ამ ორმა თვი­სე­ბამ მო­უ­ტა­ნა წარ­მა­ტე­ბა მი­ხე­ილ თორ­დი­ას, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბით ავი­ა­ტო­რია და 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავი­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და ელექტრო­მე­მონ­ტა­ჟედ. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ხე­ილს მუდ­მი­ვად უნ­დო­და სა­კუ­თა­რი საქ­მე ჰქო­ნო­და და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სა­კუ­თა­რი თა­ვის უფ­რო­სი ყო­ფი­ლი­ყო.

მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ძა­ლას არ ზო­გავ­და. ავი­ა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის დროს ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის კარ­გი ტექ­ნი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო და 2016-17 წელი იქ­ნე­ბო­და, როცა გა­და­წყვი­ტა, პირ­ვე­ლი მო­ტო­ციკ­ლე­ტი შე­ე­ძი­ნა.

„იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­მა ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა მო­ტო­ციკ­ლე­ტი შე­ი­ძი­ნა და რო­დე­საც ახ­ლო­დან შე­ვის­წავ­ლე, მეც და­მა­ინ­ტე­რე­სა. ისე მოხ­და, რომ ორი მო­ტო­ციკ­ლი შე­ვი­ძი­ნე. აქე­დან ერთი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი თა­ვად შე­მე­რე­მონ­ტე­ბი­ნა. ამე­რი­კი­დან გა­მო­ვი­წე­რე ნა­წი­ლე­ბი, YouTube-ზე ვუ­ყუ­რე ვი­დე­ო­ებს და ამ­გვა­რად შე­ვა­კე­თე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ავ­ტო­ფა­რეხ­ში ხდე­ბო­და. შე­კე­თე­ბის შემ­დეგ, ეს მო­ტო­ციკ­ლი გავ­ყი­დე. მო­მე­წო­ნა თა­ვად პრო­ცე­სი და გა­დავ­წყვი­ტე სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე, მან­ქა­ნა გავ­ყი­დე და იმ ფუ­ლით ექ­ვსი მო­ტო­ციკ­ლი შე­ვი­ძი­ნე, გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად და გა­სა­ყი­დად,” - იხ­სე­ნებს მი­ხე­ილ თორ­დია.

მი­ხე­ი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ამ ყვე­ლა­ფერს ფი­ზი­კუ­რი პი­რის სა­ხე­ლით აკე­თებ­და, შემ­დეგ კი, რო­დე­საც საქ­მე გა­ი­ზარ­და, ბიზ­ნე­სად და­რე­გის­ტრირ­და. დღეს მას მო­ტო­ციკ­ლე­ბის სერ­ვის­ცენ­ტრის Michell Bike-ის სა­ხე­ლით ძა­ლი­ან ბევ­რი იც­ნობს. კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც ნა­წი­ლებს, ასე­ვე, ეკი­პი­რე­ბას.

„Michell ჩემს სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. მო­ტოჯ­გუ­ფებ­შიც Michell Bike-ის სა­ხე­ლით მიც­ნო­ბენ. Michell Bike-ს სერ­ვი­სი და მა­ღა­ზია ერ­თად აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ესაა საქ­მე, რომ­ლის კე­თე­ბაც გა­მომ­დის, მომ­წონს და მინ­და. სხვა საქ­მე­ში ჩემი თავი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. რო­დე­საც ექ­ვსი მო­ტო­ციკ­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და ეს საქ­მი­ა­ნო­ბა წა­მო­ვი­წყე, პირ­ველ­მა დამ­კვე­თებ­მა ფე­ის­ბუ­ქის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­პო­ვეს. მათ კი, თა­ვის მხრივ, თა­ვი­ანთ ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს უამ­ბეს ჩემ­ზე. იმ დრო­ი­სათ­ვის, ეს სფე­რო შე­და­რე­ბით ახა­ლი ხილი იყო. მას შემ­დეგ, მო­ტო­ციკ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით იზ­რდე­ბა. პი­რა­დად მე, 2019 წლი­დან დღემ­დე, 242 მო­ტო­ციკ­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და შე­ვა­კე­თე. ამ სეგ­მენტს სა­ინ­ტე­რე­სო ისიც აქვს, რომ მო­ტო­ციკ­ლის­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ცნო­ბენ და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან ხოლ­მე, მეც ბევრთან ვმე­გობ­რობ. მან­ქა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მო­ტო­ციკ­ლის ნა­წილს ად­ვი­ლად ვერ იშო­ვი. ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბა სად და რო­გორ იშო­ვოს ესა თუ ის ნა­წი­ლი ან შე­ა­კე­თოს მო­ტო­ციკ­ლი. ამი­ტომ, ხმა სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა. დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ბა­ი­კე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლია,” - გან­მარ­ტავს მი­ხე­ი­ლი.

2020 წელს მი­ხე­ი­ლი ავ­ტო­ფა­რეხ­ში აგ­რძე­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ­ჟა­მად კი მას სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი აქვს აღე­ბუ­ლი იჯა­რით. Michell Bike-ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით მოგ­ზა­ურ ბა­ი­კე­რებ­საც, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან.

სწო­რედ მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბამ მი­იყ­ვა­ნა მი­ხე­ი­ლი ასეთ შე­დე­გამ­დე. რო­დე­საც ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა გა­და­წყვი­ტა ლი­ბერ­თის და­უ­კავ­შირ­და. მას გარ­კვე­უ­ლი თან­ხა სჭირ­დე­ბო­და მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის ჩა­მო­საყ­ვა­ნად.

„რო­დე­საც ლი­ბერ­თის მივ­მარ­თე, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზეს. მა­ნამ­დე ამ ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქონ­და და საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ლი­ბერ­თის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იდე­ა­ლუ­რი გა­მოდ­გა ჩემ­თვის. ბევ­რად მა­ღა­ლი ნდო­ბის ფაქ­ტო­რი გა­მო­ავ­ლი­ნეს ჩემ­თან, ვიდ­რე მათ, ვის­თა­ნაც მა­ნამ­დე ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი. სეს­ხის აღე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და სწრა­ფი პრო­ცე­სი აღ­მოჩ­ნდა. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ის პი­რო­ბე­ბი, რაც მე მჭირ­დე­ბო­და. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, ბიზ­ნე­სი გან­ვი­თარ­და. ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი მო­ტო­ციკ­ლე­ბი სრუ­ლად გავ­ყი­დე,” - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ თორ­დია.

ამ­ჟა­მად მისი მი­ზა­ნია სეს­ხი და­ფა­როს და ლი­ბერ­თის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ახა­ლი სეს­ხის ფარ­გლებ­ში გა­აგ­რძე­ლოს, რომ საქ­მე კი­დევ უფრო გა­ნა­ვი­თა­როს. Michell Bike-ის მიმ­დე­ბა­რედ მი­წის შეს­ყიდ­ვა და მისი ბიზ­ნე­სის­თვის უფრო შე­სა­ბა­მი­სი ნა­გე­ბო­ბის აშე­ნე­ბა სურს.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
0

წარმატებები მიშო შენ და შენს გუნდს

კოტე შავშიშვილი
0

ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

მოტოსერვისის ბაზრის ლიდერი - მიხეილ თორდიას წარმატების ისტორია

მოტოსერვისის ბაზრის ლიდერი - მიხეილ თორდიას წარმატების ისტორია

საქმის სიყვარული და მიზანდასახულობა - სწორედ ამ ორმა თვისებამ მოუტანა წარმატება მიხეილ თორდიას, რომელიც განათლებით ავიატორია და 5 წლის განმავლობაში ავიაციაში მუშაობდა ელექტრომემონტაჟედ. ამ პერიოდის განმავლობაში მიხეილს მუდმივად უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონოდა და დამოუკიდებელი, საკუთარი თავის უფროსი ყოფილიყო.

მიზნის მისაღწევად ძალას არ ზოგავდა. ავიაციაში საქმიანობის დროს ინსტრუმენტებთან მუშაობის კარგი ტექნიკური გამოცდილება მიიღო და 2016-17 წელი იქნებოდა, როცა გადაწყვიტა, პირველი მოტოციკლეტი შეეძინა.

„იმ პერიოდში ჩემმა ერთმა ახლობელმა მოტოციკლეტი შეიძინა და როდესაც ახლოდან შევისწავლე, მეც დამაინტერესა. ისე მოხდა, რომ ორი მოტოციკლი შევიძინე. აქედან ერთი გაფუჭებული აღმოჩნდა და იძულებული გავხდი თავად შემერემონტებინა. ამერიკიდან გამოვიწერე ნაწილები, YouTube-ზე ვუყურე ვიდეოებს და ამგვარად შევაკეთე. ეს ყველაფერი ჩემს ავტოფარეხში ხდებოდა. შეკეთების შემდეგ, ეს მოტოციკლი გავყიდე. მომეწონა თავად პროცესი და გადავწყვიტე სწორედ ამ მიმართულებით წავსულიყავი. მომდევნო ეტაპზე, მანქანა გავყიდე და იმ ფულით ექვსი მოტოციკლი შევიძინე, გასარემონტებლად და გასაყიდად,” - იხსენებს მიხეილ თორდია.

მიხეილი თავდაპირველად ამ ყველაფერს ფიზიკური პირის სახელით აკეთებდა, შემდეგ კი, როდესაც საქმე გაიზარდა, ბიზნესად დარეგისტრირდა. დღეს მას მოტოციკლების სერვისცენტრის Michell Bike-ის სახელით ძალიან ბევრი იცნობს. კომპანია უზრუნველყოფს როგორც ნაწილებს, ასევე, ეკიპირებას.

„Michell ჩემს სახელს უკავშირდება. მოტოჯგუფებშიც Michell Bike-ის სახელით მიცნობენ. Michell Bike-ს სერვისი და მაღაზია ერთად აქვს წარმოდგენილი. ესაა საქმე, რომლის კეთებაც გამომდის, მომწონს და მინდა. სხვა საქმეში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. როდესაც ექვსი მოტოციკლი ჩამოვიყვანე და ეს საქმიანობა წამოვიწყე, პირველმა დამკვეთებმა ფეისბუქის საშუალებით მიპოვეს. მათ კი, თავის მხრივ, თავიანთ ახლობლებსა და მეგობრებს უამბეს ჩემზე. იმ დროისათვის, ეს სფერო შედარებით ახალი ხილი იყო. მას შემდეგ, მოტოციკლების რაოდენობა საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. პირადად მე, 2019 წლიდან დღემდე, 242 მოტოციკლი ჩამოვიყვანე და შევაკეთე. ამ სეგმენტს საინტერესო ისიც აქვს, რომ მოტოციკლისტები ერთმანეთს ცნობენ და სხვადასხვა ღონისძიებაზე იკრიბებიან ხოლმე, მეც ბევრთან ვმეგობრობ. მანქანისგან განსხვავებით, მოტოციკლის ნაწილს ადვილად ვერ იშოვი. ყველა ერთმანეთს ეკითხება სად და როგორ იშოვოს ესა თუ ის ნაწილი ან შეაკეთოს მოტოციკლი. ამიტომ, ხმა სწრაფად ვრცელდება. დღეს, საქართველოში მყოფი ბაიკერების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მომხმარებელია,” - განმარტავს მიხეილი.

2020 წელს მიხეილი ავტოფარეხში აგრძელებდა საქმიანობას. ამჟამად კი მას სპეციალური ადგილი აქვს აღებული იჯარით. Michell Bike-ში ხშირად შეხვდებით მოგზაურ ბაიკერებსაც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან.

სწორედ მიზანდასახულობამ მიიყვანა მიხეილი ასეთ შედეგამდე. როდესაც ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა ლიბერთის დაუკავშირდა. მას გარკვეული თანხა სჭირდებოდა მოტოციკლეტების ჩამოსაყვანად.

„როდესაც ლიბერთის მივმართე, მოსახერხებელი პირობები შემომთავაზეს. მანამდე ამ ბანკთან ურთიერთობა არ მქონდა და საკმაოდ ადვილი და კომფორტული აღმოჩნდა. ლიბერთისთან თანამშრომლობა იდეალური გამოდგა ჩემთვის. ბევრად მაღალი ნდობის ფაქტორი გამოავლინეს ჩემთან, ვიდრე მათ, ვისთანაც მანამდე ვთანამშრომლობდი. სესხის აღება ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესი აღმოჩნდა. მნიშვნელოვნად გაითვალისწინეს ის პირობები, რაც მე მჭირდებოდა. ამ თანამშრომლობის შემდეგ, ბუნებრივია, ბიზნესი განვითარდა. ჩამოყვანილი მოტოციკლები სრულად გავყიდე,” - აღნიშნავს მიხეილ თორდია.

ამჟამად მისი მიზანია სესხი დაფაროს და ლიბერთისთან თანამშრომლობა ახალი სესხის ფარგლებში გააგრძელოს, რომ საქმე კიდევ უფრო განავითაროს. Michell Bike-ის მიმდებარედ მიწის შესყიდვა და მისი ბიზნესისთვის უფრო შესაბამისი ნაგებობის აშენება სურს.

R