Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირება ინდოეთში - 55-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ათასობით გაძარცვეს, უამრავ მოქალაქეს კი სახლები გადაუწვეს
სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირება ინდოეთში - 55-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ათასობით გაძარცვეს,  უამრავ მოქალაქეს კი სახლები გადაუწვეს

ინ­დო­ე­თის შტატ მა­ნი­პურ­ში ეთ­ნი­კურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ 55-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, 260 ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია, 23 000-მდე ად­მი­ანს კი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია, ამის შე­სა­ხებ ინ­დო­ე­თის არ­მია იტყო­ბი­ნე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც გა­სულ კვი­რას კუ­კის და მე­ი­ტე­ის ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის წევ­რებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი და­ი­წყო, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ძარ­ცვეს და სახ­ლე­ბი გა­და­უწ­ვეს. ორი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი აღ­მო­სავ­ლეთ ინ­დო­ეთ­ში, მა­ნი­პუ­რის დე­და­ქა­ლაქ იმ­ფა­ლის ქუ­ჩებ­ში და­უ­პი­რის­პირ­და ერ­თმა­ნეთს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბას ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

  • "იმ­დე­ნი გარ­დაც­ვლი­ლია... დედა-შვი­ლი ბა­ნაკ­ში ცდი­ლობ­და გაქ­ცე­ვას, როცა გზად ბრბო წა­მო­ე­წია და ბი­ჭის ცემა მა­ნამ არ შე­წყვი­ტეს, ვიდ­რე არ მოკ­ლეს. დე­დამ შვი­ლის დაც­ვა სცა­და, თუმ­ცა ისიც მოკ­ლეს“, - ყვე­ბა მე­ი­ტე­ის ტო­მის ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ახლა არ­მი­ის ბა­ნაკ­შია.

მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სხვა­დას­ხვა ტო­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მა­ნი­პუ­რის "ყვე­ლა ტო­მის სტუ­დენ­ტუ­რი კავ­ში­რის“ აქ­ცი­ა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აქ­ცი­ის წევ­რე­ბი მე­ი­ტე­ის ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის და­უც­ველ ტო­მად აღი­ა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩებ­ში.

მე­ი­ტე­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც შტა­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ს შე­ად­გენს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და კამ­პა­ნი­ას, რათა და­უც­ვე­ლი ტო­მის სტა­ტუ­სი მი­ე­ღოთ. ეს მათ ჯან­დაც­ვის და გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე და სამ­თავ­რო­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მის­ცემს წვდო­მას. თუ მე­ი­ტე­ის თემს და­უც­ვე­ლი ტო­მის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა, სხვა ტო­მობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი ში­შო­ბენ, რომ მათ და­საქ­მე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბათ.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ზაზა
1

მართლა დაუცველი ტომი ყოფილან თუ ესე გადაუარეს. გენოციდი სხვა კი არაფერია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირება ინდოეთში - 55-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ათასობით გაძარცვეს, უამრავ მოქალაქეს კი სახლები გადაუწვეს

სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირება ინდოეთში - 55-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ათასობით გაძარცვეს,  უამრავ მოქალაქეს კი სახლები გადაუწვეს

ინდოეთის შტატ მანიპურში ეთნიკურმა დაპირისპირებამ 55-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 260 ჰოსპიტალიზებულია, 23 000-მდე ადმიანს კი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია, ამის შესახებ ინდოეთის არმია იტყობინება.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კუკის და მეიტეის ეთნიკური ჯგუფის წევრებს შორის შეტაკებები დაიწყო, უამრავი ადამიანი გაძარცვეს და სახლები გადაუწვეს. ორი ეთნიკური ჯგუფი აღმოსავლეთ ინდოეთში, მანიპურის დედაქალაქ იმფალის ქუჩებში დაუპირისპირდა ერთმანეთს. საავადმყოფოში მოთავსებულთა უმეტესობას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

  • "იმდენი გარდაცვლილია... დედა-შვილი ბანაკში ცდილობდა გაქცევას, როცა გზად ბრბო წამოეწია და ბიჭის ცემა მანამ არ შეწყვიტეს, ვიდრე არ მოკლეს. დედამ შვილის დაცვა სცადა, თუმცა ისიც მოკლეს“, - ყვება მეიტეის ტომის ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ახლა არმიის ბანაკშია.

მოსახლეობას შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებმა მანიპურის "ყველა ტომის სტუდენტური კავშირის“ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქციის წევრები მეიტეის ეთნიკური ჯგუფის დაუცველ ტომად აღიარების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩებში.

მეიტეის საზოგადოება, რომელიც შტატის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს შეადგენს, წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას, რათა დაუცველი ტომის სტატუსი მიეღოთ. ეს მათ ჯანდაცვის და განათლების უზრუნველყოფაზე და სამთავრობო სამუშაოებზე მისცემს წვდომას. თუ მეიტეის თემს დაუცველი ტომის სტატუსი მიენიჭება, სხვა ტომობრივი ჯგუფები შიშობენ, რომ მათ დასაქმებისა და განათლების მიღების საშუალება აღარ ექნებათ.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა