Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა

2023 წლის პირ­ვე­ლი სამი თვის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო - კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ნარ­კო­ტი­კულ ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე 1241 ადა­მი­ა­ნი შე­ა­მოწ­მა, სა­ი­და­ნაც 928-ს ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბა და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2023 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ნარ­კო­ტი­კულ ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე შე­მოწ­მე­ბულ პირ­თა­გან არ­ცერ­თი არ იყო არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო 32 მათ­გა­ნი ქა­ლია.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, შსს სა­ექ­სპერ­ტო - კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის სამ­სა­ხურ­მა, იან­ვარ-მარ­ტში, ყვე­ლა­ზე მეტი 754 მა­მა­კა­ცი 25-44 ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ი­დან შე­ა­მოწ­მა, სა­ი­და­ნაც 574-ს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი თრო­ბა და­უ­დას­ტურ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გებს, 32 ქა­ლი­დან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, და­დე­ბი­თი ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­დე­გი 13 მათ­განს ჰქონ­და.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ექ­სპერ­ტო - კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ნარ­კო­ტი­კულ ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი თბი­ლის­სა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში შე­ა­მოწ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა 2022 წლის მო­ნა­ცე­მებს, დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, შსს სა­ექ­სპერ­ტო - კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ნარ­კო­ლო­გი­ურ თრო­ბა­ზე 5052 ადა­მი­ა­ნი შე­ა­მოწ­მა, სა­ი­და­ნაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბა 3631-ს და­უ­დას­ტურ­და.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სულ 4225 პირი შე­ა­მოწ­მეს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბა 2689-ს და­უ­დას­ტურ­და. შე­მოწ­მე­ბულ პირ­თა­გან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბა 17 ქალს და­უ­დას­ტურ­და. რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნებს, 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯამ­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 30 არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­ა­მოწ­მეს, მათ შო­რის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქე­დან ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბა 19-ს აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 17 - ბიჭს და 2 - გო­გოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
1

ამხელა პროცენტი მაინც არ მეგონა, თუმცა, რომ აიშვეს თავი კი იგრძნობოდა!

ია
2

სასჯელი კი არ უნდა გამკაცრდეს, უნდა აღსრულდეს. თუმცა საქართველო ჯერ ადრეული ფეოდალიზმის ხანაშია, გამომდინარე სასჯელი იქნება მარტო უბრალო ხალხისთვის. მდიდრები ისევ იგულავებენ, გადაიხდიან და დააშავებენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია.

დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, იანვარ-მარტში, ყველაზე მეტი 754 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 574-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, 32 ქალიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 13 მათგანს ჰქონდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში შეამოწმა.

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 - ბიჭს და 2 - გოგოს.