მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინს აღლუმის ჩატარება და "სამხედრო დიდების" ჩვენება საკუთარი მოსახლეობისთვის ახლა ძალიან სჭირდება" - დიდი პრობლემები რუსულ არმიაში და ეფ-ეს-ბეს მორიგი ბრალდება საქართველოს მიმართ
"პუტინს აღლუმის ჩატარება და "სამხედრო დიდების" ჩვენება საკუთარი მოსახლეობისთვის ახლა ძალიან სჭირდება" - დიდი პრობლემები რუსულ არმიაში და ეფ-ეს-ბეს მორიგი ბრალდება საქართველოს მიმართ

3 მა­ისს, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რუ­სეთ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა კრემლზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა და ეს „უკ­რა­ი­ნას და­აბ­რა­ლა. "ორი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი მი­მარ­თუ­ლი იყო კრემ­ლის­კენ. სამ­ხედ­რო და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ სა­რა­და­რო საბ­რძო­ლო სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დრო­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად აპა­რა­ტე­ბი მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. მათ ჩა­მო­ვარ­დნა­სა და კრემ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფრაგ­მენ­ტე­ბის მი­მო­ფან­ტვას მსხვერ­პლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი არ მოჰ­ყო­ლია", - ვკი­თხუ­ლობთ კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მომ­ხდა­რი კრემ­ლმა „ტე­რო­რის­ტულ აქ­ტად“ და „პრე­ზი­დენტზე თავ­დას­ხმად“ შე­ა­ფა­სა. გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, კრემ­ლის ერთ-ერთ ქონ­გურ­ზე დრო­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დეგ ცე­ცხლი რო­გორც ჩნდე­ბა. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო. გავ­რცელ­და არა­ერ­თი ვერ­სია, მათ შო­რის ისიც, რომ ამის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი შე­საძ­ლოა ისევ მოს­კო­ვია. 5 მა­ისს კი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და სპონ­სორ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ "ვაგ­ნე­რი" 10 მა­ისს და­ტო­ვებს დო­ნეც­კის ოლ­ქის ქა­ლაქ ბახ­მუტს. მან რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრსა და უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დალს მი­მარ­თა. მისი თქმით, „მისი ბი­ჭე­ბი“ შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბის გა­რე­შე გა­უ­მარ­თლე­ბელ ბრძო­ლას ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლე­ბენ. 9 მა­ი­სის­თვის ქა­ლაქ ბახ­მუ­ტის აღე­ბას აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ 1-ლი მა­ი­სი­დან სამ­ხედ­რო ბი­უ­როკ­რა­ტებ­მა ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტეს. „"მათ ჰგო­ნი­ათ, ის­ტო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბად შევ­ლენ, თუმ­ცა ისი­ნი ის­ტო­რი­ა­ში უკვე შე­ვიდ­ნენ მშიშ­რე­ბად", - ამ­ბობს პრი­გო­ჟი­ნი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში. სწო­რედ ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძეს­თან.

- რო­გორც არა­ერ­თი და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მაც წერს, მეც ვფიქ­რობ, რომ კრემლზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უშუ­ა­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ მომ­ხდა­რა. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბიც. მი­მაჩ­ნია, რომ მომ­ხდა­რი დი­ვერ­სი­ულ აქტს ჰგავს. არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ვერ­სია, რომ დრო­ნე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­უშ­ვეს. ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ეს შე­საძ­ლოა თვი­თონ რუ­სებ­მა მო­ა­წყვეს. სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტი არა ვარ, მაგ­რამ მეც დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მთლად ისე არ უნდა იყოს საქ­მე, რო­გო­რა­დაც წარ­მო­ა­ჩი­ნეს. თუ ამის უკან რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ამით რისი მიღ­წე­ვა სურ­დათ. ფაქ­ტია, ამან უფრო მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა რუ­სე­თის, რო­გორც ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო ქვეყ­ნის, ისე­დაც შე­ლა­ხუ­ლი იმი­ჯი.

რაც შე­ე­ხე­ბა პრი­გო­ჟინს, მის მუ­ქა­რა­სა და პი­არსვლებს, ასე­თი ვი­თა­რე­ბაა: პრი­გო­ჟი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რომ მას და მის დაჯ­გუ­ფე­ბას იმ­დენ ია­რაღს აღარ აძ­ლე­ვენ, რამ­დენ­საც ადრე იღებ­და. აქამ­დე მისი დაჯ­გუ­ფე­ბა პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი იყო. ახლა ეს შე­იც­ვა­ლა. პრობ­ლე­მა ისაა, რომ რუ­სეთს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში პრობ­ლე­მა აქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით დე­ფი­ცი­ტუ­რია ჭურ­ვე­ბი. ვერ აუ­დის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბა ამ­ხე­ლა და­ნა­კარგს, არ იყ­ვნენ მზად ასე­თი მას­შტა­ბუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ურალ­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­ხა­ნა აა­მუ­შა­ვეს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვერ ახერ­ხე­ბენ ია­რა­ღით სამ­ხედ­რო­ე­ბის მთელ ფრონტზე მო­მა­რა­გე­ბას. უნდა ით­ქვას ისიც, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ამ­ზა­დე­ბენ ია­რა­ღის რე­ზერვსაც, რად­გან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვის შემ­თხვე­ვა­ში რე­ზერ­ვე­ბის გა­რე­შე მო­გე­რი­ე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ. პრი­გო­ჟი­ნი აღ­შფო­თე­ბუ­ლია, რომ ბოლო ორი თვეა და­კარ­გა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი და ახლა ცდი­ლობს, რომ იტყვი­ან, პო­ზა­ში ჩად­გეს.

გარ­და ამი­სა, მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბაა რუს სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში 17 ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა ამ ე.წ. სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ზე, მათ შო­რის სა­ერ­თო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­შიც. პუ­ტი­ნი ცდი­ლობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლე­ბი და­ა­ბა­ლან­სოს. სა­ზო­გა­დოდ, სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, ყოვ­ლად არა­კო­რექ­ტუ­ლია კერ­ძო სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რე­ბის შექ­მნა, რომ­ლე­ბიც ფრონ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნაკ­ვე­თებ­ზე იბ­რძვი­ან და ლა­მის მთა­ვარ დამ­რტყმელ ძა­ლად ით­ვლე­ბი­ან. ამ პრო­ცეს­მაც აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სუ­ლი არ­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლად ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზეა. კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს მისი სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. იმ კო­რუფ­ცი­ამ, რო­მე­ლიც რუ­სეთ­შია გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვა­ო­და სამ­ხედ­რო სფე­რო­ში, ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა ეს ქვე­ყა­ნა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­მა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამო­წუ­რა, მაგ­რამ ამ ომმა გა­მო­ა­ჩი­ნა უდი­დე­სი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი. კერ­ძოდ, ის, რომ ეს არის შიგ­ნი­დან მოშ­ლი­ლი, მომ­პა­ლი სა­ხელ­მწი­ფო. რო­გორც სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ისი­ნი უკ­რა­ი­ნის­გან არ ელოდ­ნენ ასეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, ამის­თვის არც იყ­ვნენ მზად და ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ ახალ რე­ა­ლო­ბა­ზე გა­და­წყო­ბა. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ აი­ღეს ერთი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი. რო­გორც იუ­წყე­ბი­ან, ბახ­მუ­ტის­თვის ბრძო­ლა­ში 20 000 რუსი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა. არც უკ­რა­ი­ნის და­ნა­კარ­გია მცი­რე, მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე არ­მია რომ გქვია, ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქს ამ­დენ რე­სურსს შე­ა­ლევ და შე­დეგ­საც ვერ იღებ, ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა.

- კრემ­ლის თავ­ზე დრო­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ რუ­სე­ბის­გან არა­ერ­თი მუ­ქა­რა გა­ის­მა, მათ შო­რის ზე­ლენ­სკის ლიკ­ვი­და­ცი­ის. ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა მოს­კოვ­ში 9 მა­ი­სის­თვის და­გეგ­მი­ლი აღ­ლუ­მი გა­ა­უქ­მონ. თა­ვის მხრივ, გა­მო­ით­ქმის ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა უკ­რა­ი­ნამ სწო­რედ 9 მა­ისს და­ი­წყოს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­ტრშე­ტე­ვა.

- ჩემი აზ­რით, პუ­ტინს აღ­ლუ­მის ჩა­ტა­რე­ბა და "სამ­ხედ­რო დი­დე­ბის" ჩვე­ნე­ბა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ახლა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, მე­ეჭ­ვე­ბა აღ­ლუ­მი გა­ა­უქ­მონ. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მუ­ქა­რას, ჯერ მათი რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა არ ჩანს, თუმ­ცა შე­უძ­ლი­ათ კი­ევ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნონ, მათ შო­რის და­ბომ­ბონ სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბი, რის­გა­ნაც აქამ­დე აშ­კა­რად იკა­ვებ­დნენ თავს. ამას­თა­ნა­ვე, უკვე კარ­გა ხა­ნია ვე­ლით უკ­რა­ი­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­სა და კონ­ტრშე­ტე­ვის წა­მო­წყე­ბას. ამას და­ამ­თხვე­ვენ 9 მა­ისს თუ არა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. რუ­სე­თის­გან რო­მე­ლი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­შტა­ბურ სამ­ხედ­რო შე­ტე­ვას არ ველი. აშ­კა­რაა, რომ ამის­თვის საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი არა აქვს. ბახ­მუტ­მა ორი­ვე მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი სამ­ხედ­რო რე­სურ­სი შე­ი­წი­რა, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იმ ტი­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბას, რი­თაც იქ იბ­რძვი­ან, ყო­ველ­დღი­უ­რად იღე­ბენ და­სავ­ლე­თი­დან, რუ­სე­თის წარ­მო­ე­ბას კი ძა­ლი­ან უჭირს. უკ­რა­ი­ნე­ლებს სხვა გზა არა აქვთ, მათ უნდა და­ი­წყონ შე­ტე­ვა, ვფიქ­რობ, ეს უკვე მალე მოხ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში ამ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი მი­დის. ეს პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებ­შიც ჩანს. ბოლო დროს მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა ჩი­ნე­თის პო­ზი­ცია. ეს ქვე­ყა­ნა პრო­ცეს­ში აშ­კა­რად სულ უფრო მე­ტად ერ­თვე­ბა. სი ძინ­პი­ნის სა­უ­ბა­რი ზე­ლენ­სკის­თან და გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­შიც რუ­სეთ­ზე, რო­გორც აგ­რე­სორ­ზეა ლა­პა­რა­კი, ბევრ რა­მე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ჩემი აზ­რით, რუ­სე­თის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. არც უკ­რა­ი­ნის­თვის არის მარ­ტი­ვი ვი­თა­რე­ბა სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ მის მხა­რეს არის მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა და აქვს არ­ნა­ხუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, რაც მის უპი­რა­ტე­სო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

- რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში და­ა­კა­ვეს უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­რუ­სუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­სა და ტე­რაქ­ტებს გეგ­მავ­დნენ. ამა­ვე წყა­როს მტკი­ცე­ბით, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი ყი­რიმ­ში მათ სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­ი­ტა­ნეს. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც რუ­სე­თი ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო ამ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლედ წარ­მო­ა­ჩი­ნოს, ეს მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ზედ­მეტ სიფრ­თხი­ლე­საც კი იჩენს. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ეს ბრალ­დე­ბე­ბი რას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

- ერთი ვერ­სი­ით, შე­იძ­ლე­ბა ეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის ნა­წი­ლად გან­ვი­ხი­ლოთ, რომ­ლის დრო­საც რუ­სე­თი ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­სა­გო­ნად ერ­თგვა­რი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გზავ­ნი­ლე­ბი გა­ახ­მა­უ­როს. რო­გორც უკვე აღ­ნიშ­ნეთ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და ყი­რი­მის ხი­დის აფეთ­ქე­ბა­შიც ქარ­თულ კვალს ეძებ­დნენ. ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა რუ­სეთს არ მის­ცეს სა­ბა­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის წა­მო­სა­წყე­ბად. ამ­გვა­რი გეგ­მე­ბი რუ­სეთს ჰქონ­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ასე­ვე მოლ­დო­ვა­სა და ყა­ზა­ხეთ­ზეც. უკ­რა­ი­ნა­ში ომის ამ­გვა­რად გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგომ კრემლს ამის რე­სურ­სი თით­ქოს აღარ აქვს, მაგ­რამ არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, მათ პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა და არე­უ­ლო­ბის კე­რის შექ­მნა ყო­ველ­თვის შე­უძ­ლი­ათ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან. ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სწო­რედ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს ერთი შე­ხედ­ვით გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
26

გილოცავთ დიდი სამამულო ომში სსრკ ს გამარჯვებას....ვაშაააა

გეყურებათ, რუსეთუმეებო ? !
3

საქართველო პუტინის გენიალური გეოპოლიტიკური ხედვითა და საქვეყნოდ განცხადებით რაღაც ის გაურკვეველი ტერიტორიული წარმონაქმნი ყოფილა, რომელსაც თურმე თავი ჯერ აფსუების სახელმწიფოსათვის, მერე კი რუსეთისათვის შეუფარებია და ამით გადარჩენილა.

ახლა კი დრო მოსულა, სახაროვისეული გეგმის თანახმად, „ბუნების ეს შეცდომა გამოსწორდეს“ და აღნიშნული „უაზრო წარმონაქმნი“ სულ ცოტა კიდევ 5 ერთეულად დაიშალოს (აფხაზეთს და სამაჩაბლოს უკვე აღარ მიიჩნევს საქართველოს ნაწილებად) მათ შორის მინგრელიად და ჯ ა ვ ა ხ კ ა დ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"პუტინს აღლუმის ჩატარება და "სამხედრო დიდების" ჩვენება საკუთარი მოსახლეობისთვის ახლა ძალიან სჭირდება" - დიდი პრობლემები რუსულ არმიაში და ეფ-ეს-ბეს მორიგი ბრალდება საქართველოს მიმართ

"პუტინს აღლუმის ჩატარება და "სამხედრო დიდების" ჩვენება საკუთარი მოსახლეობისთვის ახლა ძალიან სჭირდება" - დიდი პრობლემები რუსულ არმიაში და ეფ-ეს-ბეს მორიგი ბრალდება საქართველოს მიმართ

3 მაისს, ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა კრემლზე დრონებით თავდასხმა და ეს „უკრაინას დააბრალა. "ორი უპილოტო საფრენი აპარატი მიმართული იყო კრემლისკენ. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად აპარატები მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ ჩამოვარდნასა და კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია", - ვკითხულობთ კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მომხდარი კრემლმა „ტერორისტულ აქტად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, კრემლის ერთ-ერთ ქონგურზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი როგორც ჩნდება. უკრაინის ხელისუფლებამ ამ თავდასხმაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო. გავრცელდა არაერთი ვერსია, მათ შორის ისიც, რომ ამის ორგანიზატორი შესაძლოა ისევ მოსკოვია. 5 მაისს კი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა და სპონსორმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ "ვაგნერი" 10 მაისს დატოვებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. მან რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და უმაღლეს მთავარსარდალს მიმართა. მისი თქმით, „მისი ბიჭები“ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. 9 მაისისთვის ქალაქ ბახმუტის აღებას აპირებდნენ, მაგრამ 1-ლი მაისიდან სამხედრო ბიუროკრატებმა იარაღის მიწოდება შეუწყვიტეს. „"მათ ჰგონიათ, ისტორიაში გამარჯვებულებად შევლენ, თუმცა ისინი ისტორიაში უკვე შევიდნენ მშიშრებად", - ამბობს პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში. სწორედ ამ თემებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.

- როგორც არაერთი დასავლური გამოცემაც წერს, მეც ვფიქრობ, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმა უკრაინის ხელისუფლების უშუალო გადაწყვეტილებით არ მომხდარა. ამაზე მეტყველებს ოფიციალური კიევის წარმომადგენლების განცხადებებიც. მიმაჩნია, რომ მომხდარი დივერსიულ აქტს ჰგავს. არ გამოირიცხება ვერსია, რომ დრონები რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვეს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს შესაძლოა თვითონ რუსებმა მოაწყვეს. სამხედრო სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთლად ისე არ უნდა იყოს საქმე, როგორადაც წარმოაჩინეს. თუ ამის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას, რთული სათქმელია, ამით რისი მიღწევა სურდათ. ფაქტია, ამან უფრო მეტად დააზარალა რუსეთის, როგორც ძლიერი სამხედრო ქვეყნის, ისედაც შელახული იმიჯი.

რაც შეეხება პრიგოჟინს, მის მუქარასა და პიარსვლებს, ასეთი ვითარებაა: პრიგოჟინი უკმაყოფილოა, რომ მას და მის დაჯგუფებას იმდენ იარაღს აღარ აძლევენ, რამდენსაც ადრე იღებდა. აქამდე მისი დაჯგუფება პრივილეგირებული იყო. ახლა ეს შეიცვალა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთს შეიარაღებაში პრობლემა აქვს. განსაკუთრებით დეფიციტურია ჭურვები. ვერ აუდის რუსული სამხედრო წარმოება ამხელა დანაკარგს, არ იყვნენ მზად ასეთი მასშტაბური დაპირისპირებისთვის. როგორც ამბობენ, ურალში რამდენიმე ქარხანა აამუშავეს, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებენ იარაღით სამხედროების მთელ ფრონტზე მომარაგებას. უნდა ითქვას ისიც, რომ გარკვეულწილად ამზადებენ იარაღის რეზერვსაც, რადგან უკრაინელების მასირებული შეტევის შემთხვევაში რეზერვების გარეშე მოგერიება ძალიან გაუჭირდებათ. პრიგოჟინი აღშფოთებულია, რომ ბოლო ორი თვეა დაკარგა პრივილეგიები და ახლა ცდილობს, რომ იტყვიან, პოზაში ჩადგეს.

გარდა ამისა, მწვავე დაპირისპირებაა რუს სამხედრო ხელმძღვანელობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ომის განმავლობაში 17 ხელმძღვანელი გამოიცვალა ამ ე.წ. სამხედრო ოპერაციის სხვადასხვა მონაკვეთზე, მათ შორის საერთო ხელმძღვანელობაშიც. პუტინი ცდილობს ამ მიმართულებით ძალები დააბალანსოს. საზოგადოდ, სამხედრო თვალსაზრისით, ყოვლად არაკორექტულია კერძო სამხედრო სტრუქტურების შექმნა, რომლებიც ფრონტის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე იბრძვიან და ლამის მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლებიან. ამ პროცესმაც აჩვენა, რომ რუსული არმია ორგანიზაციულად ძალიან დაბალ დონეზეა. კრიტიკას ვერ უძლებს მისი სამხედრო ხელმძღვანელობა. იმ კორუფციამ, რომელიც რუსეთშია გაბატონებული, განსაკუთრებით კი წლების განმავლობაში ყვაოდა სამხედრო სფეროში, ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს ქვეყანა. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო შესაძლებლობები ამოწურა, მაგრამ ამ ომმა გამოაჩინა უდიდესი ნაკლოვანებები. კერძოდ, ის, რომ ეს არის შიგნიდან მოშლილი, მომპალი სახელმწიფო. როგორც სამხედროები ამბობენ, ისინი უკრაინისგან არ ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას, ამისთვის არც იყვნენ მზად და ძალიან გაუჭირდათ ახალ რეალობაზე გადაწყობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 9 თვის განმავლობაში ვერ აიღეს ერთი პატარა ქალაქი. როგორც იუწყებიან, ბახმუტისთვის ბრძოლაში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. არც უკრაინის დანაკარგია მცირე, მაგრამ მსოფლიოში მეორე არმია რომ გქვია, ერთ პატარა ქალაქს ამდენ რესურსს შეალევ და შედეგსაც ვერ იღებ, ძალიან სამარცხვინოა.

- კრემლის თავზე დრონების გამოჩენის შემდეგ რუსებისგან არაერთი მუქარა გაისმა, მათ შორის ზელენსკის ლიკვიდაციის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოსკოვში 9 მაისისთვის დაგეგმილი აღლუმი გააუქმონ. თავის მხრივ, გამოითქმის ვარაუდი, რომ შესაძლოა უკრაინამ სწორედ 9 მაისს დაიწყოს რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევა.

- ჩემი აზრით, პუტინს აღლუმის ჩატარება და "სამხედრო დიდების" ჩვენება საკუთარი მოსახლეობისთვის ახლა ძალიან სჭირდება. ამიტომ, მეეჭვება აღლუმი გააუქმონ. რაც შეეხება რუსეთის მუქარას, ჯერ მათი რაიმე განსხვავებული მოქმედება არ ჩანს, თუმცა შეუძლიათ კიევზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანონ, მათ შორის დაბომბონ სამთავრობო შენობები, რისგანაც აქამდე აშკარად იკავებდნენ თავს. ამასთანავე, უკვე კარგა ხანია ველით უკრაინის გააქტიურებასა და კონტრშეტევის წამოწყებას. ამას დაამთხვევენ 9 მაისს თუ არა, რთული სათქმელია. რუსეთისგან რომელიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით მასშტაბურ სამხედრო შეტევას არ ველი. აშკარაა, რომ ამისთვის საკმარისი რესურსი არა აქვს. ბახმუტმა ორივე მხრიდან ძალიან დიდი სამხედრო რესურსი შეიწირა, მაგრამ უკრაინელები იმ ტიპის შეიარაღებას, რითაც იქ იბრძვიან, ყოველდღიურად იღებენ დასავლეთიდან, რუსეთის წარმოებას კი ძალიან უჭირს. უკრაინელებს სხვა გზა არა აქვთ, მათ უნდა დაიწყონ შეტევა, ვფიქრობ, ეს უკვე მალე მოხდება. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ ცენტრში ამ ომთან დაკავშირებული გარკვეული პროცესები მიდის. ეს პოლიტიკურ განცხადებებშიც ჩანს. ბოლო დროს მეტად საინტერესოა ჩინეთის პოზიცია. ეს ქვეყანა პროცესში აშკარად სულ უფრო მეტად ერთვება. სი ძინპინის საუბარი ზელენსკისთან და გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა, რომელშიც რუსეთზე, როგორც აგრესორზეა ლაპარაკი, ბევრ რამეზე მიანიშნებს. ჩემი აზრით, რუსეთის მდგომარეობა კრიტიკულია. არც უკრაინისთვის არის მარტივი ვითარება სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ მის მხარეს არის მორალური უპირატესობა და აქვს არნახული მხარდაჭერა, რაც მის უპირატესობას განაპირობებს.

- რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წევრები, რომლებიც ადგილობრივი პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების ლიკვიდაციასა და ტერაქტებს გეგმავდნენ. ამავე წყაროს მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები ყირიმში მათ საქართველოდან შეიტანეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ცდილობს საქართველო ამ კონფლიქტში მონაწილედ წარმოაჩინოს, ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამოკიდებულებაში ზედმეტ სიფრთხილესაც კი იჩენს. ამ ვითარებაში ეს ბრალდებები რას ემსახურება?

- ერთი ვერსიით, შეიძლება ეს საინფორმაციო ომის ნაწილად განვიხილოთ, რომლის დროსაც რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების გასაგონად ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილები გაახმაუროს. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ყირიმის ხიდის აფეთქებაშიც ქართულ კვალს ეძებდნენ. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ნამდვილად ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთს არ მისცეს საბაბი საქართველოში სამხედრო მოქმედებების წამოსაწყებად. ამგვარი გეგმები რუსეთს ჰქონდა როგორც საქართველოზე, ასევე მოლდოვასა და ყაზახეთზეც. უკრაინაში ომის ამგვარად განვითარების შემდგომ კრემლს ამის რესურსი თითქოს აღარ აქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მათ პროვოკაციის მოწყობა და არეულობის კერის შექმნა ყოველთვის შეუძლიათ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამით არის განპირობებული სწორედ ჩვენი ხელისუფლების ეს ერთი შეხედვით გადამეტებული სიფრთხილე. გააგრძელეთ კითხვა