პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?
გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?

თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ტა­რე­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი კ.კ. და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, ბაჩო კვა­რა­ცხე­ლი­ამ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ტა­რე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი კ.კ.

საქ­მე­ზე ამ­ჟა­მად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2023 წლის 4 მა­ისს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან „ლა ვე­რას­თან“, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი კ.კ. და­სა­ცა­ვი პი­რის ნა­თე­სავ გ.მ.-სთან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გ.მ.-ს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ს.გ. მი­უ­ახ­ლოვ­და, რო­მელ­მაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მის მი­მართ რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ფე­ხე­ბის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ს.გ.-მ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა და­ა­პი­რა.

ად­გილ­ზე მყოფ­მა დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ინ­სპექ­ტორ­მა ს.გ-ს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცა და სხე­უ­ლის მი­და­მო­ში მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა, რო­მელ­საც კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით ატა­რებ­და. ს.გ. გულ-მკერ­დის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა საქ­მე­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. კერ­ძოდ, დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ექ­სპერ­ტი­ზის­თვის სა­ჭი­რო კვლე­ვის ნი­მუ­შე­ბი და სხვა ობი­ექ­ტე­ბი.

გა­მო­ი­კი­თხნენ ინ­ცი­დენ­ტის სი­ახ­ლო­ვეს მყო­ფი მოწ­მე­ე­ბი, კერ­ძო ობი­ექ­ტე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის კუთ­ვნი­ლი ტან­საც­მე­ლი, შე­სა­და­რე­ბე­ლი ნი­მუ­შე­ბი და სხვა ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი. და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა. ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად და­ი­ნიშ­ნე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ბა­ლის­ტი­კუ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და სხვა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ბაჩო კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ვე­რა­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რეს­ტო­რან LA VERA- სთან სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, ორი კი დაჭ­რი­ლია. ცნო­ბი­ლი გახ­და გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა, ის 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი, საბა გა­ხო­კი­აა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
2

პოიციელს გაუფორმებელი იარაღი რად უნდოდა?

ხხხხხ
3

ფეხებში ესროლა ახლოდან, ალბათ ძალიან გაამწარა, მაგრამ მოკვლა არ უნდოდა და ამათ კი გამოასალმეს საწყალი სიცოცხლეს. ნეტავ აიკრძალოს იარაღის ტარება,თორემ სულ გადაირივნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დააკავეს.

ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.

საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ.მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა.

ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები და სხვა ობიექტები.

გამოიკითხნენ ინციდენტის სიახლოვეს მყოფი მოწმეები, კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მოპოვებული იქნა ინციდენტში მონაწილე პირების კუთვნილი ტანსაცმელი, შესადარებელი ნიმუშები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად დაინიშნება ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და სხვა შესაბამისი ექსპერტიზები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს“, - განაცხადა ბაჩო კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, რესტორან LA VERA- სთან სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. ცნობილი გახდა გარდაცვლილის ვინაობა, ის 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, საბა გახოკიაა.