პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე " - სალომე ზურაბიშვილი
"რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე " - სალომე ზურაბიშვილი

"ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა უნდა გა­ი­გონ, რომ დღეს სწო­რედ მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროა და არა ყოყ­მა­ნის - რუ­სე­თის მი­მართ გზავ­ნი­ლი მკა­ფიო და ერ­თგვა­რო­ვა­ნი უნდა იყოს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ მისი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და მუ­ქა­რით აღ­სავ­სე ტონი არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე არ ახ­დენს.

"ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს. ძა­ლის­ხმე­ვა არ უნდა და­ვი­შუ­როთ, ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში ჩვე­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზის გან­მტკი­ცე­ბის­თვის. ვი­მე­დოვ­ნოთ, რომ ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი ამ კუ­თხით სა­ე­ტა­პო აღ­მოჩ­ნდე­ბა. რუ­სე­თი უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ მისი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და მუ­ქა­რით აღ­სავ­სე ტონი არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ჩვენს მუდ­მივ და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე. ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა უნდა გა­ი­გონ, რომ დღეს სწო­რედ მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროა და არა ყოყ­მა­ნის. რუ­სე­თის მი­მართ გზავ­ნი­ლი უნდა იყოს მკა­ფიო და ერ­თგვა­რო­ვა­ნი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ წლე­ბის მან­ძილ­ზე პარტნი­ო­რე­ბის მიერ გა­წე­ულ უდი­დეს დახ­მა­რე­ბას, მათი ძა­ლის­ხმე­ვით, სწავ­ლე­ბე­ბით და თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ამაღ­ლდა ჩვე­ნი ძა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში ჩვენ­მა აქ­ტი­ურ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ დიდი როლი ითა­მა­შა ჯა­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. სწო­რედ, იქ შევ­ძე­ლით, რომ მა­გა­ლი­თი სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის მზად­ყოფ­ნის მიგ­ვე­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბის და ამით სა­ქარ­თვე­ლო დამ­კვიდ­რდა, რო­გორც სან­დო და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი. თქვენ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნეთ, რომ ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა შე­გიძ­ლი­ათ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­ურ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ჯა­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე დიდი როლი ითა­მა­შა.

"ქარ­თვე­ლებს კარ­გად გვეს­მის, რომ პარტნი­ო­რო­ბა ორ­მხრი­ვი გზაა და თქვენ ესეც და­ამ­ტკი­ცეთ. თავ­დაც­ვის ძა­ლებს დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად უფრო და უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ეკის­რე­ბათ, ამის არც თუ ისე შორი მა­გა­ლი­თი კო­ვიდ პან­დე­მი­აა, სა­დაც კარ­გად გა­მოჩ­ნდა ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დიდი წვრი­ლი, მზად­ყოფ­ნა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი ჩვე­ნი ძა­ლე­ბის­თვის ახალ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას და მზად­ყოფ­ნას მო­ი­თხოვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა ახა­ლი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­საც ასე­ვე უნდა გა­ვუმკლავ­დეთ. მჯე­რა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძ­ლებთ, იქ­ნე­ბით ყველ­გან და ყო­ველ­თვის იქ, სა­დაც და­გი­ძა­ხებთ თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა და ამ ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რი. ამის­თვის, მინ­და კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მად­ლი­ე­რე­ბა. გი­ლო­ცავთ ფი­ცის და­დე­ბას, ამ ფი­ცის ერ­თგულ­ნი იყა­ვით მუ­დამ, ამ ფი­ცის და თქვე­ნი სამ­შობ­ლოს ღირ­სნი იყა­ვით მუ­დამ, ამა­ყად ატა­რეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დრო­შა. თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცე­ბო გი­ლო­ცავთ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დღეს, თქვენ ემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და ამა­ზე დიდი სა­პა­ტიო და სა­ა­მა­ყო სამ­სა­ხუ­რი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
345
2

სალომე არ ითვლები ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ვნანობთ და გადაგირჩია ხალხმა

კი ბატონო
5

მართალი ხართ სალომე ქალბატონო, გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა ყოყმანის, ეს თქვენც გეხებათ სალომე ქალბატონო, პოლიტ პატიმრებს ვგულისხმობ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე " - სალომე ზურაბიშვილი

"რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე " - სალომე ზურაბიშვილი

"ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის - რუსეთის მიმართ გზავნილი მკაფიო და ერთგვაროვანი უნდა იყოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • მისივე თქმით, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე არ ახდენს.

"ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იყოს. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.

ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეულ უდიდეს დახმარებას, მათი ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციასა და განვითარების გზაზე. სწორედ, იქ შევძელით, რომ მაგალითი საქართველოს ჯარის მზადყოფნის მიგვეცა, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს აქტიურმა მონაწილეობამ ჯარის მოდერნიზაციასა და განვითარების გზაზე დიდი როლი ითამაშა.

"ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ. თავდაცვის ძალებს დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ, ამის არც თუ ისე შორი მაგალითი კოვიდ პანდემიაა, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების დიდი წვრილი, მზადყოფნა და პროფესიონალიზმი. კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის ახალ აღჭურვილობას და მზადყოფნას მოითხოვს, საზოგადოების ყველა საჭიროებისა და უსაფრთხოების დასაცავად. კიბერუსაფრთხოება ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც ასევე უნდა გავუმკლავდეთ. მჯერა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, იქნებით ყველგან და ყოველთვის იქ, სადაც დაგიძახებთ თქვენი მოვალეობა და ამ ქვეყნის სამსახური. ამისთვის, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი საზოგადოების მადლიერება. გილოცავთ ფიცის დადებას, ამ ფიცის ერთგულნი იყავით მუდამ, ამ ფიცის და თქვენი სამშობლოს ღირსნი იყავით მუდამ, ამაყად ატარეთ ჩვენი ქვეყნის დროშა. თქვენ საქართველოს ჯარისკაცებო გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.